/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პედიატრია

როცა ბავშვი ხვრინავს

როცა ბავშვი ხვრინავს
ცხვირით სუნთქვის გაძნელება ბავშვს აიძულებს, პირით ისუნთქოს, ეს კი ხშირ ანგინას (ტონზილიტს), ლარინგიტს, ტრაქეიტსა და ბრონქიტს იწვევს.

'

გარდა ამისა, ბავშვს პირღიას სძინავს, ძილში წრიალებს და ხვრინავს. ყოველივე ამის მიზეზია ადენოიდები (ადენოიდური ვეგეტაციები) - ცხვირ-ხახის ნუშურების გადიდება (ჰიპერპლაზია).

  • ადენოიდებიანი და ხვრივნა

განასხვავებენ ჰიპერპლაზიის ოთხ ხარისხს. როდესაც ადენოიდები აღწევს მნიშვნელოვან ზომას, ისინი ხელს უშლის ცხვირით თავისუფალ სუნთქვას. მოსალოდნელია ცხვირის ლორწოვანში, ცხვირის დანამატ წიაღებსა და შუა ყურში შეგუბებითი მოვლენებიც, მაგრამ წამყვანი სიმპტომები მაინც ცხვირით სუნთქვის გაძნელება და შეუპოვარი სურდოა.

ადენოიდებიანი ბავშვები ხშირად უჩივიან:

  1. მეხსიერების დაქვეითებას და გონებაგაფანტულობას;
  2. თავის ტკივილს;
  3. უჭირთ სწავლა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყურადღების გაფანტვის მიზეზი ხშირად სმენის დაქვეითებაა, რომელიც დაფის ღრუს ვენტილაციის დარღვევით არის გამოწვეული, მაგრამ ის მოგვიანებით იჩენს თავს, თუ სათანადო ზომები დროულად არ იქნა მიღებული.

ღია პირით სუნთქვის გამო ბავშვები ხშირად ცივდებიან, ემართებათ რესპირაციული დაავადებები, შესაძლებელია ადენოიდების ინფიცირებაც. ადენოიდების ინფიცირება - ადენოიდიტი - წარმოადგენს რესპირაციული დაავადებების, შუა ყურის ანთების, კონიუნქტივიტის მიზეზს და სხვა ორგანოების მხრივაც იწვევს გართულებებს.ადენოიდური ვეგეტაციების გამო სუნთქვის გაძნელება და ხმაურიანი სუნთქვა უპირატესად 2-3 წლის ასაკიდან შეინიშნება.

  • თანდაყოლილი სტრიდორი

რაც შეეხება დაბადებისთანავე თავჩენილ ხმაურიან სუნთქვას, მისი გამომწვევი უმეტესად სასუნთქი გზების (ცხვირის, ცხვირ-ხახის, ხორხის) განვითარების ანომალიაა. განვითარების ანომალიებიდან უნდა გამოვყოთ თანდაყოლილი სტრიდორი. იგი ვითარდება დაბადებისთანავე ან სიცოცხლის მეორე-მესამე კვირას. ვლინდება ჩასუნთქვისას მსტვენი ხმაურით. ხმაური ძლიერდება ბავშვის აგზნებისას, ტირილისას, მცირდება ძილის დროს, მოსვენებისას.

თანდაყოლილი სტრიდორისათვის დამახასიათებელია:

  1. სუფთა (წკრიალა) ხმა;
  2. ციანოზის (კანის სილურჯის) არარსებობა;
  3. თავისუფალი ყლაპვა.
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არის საშიში ხვრინვა
პრაქტიკული რჩევები მშობლებს, რომელთა ბავშვებსაც ხვრინვის პრობლემა აწუხებთ

დროთა განმავლობაში მსტვენი სუნთქვა იშვიათდება და 1-2 წლისთვის გაივლის.

  • რა იწვევს სტრიდორს?

სტრიდორის მიზეზია ხორხის გარეთა რგოლის განვითარების ანომალია, რბილი, ჩახვეული ხორხსარქველი, ასევე ხორხსარქველის ნაოჭების ერთმანეთთან ახლომდებარეობა, რის გამოც ისინი ჩასუნთქვისას ხორხის სანათურს ეკვრის და მსტვენ ბგერებს წარმოშობს.

ხმაურიანი სუნთქვა უეცრადაც შეიძლება განვითარდეს. მწვავედ განვითარებული ხმაურიანი სუნთქვის მიზეზი შეიძლება იყოს:

  1. ხორხის მწვავე სტენოზი, შევიწროება;
  2. ხორხის მექანიკური ტრავმა, დამწვრობა;
  3. უცხო სხეული;
  4. მწვავე ნაოჭქვეშა ლარინგიტი (ცრუ კრუპი);
  5. მწვავე ეპიგლოტიტი.

ყველა ეს მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

ხმაურიანი სუნთქვა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირში უცხო სხეულის მოხვედრამ. მისთვის დამახასიათებელია:

  1. სუნთქვის ცალმხრივი გაძნელება;
  2. უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი იმავე მხარეს.

ამ შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს. მშობლებმა არ უნდა სცადონ უცხო სხეულის ამოღება - თუ სხეული ხორხში გადავარდა, შესაძლოა, საქმე სავალალო შედეგით დასრულდეს.

ხმაურიანი სუნთქვა ცხვირის ტრავმამაც შეიძლება გამოიწვიოს. კერძოდ, ცხვირის ძვლების მოტეხი-ლობამ ან ცხვირის ძგიდის ხრტილსა და ხრტილსაზრდელს შორის სისხლის ჩაღვრამ (ცხვირის ძგიდის ჰემატომამ). ცხვირის ძვლების მოტეხილობისას ბავშვი უნდა გასინჯონ ნევროპათოლოგმა და ოტოლარინგოლოგმა, რათა ძვლები დროულად ჩასვან თავის ადგილას. შემდგომში ეს თავიდან აგვაცილებს ცხვირით სუნთქვის აღსადგენად საჭირო სერიოზულ ქირურგიულ ჩარევას. ცხვირის ძგიდის ჰემატომაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მისი აბსცედირება (ინფიცირება და დაჩირქება), რაც შემდგომში ტვინის აბსცესში გადაიზრდება. დაუშვებელია ჩირქგროვის ხელით გამორწყვა და ჭყლეტა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გოგონები გინეკოლოგთან ყველაზე ხშირად ვულვოვაგინიტის გამო მიჰყავთ - როდის მივიყვანოთ გოგონა ექიმთან

გვესაუბრება პედიატრი მანანა უბილავა.
სრულად
ექსიკოზი - ბავშვი მივარდნილია, უცრემლოდ ტირის, შარდავს ჩვეულებრივზე ნაკლებს

გვესაუბრება ქირურგი ნუკრი შალამბერიძე.
სრულად
გარეგნული ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ექსუდაციურ პლევრიტზე მიგვანიშნებს

გვესაუბრება პედიატრი ინგა იოსავა.
სრულად
მუნი, ტილი და ალერგია - კანის არაინფექციური გამონაყარი

გვესაუბრება ინფექციონისტი.
სრულად
უმი ბოსნტეული და ხილი კუჭქვეშა ჯირკვალს ვნებს - რეაქტიული პანკრეატიტი ბავშვებში

გვესაუბრება პედიატრი ხათუნა ხასია.
სრულად
რისი ბრალია ძილის დროს კბილების კრაჭუნი და რატომ ლაპარაკობენ ძილში ბავშვები

გვესაუბრება პედიატრი ლოლა ზვიადაძე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როცა ბავშვი ხვრინავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები