/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

გარდატეხის ასაკი

გარდატეხის ასაკი
გარდატეხის ასაკი, რომლითაც ხშირად მოზარდის არაადეკვატურ საქციელს ხსნიან, სინამდვილეში ტრანსფორმაციის პერიოდია, ამ დროს ბავშვი მოზრდილ ადამიანად ყალიბდება. ჩვეულებრივ, ეს პერიოდი გოგონებთან - 11-17 წელს, ვაჟებთან კი 12-19 წელს ემთხვევა.

თქვენი გოგონა თუ ვაჟი ჯერ კიდევ გუშინ დამჯერი და თვინიერი ბავშვი იყო, დღეს კი რატომღაც მოუხშირა მკვეთრ, უხეშ და დაუმორჩილებელ გამოსვლებს.

გრძნობთ, რომ ამის საწინააღმდეგო მექანიზმი არ გაგაჩნიათ და მასზე დღითი დღე კარგავთ კონტროლს.

დიახ, ეს გარდატეხის ასაკია – საკმაოდ რთული ეტაპი მოზარდისა და მისი ოჯახის ცხოვრებაში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დამნაშავე ჰორმონთა თარეშია!

სპეციალისტები ამ პერიოდს პუბერტატს უწოდებენ. ის საკმაოდ დრამატულად მიმდინარეობს ზოგიერთი მოზარდის ცხოვრებაში და ამაში მთავარი დამნაშავე სქესობრივი მომწიფება და მისი მაპროვოცირებელი სასქესო ჰორმონთა თარეშია, რომლებიც ისეთი მაღალი კონცენტრაციით გამოიყოფა, რომ მათ დამორჩილებას ნერვული სისტემა ვეღარ ახერხებს, იქმნება გარკვეული დისბალანსი ჰორმონთა გავლენასა და ნერვული სისტემის მაკონტროლებელ ფუნქციას შორის, რაც მოზარდის ქცევაზე აისახება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მყავს 2 კვირის და 3 დღის ბავშვი. ბუნებრივ კვებაზეა. ამობოყინება ძალიან უჭირს, ყველანაირი პოზა ვცადე მაგრამ ძაალიან იშვიათად აქარვებს. რაც ძალიან მაშინებს. ძილში რომ წამოაქაფოს ან რამე მაგის მეშინია. როგორ ამოვაქარვებინო? და კიდევ რომ მირჩიოთ თუ საკმარისია ზურგზე წოლა და თავი გვერდულად. რომ დაზღვეული ვიყო ამოღების შეემთხვევაში მასის უკან წაღების</p>

რა ხდება ვაჟებთან?

  • 10-11 წლის ასაკში დიდდება სათესლეები და სასქესო ორგანო;
  • 11-12 წლის ასაკში იწყება თმის ზრდა ბოქვენსა და იღლიებში;
  • 13-14 წლის ასაკში იწყება ე.წ. ხმის მუტაცია, მბგერავი იოგების გადიდება და გასქელება, ხორხის ხრტილებისა და კუნთოვანი აპარატის განვითარების შედეგად ხმა ტყდება, ბოხდება და მამაკაცურ ელფერს იძენს. ხმის საბოლოო ფორმირება საშუალოდ 2 წელი გრძელდება;
  • 13-14 წლის ასაკში იწყება სახეზე თმის ზრდა, ზედა ტუჩს ზემოთ ჩნდება პირველი ულვაში ღინღლის სახით, თანდათანობით თმოვანი საფარველი იმატებს ზედა და ქვედა კიდურებსა და ბოქვენის არეში;
  • თმოვანი საფარველის საბოლოო ფორმირება გარდატეხის ასაკის დასრულებას ემთხვევა;
  • 13-14 წლის ასაკში მძლავრად ვითარდება კუნთოვანი სისტემა, ვაჟებს მხრები უგანივრდებათ - მათი ტორსი მამაკაცური ხდება, თავადაც გაცილებით იმატებენ სიმაღლეში და ძლიერდებიან;
  • პრაქტიკულად ყველა მოზარდს ეწყება ე.წ. ღამის პოლუციები – სპერმის უნებლიე გამოყოფა ძილში, რაც აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა და, ჩვეულებრივ, 10-14-16 წლის თანმდევია.

რა ხდება გოგონებთან?

  • 8-10 წლის ასაკში ფართოვდება მენჯის ძვლები, თვალში საცემად მრგვალდება თეძოები და ბარძაყის კუნთები;
  • 9-10 წლის ასაკში ძლიერდება სარძევე ჯირკვლის დვრილის ირგვლივ კანის პიგმენტაცია, იცვლება შეფერილობა, გარდა ამისა, თავად სარძევე ჯირკვლის ზომაც მატულობს;
  • 10-11 წლის ასაკში ბოქვენსა და იღლიისქვეშა არეებში ჩნდება პირველი თმა, პარალელურად სარძევე ჯირკვალიც კიდევ უფრო მეტად იზრდება;
  • 11-12 წლის ასაკში ჩნდება მენარქე – პირველი მენსტრუაცია, რომელმაც შესაძლოა ცოტა მოგვიანებით - 13-14 წლის ასაკშიც იჩინოს თავი - ეს საკვერცხეებში კვერცხუჯრედის მომწიფების ნიშანია;
  • 15-16 წლის ასაკში მენსტრუალური ციკლი, რომელიც მანამდე რეგულარული არ იყო, უკვე სტაბილურდება, მუდმივი და რეგულარული ხდება.

ორივე სქესს ახასიათებს

გოგონებსა და ვაჟებს გარდატეხის ასაკში ეწყებათ ე.წ. გაძლიერებული ზრდის პერიოდი, ეს ძირითადად 12-13 წელს ემთხვევა, როდესაც მოზარდები წელიწადში 9-10 სანტიმეტრითაც კი იზრდებიან.

გოგონები ზრდას 16-18 წლის ასაკში აჩერებენ, ვაჟები 20-22 წლამდე იზრდებიან.

გარდატეხის ასაკში სქესობრივი მომწიფების მანიშნებლად გვევლინება იუვენური აკნე - ასაკობრივი გამონაყარი სახეზე, მკერდსა და ზურგზე, რაც კანის მდგომარეობის ცვლილების შედეგია, რომელიც ასევე ჰორმონული ძვრებითაა განპირობებული.

გარდატეხის ასაკი მხოლოდ ბავშვის გარეგნული ცვლილება როდია, ჰორმონთა უკონტროლო თარეში მოზარდის საქციელზეც არანაკლები სიმწვავით ისახება.

ამ პერიოდში ისინი განსაკუთრებული სიმწვავით აფასებენ თავიანთ გარეგნობას და მათთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ამ საკითხზე გარშემომყოფთა აზრიც.

გამომწვევი ქცევა

  • იგი მუდმივად უხეშობს, იკეტება საკუთარ ოთახში და იქ თავისუფლად შესვლის ნებას არავის აძლევს;
  • უკრძალავს და გაურბის მშობლებს, როდესაც ისინი მის ალერსს ან კოცნას დააპირებენ;
  • უარს ამბობს ოთახის დალაგებაზე – იქ შესვლა შეუძლებელია, ყველაფერი მიმოფანტულია, კარადა არეული და დაულაგებელია;
  • უარს ამბობს ყოფითი მოვალეობების შესრულებაზე – გადაყაროს ნაგავი, ეთამაშოს და გაასეირნოს უმცროსი და-ძმა, საყვარელი ძაღლი;
  • და თუ მაინც უწევს ამის გაკეთება, ყოველივე დაუსრულებელი წუწუნისა და ბუზღუნის ფონზე მიმდინარეობს;
  • იგი თითქოს შეგნებულად აბრაზებს მშობლებს, აპროვოცირებს სკანდალებს, მასთან ურთიერთობა შეუძლებელია, არც უცენზურო სიტყვებია გამორიცხული...
  • მოთხოვნა - იყოს სხვათა მიერ აღიარებული და დაფასებული - ასმაგდება. მატულობს დამოუკიდებლობის დემონსტრირების, საზოგადოდ, აღიარებული ავტორიტეტებსა და წესებთან შებრძოლების სურვილი;
  • ამ ასაკში მოზარდი ყველაზე მეტად უკმაყოფილოა საკუთარი გარეგნობითა და სხეულის აღნაგობით;
  • იგი უარს ამბობს დედის ან მამის თანდასწრებით ტანსაცმლის გამოცვლაზე, არ მოსწონს ფოტოების გადაღება, თუმცა სულ რაღაც ერთი წლის წინ ეს მისი საყვარელი საქმიანობა იყო;
  • ამ ასაკში ორგანიზმი, როგორც არასდროს, ისე ითხოვს ქსოვილთა საშენებლად ახალ-ახალ მასალას, ამიტომ მოზარდებს მადა ემატებათ და გაცილებით ბევრ საკვებს ითხოვენ, განსაკუთრებით - ვაჟები.

ეს ყველაფერი კი ორგანიზმში მიმდინარე ურთულესი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ძვრების შედეგია.

პუბერტული სიზარმაცე

პუბერტატისთვის დამახასიათებელია გუნება-განწყობის ხშირი და უმიზეზო ცვლა. თითქოს აქტიური და მხნეა, სულ რამდენიმე საათში კი ისეთ დაღლილობას გრძნობს, ფეხზე დგომაც კი უჭირს. ეს ე.წ. პუბერტული სიზარმაცეა, როდესაც შინ დაბრუნებული მოზარდები საკვების მიღების შემდეგ მაშინვე საძინებელს მიაშურებენ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ზეზეულად სძინავთ.

ამის მიზეზიც გაძლიერებული ზრდაა, რომელიც დიდ ენერგიასა და ამტანობას მოითხოვს, რაც ამ პერიოდში ძლიერ დაქვეითებულია.

პუბერტული ხელთუპყრობა

მოზარდები ხდებიან მოუხელთებელნი და ხელთუპყრები – ხშირად უტყდებათ ჭურჭელი, ექცევათ სასმელი, ეხევათ ტანსაცმელი.

აშკარაა, რომ ამაში დამნაშავენი არ არიან და ყველაფერი მათგან დამოუკიდებლად ხდება, ეს გარდატეხის ასაკში საყრდენ-მამოძრავებელ, ძვალ-კუნთოვან სისტემაში მიმდინარე ძვრების შედეგია.

მშობლებს!

გასაგებია, რომ ამ ვითარებაში დაბნეულობას და უუნარობას გრძნობთ, არ იცით, როგორ მოიქცეთ.

უპირველესად, გახსოვდეთ, რომ ბავშვის მოზრდილ ადამიანად გადაქცევა საკმაოდ დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალებს ითხოვს, ზოგჯერ მათ გაზრდის და მოზრდილად ქცევის სურვილი არც აქვთ. უნდათ შეჩერდნენ ბავშვობაში, ქვეცნობიერად ხვდებიან, რომ ჩვეული უდარდელი ხანა სრულდება და რას მოიტანს დიდობა - უცნობია, შეუცნობლის შიში კი მათში უდიდეს დისკომფორტს იწვევს.

აღივსეთ მოთმინებით, ნებისყოფით, დაეხმარეთ შვილებს და ერთად გადალახეთ პერიოდი, რომელიც შესაძლოა, სულაც არ არის ისეთი საშიში, როგორიც მათ ჰგონიათ.

საკუთარ მაგალითზე დაარწმუნეთ, რომ ყველა ასაკი თავისებურად საინტერესო, შინაარსობრივად დატვირთული და მშვენიერია.

კომენტარები (7)
გიო
გამარჯობა, ვარ 16 წლის ვაჟი და მაქვს პრობლემები რომელსაც ვერავის ვეუბნები ასე მგონია საპირისპირო სქესის ადამაინები არ მომწონს და მომწონს ბიჭები მარა მომენტებში ქალებიც მომწონს და ვფიქრობ გარდატეხის ასამის ბრალია თქვენ რა რჩევას მომცემთ?
თარიღი : 09-02-2022
თამო
საინტერესო იყო.ბევრი რამ მეცნო ჩემი უფრო ვაჟისშემთხვევაში . გამომადგება ინფორმაცია
თარიღი : 31-05-2020
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

გარდატეხის ასაკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები