/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

მავნე გავლენის საფრთხე

მავნე გავლენის საფრთხე
ბიჭი მეზრდება და მეშინია, ცუდ წრეში არ მოხვდეს. როგორ დავიცვათ მოზარდი მავნე გავლენისგან?
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მავნე გავლენის საფრთხე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მავნე გავლენის საფრთხე

  • ბავშვმა თვითონ უნდა აირჩიოს მეგობრების წრე

მშობლებს ყოველთვის ეშინიათ, მათი შვილი ცუდ გარემოში არ მოხვდეს. საფრთხე ყველგან არის: ეზოში, სკოლაში, აგარაკზე, ბებიასთან სოფელში და ა.შ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ხელმოკლე ოჯახის შვილები არიან, რადგან მშობლები ვერ იჩენენ სათანადო ყურადღებას. თავზეხელაღებული ბავშვები კი ხშირად ქმნიან ხულიგნურ დაჯგუფებებს და მათში უმცროსებსაც იზიდავენ. თუ თქვენი შვილი დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებს, მაშინ საფრთხე და რისკიც, რომ მსგავსი ქუჩური დაჯგუფების წევრი გახდეს, საკმაოდ მაღალია.

როგორ მოვიქცეთ?

ბავშვს თავის ნებაზე სეირნობის უფლებას ნუ მისცემთ და თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ჯდომას სუფთა ჰაერზე ყოფნა სჯობს. თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ, ვისთან ურთიერთობს თქვენი ბიჭი ან გოგონა ეზოსა თუ ქუჩაში. შეძლებისდაგვარად გაიცანით იმ ბავშვების მშობლებიც. თუ დარწმუნდებით, რომ ეზოში არასასურველი გარემოა, შეეცადეთ ისე დაგეგმოთ მისი ცხოვრება, რომ ნაკლები დრო დარჩეს უმიზნო სეირნობისთვის.

  • ჰიპერმზრუნველობა მავნებელია

ჰიპერმზრუნველობამაც შეიძლება უბიძგოს ბავშვს ცუდი წრისკენ. გარდატეხის ასაკში ის თვითდამკვიდრებას ცდილობს და უფრო მეტად ისეთი ბავშვები იზიდავს, ნაკლებად რომ ჰგვანან მშობლების რეკომენდებულ "კარგ" ბიჭებსა და გოგონებს. წესიერი პატარას ყურადღებას სწორედ მშობლების მიერ აკრძალული სივრცე იქცევს.

როგორ მოვიქცეთ?

- ასეთი წინააღმდეგობრივი გამოვლინებების აღკვეთას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ბავშვს მეტ თავისუფლებას მიანიჭებთ, გსიამოვნებთ ეს თქვენ თუ არა. თავიდან ინერვიულებთ, შემდეგ მიხვდებით, რომ დამოუკიდებლობის გარეშე ბავშვის გაზრდა-მომწიფება შეუძლებელია.

  • ისინი ისეთი მამაცები არიან!

ხშირად "ცუდი მეგობრები" მოკრძალებულ და შებოჭილ ბავშვებს უჩნდებათ, რადგან ისინი იმისკენ ისწრაფვიან, რაც თავად აკლიათ.

როგორ მოვიქცეთ?

- განუვითარეთ შვილს დამოუკიდებლობა. ეცადეთ, ჰქონდეს გატაცება, რომელშიც წარმატებული იქნება. ეს განამტკიცებს მის თვითშეფასებას. მიიყვანეთ ისეთ სექციაში, სადაც თავდაცვას ისწავლის და საკუთარ ძალებში დარწმუნდება. დაეხმარეთ, თუკი შეამჩნევთ, რომ ურთიერთობის დამყარება უჭირს. თქვენი სახლი ბავშვების საყვარელAთავშეყრის ადგილად აქციეთ.

  • ცნობისმოყვარე ონავრები

არის კიდევ ერთი ვარიანტი: "საეჭვო საზოგადოებაში" ბავშვი შეიძლება ცნობისმოყვარეობამ მიიყვანოს. ინტერესის დაკმაყოფილების შემდეგ კი, როგორც წესი, თავადვე სწრაფად გაერიდება არასასურველ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, თუ თქვენც ტაქტიანად იმოქმედებთ.

როგორ მოვიქცეთ?

- გულღიაობა და მიმნდობლობა უდავოდ შესანიშნავი თვისებებია, მაგრამ ყველა როდი იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას. ამიტომ ხშირად ესაუბრეთ ბავშვს, გაარკვიეთ, ვის დაუმეგობრდა, როგორი თამაშებით ერთობა და საერთოდ, რას აკეთებს. მასთან ურთიერთობას დიდი ხანი დაუთმეთ და ყოველგვარი ხერხით მოიპოვეთ მისი ნდობა. ბავშვს არ უნდა ეშინოდეს თავისი აზრების თქვენთვის გაზიარების.

  • როგორ უნდა მოიქცეთ მის მეგობრებთან?

ეცადეთ, თქვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იყოს მისი მეგობრებისთვის. ერიდეთ კატეგორიულ შეფასებებს და ასეთ გამოთქმებს: "მაგასთან გავლილი აღარ დაგინახო!" თბილად შეხვდით თქვენი შვილის მეგობრებს. თუ ნამდვილად გაინტერესებთ, როგორები არიან ისინი სინამდვილეში და რატომ სურს თქვენს შვილს მათთან ურთიერთობა, უმჯობესი იქნება, ეს ბავშვები ყოელთვის თქვენ თვალწინ იყვნენ.

ნუ გააკრიტიკებთ თქვენი შვილის მეგობრებს და ნუ იჩქარებთ მათ გამოაშკარავებას. გაიხსენეთ საკუთარი ახალგაზრდობა: თქვენც ხომ გაღიზიანებდათ მშობლების შენიშვნები მეგობრებთან დაკავშირებით? ნუ გექნებათ იმედი, რომ თქვენი ავტორიტეტი მეგობრობაზე ძლიერი აღმოჩნდება. ბავშვი თვითონ უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე. თქვენ შეგიძლიათ ამაში დელიკატურად შეუწყოთ ხელი.

ზედმიწევნით დაუკვირდით თითოეულ სიტყვას, რომელსაც შვილს მეგობარზე ეტყვით! იქნებ თქვენი უკმაყოფილების მიზეზი დედის ჩვეულებრივი ეჭვიანობაა? გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში და შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენ ყოველთვის მთავარი არ იქნებით მისთვის.

თუ თქვენი შვილი მაინც თქვენთვის მიუღებელ ადამიანს აირჩევს მეგობრად, მაშინ ის უფრო ხშირად მოიწვიეთ სტუმრად იმ იმედით, რომ თქვენი კეთილგანწყობით ისიც დადებითად დამუხტოთ.

გახდით თქვენი შვილის მეგობართა წრის ნაწილი და გახსოვდეთ უმთავრესი - საკუთარ კანდიდატს შვილს სამეგობროდ თავს ნუ მოახვევთ. დიდი ხანია ცნობილია: მეგობრებს თავად ვირჩევთ!