/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ძუძუთი კვება – რაც თქვენს პატარას სჭირდება. როგორ მოვუაროთ ძუძუს კერტების მტკივნეულ ნახეთქებს

ძუძუთი კვება საოცრებაა, რომელიც დედასა და ახალშობილს შორის უდიდეს შეჭიდულობას აყალიბებს, გარდა იმისა, რომ ჩვილი დედის რძის სახით ღებულობს სწორედ იმას, რაც სჭირდება, ეს პროცესი ემოციების, სიყვარულის გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. ძუძუთი კვების დროს საშვილოსნოს აქტიური შეკუმშვა ხელს უწყობს საშვილოსნოს ფიზიოლოგიური ზომების დროულ აღდგენას. ძუძუთი კვების დროს ძუძუს კერტების გაღიზიანებადობა და ტკივილი, რომელსაც მალევე ერთვის ნახეთქები, ხშირი პრობლემაა. თანმხლები ტკივილი ხელს უშლის ნორმალურ კვებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოსტაზი და შემდგომში ე/წ ლაქტაციური მასტიტი. ამ მდგომარეობის დროული მოგვარება, მით უმეტეს თავიდან აცილება, რთული არ არის და ბევრადაა დამოკიდებული დედაზე.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით რეკომენდაციისთვის რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ ქალბატონ ქეთი ნემსაძეს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აშშ-ს ძუძუთი კვების მედიცინის აკადემიის საპატიო წევრი. პედიატრიული კლინიკა გლობალმედის კლინიკური დირექტორი.

- ნორმალურია თუ არა ძუძუთი კვების დროს ძუძუს კერტების ტკივილი ან ნახეთქების წარმოქმნა?

- ნორმაში ძუძუთი კვება არ უნდა იყოს მტკივნეული. პირველი საათების მანძილზე შეიძლება იყოს მცირე დისკომფორტი, მაგრამ ტკივილი, გაღიზიანება, რომელსაც ხშირად ემატება ნახეთქების გაჩენაც, მიუთითებს პრობლემაზე. ძუძუს კერტების გაღიზიანება, მტკივნეულობა, ნახეთქები, რომლებიც ხშირად სისხლმდენია, უფრო ხშირად გვხვდება დედებში, რომლებსაც პირველად უხდებათ ძუძუთი კვება. როცა დედა იცნობს და იცავს ძუძუზე სწორი მოჭიდების წესებს, სწორად იცავს ჰიგიენას, ეს პრობლემა გაცილებით იშვიათად წარმოიშვება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რატომ ჩნდება ძუძუს კერტების ნახეთქები, რა ხელშემწყობი ფაქტორები არსებობს?

- ძუძუს კერტების კანი ძალიან ნაზია და ადვილად გამოშრება. ნახეთქების გაჩენას წინ უსწრებს კერტების კანის ელასტიურობის შემცირება, გამოშრობა, გაღიზიადებადობა, რაც კვების დროს იწვევს დისკომფორტს ან ტკივილს, მალევე ჩნდება ნახეთქები, რომლებიც ხშირად სისხლმდენია. როგორც წესი პრობლემა თავს იჩენს მშობიარობის შემდგომ მე-4 - მე-6 დღეს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

უპირველესი მიზეზია ძუძუზე ჩვილის არასწორი მოჭიდება. ამ შემთხვევაში ბავშვი არაეფექტურად წოვს, წოვის პროცესში ზიანდება ძუძუს კერტების ნაზი კანი, რაც გაღიზიანებას და გამოშრობას იწვევს. სწორი მოჭიდება ნახეთქების პრევენციის უპირველესი საშუალებაა.

ხშირად ძუძუს თავის დაზიანებას იწვევს ძუძუდან ჩვილის უხეშად მოშორება.

არასწორად მორგებული გამოსაწველი აპარატის, ან მაღალი წნევით გამოტუბვის შემთხვევაში შეიძლება ძუძუს კერტების დამატებითი ტრამვირება მოხდეს.

ხშირი მიზეზია სოკოვანი ინფექცია ე. წ რძიანა, რომელიც ჩვილის პირის ღრუს ლორწოვანიდან გადადის. ამ შემთხვევაში დამახასიათებელია ძუძუს კერტების ქავილი, სიწითლე, მტკივნეულობა, შესაძლოა ძუძუს ტკივილი კვების დროს ან შემდეგ.

ახალშობილის ენის ლაგამი ძუძუს თავების გაღიზიანებადობის და მტკივნეულობის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია.

mkurnali.ge- შეიძლება თუ არა ნახეთქების დროს ძუძუთი კვების გაგრძელება?

- მკურნალობის პარალელურად ძუძუთი კვების გაგრძელება შეიძლება და რეკომენდებულია, თუ ეს ძლიერ ტკივილთან არ არის დაკავშირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისარგებლოთ სპეციალური სილიკონის დიაფრაგმით, ან ახალშობილს მიაწოდოთ გამოწველილი რძე. Aამ შემთხვევაში საჭიროა სწორად შეარჩიოთ ძუძუს გამოსაწველი აპარატი და დაიცვათ ინსტრუქცია. თუ გამოსაწველი აპარატის თავი სწორად არ ერგება ძუძუს კერტს, ან გამოწველა ხდება დიდი წნევით, შეიძლება დაზიანებამ მოიმატოს.

- შეიძლება თუ არა იმოქმედოს ჩვილზე ძუძუს კერტების სისხლმდენმა ნახეთქებმა ძუძუთი კვების გაგრძელებისას?

- ძუძუს ნახეთქები, სისხლმდენიც კი, ჩვილისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ხშირად ტკივილის გამო დედა არასწორად ან არასაკმარისი დროით აწვდის ძუძუს. ამან შეიძლება შეამციროს ჩვილისთვის საჭირო ნორმალური დღიური ულუფა. ამ შემთხვევაში უმჯობესია დროებით მიმართოთ ზემოთხსენებულ მეთოდებს, სულ 1-2 დღე საკმარისია იმისთვის, რომ დედამ შეძლოს ძუძუთი კვების გაგრძელება.

- როგორ უნდა მოიქცეს დედა?

- სწორი პოზიციონირება, ჰიგიენის წესების დაცვა პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კრემები გამოხატული დამარბილებელი და ამავდროულად დამატენიანებელი მოქმედებით.

ძუძუთი კვებისას სწორი პოზიციონირების დროს ბავშვის სხეული მოტრიალებულია დედისკენ. პირი მაქსიმალურად გაღებულია, თითქმის მთლიანად ფარავს ძუძუს კერტის გარშემო შეფერილ ნაწილს (ე/წ არეოლა), ქვედა ტუჩი გადმობრუნებულია, ჩვილის ლოყები იჩუტება წოვისას და ერთ ან ორ წოვით მოძრაობას მოყვება ყლაპვა. ახალშობილი მშვიდადაა, არაა დაძაბული.

კვების ბოლოს ძუძუს გამოღება უნდა მოხდეს ფრთხილად, როცა ჩვილი ტუჩებს მოადუნებს ან პირის კუთხეში თითის ფრთხილად ჩადებით შეგიძლიათ პირი გააღებინოთ და გამოათავისუფლოთ ძუძუ.

ძუძუთი კვების შემდეგ შეგიძლიათ მოისვათ თქვენივე რძე ან ჩამოიბანოთ წყლით. დღეში ერთხელ ჩამოიბანეთ საპნით. არ გამოიყენოთ სპირტი, ლოსიონი, არ გამოიყენოთ საპონი ხშირად, ეს ხელს შეუწყობს კანის გამოშრობას.

სიმშრალის და გაღიზიანების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ დახეთქილი კერტებისთვის სპეციალურად შემუშავებული კრემები. მსოფლიოში აღიარებულია ლანოლინის შემცველი კრემები, ასევე არსებობს მცენარეულ ზეთოვან ექსტრაქტებზე დამზადებული კრემები. კრემები დექსპანთენოლის შემცველობით. ეს სპეციალური კრემები, როგორც წესი, არ საჭიროებს ჩამობანას ძუძუთი კვების წინ. გაითვალისწინეთ, რომ ძუძუს სტრიების საწინააღმდეგო კრემები განსხვავდება კერტების სპეციალური კრემებისგან. ნახეთქების სპეციფიურ კრემებს შორის, როგორც ავღნიშნეთ, ფათოდ აღიარებულია ლანოლინის შემცველი კრემები. მაგ: ნოსპლიტი -სპეციალურად შემუშავებული ჰიპოალერგიული კრემია გაღიზიანებული და დახეთქილი ძუძუს თავებისთვის. ლანოლინი ბუნებრივი ნივთიერებაა, ის უჯერი ცხიმოვანი მჟავეებისა და ქოლესტერინის ეთერების შემადგენლობით ძალიან ემსგავსება ადამიანის კანის მფარავ ცხიმს. ლანოლინი საუკეთესოდ ატენიანებს, ქმნის ტენის დამატებით რეზერვუარს კანში და წარმოქმნის სუნთქვად მემბრანას, რომელიც იცავს კანს წყლის აორთქლებისგან. ლანოლინში შემავალი ცხიმოვანი მჟავები კანს ხანგრძლივად უნარჩუნებს სირბილის სასიამოვნო შეგრძნებას. ძუძუს კერტების კანი ხდება ელასტიური, მცირდება ტკივილი და მიმდინარეობს სწრაფი აღდგენა. აღსანიშნავია, რომ თავად ლანოლინი სტაბილური ნივთიერებაა და არ საჭიროებს კონსერვანტების დამატებას. უსუნო კრემი გემოს გარეშეა და შესაბამისად არ არღვევს ფიზიოლოგიურ კვებას. კრემი არ საჭიროებს ჩამობანას ძუძუთი კვების წინ. ნოსპლიტში ლანოლინს ემატება ლანოლინის ზეთი, რაც მას სასიამოვნო, ნაზ კონსისტენციას ანიჭებს და ადვილად დაიტანება დაზიანებულ ძუძუს კერტებზე.

სიწითლის, გამონადენის ან ჩირქის შემთხვევაში საჭიროა ანტიბაქტერიული კრემების გამოყენება. ასეთი კრემების ჩამობანა უნდა მოხდეს ყოველი კვების წინ.

გახსოვდეთ, ძუძუს კერტების გაღიზანებადობა და ნახეთქებიც კი სწრაფად ემორჩილება სწორ მკურნალობას, ხშირად საწყის ეტაპზე საკმარისია მხოლოდ სწორი პოზიციონირება და ძუძუთი სწორად კვების რეკომენდაციების დაცვა. სპეციალური არაბაქტერიული დამარბილებელ-დამატენიანებელი კრემების გამოყენება აღმდგენი ეფექტით მალევე აგვარებს პრობლემას. თუ პირველ 24 საათშივე არ გაქვთ გაუმჯობესება, მიმართეთ კონსულტაციისთვის, რადგან ამ შემთხვევაში გამოირიცხოს დამატებითი პრობლემა. თუ გაჩნდა ისეთი ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, სიწითლე, გამონადენი, ჩირქი, ძუძუს მტკივნეულობა ან ტემპერატურის მომატება, მიმართეთ ექიმს.

R

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გამოწვევები სამედიცინო დიაგნოსტიკაში და ინოვაციური მიდგომები

სრულად
რომელი თაობის ადამიანები იჯერებენ უფრო ადვილად ყალბ ამბებს - ფეიკნიუსებს

PID: ზუმერები ყალბ ამბებს ყველაზე მეტად ენდობიან.
სრულად
სპორტდარბაზში ვარჯიშის ან სირბილის ალტერნატივა

თქვენ შეგიძლიათ დაწვათ 600 კკალამდე ერთ საცეკვაო ვარჯიშში.
სრულად
დასახელებულია სამი გავრცელებული დაავადება, რომელიც უფრო ხშირად ვლინდება მამაკაცებში

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მამაკაცებს უფრო მეტად უვითარდებათ ჰიპერტენზია, დიაბეტი და აივ/შიდსი, ვიდრე ქალებს.
სრულად
მამაკაცი და ასაკი: ხუთი ინტიმური კითხვა დაბერების შესახებ

ასაკი გავლენას ახდენს სხეულის ყველა ნაწილზე, მათ შორის სასქესო ორგანოებზე.
სრულად
ქალი, 20 წლიანი ქორწინების შემდეგ, ChatGPT-თან ურთიერთობის გამო, ქმარს გაშორდა

AI-სთან კომუნიკაციამ მას სიყვარული და თანაგრძნობა აგრძნობინა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ძუძუთი კვება – რაც თქვენს პატარას სჭირდება. როგორ მოვუაროთ ძუძუს კერტების მტკივნეულ ნახეთქებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები