/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ისევ ტირი, პატარავ!

ისევ ტირი, პატარავ!
პირველი გრძნობა, რომელსაც ჩვილის ტირილი აღგვიძრავს, ალბათ შიშია - არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. ჩვილის ტირილი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული.

მშობლები ძალიან მალე იძენენ უნარს, განასხვაონ შიმშილთან, დაღლილობასთან ან სხვა ფაქტორებთან დაკავშირებული დისკომფორტი. ჩვილ ბავშვს მხოლოდ ტირილით შეუძლია თავისი "უფლებების დაცვა" და გარკვეული მოთხოვნების წამოყენება – მან ხომ ლაპარაკი ჯერ არ იცის... ასე რომ, ჩვილის ტირილი სავსებით ნორმალური მოვლენაა.

  • დაღლილობა და ზედმეტი აგზნება

ჩვილ ბავშვს მოზრდილ ადამიანზე გაცილებით მეტი ძილი სჭირდება. მას ძუძუთი კვება და მცირე ხანს ხელში რწევაც კი ღლის. დისკომფორტს პატარა კრუსუნით, ზოგჯერ კი ხმამაღალი ტირილით გვამცნობს. ჩვილს არც აურზაური, ხმაური და ხალხმრავლობა სიამოვნებს. სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები, პატარა წყნარ სიტუაციაში, ხმადაბალი მშვიდი სიმღერით დავაძინოთ.

თუ ბავშვი ძლიერ აგზნებულია, სიმშვიდე საკმარისი არ არის. გამოსავალი აქაც არსებობს: დაგვეხმარება წყნარ ქუჩაში საბავშვო ეტლით გასეირნება. ეტლის რიტმული მოძრაობა და წყნარი ფონი ჩვილს მალე დააძინებს.

  • მოწყენილობა და მარტოობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტირილი და ყვირილი შესაძლოა არა მარტო აქტიური ცხოვრებით გადაღლის, არამედ გართობისა და ადამიანებთან კონტაქტის მცდელობის გამოხატულებაც იყოს. როცა ჩვილი თავის საწოლში მარტო იღვიძებს, უჩნდება სურვილი, ვინმემ ხელში აიყვანოს, მიუალერსოს. ნაზად ჩაიკარით პატარა გულში, წაიღიღინეთ, მოუყევით, რა მოხდა, ვიდრე ეძინა... როცა ჩვილი დაწყნარდება, შეგეძლებათ, კვლავ საწოლში ჩასვათ და თქვენს საქმიანობას დაუბრუნდეთ. ზოგჯერ ბავშვისთვის საკმარისია დედის ხმის გაგონება, მისი შეხების შეგრძნება, თუმცა არ არის გამორიცხული, მალე პატარამ მის გვერდით ჯდომა და თამაში მოგთხოვოთ.

  • შიმშილი

შიმშილი ის გრძნობაა, რომელიც პატარას აიძულებს, მთელი ხმით შეგახსენოთ, რომ მისი ჭამის დრო მოვიდა. თუ ბავშვი საკვების მიღების შემდეგაც წუხს, ის ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა ატაროთ ან დაიჭიროთ რამდენიმე წუთის განმავლობაში - შესაძლოა, მას ჭამის დროს ჩაყლაპული ჰაერი აწუხებდეს.

  • ნაწლავებში აირების დაგროვება

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

ნაწლავებში აირების დაგროვება ჩვილ ბავშვთა ტირილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია. ამ დროს დაგეხმარებათ "თვითმფრინავობანა" – პატარა მუცლით დაიწვინეთ წინამხარზე და მსუბუქად გააქან-გამოაქანეთ. ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ მუცლის არის ზედაპირული მასაჟი, აღნიშნულ არეზე უმნიშვნელო ზეწოლით ან ფეხების მოძრაობით "ველოსიპედის" იმიტირება. თუ ხედავთ, რომ ნაწლავებში აირების დაგროვება პატარას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის, ჯობს, კონსულტაციისათვის ექიმს მიმართოთ. დღეს მედიკოსების არსენალში ამ პრობლემის საწინააღმდეგო მრავალი ეფექტური საშუალებაა.

  • პირველი კბილი

პირველი კბილის ამოჭრას მშობლების დიდ სიხარულთან ერთად მნიშვნელოვანი პრობლემებიც ახლავს. ეს ბავშვის ცხოვრების საკმაოდ რთული პერიოდია. ერთი შეხედვით უმიზეზოPტირილი ჭამის დროს და მაგარი საგნების ღეჭვის მცდელობა შესაძლოა სწორედ პირველი კბილის ამოჭრის მაუწყებელი იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ ტირიან პატარები საღამოობით
კონკრეტული მიზეზით გამოწვეული ტირილი სასარგებლოა - ბავშვის ემოციები და განცდები

დისკომფორტის შესამცირებლად არსებობს სპეციალური რეზინები და მედიკამენტები, რომელთაც პატარებს ღრძილებზე უსვამენ.

  • სხვა მიზეზები

ზოგჯერ ბავშვი ტირის არა შიმშილის ან ტკივილის გამო, არამედ იმიტომ, რომ დაიღალა. ასეთ დროს გვირჩევენ, ის ხელში ავიყვანოთ, ოთახში გავატაროთ, ჩუმად ვუმღეროთ, თუ ამინდი ხელს გვიწყობს, გარეთ გავასეირნოთ. მთავარია, მშობლებმა სიმშვიდე შეინარჩუნონ, ვინაიდან მათი მღელვარება ბავშვსაც გადაეცემა. ზოგჯერ ჯობს, ბავშვს რამდენიმე წამით თავისი ემოციის გამოვლენის საშუალება მივცეთ. არ არის საჭირო მისი ყოველი გაფაჩუნებისას საწოლთან მივარდნა - ინტუიცია გიკარნახებთ, როდის არის ტირილი უმიზეზო და როდის მოასწავებს რაიმე დაავადებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ისევ ტირი, პატარავ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები