როგორ შევამსუბუქუთ პრედმენსტრუალური სინდრომის (PMS)
როგორ უნდა გადავიტანოთ პრედმენსტრუალური სინდრომის (PMS) სიმპტომები ემოციური გადაძაბვის გარეშე, როგორ შევამციროთ პრედმენსრუალური სინდრომის PMS სიმპტომები მედიკამენტების გარეშე.
ბევრი ქალი განიცდის უსიამოვნო შეგრძნებებს, რომლებიც წარმოიქმნება მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე და თავისთავად გადის ციკლის პირველ დღეებში. ეს არის ეგრეთ წოდებული პრედმენსტრუალური სინდრომი (PMS).
ამ პერიოდში შეიძლება განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დარღვევები, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი და მეტაბოლურ-ენდოკრინული დარღვევები. PMS გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქალის განწყობასა და კეთილდღეობაზე, არამედ მის შრომისუნარიანობაზეც და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე. ეს ის დროა, როცა არაფრის გაკეთება არ სურს მას ან არ შეუძლია და ყველაფერი აღიზიანებს.
როგორც წესი, ქალები უჩივიან აპათიას, დეპრესიას, ტირილის სურვილს, აგრესიას, თავის და კუნთების ტკივილს, მკერდის მომატებულ მგრძნობელობას, გულის ტკივილს, ტაქიკარდიას, გულისრევის შეგრძნებას და ღებინებასაც კი, შეშუპებას, ქოშინს, მეტეორიზმს, სუნებისადმი მომატებულ მგრძნობელობას და ცხელებასაც კი.
ექიმები, მისი გამოვლინების ინტენსივობის მიხედვით, განასხვავებენ პრედმენსტრუალური სინდრომის მსუბუქ და მძიმე ფორმებს:
- მსუბუქი PMS ჩვეულებრივ ვითარდება მენსტრუაციამდე 2-10 დღით ადრე. ქალი უჩივის სხვადასხვა სიმპტომს, რომელთაგან მხოლოდ ერთი ან ორია გამოხატული.
- მძიმე PMS იწყება გაცილებით ადრე: მენსტრუაციამდე 3–14 დღით ადრე. და აქ უკვე საუბარია 5-12 სიმპტომზე, რომელთაგან 2-5 მძაფრად არის გამოხატული.
შემდეგი მარტივი რჩევები დაგეხმარებათ PMS-ისგან (ნებისმიერი ფორმის) თავის დაღწევაში. ისინი ერთი შეხედვით ტრივიალურად გამოიყურება, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში კარგად მუშაობს:
- მეტი დაისვენეთ, მნიშვნელოვანია საკმარისი, სრულფასოვანი ძილი, იარეთ სუფთა ჰაერზე. ეცადეთ ამ პერიოდში არ შეასრულოთ მძიმე და დამრლელი საქმეები და მოერიდეთ გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას.
- მოერიდეთ ცხარე და მარილიან საკვებს, ასევე ყავას და შოკოლადს. თქვენი კვების რაციონი უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალანსებული და ჯანსაღი. ციკლის მეორე ფაზაში (ოვულაციიდან მენსტრუაციამდე) არ დალიოთ ბევრი სითხე. ეს ყველაფერი აუცილებელია ჯირკვლოვანიქსოვილის შეშუპების შესამცირებლად და უსიამოვნო სიმპტომების მოსახსნელად.
- ჩაეწერეთ სხეულის ზოგად და კისრის ზონის მასაჟზე, რასაკვირველია, თუ უკუჩვენება არ გაქვთ.
თუ ცხოვრების წესის ცვლილება არ აუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას, უნდა მიმართოთ ექიმს შესაბამისი მკურნალობის დასადგენად. გინეკოლოგი შეარჩევს თერაპიას თქვენი ჩივილების, სამედიცინო ისტორიის, ასაკისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.