/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ბავშვი და ძილის რეჟიმი

ბავშვი და ძილის რეჟიმი
ძილი დღის რეჟიმის ნაწილია. დღის რეჟიმის სწორად ორგანიზება - კვება, სეირნობა, გართობა-თამაში და ძილი - მშობლებზეა დამოკიდებული.

ამის შესახებ პედიატრი დარეჯან შენგელიაგვესაუბრება.

- ზოგჯერ პატარას უჭირს ჩაძინება ან სძინავს, მაგრამ ფხიზლად, მალ-მალე ეღვიძება... რაზეა დამოკიდებული ბავშვის მშვიდი ძილი?

- თუ ბავშვი ვერ იძინებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას რაღაც აწუხებს. ადამიანმა რომ დაიძინოს, უნდა მოხდეს მისი თავის ტვინის უჯრედების განმუხტვა. ამ პროცესს აფერხებს თავის ტვინის სხვადასხვა უბნიდან მომავალი სიგნალები, მაგალითად, ტკივილის ან რაიმე გამაღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედების დროს. ძილს ხელს უშლის დაღლილობაც, თუ ბავშვი მეტისმეტადაა აღგზნებული, მაგალითად, დღის განმავლობაში ძლიერი ემოციური დატვირთვა გადაიტანა.

- ადამიანს თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ეცვლება ძილის რეჟიმი. რაზეა ეს დამოკიდებული?

- სიცოცხლის პირველ წელს ჩვილი აქტიურად იზრდება, მის ორგანიზმში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილებები, იგი ეგუება გარემოს, ოჯახის წევრებს... ყოველივე ეს მის ძილზე აისახება.

სიცოცხლის პირველ თვეს მნიშვნელოვანია დედასთან კონტაქტი და მასთან ერთად ძილი - ბავშვმა ეს-ესაა გადაიტანა მშობიარობის სტრესი, ახლა კი იძულებულია, დედის მუცლისგან სრულიად განსხვავებულ გარემოს შეეგუოს - ეს ძლიერი დატვირთვაა მისი ნერვული სისტემისთვის. ამ დროს უნდა ვეცადოთ, ბავშვი ზედმეტი აღგზნებისგან დავიცვათ: ვარიდოთ ხმაურს, სტუმრიანობას, ხელიდან ხელში გადასვლას, უცხო ხალხთან ურთიერთობას (მისთვის კი, ოჯახის წევრების გარდა, ყველა უცხოა). მას სჭირდება ერთსა და იმავე ხალხთან ურთიერთობა ზედმეტი ემოციების გარეშე.

პირველი შეგუების - ადაპტაციის პერიოდის შემდეგ იწყება შემეცნებითი ინტერესი. ნუ გადატვირთავთ ბავშვს შთაბეჭდილებებით. თუ სეირნობის შემდეგ შინ დაბრუნებისას პატარა ცოტა ხანს ჭირვეულობს და თავისთავად მშვიდდება, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ყვირის, ძლიერ აღგზნებულია, ვერ წყნარდება, ეს ნიშნავს, რომ მიღებული შთაბეჭდილებები მეტისმეტად მძაფრი აღმოჩნდა მისი ნერვული სისტემისთვის.

- შესაძლებელია თუ არა ძილის პროცესის რეგულაცია?

- ძილის რეგულაცია - ეს არის ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის სწორი შერწყმა. ჩვილს ჩაძინება უფრო მეტად გაუადვილდება, თუ სიფხიზლეში პასიურად კი არ გააყოლებს თვალს სათამაშოებს, არამედ ასაკობრივი შესაძლებლობების შესაბამისად ჩავრთავთ თამაშში ან ჩვენ თვითონ გავუვარჯიშებთ ხელ-ფეხს, გადავატრიალებთ მუცლიდან ზურგზე და პირიქით, გავუკეთებთ მასაჟს, ჩავუტარებთ წყლის პროცედურებს. ასაკთან ერთად, ბუნებრივია, დატვირთვაც მოიმატებს.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ ძილის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი ტკივილია...

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მყავს 2 კვირის და 3 დღის ბავშვი. ბუნებრივ კვებაზეა. ამობოყინება ძალიან უჭირს, ყველანაირი პოზა ვცადე მაგრამ ძაალიან იშვიათად აქარვებს. რაც ძალიან მაშინებს. ძილში რომ წამოაქაფოს ან რამე მაგის მეშინია. როგორ ამოვაქარვებინო? და კიდევ რომ მირჩიოთ თუ საკმარისია ზურგზე წოლა და თავი გვერდულად. რომ დაზღვეული ვიყო ამოღების შეემთხვევაში მასის უკან წაღების</p>

- ჩვილ ასაკში ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმწიფრობა. კვების დროს ჩაძინებულ პატარას უეცრად ეღვიძება და ჭირვეულობს: ფეხებს ხრის და მუცელთან მიაქვს, სახე წამოუწითლდება. ეს მუცლის ტკივილზე მიანიშნებს. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, შესაძლოა, დედას კვების რეჟიმისა და რაციონის კორექცია დასჭირდეს.
  • თავის ტკივილი, გამოწვეული, წესისამებრ, სამშობიარო ტრავმით. ამ შემთხვევაში ბავშვს ცუდად სძინავს, მალ-მალე ეღვიძება, საზოგადოდ, მოუსვენარია. თვალში გეცემათ ამობურცული ყიფლიბანდი და მისი პულსაცია. ამ დროს უნდა მიმართოთ პედიატრს.
  • კოლიკა - მუცლის მოვლითი ტკივილი, რომელიც, ჩვეულებრივ, დღის ერთსა და იმავე დროს იწყება და რამდენიმე წუთს გრძელდება. ხშირად ეფექტურია მუცლის მასაჟი და თბილი კომპრესები.
  • ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს წოვის დროს ჰაერის ყლაპვამ და ამის შედეგად ნაწლავებში დაგროვილმა აირმა. პრობლემას დიეტოლოგი მოაწესრიგებს.

- სიცოცხლის მეორე-მესამე თვეს ჩვილი ამთავრებს გარემო პირობებთან შეგუებას. დგება მომდევნო პერიოდი - მშობლები ფიქრობენ, ხომ არ მიაჩვიონ იგი დამოუკიდებლად ძილს. რას ფიქრობენ ამაზე სპეციალისტები?

- ყველა ახალშობილი სხვადასხვანაირად ეგუება გარემოს. ზოგს უჭირს ამ პერიოდის გადატანა და თავს მხოლოდ მაშინ გრძნობს კარგად, როცა ახლო კონტაქტი აქვს დედის სხეულთან, ამიტომ მშობლებმა თვითონვე უნდა აირჩიონ მათი ოჯახისთვის შესაფერისი მოდელი. თანამედროვე მიდგომით, 3 თვიდან შეიძლება ჩვილის მარტო დატოვება საწოლში. საკმარისია, ყოველ 15-20 წუთში ერთხელ შეეხოთ, თავზე ხელი გადაუსვათ, მოეფეროთ. ასე იგი თავს მიტოვებულად არ იგრძნობს, დამოუკიდებლად დაძინებასაც უფრო იოლად მიეჩვევა.

- ზოგიერთ ოჯახში ბავშვი სამყაროს ცენტრშია - მას უფლებას აძლევენ, დაიძინოს, როგორც სურს და როცა სურს; დედა საათობით არწევს მას ხელში ან მასთან ერთად იძინებს. ასე ბავშვი ყოველგვარი რეჟიმის გარეშე იზრდება, ვინაიდან თვითონ ოჯახიც უდისციპლინოდ ცხოვრობს.

როგორი მოდელიც უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ: აუცილებელია, დაბადებიდანვე ჩამოუყალიბოთ პატარას დაძინების რიტუალი, რომელიც ყოველდღე უნდა გამეორდეს. რიტუალში შეიძლება ჩავრთოთ თბილი აბაზანა, მსუბუქი მასაჟი, კვება, იავნანა, ზღაპრები. ეს დაგეხმარებათ, თანდათანობით და ძალდაუტანებლად ჩამოუყალიბოთ ბავშვს დღის რეჟიმი.

კომენტარები (1)
,.
Da tu bavshvi ise ar izinebs xelshi rom ar davarwiot mag shemtxvevashi rogor moviqcet? Sawilshi ro vawven dasazineblad dalurjebamde bjirdeba da movkla?
თარიღი : 08-04-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ბავშვი და ძილის რეჟიმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვი და ძილის რეჟიმი

ამის შესახებ პედიატრი დარეჯან შენგელია გვესაუბრება.