/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

საკვერცხეების პოლიკისტოზი - „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“

დღევანდელი რუბრიკის ფარგლებში განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას გინეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიაში.

ეს არის საკვერცხეების პოლიკისტოზი. მოგაწოდებთ ინფორმაციას დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და მაპროვოცირებელ ფაქტორებზე, კლინიკურ ნიშნებსა და გართულებებზე. განვიხილავთ საკვერცხეების პოლიკისტოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ძირითად პრინციპებს. შევეცდებით პასუხი გავცეთ შეკითხვებს, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს მკითხველს.

რუბრიკას უძღვება რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმძღვანელი პროფ. არჩილ ხომასურიძე, – კლინიკური დირექტორი ლალი ფხალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი.

– რას ნიშნავს საკვერცხეების პოლიკისტოზი? რა სხვაობაა საკვერცხეების პოლიკისტოზსა და პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომს შორის?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

– „საკვერცხეების პოლიკისტოზი“ – ამ სახელთან ასოცირდება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება გინეკოლოგიურ და რეპროდუქტოლოგიურ პრაქტიკაში. რეალურად, ეს მორფოლოგიური ტერმინია და გულისხმობს საკვერცხეებში მრავლობითი მცირე ზომის სითხური ჩანართების არსებობას.

სამედიცინო ლიტერატურაში აღნიშნულ დაავადებას პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომს უწოდებენ. მას სხვა სინონიმებიც აქვს. ყველაზე ხშირად გვხვდება – „შტეინ-ლევენტალის სინდრომი“. ეს სახელი უკავშირდება იმ ექიმების გვარებს, რომლებმაც პირველად აღწერეს პათოლოგია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა 5 დღის წინ პირველად ვცადე დაუცველი სექსი მაგრამ არ დაგვისრულებია. მას შემდეგ გამონადენი შემეცვალა. აქამდე ყოველდღიურად მქონდა და ვგრძნობდი ახლა კი საერთოდ ვერ ვგრძნობ და ძალიან ცოტა გამოდის. ოდნავ მოყვითალო გახდა მშრალი. ასეთი არ იყო. მთლიანის კონსისტენცია აღარ აქვს თითქოს. გამონადენი გახდა სითხე და მოთეთრო წერტილები შიგნით. თითქოს დაშლილია მთლიანი გამონადენი. არც ქავილი არც სიწითლე არაფერი არ მაქვს მაგრამ მანერვიულებს ეს საკითხი თუ რატომ შეიცვალა. ჩავეწერო თუ არა გინეკოლოგთან? მადლობა</p>

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი არის დამოუკიდებელი დაავადება, რომელსაც აქვს სპეციფიკური კლინიკური გამოვლინებები. საკვერცხეების პოლიკისტოზი კი შეიძლება თან ახლდეს ბევრ სხვა ენდოკრინულ დარღვევას.

– რამდენად ხშირია ეს დაავადება საქართველოში?

– პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი გავრცელებული პათოლოგიაა. სხვადასხვა პოპულაციაში მისი სიხშირე 3%-დან 26%-მდე ცვალებადობს. საკმაოდ ხშირად გვხვდება საქართველოში. მას ქართველი ქალების ნაციონალურ დაავადებასაც უწოდებენ.

– რა იწვევს საკვერცხეების პოლიკისტოზის განვითარებას?

– საკვერცხეების პოლიკისტოზი არის გენეტიკურად განპირობებული მულტიფაქტორული დაავადება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ცვლილებები გენების დონეზე და სხვადასხვა ფაქტორები ახდენენ დაავადების გამოვლინების პროვოცირებას. პირველ რიგში ეს არის არასწორი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ემოციური და ფიზიკური სტრესორები, მუცლად ყოფნის პერიოდში მავნე აგენტების ზემოქმედება და ა.შ.

დავაზუსტებ, ქალს აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა ამ პათოლოგიის მიმართ და ზემოთ აღნიშნული გარემო ფაქტორები ხელს უწყობენ მის განვითარებას.

– როდის შეიძლება გამოვლინდეს დაავადება?

– პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი ასოცირდება მენსტრუაციული ციკლის დარღვევასთან. შესაბამისად, დაავადება შეიძლება გამოუვლინდეთ მოზარდ გოგონებს პირველი მენსტრუაციის დაწყებისთანავე.

– როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომზე? რა ნიშნებით ვლინდება დაავადება?

– პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის არსებობაზე მიუთითებს არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი. ამ დროს ქალს ყოველთვიურად არ აქვს მენსტრუაცია. გადაცდენები შეიძლება იყოს რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე. მნიშვნელოვანი სიმპტომები დაკავშირებულია მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების სიჭარბესთან. ეს არის ზედმეტთმიანობა, აკნე, კანის ცხიმიანობის მატება. შედარებით იშვიათია თმის ცვენა. პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე პაციენტების ნახევარზე მეტს აქვს ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრობლემა, რაც ორგანიზმში ინსულინის ჭარბ სეკრეციას უკავშირდება. დამახასიათებელია ე. წ. შავი აკანტოზის არსებობა. ამ დროს ზოგიერთ ადგილას, უფრო ხშირად ბარძაყების შიდა ზედაპირზე, კანი მუქადაა შეფერილი. ამას ქალები სიმსუქნის გამო ხახუნს აბრალებენ, რაც, ცხადია, არ არის მართებული.

– რა კავშირია სიმსუქნესა და პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომს შორის?

– პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომს ხშირად თან ახლავს სიმსუქნე, რაც ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას. იქმნება მანკიერი წრე – დავაადება იწვევს სიმსუქნეს და სიმსუქნე ამძიმებს დაავადებას. ამ დროს პაციენტებს უჭირთ წონის დაკლება, ამიტომ აუცილებელია მკურნალობა.

– იწვევს თუ არა საკვერცხეების პოლიკისტოზი უშვილობას?

– დაავადება უშუალოდ უკავშირდება უშვილობის პრობლემას, რადგან პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მთავარი ნიშანი ოვულაციის არარსებობაა. თუ ქალს არ უმწიფდება კვერცხუჯრედი, ცხადია, განაყოფიერება ვერ მოხდება. ფოლიკულები უკუგანვითარებას განიცდის და საკვერცხეებში ჩნდება მრავლობითი ცისტური ჩანართები.

– საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს რამდენად შესაძლებელია ორსულობა?

– საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს ქალს იშვიათად შეიძლება ჰქონდეს სპონტანური ოვულაცია და ორსულობა დგება მკურნალობის გარეშე. საკმაოდ დიდია ორსულობის მიღების ალბათობა სწორი მკურნალობის ფონზე. აუცილებლად მინდა გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება – როდესაც გოგონას, პოლიცისტური საკვრცხეების სინდრომის დიაგნოზის გამო, მოზარდობის პერიოდიდანვე ვუტარებთ მკურნალობას, რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებით მას პრობლემები ნაკლებად აქვს.

– საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს დაორსულების შემთხვევაში რა გართულებები შეიძლება განვითარდეს?

– პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს ორსულობის მიღების შემდეგ მნიშვნელოვანია მისი ბოლომდე მიყვანა. ასეთ პაციენტებს სჭირდებათ განსაკუთრებული მეთვალყურეობა, რადგან შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა გართულება – ორსულობის შეწყვეტა, არტერიული წნევის ციფრების მატება, გესტაციური (ორსულობასთან დაკავშირებული) დიაბეტი, ნაადრევი მშობიარობა და სხვა.

– რას იტყვით საკვერცხეების პოლიკისტოზის მქონე დედების მიერ მკურნალობის შედეგად დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობაზე?

– ჩვენი ინსტიტუტის მრავალწლიანი გამოცდილებით, საკვერცხეების პოლიკისტოზის მქონე დედების მკურნალობის შედეგად დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობა არ განსხვავდება ჯანმრთელი ქალების შთამომავლობისაგან. თუმცა, მათ ქალიშვილებს საკვერცხეების პოლიკისტოზის განვითარების რისკი შედარებით მეტი აქვთ.

საზოგადოდ, რამდენადაც ეს დაავადება გენეტიკურადაა განპირობებული, ხშირია ოჯახური შემთხვევები. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ ოჯახში (დედებს, შვილებს, დებს, დეიდებს, მამიდებს, ბებიებს) რამდენიმე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკვერცხეების პოლიკისტოზი.

– რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების პოლიკისტოზმა გვიან ასაკში?

– პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომს უწოდებენ დაავადებას მთელი სიცოცხლის მანძილზე. დაავადების გამოვლინება იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან და გრძელდება მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგაც. უფრო სწორად, ამ პერიოდში ვითარდება საკვერცხეების პოლიკისტოზის შორეული გართულებები – მეტაბოლური სინდრომი და საშვილოსნოს შიგნითა გარსის, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია (გასქელება).

– რა არის მეტაბოლური სინდრომი და რა კავშირი აქვს მას საკვერცხეების პოლიკისტოზთან?

– მეტაბოლური სინდრომი არის პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის ერთ-ერთი გართულება და ძირითადად მოიცავს მეორე ტიპის შაქრიან დიაბეტს, არტერიული წნევის ციფრების მატებას, ლიპიდური ცვლის დარღვევას. ის შეიძლება განვითარდეს დაავადების ყველა ეტაპზე. განვითარების რისკი მაღალია გვიან რეპროდუქციულ ასაკში და მენოპაუზურ პერიოდში.

– როგორ ხდება პოლიცისტური საკვერცხეების დიაგნოსტიკა?

– მნიშვნელოვანია დაავადების კლინიკური ნიშნების არსებობა – მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ჭარბთმიანობა, აკნე და ა.შ. ძალიან გვეხმარება ექოსკოპიური კვლევა. საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს საკვერცხეების ზომა მომატებულია, მასში ჩანს მრავლობითი სითხური ჩანართები და კაფსულის გასქელება. ტარდება სისხლის ჰორმონული ანალიზი.

– რამდენად სანდოა ექოსკოპიის მონაცემები პოლიცისტური საკვერცხეების დიაგნოსტიკაში?

– ექოსკოპიური მონაცემები მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ მათზე დაყრდნობა არ შეიძლება. გასათვალისწინებელია სხვადასხვა ფაქტორები. მაგალითად, მოზარდი გოგონებისთვის ექოსკოპიურად საკვერცხეების პოლიცისტური გადაგვარება ფიზიოლოგიური მდგომარეობაა და არ განიხილება პათოლოგიად, თუ მას თან არ ახლავს სხვა სიმპტომები.

– რომელი ჰორმონები უნდა გამოვიკვლიოთ საკვერცხეების პოლიკისტოზის დიაგნოზის დასასმელად და როდის უნდა ჩატარდეს ჰორმონული კვლევა?

– პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს საკვერცხეში ანდროგენების სეკრეცია ძლიერდება, ამიტომ დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება ანდროგენების, ძირითადად, ტესტოსტერონის გამოკვლევა. სექსჰორმონშემაკავშირებელი გლობულინის დონის მიხედვით ისაზღვრება თავისუფალი ანდროგენების ინდექსი. საჭიროა გამოვიკვლიოთ თირკმელზედა ჯირკვალში გამომუშავებული ანდროგენების – დეჰიდროეპიანდროსტერონ-სულფატისა და 17 ჰიდროქსიპროგესტერონის გამოკვლევა, საკვერცხეების პოლიკისტოზის სხვადასხვა ფორმების დიაგნოსტიკისათვის. ინფორმაციულია ჰიპოფიზის ჰორმონების – ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონების გამოკვლევაც. ბოლო წლებში აქტიურად ხდება ანტიმიულერის ჰორმონის განსაზღვრა. საჭიროა ინსულნის სეკრეციის შეფასება.

სისხლის აღება უნდა მოხდეს უზმოზე, მენსტრუაციული ციკლის პირველ ნახევარში, მე-7 დღემდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ წესების დაცვა ზოგიერთ ჰორმონზე.

ჰორმონული მაჩვენებლები შეიძლება ნორმალური იყოს დაავაადების კლინიკური ნიშნების არსებობის მიუხედავად. მიზეზი ის არის, რომ ყველა ჰორმონს აქვს მეტ-ნაკლებად გამოხატული დღეღამური რიტმი. ამიტომაც, საკვერცხეების პოლიკისტოზის დიაგნოსტიკაში მხოლოდ ჰორმონულ ანალიზს ვერ დავეყრდნობით, საჭიროა ყველა მონაცემის შეჯერება.

– როდის უნდა დავიწყოთ საკვერცხეების პოლიკისტოზის მკურნალობა?

– მკურნალობა უნდა დავიწყოთ დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე, როცა დადასტურდება პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოზი. მოზარდ გოგონებთან არ ვჩქარობთ. მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, აკნე, ექოსკოპიით საკვერცხეში მრავლობითი სითხური ჩანართების არსებობა, იგივე მულტიფოლიკულოზი, მენსტრუაციის დაწყებიდან პირვლი ორი წლის განმავლობაში პათოლოგიად არ განიხილება.

– როგორ მკურნალობენ საკვერცხეების პოლიკისტოზს?

– დაავადების მკურნალობა კომპლექსურია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება დაგვჭირდეს სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენება. ეს დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, კლინიკურ გამოვლინებებსა და სიმძიმეზე, პაციენტის სურვილზე – რა არის მისთვის პრიორიტეტული – მენსტრუაციული ციკლის მოწესრიგება, ჭარბთმიანობის შემცირება, ორსულობის მიღება თუ სხვა.

ვინაიდან პაციენტების უმრავლესობას აქვს ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრობლემა, აუცილებელია წონის კორექცია. საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს პირველი რიგის რეკომენდაცია არის ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვა.

ვიყენებთ ანტიანდროგენულ და ინსულინის დასარეგულირებელ მედიკამენტებს, ოვულაციის სტიმულატორებს და ა.შ.

– რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითადი პრინციპები?

– ეს არის სამი ძირითადი პრინციპი: სწორი კვება (შაქრის შემცველი პროდუქტების, ფქვილის ნაწარმის, ცხიმიანი საკვების შეზღუდვა, 2 ლიტრამდე წყლის, ცილოვანი საკვებისა და ბოსტნეულის მიღება), ფიზიკური აქტივობა (ვარჯიში, ყოველდღიურად მინიმუმ ნახევარი საათი სწრაფი ენერგიული ნაბიჯით სიარული) და ძილის რეჟიმის მოწესრიგება.

– საკვერცხეების პოლიკისტოზი იკურნება? რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?

– ეს ძალიან მტკივნეული საკითხია პაციენტებისთვის. დაავადებისაგან განკურნება სრულად ვერ ხდება, ვინაიდან საკვერცხეების პოლიკოსტოზს გენეტიკური ფაქტორები იწვევს. მკურნალობა ხანგრძლივია, შეიძლება გაგრძელდეს თვეები. შედეგების მიღება ინდივიდუალურია. ვაგვარებთ კონკრეტულ პრობლემას, ანუ მკურნალობის მიზანი შეიძლება იყოს მენსტრუაციული ციკლის მოწესრიგება, ჭარბთმიანობისა და აკნეს შემცირება, უშვილობის პრობლემის გადაჭრა და ა.შ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ქალს იცავს ისეთი გართულებებისაგან, როგორებიცაა მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და სხვა.

ცხოვრების რეჟიმის მოწესრიგება მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დაავადების ნიშნებს და ხელს უწყობს ხანგრძლივ რემისიას ანუ დაავადების სიმპტომების დროებით გაქრობას.

– საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს ჰორმონული მედიკამენტების მიღება აუცილებელია? რა გვერდითი მოვლენები ახლავს მკურნალობას და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონებმა?

– პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს ჭარბთმიანობის სამკურნალოდ ძალიან ეფექტურია და გამოიყენება ანტიანდროგენული მოქმედების მქონე ჰორმონული პრეპარატები, ძირითადად, კონტრაცეპტივები. ვინაიდან თმის განვითარების ციკლი დაახლოებით 7 თვეს მოიცავს, ეფექტის მისაღებად საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა. ძირითადი გვერდითი მოვლენა კონტრაცეპტივების მიღების ფონზე არის მადის გაძლიერება და წონის მატება. მნიშვნელოვანია მკურნალობის დანიშვნის წინ შეფასდეს ქალის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, თრომბოზებისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი და ა.შ.

სწორად შერჩეული ჰორმონული მკურნალობა უსაფრთხოა, მას მხოლოდ სარგებელი მოაქვს პაციენტისათვის.

– როდის ტარდება ოპერაციული მკურნალობა?

– საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს ოპერაციული მკურნალობა პრაქტიკულად აღარ ტარდება. სწორი მედიკამენტური მკურნალობა საკმარისია სასურველი შედეგების მისაღწევად. ოპერაციული მკურნალობის ძირითადი მიზანი არის ოვულაციის აღდგენა. ოპერაციული მკურნალობა დაუშვებელია მოზარდი გოგონებისა და ქალიშვილებისათვის, ვინც არ გეგმავს ჯერ ორსულობას, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ დაავადება შეიძლება განვითარდეს თავიდან. ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს თანდართული პათოლოგიების შემთხვევაში, ან ძალზე იშვიათად, როდესაც მედიკამენტური მკურნალობით ვერ ვაღწევთ ოვულაციას და არ დგება ორსულობა.

– დაბოლოს, რას ურჩევთ გოგონებსა და ქალებს, ვისაც აქვს საკვერცხეების პოლიკისტოზისათვის დამახასიათებელი ნიშნები?

– პირველ რიგში, მინდა ვურჩიო დედებს, რომ ასეთ დროს დროულად მიიყვანონ გოგონები გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთან, იმავე რეპროდუქტოლოგთან, რადგან კოსმეტიკური პრობლემების (აკნე, ჭარბთმიანობა, სიმსუქნე) გარდა, რასაც თან ახლავს ფსიქოლოგიური პრობლემებიც (დაბალი თვითშეფასება), საკვერცხეების პოლიკისტოზი ხდება უშვილობის, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა გართულებების მიზეზი.

სწორი დიაგნოზი და დროულად დაწყებული მკურნალობა პრაქტიკულად თავიდან აგვაცილებს ყველანაირ გართულებას.

კომენტარები (1)
სალომე
ძალიან ამომწურავი სტატია იყო!
თარიღი : 03-04-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ შევამსუბუქუთ პრედმენსტრუალური სინდრომის (PMS)

სიმპტომები მენსტრუაციის წინ, უსიამოვნო შეგრძნება ნორმალური ვარიანტია.
სრულად
როგორ უნდა განვასხვავოთ მენოპაუზა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებისგან?

საშუალო ასაკში, ბევრი ქალი აწყდება სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება მენოპაუზის დაწყების ან სხვა ფონური ჯანმრთელობის მდგომარეობის სიგნალი იყოს.
სრულად
როგორია საკვერცხის კიბოს ფარული ნიშნები, რასაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება

Daily Mail: წელის ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს საკვერცხის კიბოს არსებობაზე.
სრულად
აბორტის შესახებ გავრცელებული 5 მითი და სინამდვილე

საქართველოში აბორტის საჭიროების მქონე ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი განიცდის როგორც კანონისმიერ, ისე საზოგადოებრივ ზეწოლას,
სრულად
როგორია ენდომეტრიოზის გამოვლენის ადრეული საშუალებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პლანეტაზე ყოველი მეათე ქალი ენდომეტრიოზით არის დაავადებული.
სრულად
როგორია ქალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნის სიმპტომები

ციკლის ხანგრძლივობის ან სიმძიმის ცვლილებები, სისხლდენა მენსტრუაციებს შორის ან მენოპაუზის შემდეგ
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : გინეკოლოგია

გიწერთ ჩემი ეხოს შედეგებს. საშვილოსნოს სხეული ზომით: 46×43×31მმ მოც:31.89სმ3 მარჯვენა საკვერცხე: 21×25×35 მმ მოც:9.56სმ3 (N 5-6სმ3) მარცხენა საკვერცხე: 21×24×33 მმ მოც: 8.65სმ3 (N 5-9სმ3) საშვილოსნოს პოზიცია - ანტეფლექსიო, მარჯვნივ გადახრილი. ფორმა - მსხლისებური მიომეტრიუმის სტრუქტურა ჰომოგენური, წინა და უკანა კედლის სისქე თითქმის თანაბარი. საშვილოსნოს ღრუ დეფირმაციის გარეშე ენდომეტრიუმის სტრუქტურა - სამშრიანი ენდომეტრიუმის სისქე: 6,5 სმ ყელი 29×19 მ, არაჰომოგენური, ისახება მცირე ზომის ნაბითის ცისტები. ცერვიკალური არხის ლორწოვანის სისქე: 2მმ ვაგინალური არხი დილატაციისა და დეფორმაციის გარეშეა. მარჯვენა საკვერცხე - ისახება 6-7 4-6მმ-იანი ანტრალური ფოლიკული. მარცხენა საკვერცხე - ისახება 6-7 4-6მმ-იანი ანტრალური ფოლიკული. დუგლასის ფოსო თავისუფალი. რა შეგიძლიათ მითხრათ ამ მონაცემების მიხედვით? და ორსულობა თუა შესაძლებელი? მადლობა წინასწარ.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საკვერცხეების პოლიკისტოზი - „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები