/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვთა ინფექციები

პარაყივანახველა

პარაყივანახველა
მიილია სექტემბერი და შემოდგომის თბილი დღეები სიგრილემ შეცვალა. ზემო სასუნთქი გზების ვირუსულმა დაავადებებმაც იმატა. ამჯერად გესაუბრებით მწვავე ინფექციურ

დაავადებაზე, რომელიც უპირატესად ათ წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. ჩვენი სტუმარია ბავშვთა ინფექტოლოგი ნანა მღებრიშვილი.

  • მშობლებს და არცთუ იშვიათად ექიმებსაც ერთმანეთში ერევათ ყივანახველა და პარაყივანახველა. რა განსახვავებაა მათ შორის?

- პარაყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ყივანახველის კლინიკური ნიშნები ახასიათებს, იმ განსხვავებით, რომ უფრო ნაკლებ ხანს - მაქსიმუმ 2-3 კვირას გრძელდება და იოლად, გართულებათა გარეშე მიმდინარეობს.

პარაყივანახველა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ყივანახველისგან განსხვავებით, ის უმეტესად 2-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. წლამდე ასაკის პატარებში ეს დაავადება იშვიათია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციის წყაროა ავადმყოფი, შედარებით იშვიათად - ბაქტერიამატარებელი. ხშირია დაავადების აფეთქება ბავშვთა ორგანიზებულ კოლექტივში (სკოლაში, საბავშვო ბაღში). ხველისას ბავშვი გარემოში აფრქვევს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს და საფრთხეს უქმნის თანატოლებს.

  • რა ნიშნები ახასიათებს პარაყივანახველას?

- დაავადება უმეტესად ტემპერატურის გარეშე მიმდინარეობს. იწყება ხველით, რომელიც თანდათან ძლიერდება. ზოგჯერ სპაზმურ, შეტევით ხასიათსაც იღებს. აღინიშნება რეპრიზი (მასზე დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ) და ღებინება. ასეთ შემთხვევაში პარაყივანახველა მოგვაგონებს ყივანახველას - მკაფიოდ არის გამოხატული დაავადების სამივე კლინიკური პერიოდი: კატარული, სპაზმური ხველისა და გამოჯანმრთელებისა, თუმცა სპაზმური ხველის ხანგრძლივობა და სიხშირე უფრო ნაკლებია, ვიდრე ყივანახველის დროს - დღე-ღამეში 5-7 შეტევას არ აღემატება. კატარული პერიოდი ვითარდება თანდათანობით, სუსტი მშრალი ხველით სპეციალური თვისებების გარეშე. თან სდევს სურდო. საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ავადმყოფი განაგრძობს ბაღსა თუ სკოლაში სიარულს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ,ბავშვი მყავს 8 წლის ,ხშირად იცის ხველ ადა თუ დაეწყო მიყვება დიდო ხანი,ბრონქიტით ურთულდა ,ანტიბიოტიკამდეც ხშირად მივდივართ ,ვერანაირი სიროპებით და ინგალაციებით ვერ ვერევით,რა უნდა გავამეთო ,ვაძლევ ბრონხომუნალ პ ,მშრალი მყეფარე ხველი მიდის ,როცა ახველება ,იქნებ რამე მირჩიოთ</p>

მეორე, სპაზმურ ფაზაში დაავადება თანდათანობით გადადის. ვითარდება სპაზმური ხველის მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეტევები, რომელთა დამახასიათებელ ნიშანსაც წარმოადგენს სწრაფი ამოსუნთქვის ბიძგების სერია ჩასუნთქვის ინტერვალის გარეშე. ხველის ბიძგების დასრულებას მოჰყვება ძლიერი მსტვენი ჩასუნთქვა, რასაც სპაზმურად შევიწროებული ხმოვანი ნაპრალის ჰაერით ფორსირება განაპირობებს. სწორედ ეს არის რეპრიზი.

