რჩევები ჯანმრთელი ხერხემალისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები ჯანმრთელი ხერხემალისთვის

გარკვეული ასაკის მიღწევისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, რაც დროთა განმავლობაში კონკრეტულ დაავადებაში გადადის. ამის ასარიდებლად ხერხემლის სიჯანსაღეზე დროულად ზრუნვაა საჭირო.

კვება, ჭარბი წონა ტვირთავს ხერხემალს და მალათაშუა დისკებს, რასაც ოსტეოქონდროზი და მალათაშორისი თიაქრის ჩამოყალიბება მოჰყვება.

მოძრაობა-ჯდომისას მჭიდროდ უნდა დააყრდნოთ ხერხემლის გამონაზნექი სკამის ზურგს და არ მოიხაროთ. სკამის სიმაღლე ისე უნდა დაარეგულიროთ, რომ დასაჯდომი მუხლის ნაკეცების დონეზე იყოს.

უნდა მოერიდოთ სიმძიმეების აწევას. დატვირთვის შესამცირებლად სიმძიმე მკვეთრი მოძრაობის გარეშე, სწორი ზურგით უნდა ასწიოთ. დაუშვებელია ტვირთის აწევა მოხრილი ზურგით და სწორი ფეხებით. ასეთ შემთხვევაში წონა მთელ ხერხემალზე აღარ ნაწილდება და ხერხემლის სვეტი ძალზე იტვირთება.

ფეხსაცმელი უნდა იყოს რბილი და დრეკადი ლანჩით. ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 სმ-ს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ყოველდღიურად ტარება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნაწილების ცდომას იწვევს და პრობლემები უვითარდება არა მარტო ხერხემალს, არამედ სახსრებსა და სისხლძარღვებსაც.

საწოლი უნდა იყოს კომფორტული, ხერხემლის ფიზიოლოგიური მოხრილობების შესაბამისი კონსტრუქციით. მსუქანი ადამიანებისთვის საჭიროა უფრო მაგარი მატრასი, გამხდრებისთვის კი, პირიქით, რბილი. ბალიში არ უნდა იყოს ძალიან დიდი ან პატარა და უნდა ავსებდეს კეფიდან ბეჭამდე ჩაღრმავებას. მისი სისქე არ უნდა აღემატებოდეს მხრის სიგრძეს (14-15სმ).

თუ ძილის შემდეგ კისრის არეში აღინიშნება დაღლილობის შეგრძნება, კისრის, თავის ტკივილი - ბალიშის შეცვლაზე უნდა იფიქროთ. ზურგის ტკივილისას შეიძლება პატარა ბალიში მოათავსოთ მუცლის ქვეშ. ეს გაასწორებს წელის ნაწილს და ტკივილიც შესუსტდება. ხერხემლის დაავადებებისას უმჯობესია გვერდზე ძილი, სასურველია - მტკივნეულ მხარეს. ამ პოზაში მალათაშუა ნაპრალები ფართოვდება და მცირდება ზურგის ტვინის ფესვებზე ზეწოლა.

როგორ წამოვდგეთ საწოლიდან

თავდაპირველად ჩამოსწიეთ ფეხები იატაკზე, შემდეგ ხელების დახმარებით წამოიწიეთ, დავჯექით საწოლის კიდეზე და წამოდექით. არასოდეს ადგეთ უეცრად, ასე შეიძლება გამოიწვიოთ ფესვების დაჟეჟილობა და ტკივილის სინდრომის პროვოცირება.

ჯანსაღი ცხოვრება იდეალური ფორმების საწინდარია

ჯანმრთელობა, გარეგნობა, განწყობა ბევრადაა დამოკიდებული სხეულის მასაზე. ზედმეტი წონა და ცელულიტი სხეულს არ ამკობს.

თუ გინდათ იყოთ ლამაზი, მოხდენილი, საკუთარ თავში დარწმუნებული და არ დაიმალოთ მოცულობით ტანსაცმელში, უნდა ისწავლოთ ახლებურად ცხოვრება.

სიცოცხლე მოძრაობაა, ამიტომ საქმის დაწყება ვარჯიშით სჯობს. დილა რეგულარულად დაიწყეთ სირბილით. აქტიურობის მომატებასთან ერთად არ უნდა დაგავიწყდეთ სწორი კვება. შაქრის, ცომეულის, გაზიანი სასმელების უკონტროლო მიღებით ყველა მცდელობა უშედეგო იქნება.