/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

სოიის სასარგებლო თვისებები

სოიის სასარგებლო თვისებები
სოია ფართოდ გავრცელებული საკვები პროდუქტია. ის ერთ-ერთ უძველეს კულტურას წარმოადგენს, რამეთუ ცნობილია ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე III საუკუნიდან.

მას ხშირად სასწაულ-მცენარედ მოიხსენიებენ, მცენარეული ცილების ჭარბად შემცველობის გამო. სოიის თესლის მასის საშუალოდ 40% ცილებზე მოდის. ზოგიერთი სახეობის თესლი კი 48-50%-მდე ცილას შეიცავს. სრულფასოვანი ცილების გარდა სოია მდიდარია აგრეთვე ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფიტოესტროგენებითა და უჯრედისით. სოიისგან დღეს სხვადასხვა პროდუქტი იწარმოება. თითოეული მათგანი მაღალი კვებითი ღირებულების გარდა ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებული მარგებლობით გამოირჩევა.

ანტიოქსიდანტები - სოიის პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს ანუ ნივთიერებებს, რომლებიც იცავს უჯრედს მავნე "თავისუფალი რადიკალების" ზემოქმედებისაგან. მოგეხსენებათ, ეს მავნე რადიკალები განაპირობებენ უჯრედთა ნაადრევად დაბერებას, დაზიანებასა და გადაგვარებას.

თირკმლის დაავადება - დადგენილია, რომ თირკმელები სოიაში შემავალ ცილას ცხოველურ ცილებთან შედარებით გაცილებით ადვილად "იტანს", შესაბამისად, სოიის პროდუქტებით კვება ანელებს და აფერხებს თირკმელების დაზიანებას ამ ორგანოს ფუნქციური უკმარისობით დაავადებულ პირებში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

იმუნიტეტი - გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სოიაში შემავალი პეპტიდები (ამინომჟავათა ჯაჭვები) ამაღლებენ იმუნიტეტს ანუ ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადებისადმი.

ოსტეოპოროზი - სოიის პროდუქტებით კვება ხელს უწყობს ძვლოვანი მასის შენარჩუნებას, შესაბამისად, ის ოსტეოპოროზის ანუ ძვლის გამეჩხერების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

შაქრიანი დიაბეტი - კლინიკური დაკვირვებებით გაირკვა, რომ დიაბეტიანთა საკვებ რაციონში სოიის პროდუქტების ჩართვა მნიშვნელოვნად აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს ინსულინდამოკიდებულებას პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. გარდა ამისა, ხელს უწყობს სხეულის მასის დაქვეითებას.

ქოლესტერინი - სოია განაპირობებს ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას სისხლში. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები - სოიის პროდუქტებში დიდი რაოდენობით საკვები ბოჭკოების (უჯრედისის) შემცველობა ხელს უწყობს ნაწლავთა მოტორული ფუნქციის ნორმალიზებას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის შეკრულობის განვითარებას და საუკეთესოდ წმენდს ნაწლავებს.

ასევე დაგაინტერესებთ
სოია - მტერი თუ მოყვარე?

მკერდისა და პროსტატის კიბო - მეცნიერული დაკვირვებებით დადგენილია, რომ დასავლეთში მცხოვრებ ქალბატონებში მკერდის კიბოს შემთხვევები 8-10-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე აზიელ ქალბატონებში, რომელთა დიეტაც, როგორც წესი, სოიაზეა დაფუძნებული. იაპონელი მამაკაცების საფუძვლიანი გამოკვლევებით კი დადასტურებულია პირდაპირი დამოკიდებულება ტოფუს - სოიის ხაჭოს სისტემატურად საკვებად გამოყენებასა და წინამდებარე ჯირკვლის - პროსტატის - კიბოთი დაავადების შემცირებას შორის. ამერიკაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სოიაში შემავალი ნივთიერებები მნიშვნელოვნად ამცირებს ფილტვისა და სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკსაც.

ალები და ალერგია - როგორც ცნობილია, იაპონელი ქალებისათვის ევროპელებისაგან განსხვავებით მენოპაუზის პერიოდში მტანჯავი ალები პრაქტიკულად უცხოა. ამ ფაქტს სპეციალისტები სოიაში შემავალ ფიტოესტროგენებს უკავშირებენ. ძროხის რძეზე ალერგიული რეაქციის მქონე ბავშვებისათვის რეკომენდებულია სწორედ სოიის რძე.

უყურადღებობის სინდრომი - მოგეხსენებათ, რომ ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითება პირდაპირ კავშირშია ცილების ნაკლებობასთან. ყოველივე აღნიშნული კი თავის მხრივ მიზეზია ნევროზების, უყურადღებობისა და გაფანტულობისა, განსაკუთრებით ბავშვებში. სოიის პროდუქტების ჩართვა საკვებ რაციონში ხელს უშლის ამ პრობლემების განვითარებას.

საინტერესო ცნობები

კიბოს ნაციონალურმა ინსტიტუტმა (აშშ, ვაშინგტონი) 1990 წელს გამოაქვეყნა 15-წლიანი კვლევის შედეგები. ამ მონაცემებით სოიის პროდუქტები მდიდარია ანტიკანცეროგენული (სიმსივნის საწინააღმდეგო) ნივთიერებებით, რომლებიც გარკვეულწილად აფერხებენ და აკონტოლებენ კიბოს ზრდა-განვითარებას. ზოგიერთი ანტიკანცეროგენი პირდაპირ აფერხებს სიმსიმვნის განვითარებას, სხვები კი განაპირობებენ წარმონაქმნების ნელ ზრდას ან საერთოდ აჩერებენ პათოლოგიურ პროცესს. გარდა აღნიშნული ნაერთებისა სოია შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც აიძულებს ორგანიზმს სწრაფად "მოინელოს" და განთავისუფლდეს პოტენციური კანცეროგენებისგან (სიმსივნის გამომწვევი ნივთიერებებისგან). სოია შეიცავს შაქრების - რაფინოზასა და სტაქიოზას მნიშვნელოვან რაოდენობას. მათ ბიფიდობაქტერიები საკვებ წყაროდ იყენებენ. ბიფიდობაქტერიების რაოდენობის ზრდა ამცირებს დისბაქტერიოზითა და კიბოთი დაავადების რისკს. სოიის სასარგებლო და ორგანიზმისათვის მნიშვნელოვან კომპონენტებს შორის აღსანიშნავია ლეციტინი და ქოლინი, რომლებიც მონაწილეობენ ტვინისა და ზოგადად ნერვული ქსოვილის უჯრედთა განახლებაში, პასუხისმგებელნი არიან ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა აზროვნება, კონცენტრაცია, დასწავლა, მოძრაობითი აქტივობა და სხვა მრავალი. ასევე ხელს უწყობენ ცხიმების მეტაბოლიზმსა და ქოლესტერინის რეგულაციას სისხლში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

103 წლის ბრიტანელმა ქალმა დაბადების დღე ზღვის სანაპიროზე აღნიშნა და დღეგრძელობის საიდუმლო გამხილა
103 წლის ბრიტანელმა ქალმა დაბადების დღე ზღვის სანაპიროზე აღნიშნა და დღეგრძელობის საიდუმლო გამხილა
ბრიტანელი დოროთი კეტლი დაიბადა 1922 წელს, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა კვების ინდუსტრიაში და ბედნიერი იყო ქორწინებაში.
სრულად
შექმნილია სასმელი, რომელიც დემენციისგან დაცვაში დაგვეხმარება
შექმნილია სასმელი, რომელიც დემენციისგან დაცვაში დაგვეხმარება
სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს პრობიოტიკური კოქტეილი, რომელიც ხელს უშლის დემენციის განვითარებას.
სრულად
ექიმი თავისა და კისრის კიბოსგან დაცვის სამ გზას ასახელებს
ექიმი თავისა და კისრის კიბოსგან დაცვის სამ გზას ასახელებს
SciTechDaily: სამი ფაქტორი ამცირებს თავისა და კისრის კიბოს განვითარების რისკს.
სრულად
შეიძლებოდა თუ არა შოვში განვითარებული ტრაგედიის თავიდან აცილება შვეიცარიის ალპებში გუშინ განვითარებული მოვლენების მსგავსად?
შეიძლებოდა თუ არა შოვში განვითარებული ტრაგედიის თავიდან აცილება შვეიცარიის ალპებში გუშინ განვითარებული მოვლენების მსგავსად?
გუშინ შვეიცარიის ალპურ სოფელში მეწყერი ჩამოწვა და სოფელი ბლატენი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ამან კიდევ ერთხელ გაგვახსენა შოვის ტრაგედია და გააჩინა მრავალი კითხვა.
სრულად
ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სენსაციები მედიცინაში
ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სენსაციები მედიცინაში
გასული ათწლეული (2015-2025) მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და რევოლუციურ პერიოდად შევა.
სრულად
რევოლუცია სტომატოლოგიაში: ლაბორატორიაში გაზრდილი კბილები შესაძლოა მომავალში ადამიანის კბილის აღდგენის ბუნებრივ ალტერნატივად იქცეს
რევოლუცია სტომატოლოგიაში: ლაბორატორიაში გაზრდილი კბილები შესაძლოა მომავალში ადამიანის კბილის აღდგენის ბუნებრივ ალტერნატივად იქცეს
მეცნიერებმა ლონდონის კინგსის კოლეჯიდან (King's College London), იმპერიალის კოლეჯთან (Imperial College London) თანამშრომლობით,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სოიის სასარგებლო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები