ყურადღებას ყურადღება სჭირდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურადღებას ყურადღება სჭირდება

ის ზრდის ამ პროცესების პროდუქტიულობას. ყურადღების განვითარების დონე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს აკადემიურ წარმატებას სკოლაში სწავლის დროს. სამწუხაროდ, სტანდარტული ფრაზა: "ყურადღებით იყავი!" - საკმარისი არ არის. აუცილებელია ვარჯიში.

ბავშვს სკოლაში შესვლამდე უნდა განვუვითაროთ ყურადღება, შევასწავლოთ მისი კონცენტრაცია, განაწილება, ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადართვა და საქმისთვის გულის დადება.

განვავითაროთ მხედველობითი მეხსიერება

მხედველობითი მეხსიერება ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ის თავისთავად არ ჩნდება, ამისთვისაც ვარჯიშია აუცილებელი. გთავაზობთ თამაშებს, რომლებიც მხედველობით მეხსიერებას, კონცენტრირების უნარს, დაკვირვებას ავითარებს.

  • იპოვე განსხვავება. შეარჩიეთ სურათები, რომლებზეც ერთი შეხედვით მსგავსი, მაგრამ დეტალებით განსხვავებული საგნებია გამოსახული. სთხოვეთ ბავშვს, აღმოაჩინოს ყველა განსხვავება.
  • იპოვე ასეთი საგანი. შესთავაზეთ ბავშვს, იპოვოს ზუსტად ისეთი საგანი, როგორიც თქვენ უჩვენეთ.
  • იპოვე ერთნაირი საგნები. შეადარეთ ერთმანეთს საგნები და იპოვეთ ზუსტად ერთნაირი.
  • რის სილუეტია ეს? შეარჩიეთ სურათები, რომლებზეც გამოსახულია რამდენიმე საგანი და მათი სილუეტები. ბავშვმა უნდა გამოიცნოს, რომელი სილუეტი რომელი საგნისაა.
  • რამდენი საგანია აქ? - შეარჩიეთ გამოსახულება, სადაც ერთმანეთზე ზედდებით არის გამოსახული სხვადასხვა საგანი. აუხსენით ბავშვს, რომ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით არის გაურკვეველი, თორემ თუ ყურადღებით დავხედავთ, სხვადასხვა საგნის კონტურს დავინახავთ. ახლა კონტურებს ხაზი შემოავლეთ და ცალკეული საგნები გამოყავით.
  • კოდირება. აიღეთ ფურცელი, რომელზეც გამოსახულია გეომეტრიული ფიგურები - კვადრატი, წრე, სამკუთხედი... სთხოვეთ ბავშვს, კვადრატი აღნიშნოს პლუსით, სამკუთხედი - მინუსით, წრე - წერტილით. ჩაინიშნეთ დავალების შესრულების დრო.
  • ლაბირინთი. შესთავაზეთ ბავშვს, იპოვოს გამოსავალი ნახატზე გამოსახული ლაბირინთიდან.
  • აბლაბუდა. შესთავაზეთ ბავშვს, ქაღალდზე გამოსახული აბლაბუდა "დაშალოს" - იპოვოს დასაწყისი და დასასრული.
  • ფოტოგრაფი. შესთავაზეთ ბავშვს, დაიმახსოვროს ქაღალდზე გამოსახული სურათის დეტალები. ახლა სურათი დამალეთ და ბავშვს დაუსვით კითხვები მის შესახებ.
  • კორექტორი. მოამზადეთ ცხრილი ნებისმიერი ნიშნებით - ციფრებით, ასოებით, ფიგურებით. 5-10 ხაზზე დაახლოებით 10-10 ნიშანი განალაგეთ. ბავშვს სთხოვეთ, რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს და წაშალოს თქვენ მიერ დასახელებული ასო, ციფრი თუ ფიგურა. თვალი ადევნეთ, რომ ხაზებს მიჰყვეს და არც ერთი დასახელებული ნიშანი არ გამოტოვოს. ჩაინიშნეთ დავალების შესრულების დრო, შეაქეთ პატარა.
  • გააფერადე ასე. შესთავაზეთ ბავშვს, სურათის მეორე ნახევარი ზუსტად ისე გააფერადოს, როგორც პირველი ნახევარია გაფერადებული. ახლა უჯრედებიან ფურცელზე საგნის ნახევარი გამოსახეთ და ბავშვს სთხოვეთ, მეორე ნახევარი თავად დახატოს.
  • შეაერთეთ წერტილები. ქაღალდზე წერტილები დასვით და ბავშვს დაავალეთ, ისინი სწორი ხაზით შეაერთოს. როცა ბავშვი მარტივ დავალებას წარმატებით შეასრულებს, წერტილები ისე დასვით, რომ მათი შეერთებით პატარამ რაიმე საგნის გამოსახულება მიიღოს.
  • მომბაძე მე. დადექით ბავშვის პირისპირ და სხვადასხვა ვარჯიში შეასრულეთ. ბავშვს სთხოვეთ, ზუსტად გაიმეოროს თქვენი მოძრაობები. პერიოდულად ცვალეთ მოძრაობის ტემპი და მიმართულება.
  • აკრძალული მოძრაობა. ზემოთ აღწერილი ვარჯიში გაართულეთ - უჩვენეთ პატარას მოძრაობები, რომელთა გამეორებაც აკრძალულია. თუ მან უეცრად აკრძალული მოძრაობა გაიმეორა, შეგიძლიათ, "დააჯარიმოთ".
  • დამალობანა. შეარჩიეთ სურათები, რომლებზეც ამა თუ იმ საგნის გამოსახულებას ნაწილობრივ ფარავს სხვა საგანი. სთხოვეთ ბავშვს "დამალულების" პოვნა.
  • წერტილები. დახაზეთ 4-4-უჯრიანი 8 კვადრატი. პირველი კვდრატის ნებისმიერ უჯრაში ჩახატეთ ორი წერტილი, მეორეში - სამი, მესამეში - ოთხი და ასე შემდეგ. ბავშვს სთხოვეთ, ცარიელ უჯრებში წერტილები ჩასვას.
  • დახატე. ბავშვს შესთავაზეთ, მწკრივად დახაზოს 10 სამკუთხედი. ახლა სთხოვეთ, ეს სამკუთხედები სხვადასხვა ფერად დაშტრიხოს, მაგალითად, I და III - წითლად, V და VII - მწვანედ და ასე შემდეგ.

სმენა

გარესამყაროს შესახებ ინფორმაციის დიდ ნაწილს სმენის წყალობით ვიღებთ. დაწყებით სკოლაში მთელი სასწავლო დროის 70% სწორედ მასწავლებლის მოსმენას ეთმობა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, განვუვითაროთ ბავშვს ყურადღებით მოსმენის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების უნარი. აქტიური მოსმენის უნარი ვითარდება ხმამაღალი კითხვის მოსმენისას, საბავშვო სპექტაკლების ყურებისას.

სმენითი ყურადღება ვითარდება, როცა ბავშვს კითხვას ვასწავლით, მეტყველების კულტურას ვუყალიბებთ. ეს უკანასკნელი გულისხმობს ბგერების მკაფიოდ წარმოთქმას, მეტყველების სათანადო ტემპს და ა.შ. ქვემოთ მოყვანილი თამაშები დაგვეხმარება, განვუვითაროთ ბავშვს მოსმენის, ბგერაზე კონცენტრირების უნარი, სმენითი მეხსიერება.

  • დიდი ყურები. ეს თამაში ყველგან შეიძლება ვითამაშოთ. შესთავაზეთ ბავშვს, გაჩერდეს, თვალები დახუჭოს და გარემოს სმენა მიაპყროს. რა ხმები ესმის მას? რომელი ხმა მოდის შორიდან, რომელი - ახლოდან? იპოვეთ ჩუმი ადგილი და ბავშვს სთხოვეთ, სიჩუმეს მიუგდოს ყური. რა არღვევს სიჩუმეს?
  • რა ხმაა ეს? აიღეთ ჩვეულებრივი ქაღალდი, ფოლგა, ერთი წყლით სავსე და ერთი ცარიელი ჭიქა, ფანქარი. შეიძლება ოთახში არსებული საგნებიც (კარი, ფანჯარა, ლარნაკი) გამოვიყენოთ. სთხოვეთ ბავშვს, თვალები დახუჭოს და გარემოს ყური მიაპყროს. გამოეცით სხვადასხვა ხმა - აშრიალეთ ქაღალდი, აკაკუნეთ ფანქარი, აჭრიალეთ ფოლგა, წყალი ერთი ჭიქიდან მეორეში გადაასხით. ბავშვმა უნდა გამოიცნოს, რას აკეთებთ.
  • ხმოვანი ამოცანები. შეაგროვეთ სათამაშოები, რომლებიც ხმას გამოსცემენ. ბავშვს მოასმენინეთ მათი ხმები. მერე კარის უკან დაიმალეთ და შესთავაზეთ პატარას, გამოიცნოს, რის ხმა ესმის.
  • რიტმი. აიღეთ ხის ჯოხი და მარტივი რიტმი გამოიყვანეთ. ბავშვს სთხოვეთ, რიტმი გაიმეოროს.
  • ტაში. ბავშვი ოთახში დადის და თქვენი ტაშის შემოკვრაზე სხვადასხვა პოზას იღებს. ერთხელ შემოკვრისას ცალ ფეხზე დგება, ორჯერ - ჩაიცუცქება და ასე შემდეგ.
  • დაიჭირე სიტყვა. თქვენ სიტყვებს წარმოთქვამთ, მაგრამ წინასწარ შეთანხმებული ხართ, რომ რომელიმე სიტყვის გაგონებისას ბავშვმა ტაში უნდა დაუკრას. მერე და მერე შეგიძლიათ დავალება გაართულოთ და ორი ან მეტი სიტყვა "დაიჭიროთ".