/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

გარგარი

გარგარი
გარგარი ძალიან სასარგებლო საკვები პროდუქტია. ის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალური წყაროა.

შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, C, B, PP და სხვა ვიტამინებს, A პროვიტამინს, პექტინებს, არომატულ, მთრიმლავ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ამ სასარგებლო ნაერთთა ბუნებრივი კომბინაციის წყალობითაა, რომ გარგარს არა მარტო კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც აქვს. მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ძალზე პოზიტიურად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვან სასიცოცხლო პროცესებზე.

ნაყოფის კანი გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე რბილობი. განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი ხილის მიღება, ოღონდ ის გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს. ნაყოფი ხავერდოვანი უნდა იყოს, არომატული და რბილი. რბილობის ფერი ბაცი ყვითლიდან მკვეთრ ნარინჯისფრამდე ვარირებს (რაც მეტია კაროტინის შემცველობა, მით ინტენსიურია შეფერილობაც). გარგარი ცუდად ინახება და მალე ფუჭდება. უმჯობესია, თუ მას მაცივარში კი არ შეინახავთ, არამედ ჰორიზონტალურ ზედაპირზე დააწყობთ.

გამხმარი გარგარიც ძალიან სასარგებლოა და მთელი წლის განმავლობაში შესანიშნავად ინახება. ახალი, ქორფა გარგარი შეიცავს A, B5, C ვიტამინებს, ციაცინსა და ფოლიუმის მჟავას. მის ტკბილ კურკას ხშირად იყენებენ ნუშის ნაცვლად. ნაყოფისგან ამზადებენ კომპოტს, მურაბას, წვენს, ჟელეს, ჯემს, გულსართს სხვადასხვა ნამცხვრისთვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აღმოსავლურ სამზარეულოში გარგარით კერძებსაც აზავებენ. ის შესანიშნავად ეხამება ინდაურის, იხვის, ცხვრისა და ღორის ხორცს. ამ ნაზავით უგემრიელესი და პიკანტური კერძები მიიღება. თუ გარგარის მურაბის ან გემრიელი კონფიტიურის მომზადება გსურთ, ხილთან ერთად მოხარშეთ გაფცქვნილი კურკის გული, კურკის ნამტვრევები კი დოლბანდში გამოკარით და ადუღებულ მურაბაში ჩადეთ – ის მკვეთრად გამოხატულ გემოს შეიძენს.

ჩაცივებულ ვარდისფერ ღვინოსთან ერთად სუფრასთან შეიძლება მიიტანოთ მაყალზე შემწვარი, ქონის ნაჭრებში გახვეული გარგარის ჩირი. ეს, როგორც იტყვიან, ნამდვილი დელიკატესია. შინ, გასახმობად, შუაზე გახლეჩილი გარგარი დააწყვეთ თუნუქის ფურცელზე და შედგით ღუმელში, გააცხელეთ მინიმალურ ტემპერატურაზე და კარღია ღუმელშივე დატოვეთ გასაშრობად. სითხე აორთქლდება. გარგარი რბილი უნდა დარჩეს. მისი შენახვა 8-10 დღის განმავლობაში შეიძლება, სასურველია, მაცივარში. მეტად სასარგებლოა გარგარის ჩირი. ის სისხლის აღმდგენი შესანიშნავი საშუალებაა. ნიგოზში, ქიშმიშსა და თაფლში არეული გარგარის ჩირი საუცხოოა ანემიის დროს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

ღორის ნეკნები გარგარით

საჭიროა:

1 კგ ღორის ნეკნი; 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი; 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი; 2 ფოთოლი სალბი; 4 ცალი მწიფე გარგარი; 2 სუფრის კოვზი თაფლი; 1 კბილი ნიორი; 1 ტოტი როზმარინი; წიწაკა.

აურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ცოტაოდენი წიწაკა, ნივრის წვენი, წვრილად დაჭრილი სალბი და როზმარინი. მომზადებულ საკაზმში ამოვლებული ღორის ნეკნები შედგით მაცივარში 5 საათით. შემდეგ შეწვით თავისივე წვენში, მოასხით თაფლი. დააცადეთ შემაგრება და დაამატეთ წვრილად დაჭრილი გარგარი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, დაახურეთ თავსახური და 1 საათით დაბალ ცეცხლზე შუშეთ, თან ურიეთ.

ფენოვანი ცომის ნამცხვარი გარგარით

საჭიროა:

გარგარი; 250 გ გაყინული ფენოვანი ცომი; 2 სუფრის კოვზი შაქარი.

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ცომი გააბრტყელეთ და მოაწყვეთ ზედ გარეცხილი, გამშრალი, კურკაგამოცლილი გარგარი, მოაყარეთ შაქრის პუდრი და შედგით ღუმელში 25 წუთით. მიირთვით თბილი ან შერბილებული.

გარგარის ნაყინი

საჭიროა:

500 გ მწიფე გარგარი; 0,25 ლ გაციებული ნაღები; 250 გ ხაჭო; 6 სუფრის კოვზი შაქარი; ვანილი.

გარგარი გარეცხეთ, გადაასხით მდუღარე წყალი, გაფცქვენით და გამოაცალეთ კურკა, მოშუშეთ ნელ ცეცხლზე 4 სუფრის კოვზ შაქარსა და ვანილთან ერთად. დროდადრო ურიეთ. თუ ბევრი წვენი გაუშვა, მოხადეთ თავსახური და სითხე ააორთქლეთ. გააცივეთ. ათქვიფეთ ნაღები, დარჩენილი შაქარი შეურიეთ ხაჭოს. გარგარის პიურე, ვანილი და ხაჭო შეურიეთ ათქვეფილ ნაღებს. ჩაასხით სპეციალურ ფორმაში და შედგით მაცივარში 30 წუთით. მიიტანეთ სუფრასთან ნუშის ნამცხვართან ერთად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ალერგენებით დახუნძლული სუფრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგენებით დახუნძლული სუფრა

ალერგენებით მდიდარმა სუფრამ ბავშვს? ამის შესახებ გვესაუბრება ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკა ჩხარტიშვილი:

  • ყველაზე ხშირად რომელი პროდუქტი იწვევს კვებით ალერგიას?

- თუ ბავშვი გენეტიკურად არის განწყობილი, მის მენიუში შემავალ ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია ალერგია გამოიწვიოს.

ჩვილებისთვის ერთ-ერთი პირველი ალერგენია ძროხის რძის ცილა. თუ პატარა ძუძუს წოვს, დედის მიერ მიღებულმა რძის ნაწარმმაც კი შეიძლება აწყინოს.

ძროხის რძეს მოსდევს ფრინველის კვერცხი - მისი ცილაც ალერგენია. ქათმის კვერცხის ცილა შეიცავს ნივთიერება ოკომუკოიდს, რომელიც ნაწლავებში დიდხანს ინარჩუნებს ანტიგენურ თვისებებს და ფერმენტ ტრიფსინს ბოჭავს. კვერცხის გულს ცილასთან შედარებით სუსტი ალერგიული თვისებები აქვს. ამიტომაც არის მიზანშეწონილი ჩვილებისთვის მოხარშული კვერცხის გულის და არა ცილის მიცემა. არცთუ იშვიათად ქათმის კვერცხის აუტანლობა შერწყმულია ქათმის ხორცისა და ბულიონის აუტანლობასთან.

გახშირდა ბურღულეულის, კერძოდ, ხორბლის, ჭვავისა და ქერის მიმართ ალერგიის შემთხვევები. ამ მარცვლოვანთა ცილა არა მარტო კვებით ალერგიას, არამედ ცელიაკიასაც იწვევს.

წლამდე ასაკის ბავშვთა 20-25%-ში ატოპიის განვითარების ან გამწვავების მიზეზად შეიძლება იქცეს სოია. ბოლო ხანს სოიას ნაწარმით წლამდე ასაკის ბავშვებს უცვლიდნენ რძეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ალერგიას ეს მცენარეც იწვევს.

თევზი ალერგიული დაავადებების ყველაზე ხშირ მიზეზად მიიჩნევა, ამიტომ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც კვებითი ალერგიის სიმპტომები აქვთ, მას არ აძლევენ. თევზის ალერგენები თერმოსტაბილურია და კულინარიული დამუშავებისას პრაქტიკულად არ იშლება. ზღვის თევზის მიმართ ალერგია უფრო ხშირია, ვიდრე მდინარის თევზის მიმართ, ამასთანავე, თევზის ცილისადმი სენსიბილიზაცია ასაკის კვალდაკვალ არ მცირდება და მოწიფულ ასაკშიც შენარჩუნებულია.

ალერგიული რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს ასევე ხიზილალამ, კიბორჩხალამ და ზღვის სხვა პროდუქტებმა, ასევე - თევზის სუნის შეგრძნებამ.

წლამდე ასაკის ბავშვის ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა კვებითი ალერგენების მიმართ. შეინიშნება ჯვარედინი რეაქციებიც. ასაკთან ერთად ვლინდება სენსიბილიზაცია არა მარტო კვებითი, არამედ საყოფაცხოვრებო, მტვრის, სოკოსა და ბაქტერიული ალერგენების მიმართაც.

  • რას ნიშნავს ჯვარედინი რეაქციები?

- ჯვარედინს უწოდებენ ალერგიულ რეაქციებს+, რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი პროდუქტები იწვევს. მათი ცოდნა აუცილებელია. გთავაზობთ მსგავსი ალერგენული სტრუქტურის მქონე პროდუქტების სიას:

  • ცნობილია, რომ ალერგიულ რეაქციებს იწვევს საკვების დანამატები - საღებავები, ემულგატორები, ანტიოქსიდანტები. ამ დანამატების გარეშე მომზადებული პროდუქტი ალბათ არც არსებობს. რომელია მათგან ყველაზე ძლიერი ალერგენი?

- საღებავებიდან შეიძლება გამოვყოთ ტარტრაზინი E102, რომელიც საკვებს აძლევს მოყვითალო-ფორთოხლისფერს. მას უმთავრესად შეიცავს ხილის წვენი, ლიმონათი, იოგურტი, ჯემი, საღეჭი რეზინი, კარამელი, დრაჟე, ბურბუშელა, სოუსი, ნახევარფაბრიკატები, საკონდიტრო ნაწარმი.

ნატრიუმისა და კალიუმის შენაერთებს (E221-227), კონსერვანტებს (E210-219) და ანტიმჟანგავებს შეიცავს ხორცის პროდუქტები (ძეხვი, სოსისი და სხვა), ხმელი ხილი, ლიმონისა და ფორთოხლის კანის ცუკატი, ჟელატინი.

ნატრიუმის გლუტამატს - კონსერვანტ E621-ს, არომატიზატორს, შეიცავს სანელებლები, ჩინური სამზარეულოს კერძები.

ბანანს, ვაშლს, მსხალს, ფორთოხალს, პომიდორს დამწიფების დასაჩქარებლად ზოგჯერ ნავთობპროდუქტებით ამუშავებენ. ალერგია ასეთმა პროდუქტმაც შეიძლება გამოიწვიოს.

ალერგენებია ასევე შაქრის შემცვლელები - სახარინი, ციკლამატი, ასპარტამი.

ზოგიერთ ნივთიერებას, რომელსაც სურსათი ბუნებრივად შეიცავს, ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაავადება ან გაამწვავოს ის ეგრეთ წოდებული ფსევდოალერგიული რეაქციით. ავიღოთ, მაგალითად, ჰისტამინი. ის ორგანიზმში ალერგიული რეაქციის დროს წარმოიქმნება და ზრდის სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, ხელს უწყობს შეშუპებას, იწვევს ქავილს.

არსებობს პროდუქტები, რომლებიც ჰისტამინს ბუნებრივად, თანაც საკმაო ოდენობით შეიცავს. ესენია ყველი, კონსერვები, ტომატი, ისპანახი, მოხარშული ლორი, ძროხის სოსისი, ღორის ღვიძლი, სარდინი, მჟავე კომბოსტო, სკუმბრია, ქაშაყი.

ტირამინი ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს ჰისტამინის წარმოქმნას, არტერიული წნევის მომატებას. მას შეიცავს ლუდის საფუარი, დამარილებული ქაშაყი, შოკოლადი, ნუგა, თხილის კრემი, ციტრუსები, ძეხვი.

სეროტონინი, ალერგიული რეაქციების მედიატორი, შედის ბანანის, ავოკადოს, კაკლის შემადგენლობაში.

სალიცილატებს ბუნებრივი სახით შეიცავს ხმელი ხილი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, კენკრა, ანანასი, გარგარი, ნუში, სოიის სოუსი.

ასკორბინის მჟავას (C ვიტამინის) მაღალი შემცველობა ციტრუსებსა და მათ წვენებში, მჟაუნმჟავასი - ტომატში, ისპანახში ასევე უდებს სათავეს კვებით ალერგიას.

ამრიგად, უკვე იცით, რომელი პროდუქტია სახიფათო ალერგიისადმი მიდრეკილი პატარებისთვის. ბავშვები უნდა მოარიდოთ იმ პროდუქტებსაც, რომლებიც მსგავს ალერგენებს შეიცავს.

კიდევ ერთი: გირჩევთ, საახალწლო სუფრაზე ბავშვისთვის განკუთვნილი საკვებიც დააწყოთ - ეს საკვებს სადღესასწაულო იერს მისცემს, პატარას კი შეექმნება ილუზია, რომ მისი კერძი ოჯახის დანარჩენი წევრების საკვებისგან არ განსხვავდება.