/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

რატომ უნდა მივირთვათ ხიზილალა

რატომ უნდა მივირთვათ ხიზილალა
ხიზილალის (თევზის ქვირითის) თითოეული მარცვალი მომავალი არსებისათვის სიცოცხლის წყაროა, შესაბამისად, მასში კონცენტრირებულია სიცოცხლისათვის საჭირო უამრავი ვიტამინი და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერება.

ჩვენ ხიზილალას ფერის მიხედვით მოვიხსენიებთ – წითელი და შავი ხიზილალა. სპეციალისტები კი ამ ძვირფას პროდუქტს თევზის სახეობის მიხედვით განასხვავებენ, შესაბამისად, გამოყოფენ ზუთხისებრთა (იმავე თართისებრთა) და ორაგულისებრთა ხიზილალას. საუკეთესო და ყველაზე ღირებული ზუთხისებრთა ოჯახის ხიზილალაა. 100 გრამი ასეთი პროდუქტი შეიცავს 280 კალორიას, მაშინ როცა იმავე რაოდენობის ხორცი და რძე – შესაბამისად 120 და 70 კალორიას.

წითელი ხიზილალის წარმოება პირველად XX საუკუნეში იაპონელებმა დაიწყეს, მოგვიანებით კი – რუსებმაც თავიანთი მეთოდით. წითელი ხიზილალის სასარგებლო თვისებებს არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ხალხური მედიცინა მას რეკომანდაციას უწევს სხვადასხვა დაავადების დროს – სისხლნაკლებობისას, ჭარბი წონისა და მასის ნაკლებობის შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებისა და სიმსივნური დაავადებების დროს.

ოფიციალური მედიცინაც ხიზილალას უძვირფასეს, მეტად ღირებულ და მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტად აღიარებს. წითელი ხიზილალა შეიცავს 32%-მდე ადვილად შესათვისებელ ცილას, რომელიც ბავშვის მოზარდი ორგანიზმისათვის განსაკუთრებით აუცილებელია. მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც კუნთოვანი მასის გაზრდას ან ჯანმრთელობის აღდგენას ცდილობს. საქმე ის არის, რომ წითელი ხიზილალის ცილა ბევრად სწრაფად და ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ, ვიდრე ხორცსა და რძის პროდუქტებში შემავალი ცილები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საყურაღებოა ისიც, რომ ხიზილალა პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების წყაროა, იმ მჟავებისა, რომელთაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ასინთეზებს. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები (F ვიტამინი) შეუცვლელია სისხლძარღვებისათვის და საზოგადოდ, უჯრედულ დონეზე მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისათვის. აღნიშნული მჟავები ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს. ხიზილალა შეიცავს ფოლიუმის მჟავას, A, D, E ვიტამინებს.

A ვიტამინი მნიშვნელოვანია მხედველობისათვის, აქტიური ზრდისა და ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებისათვის. ის აუცილებელია ორგანიზმის ყველა უჯრედისათვის, განსაკუთრებით – კანისა და ლორწოვანებისათვის.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

E ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია ანუ ახალგაზრდობის ვიტამინი. ის განსაკუთრებით აუცილებელია ქალებისათვის. მისი მეორე სახელწოდებაა ტოკოფეროლი, რაც ნიშნავს, „შთამომავლობის მატარებელს“. ეს ვიტამინი ხელს უწყობს სიცოცხლისათვის საჭირო პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შეთვისებას.

D ვიტამინი, უპირველესად, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მის გარეშე ორგანიზმში მოხვედრილი კალციუმი ვერ შეითვისება. ფოლიუმის მჟავა ორგანიზმის მრავალ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს. ის მეტად ღირებული ვიტამინია ბავშვებისათვის.

წითელი ხიზილალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება მისი მაღალი კალორიულობაა. 100 გრამი ხიზილალა 200-250 კალორიას შეიცავს. ეს პროდუქტი მდიდარია იოდით, რომელიც ასევე ადვილად შესათვისებელი ფორმითაა წარმოდგენილი, ფოსფორით, რკინით, კალიუმით. ხიზილალაში შემავალი ყველა ვიტამინი, მიკრო- თუ მაკროელემენტი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმის პროცესებისათვის, ძვლების გასამაგრებლად, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის, მხედველობის გასაუჯობესებლად, იმუნიტეტის ასამაღლებლად, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და ძალთა მოძლიერებისათვის.

წითელი ხიზილალის შეთვისება ორგანიზმის მიერ იმდენად ადვილად და სწრაფად ხდება (მისი უნიკალური შემადგენლობისა და კომპონენტთა კომბინაციების წყალობით), რომ ამ პროდუქტს საკვებად დიეტის შემადგენლობაში უნიშნავენ მძიმე ავადმყოფებს, მეტად დასუსტებულ პირებს. ხალხური მედიცინა ამ პროდუქტს დავრდომილთა და დაუძლურებულთა გამაჯანსაღებელ საშუალებად მიიჩნევდა. ეს დღეს გასაგებია. მაშინ ხომ არ არსებობდა მედიკამენტები, სხვადასხვა იმუნომასტიმულირებელი საშუალებები და ვიტამინების კომპლექსები.

ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ხიზილალის ნაკლი მასში ქოლესტეროლის არსებობაა. თუმცა ეს არ არის სწორი, რადგან ქოლესტეროლი მხოლოდ გადაჭაბებული დოზებითაა მავნებელი. სინამდვილეში ის უჯრედული მემბრანებისა და ნერვული ქსოვილის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ისიც საყურადღებოა, რომ ხიზილალაში შემავალ ქოლესტეროლს ამავე პროდუქტში უხვად წარმოდგენილი ლეციტინი უვნებელყოფს.

დღეს ხიზილალა მისი ღირებულების გამო ფუფუნების პროდუქტია. ასე რომ რჩევა – აუცილებლად ჭამეთ ხიზილალა – ბევრისათვის არარეალური და გამაღიზიანებელიც შეიძლება აღმოჩნდეს. ერთს კი მოგახსენებთ, რომ ხიზილალა აუცილებლად უნდა ჩართოთ ბავშვების საკვებ რაციონში!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ უნდა მივირთვათ ხიზილალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები