სახსრები და მოძრაობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახსრები და მოძრაობა

ისინი განსაკუთრებით ასაკში მწვავდება, როდესაც ნივთიერებათა ცვლის პროცესები ირღვევა და ფიზიკური დატვირთვები იკლებს. მიუხედავად ამისა, სახსრების დაავადებათა შეფერხება რეგულარული ვარჯიშით ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

სასახსრე ნაპრალს ფიზიოლოგიურად სინოვიალური სითხე ავსებს. ის ფაქტობრივად სახსარშიდა საცხის როლს ასრულებს, ხელს უშლის სახსარში მონაწილე ძვლების სასახსრე ზედაპირების ხახუნს და აფერხებს მათ ცვეთას. სასახსრე, იგივე სინოვიალური სითხე კვებავს ძვლების ხრტილოვან (სასახსრე) ზედაპირებს, დამატებითი ამორტიზატორის როლს ასრულებს. ასაკთან ერთად სასახსრე სითხე მცირდება, რაც სახსრის სხვადასხვა პრობლემას აძლევს დასაბამს.

ფიზიკური აქტივობა, კერძოდ, სახსრების ვარჯიში ასტიმულირებს სინოვიალური სითხის გამომუშავებას, შედეგად უმჯობესდება სახსრის მდგომარეობა. ვარჯიში იმავდროულად განამტკიცებს კუნთებსა და მყესებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ზრდის მოქნილობას და აუმჯობესებს ტანდეგობას. ფიზიკური აქტივობა, საზოგადოდ, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, რაც პოზიტიურად აისახება როგორც სახსრების, ასევე მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე.

რეალურად ყველა ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი ვარჯიშების შერჩევა, მთავარია, ყველა კუნთისა და სახსრის დატვირთვა, კისრის მალებით დაწყებული, ტერფებით დამთავრებული. სახსრებისათვის ვარჯიში სულ მცირე 30 წუთს მაინც უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია ასაკოვნებმა ნელი ტემპით შეასრულონ წრიული მოძრაობები, კიდურების გაშლა-მოხრის ელემენტების შემცველი ვარჯიშები, საგულდაგულოდ მოახდინონ გარკვეული, უფრო მტკივნეული და უმოძრაო კუნთებისა და სახსრების მასირება, მეტი ყურადღება დაუთმონ ტერფების, მტევნებისა და თითების ვარჯიშებს.

ასაკთან ერთად კუნთოვანი კორსეტი სულ უფრო სუსტდება. დაცემისა (ვარდნის) თუ უხეში მობრუნება-მოძრაობების დროს ხშირია ტრავმები. ატროფირებული კუნთები ვერ ამსუბუქებს ტრავმას, რადგან ვერ იცავს სხეულის შესაბამის ნაწილებს, მით უფრო ოსტეოპოროზის არსებობისას. რეგულარული ვარჯიშის წყალობით კუნთები ძლიერდება, ძლიერი კუნთოვანი მასის დახმარებით კი ხერხემლის მალები, მათი პრობლემების არსებობის შემთხვევაშიც კი დაცულია.

ვარჯიში კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზეც, რადგან ხსნის ნერვულ დაძაბულობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კისრის და მხრის სარტყლის კუნთების მოდუნება - ამისათვის განკუთვნილი ვარჯიშთა კომპლექსი ხსნის დაღლილობას და სწრაფად ამშვიდებს ადამიანს.

გახსოვდეთ!

ფიზიკური ვარჯიში სასარგებლოა ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერი მდგომარების დროს. მთავარია, ორგანიზმის ჯანმრთელობის შესაბამისად, ინდივიდუალური მიდგომით შეირჩეს ვარჯიშთა კომპლექსი, ზოგიერთი ტიპის დატვირთვა შეიზღუდოს ან გამოირიცხოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სპორტით დატვირთვა სრულებით არ შეიძლება - მთავარია, სწორად შეირჩეს ვარჯიშთა კომპლექსი და ადამიანმა ის თავისი შესაძლებლობების ფარგლებში შეასრულოს. ეს შეეხება სახსრების პათოლოგიებსაც. ართრიტი და ართროზი ხშირად სწორედ სახსრების არასაკმარისი დატვირთვის დროს ვითარდება, და არა მხოლოდ ძლიერი დატვირთვისა ან ტრავმის შედეგად.

გაითვალისწინეთ!

სახსრის ტკივილი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი დაჯდეს და აქტივობა შეწყვიტოს. თუმცა, გამწვავების პერიოდში სპეციალისტები არ გვირჩევენ მტკივნეული სახსრის გადაძაბვას. ასეთ დროს საჭიროა სპეციალიზებული ვარჯიშების შესრულება, რათა მტკივნეული სახსრის ირგვლივი კუნთები განმტკიცდეს, გაძლიერდეს, სხვაგვარად ისინი დუნდება და კიდევ უფრო ასუსტებს სახსრის მოძრაობა-ფუნქციას, განსაკუთრებით, თუ ეს მუხლის ან იდაყვის სახსრებს ეხება. მტკივნეული სახსრები ხშირად უმოძრაობის გამო კიდევ უფრო მეტად „იკირება, იკეტება“ და კარგავს ფუნქციას. ამ მანკიერი წრიდან გამოსვლის უნიკალური საშუალებაა გონივრული, ზომიერი დატვირთვები, ექიმი-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული. სახსრების დაავადებებისას არ შეიძლება მათი გადამეტებული დატვირთვა და გადაძაბვა, უკუნაჩვენებია ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის თამაში, მკვეთრი მოძრაობები და ძალისმიერი დატვირთვები. არ არის სასურველი სახსრების გადაცივებაც. ოპტიმალურია სამკურნალო ვარჯიშების შესრულება, რომლებიც განამტკიცებს მტკივნეულ სახსარს, გაამაგრებს მის ირგვლივ ქსოვილებს, მოხსნის დატვირთვას სახსარზე. სახსრების დაავადებათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ჭარბი წონა, მასთან ბრძოლა კი ასევე ვარჯიშითაა შესაძლებელი.

საყურადღებოა!

ნებისმიერი ვარჯიში უნდა შესრულდეს ექიმ-სპეციალისტის რეკომენდაციით, რომელიც კარგად ერკვევა სამკურნალო ფიზკულტურის არსსა და თავისებურებებში. ყველა კონკრეტული სახსრის დაავადების დროს სასურველია ვარჯიშთა კონკრეტული კომპლექსის ჩართვა მკუნალობის კურსში. ქვემო კიდურების სახსართა პრობლემების დროს ვარჯიში ჯანმრთელი კიდურით უნდა დაიწყოს, წოლისას ან ჯდომისას, შემდეგ ჩაერთოს მტკივნეული სახსრის შემცველი, ანუ მეორე კიდური. მოძრაობები ნელი, დამზოგველი უნდა იყოს, დატვირთვა თანდათანობით გაიზარდოს. არც ვარჯიშის პროცესში და არც მისი დასრულების შემდეგ სახსარი არ უნდა იყოს მტკივნეული. თუ პაციენტს ტკივილი არ ეხსნება და ის მწვავე პროცესთანაა დაკავშირებული, სპეციალისტები მათ დატვირთვის შეწყვეტასა და ტკვილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღებას ურჩევენ. ქრონიკული ტკივილის სინდრომი, რომელიც ქრონიკულ ანთებით პროცესს ახლავს, მაგალითად, ოსტეოართროზს, არ არის ფიზიკური დატვირთვის უკუჩვენება. სპეციალისტთა განცხადებით, ვარჯიში ყველა შემთხვევაში აუმჯობესებს სახსრის მდგომარეობას, მის ფუნქციას და ამცირებს ტკივილს. ასეთ დროს საჭიროა თავს ძალა დაატანოთ, ვარჯიშის წინ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული გელი შეიზილოთ მტკივნეული სახსრის არეში და მაინც ივარჯიშოთ.

შეგახსენებთ!

ვარჯიშს ტონუსში მოჰყავს სხეული და ტვინი, არ აძლევს ადამიანს მოდუნების საშუალებას. დამტკიცებულია, რომ ფიზიკური აქტივობა აჯანსაღებს ადამიანის ორგანიზმს, ამაღლებს გუნება-განწყობას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს. უბრალო სიარულიც კი, თუ ის რეგულარულია, სასარგებლოა.

ასე რომ, წესად დანერგეთ ვარჯიში, იმოძრავეთ და ამოძრავეთ სახსრები!