ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რა გავლენას ახდენდა ბუნებაში თამაში 2-12 წლის ბავშვების
ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. აღმოჩნდა, რომ ასეთი თამაშები აუმჯობესებდა გონებრივ მონაცემებს, სოციალურ ჩვევებსა და შემოქმედებით უნარს.
ეზოში თამაში ზრდის ბავშვების ფიზიკურ აქტივობას, აუმჯობესებს ჯანმრთელობას, მოტორიკას, სწავლის უნარს, სოციალურ, ემოციურ განვითარებას, შემეცნებით უნარებს, ზრდის ყურადღებას, კონცენტრაციისა და პუნქტუალურობის დონეს. ამასთან ვითარდება თამაშის სხვადასხვა ასპექტები- კონსტრუქციული, სოციალური, შემოქმედებითი და ფუნქციური. ბავშვები ივითარებენ ურთიერთობების წონასწორობას, ძალას, ჩვევებს, ცვლიან გამოცდილებას და სწავლობენ მეგობრობას. ექსპერტები მოგვიწოდებენ, რომ დაინერგოს ინოვაციური სათამაშო მოედნები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.
კომენტარები (1)
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 23-07-2020
Სიტყვა " ინოვაციური" რას ნიშნავს იცით? Ეზოში თამაში და სათამაშო მოედნები როდიდან გახდა ინოვაციური?

რეკომენდებული ექიმები