/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

რა შეცდომას უშვებენ მშობლები შვილებთან ურთიერთობისას

მშობლები შვილებთან ურთიერთობისას გაუცნობიერებლად ბევრ შეცდომას უშვებენ.

სტატიაში განხილულია რამდენიმე მათგანი და მათი გადაჭრის გზები. რჩევებს ნეიროფსიქოლოგი ლილე ხაზაიშვილი გვიზიარებს:

  • ვთხოვთ პირველობას: მშობლები ამაყობენ შვილების წარმატებით და ეს ბუნებრივია, თუმცა ის მესიჯები, რასაც ურთიერთობის პროცესში შვილებს ვაწვდით, ბავშვს უჩენს განცდას და აზრს, რომ ყოველთვის პირველი უნდა იყოს, მხოლოდ ასე თუ დაიმსახურებს მშობლის, საზოგადოების შექებას და სიყვარულს. შედეგად ვიღებთ მომატებულ შფოთვას, შიშებს, დაბალ თვითშეფასებას. პარადოქსია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბავშვი ბოლოს ნაკლებად წარმატებული და რეალიზებულია, რადგან მას ეშინია წაგების და შეცდომების დაშვების.
  • მხოლოდ შედეგზე და არა პროცესზე აქცენტირება - ხშირად მშობლები მოითხოვენ, ბავშვები გამუდმებით სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებში იყვნენ ჩართულები. ძალიან ხშირია სასკოლო ტურები და ოლიმპიადები, ზოგჯერ კომიკურ ხასიათსაც კი იღებს, ბავშვები ლამის ყოველ კვირას რაღაც ტურზე გადიან. მშობელი ამაყობს მიღწევებით, სახლში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ათავსებენ სერტიფიკატებს. არ ვაფასებთ იმ დროსა და ენერგიას, რასაც ბავშვი შედეგისთვის ხარჯავს. ჯობს იმის აღნიშვნა, რა გააკეთა ბავშვმა კარგი შედეგის მისაღწევად, რამდენად გაისარჯა, აჩვენა თუ არა თავისი შესაძლებლობები სრულად და არა მხოლოდ იმისა, რა ქულა მიიღო და მოიპოვა თუ არა საპრიზო ადგილი.
  • სჯერათ, რომ მათი შვილები უნაკლოები არიან - სამწუხაროდ, ბავშვები ძალზე იშვიათად თვლიან მშობლებს თანამოაზრეებად, მაგალითად, სკოლაში არსებული სირთულეების, ბულინგისა თუ სხვა პრობლემების დროს. ისინი თავად ცდილობენ პრობლემების მოგვარებას და ხშირად საშიშ გზებს მიმართავენ.
  • ზრდიან შვილებს, როგორებიც უნდათ და არა ისეთებს, როგორებიც ისინი არიან - შვილებს დიდ ტვირთად აწევთ მშობლების განუხორციელებელი ოცნებები.
  • ყველაფრის უფლებას აძლევენ ან ყველაფერს უშლიან - აღზდის პროცესი კომპრომატების ძიებაა მინდასა და უნდას შორის. ბევრი რამე, რაც სასარგებლოა, არაა სასურველი, მაგალითად, ბოსტნეულის ჭამა, ისეთ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელიც არ მოგვწონს, ჩვენი საყვარელი სათამაშოს გათხოვება და ა.შ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულ გადაწყვეტილებას, თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი და განსაზღვროს პრიორიტეტები. ამ პროცესში უნდა შეეძლოს როგორც საკუთარი თავის გამოხატვა, ისე სხვისი სურვილის გათვალისწინება. მაგალითად, თუ უნდა სათამაშოები გადმოყაროს ან ტალახში გასვაროს, უნდა იცოდეს, რომ შემდეგ თავად უნდა აალაგოს და დაასუფთაოს. თუკი არ უღირს სათამაშოების გარეცხვა, მაშინ არც უნდა გადმოყაროს და ა.შ. ჩვენ აპრიორი არ უნდა მივცეთ მას ამის უფლება ან არ უნდა დავუშალოთ, შევთავაზოთ კომპრომისული, შუალედური არჩევანი.
  • საუბრობენ ბავშვების მაგივრად - საჯარო სიტუაციაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვს არ აძლევს მშობელი უფლებას გამოხატოს თავისი აზრი და თვითონ სცემს პასუხებს ბავშვისთვის დასმულ კითხვებს, ან ბლოკავს ბავშვის ინიციატიას, ინტერესს და სთხოვს გაჩუმდეს. ამით ის ბავშვს გაუბედაობას, საკუთარი თავის მიმართ ეჭვებსა და დაბალ თვითშეფასებას უნერგავს.
  • ეხმარებიან ყველაფერში - ჩვენთან ბავშვებს განსაკუთრებით უგვიანდებათ ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების სწავლა, ზოგჯერ 10 წლის ბავშვმაც კი არ იცის, როგორ ჩაიცვას და გაიხადოს სწაფად, ან როგორ მოუაროს საკუთარ ნივთებს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამას ის ისედაც ისწავლის დროთა განმავლობაში, მაგრამ ასე არაა. შეიძლება ბევრი ზრდასრული კაცი გაგახსენდეთ ამის მაგალითად. რომც ისწავლოს, ის კარგავს უნიკალურ დროს, ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება და შეიძინოს დამოუკიდებლობისათვის საჭირო ემოციური და ქცევითი უნარები.
  • ყიდულობენ ყველაფერს - თუ მშობელს აქვს საშუალება, ხშირად ბავშვისთვის ყველაფერს ყიდულობს, რაც მას მოუნდება. ამით ბავშვს ეკარგება სათამაშოთი ან ნებისმიერი სიურპრიზით აღფრთოვანების უნარი. მაშინაც კი, როცა მშობელს გააჩნია ფინანსური რესურსი, ჯობს ბავშვს სურვილის გადავადება ასწავლოს, ნივთის შესაძენად საჭირო ფული ნელ-ნელა მისცეს, რომ ბავშვმა ისწავლოს შეგროვება, არჩევანის გაკეთება - დღეს დახარჯოს თუ შეინახოს თანხა, ნებისყოფისა და იმპულსის შეკავების უნარი განუვითარდეს.
  • განვითარების სირთულეების უგულებელყოფა - პირად პრაქტიკაში ხშირად შემხვედრია შემთხვევები, როდესაც მშობელი ცხადად ამჩნევს ბავშვის განვითარების სირთულეებს, ხედავს, რომ, მაგალითად, სამი წლის ასაკში ბავშვი ან საერთოდ ვერ ამბობს სიტყვებს, ან ძალიან მწირი ლექსიკური მარაგი აქვს, ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას. ამ დროს მშობელი ცდილობს თავი დაიმშვიდოს, გვიანი მეტყველება მხოლოდ გენეტიკურ ფაქტორებს დააბრალოს, ქცევისა
კომენტარები (1)
კახეთელიძე მანანა
მადლობა...რამდენჯერმე ჩავიკითხე...საინტერესო და გასათვალიწინებელი ხედვაა🥰
თარიღი : 09-08-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვის განითარების ეტაპები - მე-3 კვირა: რეაქცია ბგერებზე

სრულად
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ქუჩაში, მაღაზიასა თუ სკვერში ბავშვთან მოჩხუბარი მშობელი ხშირად გამხდარა გაკიცხვის ობიექტი.
სრულად
ბავშვთა აღზრდაში დაშვებული ექვსი შეცდომა

შფოთვითი ქცევა, ბავშვის კრიტიკული აღზრდა
სრულად
როგორია ახალშობილის პირველი კვირა: უპირობო რეფლექსები

ახალშობილად ბავშვი სიცოცხლის პირველ თვეში ითვლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი ყველასთვის.
სრულად
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
ბავშვის ცუდი ქცევა – არის მისი მეთოდი, მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე.
სრულად
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
გარდა სიყვარულის საჭიროებისა, ბავშვის მიმართ არსებობს ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნები წესების, საზღვრებისა და გონივრული აკრძალვების შესახებ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა შეცდომას უშვებენ მშობლები შვილებთან ურთიერთობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები