/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

მოზარდი და კომპიუტერი

მოზარდი და კომპიუტერი
სპეციალისტების აზრით, ყველაზე რთულია საუბარი მოზარდისა და კომპიუტერის ურთიერთობის შესახებ.

შეიძლება დავეთანხმოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ “გარდატეხის ასაკის კრიზისი” თანამედროვე ცივილიზაციის გამოგონებაა და მეტი არაფერი. შეიძლება დავამატოთ ისიც, რომ მოზარდი ყველაზე მეტად დაზარალებულია აღზრდის თანამედროვე სისტემაში. იმ დროს, როცა ადამიანისთვის აუცილებელია (სასიცოცხლოდ აუცილებელი!) დაინახოს სამყაროს ცვლილება საკუთარი (პირადად მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული) ქმედებების შედეგად, ჩვენ მას ვუკრძალავთ საკუთარი თავის გამოვლენას.

“მოზარდებს არაფერი უნდათ!” - ხშირად ისმის მშობლების პრეტენზია. იცით თუ არა, რომ როცა მოზარდს არ აქვს არავითარი ინტერესი და სწრაფვა შემოქმედებისკენ, პრეტენზია მის მიმართ კი არა, მშობლებისადმი უნდა გვქონდეს.

მოზარდის ასაკი მართლაც საოცარი პერიოდია შემოქმედებისა და თამამი იდეების გამოვლენის თვალსაზრისით. ამ პერიოდში ადამიანს განვლილი წინა პერიოდების წყალობით უკვე აქვს გარკვეული ჩვევები შემოქმედების გარკვეულ სფეროებში, მაგრამ ჯერ კიდევ არ აქვს მოზრდილთა “სქემები”. ადრე სწორედ ამ ასაკში იწყებდნენ ხელობის სწავლას. თანამედროვე მოზარდს, განსხვავებით მისი თანატოლისგან, რომელიც 100-200 წლის წინათ ცხოვრობდა, არ აქვს საშუალება დაინახოს, რომ მას სამყაროს გარდაქმნა შეუძლია. საკონტროლოს დაწერა და გამოცდის ჩაბარება არ არის შემოქმედება. მას, ისევე როგორც ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვს, სჭირდება შესამჩნევი შედეგი და კუნთების აქტივობა ენერგიის გადმოსასროლად.

რას ვთავაზობთ სანაცვლოდ? ჯოისტიკსა და მაუსს, რათა ითამაშოს. რას ხვდება ის ამ დროს ქვეცნობიერად?

  • პირველი: იზოლირებულია რეალური სამყაროსაგან.
  • მეორე: ჯერ კიდევ არ “გაზრდილა” რეალურ საქმიანობამდე, მას მხოლოდ “სიმულატორებს” ანდობენ.
  • მესამე: თამაში ამ ასაკში სულაც აღარ არის წამყვანი საქმიანობა. ესე იგი, მას აღიქვამენ პატარა ბავშვად.
  • მეოთხე: მანიპულირება და კონტროლი. ეს განსაკუთრებით ეხება იმ შემთხვევებს, როცა გვირჩევნია, შვილი კომპიუტერთან იჯდეს, ვიდრე სადღაც იხეტიალოს.

კომპიუტერთან გართობისას მოქმედება ხდება მიზეზშედეგობრივი კავშირის გარეშე. არის შემთხვევები, როცა მოზარდებს აგრესიული ქმედებები ვირტუალური სამყაროდან რეალურ ცხოვრებაში გადააქვთ. მოქმედებები ავტომატური ხდება და გააზრებასაც არ საჭიროებს. აღმოჩნდა, რომ ბიჭები და გოგონები, რომლებიც კომპიუტერულ თამაშებზე აღიზარდნენ, ეჩვევიან “დაპროგრამებულ” მართვად პერსონაჟებს. თუნდაც სამი ადამიანისგან შემდგარი კოლექტივი კი ასეთი ნამდვილად არ არის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამწუხაროდ, დღეს ბევრ ადამიანს უჭირს უბრალო ურთიერთობები, ურთიერთობა ცოცხალ ინდივიდთან, რომელსაც არა აქვს მართვის პულტი და ღილაკი. მოზარდ ასაკში მთავარი მამოძრავებელი ძალებია დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა. სწორედ მათ კლავს “ვირტუალური რეალობა”. შესაძლებლობა იმისა, რომ ნებისმიერ მომენტში განახორციელო “გადატვირთვა”, სპობს პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთარი საქციელის გამო. ეს პასუხისმგებლობა კი აუცილებლად უნდა იყოს შესამჩნევი, საგრძნობი. როცა ადრეულ ასაკში ბავშვი კუბებისაგან კოშკს აგებს, ის ხედავს, რომ ზოგიერთი განლაგებისას ნაგებობა ინგრევა. მან უნდა დაინახოს ეს შედეგი, შეაფასოს საკუთარი ქმედებები, გამოიტანოს დასკვნა და ამოცანა სხვა გზით გადაწყვიტოს. თუ ამ დროს პატარას ლეგოს მივცემთ, ვერ განვითარდება წარმოდგენა სივრცეში საგანთა ურთიერთგანლაგების შესახებ. ასევეა მოზარდი, ოღონდ განვითარების დონეა უფრო რთული. მან უნდა დაინახოს საკუთარი ქმედებების შედეგი.

უფრო ადვილადაა საქმე დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ბავშვი კარგა ხანია ხვდება განსხვავებას რეალურ და გამოგონილ სამყაროს შორის. რაც უფრო დიდია ის, მით უფრო მეტი რეალური მოქმედება სჭირდება. თუ ადრე საკმარისი იყო თამაში რეალური საგნებით, ახლა აუცილებელია რეალური საქმიანობა ნამდვილი საგნებით და არა მათი სიმულაცია ეკრანზე. სინამდვილე კი ისაა, რომ ძირითადად სწორედ ამ ასაკის ბავშვისთვის ყიდულობენ კომპიუტერს და სწყვეტენ რეალურ ცხოვრებას, გადაჰყავთ წარმოსახვითი ქმედებების ვირტუალურ სამყაროში.

რასაკვირველია, გაჩნდება შემხვედრი შეკითხვები. როგორ უნდა დავუკარგოთ მოზარდს კომპიუტერთან თამაშის სურვილი?

შეკითხვა ექიმს
<p>-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?</p>

რასაკვირველია, ზუსტი პასუხი არ არსებობს. ერთი რამ ცხადია - ბავშვს უნდა ჰქონდეს რეალური საქმე, რათა არც დრო დარჩეს და არც სურვილი გაუჩნდეს ვირტუალურ სამყაროში “გადასახლებისთვის”. რა თქმა უნდა, კომპიუტერის ცოდნა აუცილებელია, მაგრამ ის პირველ რიგში ინფორმაციის წყარო უნდა იყოს და არა რეალური ცხოვრების სიმულატორი.

ნებისმიერ გზაზე არსებობს მოსახვევები, არ არსებობს ჩიხები, მათ ჩვენ ვიგონებთ. არ არის საჭირო ბავშვის “გადაკეთება”, ჩვენ ჩვენი თავი უნდა შევცვალოთ. თუ მოზარდს აღვიქვამთ მხეცად, რომელიც უნდა მოათვინიეროთ, შეიძლება გერჩივნოთ, ის წყნარად იჯდეს კომპიუტერთან, ვიდრე სარდაფებში იძრომიალოს და ქუჩებში იხეტიალოს. ასეთ შემთხვევაში აღზრდის შედეგი ჩვენი წარმოდგენების შესაბამისი იქნება. თუ მოზარდში ადამიანს დავინახავთ, ალბათ სასურველ შედეგს მივიღებთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მოზარდი და კომპიუტერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები