ფიზიკური ვარჯიში: დაუთმეთ დრო ჯანმრთელობას

მუდმივი მოთელვაა საჭირო, რისთვისაც დღეში თუნდაც ერთი საათი აუცილებლად უნდა დაუთმოთ ვარჯიშს. სხეულის მოსათელად გამოგადგებათ ვარჯიშის, ტანვარჯიშის, დინამიკური მედიტაციის ნებისმიერი სახეობა და სპორტი. ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა აღმოსავლური ტანვარჯიში და ორთაბრძოლა, რადგან ამ დროს ფიზიკურ სხეულთან მუშაობასთან ერთად ენერგეტიკული სხეულიც იმუხტება.
თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ვარჯიშის ნებისმიერი სხვა სახეობაც გამოგადგებათ. მთავარია, ვარჯიში რეგულარული იყოს, საუკეთესო შემთხვევაში - ყოველდღიური. ასეთია ის საფუძველი, რომელზეც შენდება ჯანსაღი სხეული - ჯანსაღი სულის სამყოფელი; ხოლო ვინაიდან ფიზიკურ სხეულთან მუშაობაზე ვაპირებთ საუბარს, ქვემოთ მოყვანილი ყველა რეკომენდაცია და რჩევა მათთვის არის განკუთვნილი, ვისი სამუშაოც ფიზიკურ შრომას არ უკავშირდება.
თუ თქვენი სამუშაო ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული, დამატებითი დატვირთვა აღარ უნდა დაგჭირდეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მუშაობისას ერთგვაროვან მოძრაობებს ასრულებთ. ხოლო თუ მთელი დღე ზიხართ, თქვენს ორგანიზმს ჰაერივით სჭირდება მოთელვა. სხვაგვარად ვერ ასცდებით მოშვებულ კუნთებს, ჭარბ წონას და პერიოდულ ან ქრონიკულ დაავადებებს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია სურვილი და დრო - დღეში თუნდაც ერთი საათი საკუთარი სხეულისთვის. რა თქმა უნდა, შეიძლება, მთელი კვირის უძრაობა უქმე დღეებში რამდენიმესაათიანი სპორტული დატვირთვით აანაზღაუროთ - სულ არაფერს სჯობია, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ რეგულარულობა და თანმიმდევრულობა წარმატების საწინდარია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ნუ შემოიფარგლებით წელიწადში ერთხელ ერთკვირიანი ლაშქრობით - ეს ფოკუსი არ გაგივათ! დავიწყოთ ყველაზე მარტივით - ყოველდღიური ვარჯიშებით.
არსებობს ვარჯიშთა მრავალი კომპლექსი, რომელთა ზედმიწევნით შესრულებისას თქვენი სხეულის ყველა კუნთი გავარჯიშდება. ესენი შეიძლება იყოს უმარტივესი მოძრაობებიც - ჩაჯდომა, წინ, უკან და გვერდზე გადახრა, სხეულის, ხელებისა და ფეხების ტრიალი... თუ შეძლებთ, გამოიყენეთ ჰანტელები, ტრენაჟორები - ეს ყველაფერი მკვეთრად ზრდის ეფექტს. რა თქმა უნდა, საათობით ბუქვნა და ჰანტელების ქნევა მხოლოდ ფანატიკოსს თუ შეუძლია; ამდენს თქვენგან არავინ ითხოვს, მაგრამ თუ მოინდომებთ და დილა-საღამოს 20-30 წუთს დაუთმობთ ვარჯიშს, ორგანიზმი საუკეთესო განწყობილებას გაჩუქებთ.
დილის გამამხნევებელი ვარჯიში
ამ სიტყვებს ბევრისთვის ნაფტალინის სუნი ასდის - სავარაუდოდ იმიტომ, რომ ისინი საბჭოთა პერიოდში თავს მოხვეულ ცხოვრების წესსა და რადიოპროპაგანდასთან ასოცირდება. არადა, სპეციალისტებს სწორედ დილა მიაჩნიათ ფიტნესისთვის საუკეთესო დროდ. ასე თვით ბუნებამ დააპროგრამა ადამიანის ორგანიზმი.
თუ ჩაატარებთ ექსპერიმენტს: გვიანობამდე არ შერჩებით წიგნს, ტელევიზორსა თუ ინტერნეტს და დილით მზესთან ერთად გაიღვიძებთ, ერთი-ორი კვირის შემდეგ სწორედ დილაობით იგრძნობთ მხნეობის პიკს და მოძრაობის სურვილს.
დილის გამამხნევებელი ვარჯიში - ეს ყოველდღიური საქმიანობის დაწყების წინ შესასრულებელი ვარჯიშების შედარებით მოკლე კომპლექსია. მისი მთავარი მიზანი, სრულფასოვანი ფიტნესკომპლექსისგან განსხვავებით, ჭარბი ცხიმის დაწვა და კუნთების რელიეფის შეცვლა კი არა, ორგანიზმის გამოფხიზლება, გამხნევება და ტონუსის აწევაა. ამ მიზანს შეესატყვისება მოძრაობათა კომპლექსიც - მაგალითად, დამქანცველი ძალისმიერი და აერობული ვარჯიშების შესრულება დილაობით არ შეიძლება.
დილის ვარჯიშის საშუალო ხანგრძლივობა 20-30 წუთია. ხანმოკლე, 5-10-წუთიანი ვარჯიში მსუბუქ მოთელვად ითვლება, უფრო ხანგრძლივი კი - სრულფასოვან ტრენირებად. 20-30 წუთი აუცილებელია, რათა ადამიანი კარგად გამოფხიზლდეს და სხეული მზადყოფნაში მოიყვანოს.
დილის ვარჯიშის მთავარი ღირსება მისი ყოველდღიურობაა. რეგულარულობას სასწაულების მოხდენა შეუძლია: ინტენსიურ, მაგრამ იშვიათ ვარჯიშს გაცილებით უარესი შედეგი მოაქვს, ვიდრე მარტივს, მაგრამ ყოველდღიურს. ამიტომ, თუ გსურთ, კონკრეტული ეფექტი დაინახოთ (მაგალითად, უფრო ღონიერი მკლავები ან ვიწრო წელი), აუცილებლად ჩართეთ დილის ვარჯიშში ორიოდე შესაბამისი საბაზისო მოძრაობა: ისინი ნელ-ნელა, მაგრამ მყარად შეუწყობენ ხელს თქვენი სხეულის ფორმირებას და ყოველდღიურად დაგაახლოებენ დასახულ მიზანს.