სპაზმური ხველის შეტევა იწყება უეცრად, ხანმოკლე წინამორბედი სიმპტომებით, ერთგვარი აურით: ბავშვებს მოუსვენრობა ეუფლებათ, ეძებენ საყრდენ წერტილს, უჩივიან ყელში ფხაჭნის შეგრძნებას, სიმძიმეს გულმკერდის არეში. სპაზმური ხველის შეტევის დროს ავადმყოფი წითლდება ან ლურჯდება, თვალები გადმოკარკლული, ჩასისხლიანებული აქვს, ენას ბოლომდე ყოფს, ენის წვერი კი ზემოთ აქვს აწეული. ძლიერდება ნერწყვისა და ცრემლის დენა. კისრის ვენები დაბერილი და დაჭიმულია. შეტევა მანამდე გრძელდება, ვიდრე ბავშვი ლორწოს არ ამოახველებს. ზოგჯერ შეტევა ღებინებით მთავრდება. სპაზმური ხველის ღებინებასთან შერწყმა იმდენად ტიპური სიმპტომია, რეპრიზი რომც არ განვითარდეს, მაინც პარაყივანახველა უნდა ვიეჭვოთ.

  • როგორ სვამენ დიაგნოზს?

ასევე დაგაინტერესებთ
სინუსიტები ბავშვთა ასაკში
ბრონქოსპაზმი ბავშვებში

- პარაყივანახველის დიაგნოზის დასმა გარკვეულ სირთულეს უკავშირდება, ვინაიდან ტიპური მიმდინარეობა შემთხვევათა მესამედს თუ ახასიათებს. დანარჩენ შემთხვევებში პარაყივანახველა მიმდინარეობს წაშლილი ფორმით, სპაზმური ხველის გარეშე, მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის მსგავსი ბრონქიტის ტიპის ხველით. ასეთ შემთხვევაში დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ბაქტერიოლოგიური, რეოლოგიური და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების მეშვეობით. სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ისეთივე ცვლილებებს, როგორსაც ყივანახველის დროს - ლეიკოცი-ტებისა და ლიმფოციტების მომატებას.

  • რამდენად ეფექტურია ანტიბიოტიკებით მკურნალობა?

- მკურნალობა უმთავრესად სიმპტომურია. რაც შეეხება ანტიბიოტიკს, იგი ინიშნება კატარული და სპაზმური ხველის პირველ პერიოდში. მოგვიანებით მისი გამოყენება უშედეგოა. ანტიბიოტიკებს უნარი შესწევთ, შეამცირონ ხველის ინტენსივობა, სიხშირე და დაავადების ხანგრძლივობა. ამ პერიოდში ისინი ხელს უშლიან ინფექციის გავრცელებას.

სასურველია, ავადმყოფს ზომიერად ვასვათ სითხე, გადავიყვანოთ მაღალკალორიულ და ვიტამინებით მდიდარ საკვებზე. დადგენილია, რომ სუფთა ჰაერზე თამაში (გარემოს ტემპერატურა არ უნდა იყოს 100C-ზე ნაკლები) სპაზმურ შეტევებს აიშვიათებს.

  • არსებობს თუ არა პარაყივანახველის საწინააღმდეგო აცრა?

- ამ დაავადების საწინააღმდეგოდ აცრები არ ტარდება. საჭიროა ზოგადი პროფილაქტიკური ღონისძიებები, ხოლო თუ დაავადება თავიდან ვერ ავიცილეთ - ავადმყოფის იზოლაცია. ავადმყოფი ცალკე ოთახში უნდა დავაწვინოთ. მასთან კონტაქტში მყოფი მოზრდილები, მათ შორის - ბაღებისა და სკოლების მომსახურე პერსონალი, იზოლირებას (კარანტინს) არ ექვემდებარებიან.

კიდევ ერთხელ მივმართავ მშობლებს: წელიწადის ცივ პერიოდში ბავშვებს ხშირად აწუხებთ ხველა და სხვა კატარული მოვლენები, მაგრამ თუ ჩვენ მიერ აღწერილი შეტევითი ხველის ნიშნები შეამჩნიეთ, უმალვე მიმართეთ ექიმს, რათა დროულად დაისვას დიაგნოზი, ჩატარდეს სათანადო მკურნალობა და სხვა ბავშვები დაავადებას გადაურჩნენ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პარაყივანახველა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები