/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიზიკური განვითარება

ლარივით სწორი

ლარივით სწორი
ჯანსაღი ზურგი - ჯანმრთელობაა. სამწუხაროდ, ეს აქსიომა მშობლებს ყოველთვის არ ახსოვთ. დიდები მშფოთვარე არსებები არიან: ბავშვის ერთი წამოხველებაც კი საკმარისია,

რომ დედა პანიკამ შეიპყროს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების აზრით, ცოტას თუ აღელვებს, როგორ დადის ან როგორ ზის მისი შვილი. ამ დაუდევრობის გამო უყალიბდებათ ბავშვებს ხერხემლის გამრუდება, რომელიც შესაძლოა სამუდამო დისკომფორტის მიზეზად იქცეს.

  • ხერხემალი

ბავშვის დაბადებისას ხერხემალი თანაბარზომიერი რკალია, მას ფიზიოლოგიური ნადრეკები არ გააჩნია. კისრის ნადრეკი მაშინ ჩნდება, როცა ბავშვი თავს ასწევს და დაიჭერს, გულმკერდის ნადრეკის წარმოქმნის სტიმული ჯდომისა და ცოცვის პირველი მცდელობაა, პირველი ნაბიჯების გადადგმის დროისთვის კი წელის ნადრეკიც ვითარდება.

3-4 წლამდე ზურგის სიჯანსაღის კონტროლი ძნელი არ არის. ბავშვი სრულფასოვნად უნდა ვკვებოთ, მივცეთ მოძრაობის საშუალება, ყოველი შემთხვევისთვის არც ექიმთან ვიზიტზე უნდა ვთქვათ უარი. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ბრტყელტერფიანობისა და რაქიტის პროფილაქტიკას.

  • პირველი პრობლემები

პრობლემები თავს მაშინ იჩენს, როცა აუცილებელი ხდება მაგიდასთან 20-30 წუთის განმავლობაში ჯდომა. 3-4 წლის პატარები საბავშვო ბაღში მიდიან. სწორედ იქ უწევთ ჯდომა და ამ მდგომარეობაში საქმიანობა.

ფიზიკურ აქტიურობას ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ბავშვის ნერვული სისტემა და კუნთები ხანგრძლივ უმოძრაობას ვერ უძლებენ. მისთვის გაცილებით ადვილია სირბილი. როცა პატარა იძულებულია, 10-15 წუთზე მეტხანს იჯდეს მაგიდასთან, სხეულის მდგომარეობის შესანარჩუნებლად დატვირთვა ზურგის კუნთებიდან და მხრებიდან ხერხემლის მალათაშუა დისკებსა და იოგებზე გადადის. ასე იწყება ტანდეგობის დარღვევა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, ჩემი ძმისშვილი არის უკვე 4 წლის, მგონი აქვს აუტისტური სპექტრის მოქმედებები, არის ძალიან ჯინიანი, არ თამაშობს არავისთან, არ ისმენს არავის ლაპარაკს, უჭირს მეტყველება, რაღააცეებს თავისით ჟღურტულობს, თავის თავში მესამე პირში იძახის (მაგ: როდესაც რამე თვითონ უნდა ამბობს მიეცის , ანუ თავის თავს მესამე პირში იხსენიებს, არის ჰიპერმოძრავი, როდესაც ისეთს არ გააკეთებ რაც თვითონ უნდა იწყებს კივილს და ტირილს, ბაღში ოთხი წლის ასაკში მივიყვანეთ იმიტომ რომ არ ჩერდებოდა არცერთ ბაღში. ეხლა ჩერდება მაგრამ პურის გარდა არაფერს არ ჭამს, ზოგადად ამოჩემებული აქვს რამდენიმე საჭმელი და იმას ჭამს ისიც რამეზე უნდა გადაატანიო ყურადღება და მაშინ აღებს მექანიკურად პირს. როდესაც დაუძახებ მოდი ან რამე არ მოდის, არც ისმენს. ბავშვებთან ვერ ურთიერთობს, თუ დედამისი არ არის მის გვერდში სულ ტირის. არის ვაჟი. რას მირჩევთ, უცხოურ საიტზე წავიკითხე რომ თითქოს კარგი იქნებოდა რამე შინაური ცხოველის ჩუქება მისთვის, რომელიც მის ქცევებს გააუმჯობესებდა. და ნამდვილად ასეა? ლეკვს ან კნუტს, ანდაც რამე ფრინველს ვუყიდიდი თუ ცოტათი მაინც დაეხმარებოდა გაუმჯობესებაში, რომელ ცხოველს მირჩევდით? დაგვყავს ლოგოპეტთანაც. ბაღში ყველას როცა სძინავს ეს არ იძინებს და ზის თავისთვის და თამაშობს მარტო</p>

ტანადობის არამდგრადობა 10-12 წლამდე გასტანს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ხერხემალსა და ზურგის კუნთებზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს: წონა, სიმაღლე, ნივთიერებათა ცვლის თავისებურებები, გენეტიკური დარღვევები, კვების ხასიათი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვის ხასიათიც კი, თუმცა ყველაზე არსებითი ფაქტორი მაინც ბავშვის ცუდი ფიზიკური განვითარება და მშობლების დაუდევრობაა.

ხერხემალს სიჯანსაღეს, უპირველეს ყოვლისა, კარგად განვითარებული ზურგის კუნთები უნარჩუნებენ. სწორედ კუნთებზე მოდის ძირითადი დატვირთვა. ისინი იცავენ დეფორმირებისგან მალებსა და მალათაშუა დისკებს. "შრომისუნარიანი" კუნთების ფორმირებისთვის კი აუცილებელია ჩვეულებრივი გამაჯანსაღებელი ვარჯიში, რომელიც ბავშვმა 2-3 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს.

  • ვაშა! ვარჯიში!

ასევე დაგაინტერესებთ
ხერხემლის თიაქარი - ვის ემუქრება თიაქრის განვითარების საფრთხე
როგორ გავიჯანსაღოთ ხერხემალი

ფიზიკური ვარჯიში ისე უნდა შეირჩეს, რომ გათვალისწინებულ იქნეს ბავშვის აგებულება და მოძრაობის ჩვევების თავისებურებანი. რა თქმა უნდა, ამაში ყველაზე უკეთ ორთოპედი და სამკურნალო ვარჯიშის მეთოდისტი დაგვეხმარებიან. ძირითადი ვარჯიშებია სიარული, ცოცვა, წინააღმდეგობათა გადალახვა, ვარჯიში ბურთითა და სავარჯიშო ჯოხით, მათ შესასრულებლად ოპტიმალური ფორმა კი, რა თქმა უნდა, თამაშია.

ყველაზე პატარებს მარტივი ვარჯიშები შეეფერებათ. მაგალითად, სთხოვეთ ბავშვს, მოვიდეს და ნახოს, რას მალავთ ხელში ან სავარძლის უკან. ძალიან სასარგებლოა თამაში "ცივა-ცხელა". მარშრუტი ისე ააგეთ, რომ დამალული საგნის ძიებისას ბავშვს მარტივი წინააღმდეგობების გადალახვა დასჭირდეს. ასაკის მატებასთან ერთად თამაში რთულდება.

შესთავაზეთ ბავშვს, "სარკე" გეთამაშოთ: ერთმანეთის პირისპირ დადექით და პატარას სთხოვეთ, გაიმეოროს თქვენი მოძრაობები - მოხრა, ჩაცუცქვა, ხელების აწევა... შეიძლება, ზღაპრის პერსონაჟის განსახიერებაც კი სცადოთ.

როცა ბავშვი მარტივ მოძრაობებს აითვისებს, შეგიძლიათ, დავალება გაართულოთ, ვარჯიშები კი ისე უნდა შეარჩიოთ, რომ სხეულის ყველა კუნთი - კიდურებისა, მხრისა, სარტყლისა, ტერფისა, მუცლის პრესისა თუ ზურგისა - თანმიმდევრობით იტვირთებოდეს.

ბავშვის გადატვირთვა დაუშვებელია. თუ შეამჩნიეთ, რომ დაიღალა და ვარჯიშებს უხალისოდ ასრულებს, დროა, შეისვენოთ. ერთ ჯერზე სავსებით საკმარისია ხუთნაირი ვარჯიში, რომელთა შორისაც პატარა შეისვენებს, მოდუნდება.

ეცადეთ, ბავშვს გამაჯანსაღებელი ვარჯიშების კომპლექსი აათვისებინოთ.

  • ვისწავლოთ სწორად სიარული

ცარცით, თოკებით ან ჯოხებით იატაკზე 30 სანტიმეტრამდე სიგანის "გზა" გაიყვანეთ. რამდენიმე მეცადინეობის შემდეგ მისი სიგანე თანდათან 10 სანტიმეტრამდე შეამცირეთ. სთხოვეთ პატარას, ამ "ბილიკზე" ისე გაიაროს, რომ წონასწორობა არ დაკარგოს. დავალება თანდათან გაართულეთ.

პატარამ შეიძლება იაროს:

  1. "ბილიკის" ერთი ბოლოდან მეორისკენ;
  2. ნაბიჯი გადადგას და რამდენიმე წამით ცალ ფეხზე დადგეს;
  3. ერთი ნაბიჯი ზუსტად მიაყოლოს მეორეს, ისე, რომ ცალი ფეხის წვერი მეორის ქუსლს მიუახლოვდეს. ასე სიარულისას ტერფის საყრდენი ხაზი ყოველთვის მეორე თითსა და ქუსლს შორის უნდა იყოს მოქცეული, ხოლო ტერფის შიგნითა კიდე - ოდნავ წამოწეული.
  • კუნთების გაძლიერება

ბავშვი გამართულია, ფეხები მხრების სიგანეზე უდგას, ხელები გაშლილი აქვს ხელისგულებით ზემოთ. ამ პოზაში ბავშვი მთელი ტანით ჯერ მარჯვნივ უნდა მიტრიალდეს, შემდეგ - მარცხნივ.

ბავშვი ზურგით კედელს ებჯინება, ხელები იატაკის პარალელურად აქვს გაწვდილი წინ და ცდილობს, ფეხის წვერით ხელის თითებს შეეხოს.

ვარჯიში ზურგის კუნთების გასაძლიერებლად:

  1. ბავშვი წევს მუცელზე, ხელებს შლის და თავს მაღლა სწევს. ხერხემალი იდრიკება. ამ ვარჯიშის შესასრულებლად ბავშვს თავდაპირველად შესაძლოა დახმარებაც კი დასჭირდეს.
  2. ბავშვი წევს მუცელზე, მოხრილ ხელებს ეყრდნობა და სხეულს ისე აზიდავს, რომ ხელები გაემართოს.
  • ვარჯიში ბურთით

ეს ვარჯიში ძალიან კარგია ტანადობის ფორმირებისთვის.

ბავშვს ბურთი უჭირავს და გამართული დგას. ბურთი თავს ზემოთ უნდა ასწიოს, ხელები გაჭიმოს და ბურთს შეხედოს. შემდეგ ბურთით ხელში ჩაიცუცქოს, ბურთი იატაკს შეახოს და ადგეს.

  • გამარჯობა, სკოლავ!

ზემოთ მოყვანილი ვარჯიშების მეშვეობით შეიძლება, ბავშვს ზურგის კუნთები ისე განვუვითაროთ, რომ სასკოლო ასაკამდე ხერხემლის გამრუდება აღარ დაემუქროს.

სკოლაში ნერვულ სისტემასა და თვალებთან ერთად ძლიერი დატვირთვა ადგება ზურგს. პატარას აკადემიური მოსწრებით მშობლების დაინტერესება ბუნებრივია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, მისი ჯანმრთელობა დავივიწყოთ.

პირველკლასელის ხერხემლის იოგები და სახსრები მეტისმეტად იტვირთება ხანგრძლივი უძრაობის, მოუხერხებელი სასკოლო ავეჯისა და სწორი მოძრაობის ჩვევის უქონლობის გამო.

სპეციალური ტერმინი - სასკოლო სკოლიოზი - აღნიშნავს ტანადობის დარღვევის ერთ-ერთ ნაირსახეობას, როდესაც ხერხემლის გულმკერდის ნაწილი მარჯვნივ არის გაღუნული, ხოლო მალები თითქოს საათის ისრის საპირისპირო მხარეს ბრუნდება. ხერხემლის ასეთი გამრუდება მაშინ ყალიბდება, როდესაც ბავშვი დიდხანს ზის წერისთვის მოხერხებულ, მაგრამ არასწორ პოზაში. შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეები კარგი ნიშნების საზღაურს დაავადებული ხერხემლით იხდიან. თუმცა, თუ ორთოპედების რჩევებს ყურად ვიღებთ, სიტუაცია სულაც არ არის უნუგეშო.

  • როგორი უნდა იყოს ავეჯი

ხერხემლის სიჯანსაღისთვის უმთავრესი სწორად შერჩეული მაგიდა და სკამია. ჯანმრთელ ხერხემალს ვერ ვიყიდით, ამიტომ მისთვის საჭირო ატრიბუტების შეძენა არ უნდა დავიზაროთ. სკამი საკმაოდ ღრმა უნდა იყოს, მაგრამ საჯდომი ნაწილის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს გავის ძვლიდან მუხლქვეშა ფოსომდე არსებულ მანძილს, საზურგე კი წელის ლორდოზის დონეზე მდებარეობდეს და რბილი ბალიშით იყოს დაფარული. ეს ხერხემალს ბუნებრივი მოყვანილობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

მაგიდის ზედაპირი მზის წნულის დონეზე უნდა მდებარეობდეს. ამ შემთხვევაში ბავშვს საშუალება ექნება, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნოს და ხერხემლის კისრის ნაწილი განტვირთოს.

მაგიდის სიმაღლის შემოწმება ადვილია: იდაყვი მაგიდაზე დადეთ, მტევანი ზემოთ ასწიეთ, თავი გაასწორეთ და პირდაპირ გაიხედეთ. თუ შუა თითი თვალების დონეზეა, ესე იგი, მაგიდა სათანადო სიმაღლისაა.

რა თქმა უნდა, ყველაფერს აჯობებს, შეიძინოთ სპეციალური საკანცელარიო ავეჯი - სავარძელი, რომლის სიმაღლესა და დასაჯდომის სიღრმეს თვითონვე არეგულირებთ, ცვლით საზურგის დახრილობასა და დონეს, საწერი მაგიდის დახრილობას. ასეთი ავეჯი ძვირია, მაგრამ აუცილებელი.

  • ვისწავლოთ ჯდომა

მართალია, მოხერხებული ავეჯი ბევრს ნიშნავს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალბედა მოსწავლეს სწორად ჯდომა და ხერხემლის დაცვა ვასწავლოთ.

თუ ბავშვი ისეთი პატარაა, რომ ტერფებს იატაკს ვერ აწვდენს, ფეხებქვეშ აუცილებლად უნდა დავუდოთ პატარა სკამი, რათა ტერფ-წვივის, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრები მართი კუთხით მოიხაროს. ამ შემთხვევაში სხეულის ძირითადი მასა ბარძაყებსა და დუნდულა კუნთებს დააწვება.

რვეული მაგიდის სიბრტყიდან 30 გრადუსით უნდა იყოს წამოწეული და თვალს 30-35 სანტიმეტრით შორდებოდეს.

კარგი იქნება, თუ წიგნს სპეციალურ სადგამზე დავდებთ. ამ შემთხვევაში ბავშვი თავს სწორად დაიჭერს, რაც განტვირთავს ხერხემლის კისრის ნაწილს.

სამუშაო ადგილი კარგად უნდა იყოს განათებული. სინათლის ძირითადი წყარო მარცხნივ უნდა მოხვდეს.

როდესაც ტექნიკურ პრობლემებს მოაგვარებთ, ბავშვთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. დიდი ძალისხმევა გმართებთ, რათა პატარას მაგიდასთან სწორად ჯდომის მნიშვნელობა აუხსნათ. მიაჩვიეთ, რომ ორივე ფეხს თანაბრად დააწვეს, გულმკერდი მაგიდის კიდესთან ახლოს მიიტანოს, იდაყვები მაგიდაზე სიმეტრიულად ეწყოს. დროდადრო ტაქტიანად შეახსენეთ, გასწორდეს, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ დიდხანს ჯდომა სწორ პოზაშიც კი დაუშვებელია. ნახევარ საათში ერთხელ ბავშვმა აუცილებლად უნდა შეისვენოს, ადგეს, ამოძრავდეს, წაითამაშოს.

შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს კიდეც, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორს, მაგიდასთან სწორად ჯდომას, ასეთი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ეს სულაც არ არის შემთხვევითი - თანამედროვე ადამიანი ხომ საკმაოდ დიდ დროს ატარებს მჯდომარე - მაგიდასთან, კომპიუტერთან. ამის გამო სწორად ჯდომა, ხერხემლის განტვირთვა და ზურგის კუნთების დაზოგვა ისევე აუცილებელია, როგორც პირადი ჰიგიენა.

  • მნიშვნელოვანი ნიუანსები

სწორი ტანადობის შესანარჩუნებლად და ხერხემლის გამრუდების საკორექციოდ მაგიდასთან სწორად ჯდომა საკმარისი არ არის. არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ასპექტებიც.

  1. სრულფასოვანი კვება, ვიტამინებისა და მინერალების საკმარისი შემცველობის რაციონი აუცილებელია კუნთებისა და ძვლებისთვის.
  2. საწოლს მყარი ფსკერი და ორთოპედიული მატრასი უნდა ჰქონდეს. კარგი იქნება, თუ ბავშვი ბალიშის გარეშე დაიძინებს, მაგრამ თუ ბალიში ძალიან უნდა, პატარა შეურჩიეთ. იდეალურია ორთოპედიული ბალიში. ასეთ საწოლში ორგანიზმი სრულფასოვნად ისვენებს. ხერხემალი ძილის დროსაც ინარჩუნებს ფიზიოლოგიურ ნადრეკებს.
  3. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ნებისმიერი ასაკის ბავშვი, უფროსკლასელიც კი, მცირე ხანს უნდა წამოწვეს და ზურგი დაასვენოს.
  4. საწოლში კითხვა დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვისას: აუცილებელია კარგი განათება, სწორი პოზა, რათა არ დაირღვეს ხერხემლის ნადრეკები. ადამიანი ნახევრად მწოლიარე უნდა იყოს, თავქვეშ დიდი, მაგარი ბალიში ედოს. თუ მუხლებზე პატარა ბალიშს დავიდებთ და წიგნს ზედ მოვათავსებთ, არც თვალი გადაიღლება და არც ხელების დატვირთვა გადაეცემა კისერს, მხედველობაც დაიზოგება, ხერხემალიც და საინტერესო წიგნის კითხვით მაქსიმალურ სიამოვნებასაც მიიღებთ.
  5. მხარზე გადასაკიდებელი, თუნდაც მსუბუქი ჩანთა მოსწავლისთვის დაუშვებელია. ამ დროს მხარი უნებურად ზემოთ იწევა, რაც სკოლიოზის განვითარებას უწყობს ხელს.

არ შეიძლება ჩანთის ტარება ყოველთვის ერთი და იმავე ხელით - ამ შემთხვევაში ზურგი არათანაბრად იტვირთება. საუკეთესო ვარიანტი ზურგჩანთაა.

რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის გარეშე ზურგისა და ხერხემლის ჯანმრთელობა, როგორც ვთქვით, წარმოუდგენელია. ყველა ჯანმრთელი ბავშვი ყოველდღიურად ნახევარი საათის განმავლობაში მაინც აქტიურად უნდა მოძრაობდეს. სუფთა ჰაერზე სეირნობა, დილის ვარჯიში, სპორტულ სექციაში სიარული ჯანმრთელობის საწინდარია, ოღონდ სპორტული სექცია ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ინტენსიური დატვირთვისადმი მდგრადობის გათვალისწინებით უნდა შევურჩიოთ. ამაში პედიატრი და ორთოპედი დაგვეხმარებიან. ხერხემლისათვის ყველაზე სასარგებლოდ კი ცურვა ითვლება. გამოიყენეთ სამკურნალო ფიზკულტურაც, რათა სწორი ტანადობის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ჩვევები სრულ ავტომატიზმამდე მიიყვანოთ.

ბავშვისთვის სწორი ტანადობის გამომუშავება ადვილი არ არის, მაგრამ თუ გსურთ, ჯანმრთელი შვილი გყავდეთ, აუცილებლად უნდა გაისარჯოთ. ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი ბავშვის მოტივაციის ფორმირებაა. ეს ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. ყველა მშობელი თავად შეიმუშავებს შვილის სტიმულირებისა და დასჯის მეთოდს. იმედი, რომ ბავშვი პრობლემის არსს გააცნობიერებს, ფუჭია, რადგან პატარა ვერ ხვდება, რომ მის ჯანმრთელობას შეიძლება რამე დაემუქროს. მხოლოდ მუდმივი კონტროლით, პროფილაქტიკითა და ორთოპედთან რეგულარული სიარულით გახლავთ შესაძლებელი ბავშვის ჯანმრთელობისა და მშობლის ნერვების შენარჩუნება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ლარივით სწორი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები