/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

ჰიპერტენზია - არტერიული წნევის მატება

ჰიპერტენზია - არტერიული წნევის მატება
ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიური ტუმბო - გული მუდმივი შეკუმშვებით მთელ ორგანიზმს, თითოეულ ორგანოს, ქსოვილსა და უჯრედს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით გაჯერებულ სისხლს მუდმივად აწვდის. ჩაკეტილ სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოძრაობისას სისხლი აწვება მათ კედლებს და ზეწოლით წარმოქმნის არტერიულ წნევას, რომელიც ვერცხლისწყლის სვეტით მილიმეტრებში იზომება და ორი მაჩვენებელი გააჩნია: ზედა - სისტოლური, ქვედა - დიასტოლური წნევა.

სისტოლურ წნევას განსაზღვრავს ძალა, რომლითაც გული სისხლს უმსხვილეს სისხლძარღვებში გადაისვრის, ეს დაახლოებით 60-70 მლ სისხლია.

დიასტოლურ წნევას კი განსაზღვრავს ძალა, რომლითაც სისხლი გულის მოდუნების პერიოდში მოქმედებს არტერიათა კედლებზე.

სისხლძარღვის ტიპის მიხედვით განირჩევა: არტერიული, კაპილარული და ვენური წნევა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არტერიული წნევის ნორმები

არტერიული წნევა ორგანიზმის ყველაზე სწრაფად და ხშირად ცვლადი ფიზიოლოგიური მაჩვენებელია, რომელიც უპირველესად დამოკიდებულია ასაკზე.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

ასაკის მიხედვით კი არტერიული წნევის ნორმები ასეთია:

  • 16-20 წლის ასაკში სისტოლური წნევის ნორმალური მაჩვენებელი მმ ვწყ სვ-ით 100-120-ია, დიასტოლური კი 70-80;
  • 20-40 წლის ასაკში სისტოლური წნევის ნორმალური მაჩვენებელი მმ ვწყ სვ-ით 120-130-ია, დიასტოლური კი 70-80;
  • 40-60 წლის ასაკში სისტოლური წნევის ნორმალური მაჩვენებელი მმ ვწყ სვ-ით 140-მდეა, დიასტოლური კი 90-მდე;
  • 60 წლის ზევით სისტოლური წნევის ნორმალური მაჩვენებელი მმ ვწყ სვ-ით 150-ია, დიასტოლური კი - 90-მდე;

სპეციალისტთა რეკომენდაციათა მიხედვით არტერიული წნევის:

  • ოპტიმალური მაჩვენებელი - 120/80-ზე;
  • ნორმალური მაჩვენებელი - 150/85-ზე.

არტერიულ წნევაზე მოქმედი ფაქტორები

არტერიული წნევის სიმაღლეს მრავლობითი ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა ზოგჯერ იგი ფიზიოლოგიურადაც იცვლება - მატულობს სტრესულ სიტუაციაში და ქვეითდება ძილისას. ზოგს მომატებული ან დაქვეითებული მაჩვენებელი გენეტიკურად გააჩნია და არ უკავშირდება რაიმე პათოლოგიურ პროცესს.

დაბალი წნევა ნორმალურია ახალშობილებისთვის, მოზარდებისთვის სქესობრივი სიმწიფის პერიოდში.

ჯანმრთელ ადამიანს შესაძლოა წნევის მაჩვენებელი დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე შეეცვალოს ფიზიკური დატვირთვის, თამბაქოს წევის ან მუქი ჩაისა და კოფეინით მდიდარი სასმელების დალევის შემდეგ.

საზოგადოდ კი, ადამიანის არტერიული წნევის მაჩვენებელს განაპირობებს:

  • გულის შეკუმშვათა სიხშირე, რომლის დროსაც სისხლი სისხლძარღვებში გადაისროლება;
  • სისხლძარღვთა კედლების ხარისხი, მათი ელასტიკურობა, რომლითაც ისინი წინააღმდეგობას უწევენ სისხლის დინებას;
  • ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობა და მისი სიბლანტე;
  • მუცლისა და გულმკერდის ღრუებში ატმოსფერული წნევის ცვალებადობა;
  • სუნთქვითი მოძრაობების ინტენსივობა;
  • გარემოს ტემპერატურა;
  • ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა;
  • ზოგიერთი სახის სამკურნალო პრეპარატი.

არტერიული წნევა რომ არ შეიცვალოს

წნევის მაჩვენებელზე მოქმედ ფაქტორთა სიმრავლის მიუხედავად, რომლებიც მუდმივად ცვლიან მას, ჯანმრთელი ადამიანის ნორმალური წნევა თითქმის მუდმივი რჩება, რადგან ორგანიზმი აღჭურვილია არტერიული წნევის მარეგულირებელი საკმაოდ რთული და ეფექტიანი მექანიზმებით.

ისინი წნევის მაჩვენებლის შეცვლისთანავე იწყებენ მოქმედებას და შეცვლილ მაჩვენებელს დროულად უბრუნებენ ნორმას, ეს ზოგჯერ მაპროვოცირებელი ფაქტორის მოქმედების შეწყვეტისთანავე ხდება, ზოგჯერ კი წნევის ნორმალურ საზღვრებში დაბრუნება ფაქტორის ზემოქმედებითაც შესაძლებელია. თუმცა ზოგჯერ ირღვევა წნევის სარეგულაციო მექანიზმთა მუშაობა, რასაც არტერიული წნევის მაჩვენებლის მყარი ცვლილება, მისი დიდი ხნით გაზრდა ან, პირიქით, შემცირება მოჰყვება.

არტერიული წნევის ცვლილებას, როდესაც ის მყარად მომატებულია, არტერიული ჰიპერტენზია ჰქვია, მის მყარ დაქვეითებას კი არტერიულ ჰიპოტენზიად მოიხსენიებენ.

ციფრები:

  • უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ ზრდასრულ მეხუთე ადამიანს ჰიპერტენზია ახასიათებს;
  • ინსულტებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა 50%-ის მიზეზი სწორედ არტერიული ჰიპერტენზიაა;
  • ჰიპერტენზიის სხვადასხვა გართულება მსოფლიოში ყოველწლიურად 9,4 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება;
  • მაღალ დონეზე განვითარებულ ქვეყნებში დიაგნოსტიკის სიმარტივემ და მედიკამენტური მკურნალობის ხელმისაწვდომობამ მკვეთრად შეამცირა არტერიული ჰიპერტონიის მქონე ადამიანთა რიცხვი;
  • თუ აშშ-ში 1980-იან წლებში ჰიპერტონიკები მოსახლეობის 31%-ს შეადგენდნენ, ახლა ეს მაჩვენებლი 18%-მდეა შემცირებული;
  • დაბალი და საშუალო დონის განვითარების ქვეყნებში მოსახლეობის 25-30%-ს არტერიული წნევის მატება და მასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს;
  • ადამიანთა დიდმა ნაწილმა ხშირად არც კი იცის, რომ არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებელი აქვს, ეს ცვლილება ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ხშირად უსიმპტომო ჰიპერტენზია მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდება ხოლმე. ამის გამო არტერიულ ჰიპერტენზიას “ფარულ მკვლელსაც” უწოდებენ.

ჰიპერტენზია შესაძლოა გართულდეს:

  • მიოკარდიუმის ინფარქტით;
  • გულის კუნთის გადიდებით;
  • გულის უკმარისობით;
  • სისხლძარღვოვანი დაზიანებების – ანევრიზმების გასკდომით;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით – ინსულტებით;
  • თირკმლის უკმარისობით;
  • მხედველობის გაუარესებით;
  • კოგნიტური უნარების დარღვევით;

გართულებათა განვითარებას აჩქარებს:

  • თამბაქოს მოხმარება;
  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
  • ხშირი სტრესები;
  • ჭარბი წონა;
  • სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი;
  • ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი;
  • შაქრიანი დიაბეტი.

საწყის ეტაპზე წნევის მყარი ცვლილება თითქმის ყოველთვის შეგუებით-თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მოსალოდნელი პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებს, სწორედ ამიტომ წნევის პირველივე მყარი ცვლილებისას სპეციალისტთან დაუყოვნებელი კონსულტაციაა საჭირო.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჰიპერტენზია - არტერიული წნევის მატება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები