/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

დედის სწორი ქცევა

დედის სწორი ქცევა
თუ ქალს სურს, შვილი მოწიფულ ასაკში - ერთგულ მეგობრად, ხოლო სიბერისას საყრდენად იგულოს, ამისთვის ადრევე უნდა დაიწყოს ზრუნვა.

რასაკვირველია, პატარა ვერ დაიმახსოვრებს, როგორი იყო მისი სიცოცხლის პირველი წელი, მაგრამ სწორედ ეს პერიოდი განსაზღვრავს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და დამოკიდებულებას სხვა ადამიანების, კერძოდ კი დედის მიმართ.

მედიკოსებსა და ფსიქოლოგებს აქვთ ტერმინი - "დედის სწორი ქცევა". ნორმალური დედა ბავშვს ძუძუს აწოვებს და საკუთარ ცხოვრებას ბავშვის საჭიროების მიხედვით ცვლის.

მთელი მისი ძალისხმევა და აზროვნება ჩვილის მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული, ამ მოთხოვნებს კი დედა შეუცდომლად ხვდება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ არიან ისეთი ქალებიც, რომლებიც ასეთ ქცევას არა ნორმად, არამედ თავგანწირვად მიიჩნევენ. ზოგიერთი ქალი ვერ უძლებს იმ ცხოვრებისეულ გამოცდას, რასაც მას დედობა უმზადებს, ზოგიერთს კი ეს ყოველივე სულაც არ მიაჩნია საჭიროდ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არსებობს გამოკვლევები, რომელთა შედეგები ცხადყოფს, რომ დედების დიდი ნაწილი ბავშვის აღზრდის პროცესში არასწორად იქცევა, ამ ყოველივესთვის საზღაურის გადახდა კი ბავშვს უწევს. მეცნიერები ფიზიკურად ჯანმრთელ ორსულებს აკვირდებოდნენ. მშობიარობამდე მათ სპეციალური ტესტები ჩაუტარეს, ხოლო ბავშვის დაბადების შემდეგ სამი წლის განმავლობაში უწევდნენ მეთვალყურეობას დედა-შვილს.

ყველა დედა ახალგაზრდა და განათლებული იყო. მათი ნაწილი ფსიქიკურად ჯანმრთელი გახლდათ, ნაწილს კი პიროვნული მოშლილობა ან ფსიქიკური პათოლოგია ჰქონდა. დამკვირვებლებმა გამოყვეს დედის ქცევის 3 ტიპი.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

დედების ნაწილი სათანადოდ იქცეოდა. მათ წყნარი, გარემოსადმი კეთილგანწყობილი, ფსიქიკურად ჯანსაღი პატარები გაზარდეს. საგულისხმოა, რომ ამ დედების მცირე ნაწილს ფსიქიკური მოშლილობა ჰქონდა.

გამოიყო მშფოთვარე დედათა ჯგუფი. მათ ჰქონდათ შფოთვითი აშლილობა, ჰიპერტროფირებული პასუხისმგებლობის გრძნობა და მუდამ ეშინოდათ შეცდომის. მშფოთვარე დედები ზედმეტ ყურადღებას უთმობდნენ ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობას, რის შედეგადაც ფსიქიკა ზარალდებოდა - ბავშვის ნებისმიერი ინიციატივა დედების მღელვარებას იწვევდა. ასეთი დედების შვილები 6 თვემდე ნორმალურად ვითარდებოდნენ, მერე კი მშფოთვარენი ხდებოდნენ. თუ დედა ოთახიდან გავიდოდა, პატარები მთელი ხმით ჩხაოდნენ და ტირილს დედის დაბრუნების შემდეგაც განაგრძობდნენ. წლინახევრისთვის კი მშფოთვარე დედათა შვილები განვითარებით თანატოლებს შესამჩნევად ჩამორჩებოდნენ - ეშინოდათ უცხოების, ჩუმად იდგნენ კუთხეში, მეტყველი სახით უყურებდნენ მხოლოდ დედას.

დედათა მესამე ტიპი საკუთარ პრობლემებზე იყო ორიენტირებული და ბავშვებს ცოტა დროს უთმობდა. ცოტათი წამოიზარდნენ თუ არა, მათი შვილები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ყურადღება მიეპყროთ. თავს აბეზრებდნენ უცხოებს, მცირე დაბრკოლებაც რომ შეხვედროდათ, ხმამაღლა ტიროდნენ, ფეხებს აბაკუნებდნენ, ჯიბრით იქცეოდნენ ცუდად. ასეთი ბავშვები შემდგომ ცუდადაც სწავლობდნენ.

მეოთხე ჯგუფში მხოლოდ ჯანმრთელი ფსიქიკის დედები მოხვდნენ. ისინი იყვნენ საქმიანი ქალები, რომლებიც თავიდანვე ჩამოსცილდნენ ბავშვების აღზრდას, თავი აარიდეს ბავშვის ძუძუთი კვებასაც და სასწრაფოდ დაუბრუნდნენ სამსახურს. ბავშვებთან ამ დედებს წყვეტილი ურთიერთობა ჰქონდათ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ბავშვს მათთვის ხელი არ შეეშალა.

მკვლევართა აზრით, ამ დროს სისტემა "დედა-შვილი" არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ არასრულფასოვანი სისტემა "ძიძა-ბავშვი". შედეგები შემაშფოთებელი აღმოჩნდა: პირველი წლის დასასრულისთვის ასეთი ბავშვები თანატოლებზე მეტს ავადმყოფობდნენ, ცუდად დადიოდნენ ან ჯერ არც კი აედგათ ფეხი. მათი უმრავლესობა იყო აპათიური, ღარიბი მიმიკით, იშვიათი ღიმილითა და ისტერიკებისკენ მიდრეკილებით. ხშირად ცდილობდნენ სასურველის მიღწევას ჭირვეულობით, იატაკზე გაგორებით, უფროსების ჩქმეტითა და ცემით. წლინახევრისთვის ისინი ჭარბ ინტერესს ამჟღავნებდნენ საკვების მიმართ, იტაცებდნენ სასუსნავს, ურეჟიმოდ ჭამდნენ...

დედები, როგორც წესი, მეორე წლის დასასრულს და მესამის დამდეგს გამოხატავდნენ ბავშვების ქცევით უკმაყოფილებას.

წინათ ბავშვის ქცევის თავისებურებებს აღზრდისადმი დედის დამოკიდებულებას არ უკავშირებდნენ, დღეს კი ცნობილია, რა დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდის ადრეულ ეტაპს, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ბავშვის ფსიქიკის არასასურველი თვისებები უკვე 8-12 თვის ასაკში იჩენს თავს, ანუ იმ პერიოდში, როცა ბავშვს უყალიბდება მიჯაჭვულობა დედისა და გარემოს მიმართ. თუ დედის ქცევა უკეთესობისკენ შეიცვალა, ვითარების გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვის განითარების ეტაპები - მე-3 კვირა: რეაქცია ბგერებზე
ბავშვის განითარების ეტაპები - მე-3 კვირა: რეაქცია ბგერებზე
სრულად
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ქუჩაში, მაღაზიასა თუ სკვერში ბავშვთან მოჩხუბარი მშობელი ხშირად გამხდარა გაკიცხვის ობიექტი.
სრულად
ბავშვთა აღზრდაში დაშვებული ექვსი შეცდომა
ბავშვთა აღზრდაში დაშვებული ექვსი შეცდომა
შფოთვითი ქცევა, ბავშვის კრიტიკული აღზრდა
სრულად
როგორია ახალშობილის პირველი კვირა: უპირობო რეფლექსები
როგორია ახალშობილის პირველი კვირა: უპირობო რეფლექსები
ახალშობილად ბავშვი სიცოცხლის პირველ თვეში ითვლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი ყველასთვის.
სრულად
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
ბავშვის ცუდი ქცევა – არის მისი მეთოდი, მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე.
სრულად
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
გარდა სიყვარულის საჭიროებისა, ბავშვის მიმართ არსებობს ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნები წესების, საზღვრებისა და გონივრული აკრძალვების შესახებ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

დედის სწორი ქცევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები