/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყელი, ყური, ცხვირი

ცხვირის გაჭედვა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ცხვირ-ხახაში პრობლემების უქონლობისას ადამიანი, ჩვეულებრივ, ცხვირით სუნთქავს. ამ დროს ცხვირის ღრუში მოხვედრილი ჰაერი თბება, ტენიანდება და იწმინდება მტვრისა და მიკრობებისაგან.

ცხვირ-ხახაში არსებული პრობლემების დროს კი ბუნებრივი გზით სუნთქვა გაძნელებულია, ადამიანი იძულებულია პირით ისუნთქოს. ამ დროს სასუნთქ გზებში ჰაერი იმ სახით ხვდება, როგორითაც არის - ცივი, მშრალი, მტვრითა და მიკრობებით გაჯერებული.

სწორი სუნთქვა ბუნებრივი, ფიზიოლოგიური გზით ორგანიზმის ჯანმრთელობის საწინდარია.

ცხვირის გაჭედვა გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, ტონზილიტისა და სხვა დაავადებათა განვითარებაზე.

ცხვირის გაჭედვის ძირითადი მიზეზები

ცხვირის გაჭედვა შესაძლოა ალერგიული რეაქციის გამოვლინება იყოს ან კიდევ ცხვირის სავალი გზების თანდაყოლილი პრობლემების შედეგი.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი, არ ვიცი ზუსტად სად უნდა დამეწერა ამიტომ, თქვენ მოგმართავთ. მოკლედ, ძილის დროს ვიცი &ldquo;დორბვლა&rdquo;. ხშირად მემართება თან. პირი შეიძლება დახურული მქონდეს მაგრამ მაინც ჩემს და უნებურად ხდება ეს ყოველივე. ძაან დავიღალე, მითუმეტეს უხერხულია სსდმე თუ ვრჩები. გვერდზე რო ვწევარ, ვფიქრობ მაშინ მაიმც არ უნდა მემართებოდეს მაგრამ თითქკის სულ მემართება. პირიც ხანდახან ღია მრჩება ხოლმე და ეს ცალკე საკითხია, დილით გამომშრალი ვიღვიძებ ხოლმე. იქნებ დამეხმაროთ იმიტომ რომ მართლა დამღალა ყოველ ღამე დორბვლამ </p>

ძირითადი მიზეზებიდან აღსანიშნავია:

  • ლიმფოიდური ქსოვილის გადიდება – ჰიპერპლაზია (ადენოიდები);
  • გაციება;
  • ცხვირის სავალი გზების თანდაყოლილი შევიწროება;
  • ცხვირის ძგიდის გამრუდება;
  • რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება);
  • ცხვირისა და ცხვირ-ხახის სიმსივნური წარმონაქმნები.

ცხვირის გაჭედვა დამახასიათებელია ტვინის თიაქრებისთვის, ცხვირის ღრუში უცხო სხეულების მოხვედრისა და ცხვირის პოლიპებისათვის. გახანგრძლივებული სურდო პათოლოგიური პროცესის ქრონიკული ფორმის დამადასტურებელია.

რა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გაჭედვამ:

  • ხველა;
  • თავის ტკივილი;
  • პერიოდულად სისხლდენა ცხვირიდან;
  • სხეულის ტემპერატურის მატება;
  • ქერქების აშრევება;
  • უსიამოვნო სუნი ცხვირიდან;
  • სისუსტე;
  • ტკივილი ყელის არეში.

თუ ცხვირში გაჭედვა გაგიხანგრძლივდათ (ერთ კვირაზე მეტხანს) ან მას დაერთო სხვა სიმპტომები, როგორებიცაა: ცხვირიდან სისხლიანი ან ჩირქოვანი გამონადენი, თავის ან ყურის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი ირადიაციით - გადაცემით ლოყის ან შუბლის არეში, ტკივილის გაძლიერება თავის წინ ან უკან გადახრისას, ცხვირცემინება და ქავილის შეგრძნება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს! თვითმკურნალობა ხშირად აღრმავებს პათოლოგიურ პროცესს და სხვა დაავადებათა განვითარებას აძლევს დასაბამს.

ცხვირის გაჭედვის აღმოსაფხვრელად შეიძლება რამდენიმე მეთოდის გამოყენება, ოღონდ აუცილებლად ექიმთან შეთანხმებითა და მისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამ მეთოდებიდან აღსანიშნავია:

  • ცხელი შხაპის მიღება;
  • ცხვირის წიაღების გამორეცხვა;
  • თბილი კომპრესი;
  • მარილიანი აეროზოლის გამოყენება;
  • ევკალიპტის ეთერზეთის გამოყენება.

ოთახში, სადაც იმყოფებით, ჰაერი უნდა იყოს სუფთა, ჯანსაღი და დატენიანებული.

ცხვირის გაჭედვის აღმოსაფხვრელად გამოიყენება როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდები. მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავს და წყვეტს ექიმი-სპეციალისტი პრობლემის გამომწვევი მიზეზის, დაავადების განვითარების თავისებურებისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

პირველ ეტაპზე მოიაზრება:

  • ლორწოს გამოყოფა-გამოწოვა;
  • ლაზერული თერაპია (სამკურნალო კურსმა შესაძლოა რამდენიმე სეანსი მოიცვას);
  • მედიკამენტების შეყვანა ცხვირის ღრუში;
  • ცხვირის შხაპი.

მეორე ეტაპი მოიცავს პოლიპებისა თუ სხვა არსებული წარმონაქმნების მოკვეთა-მოცილებას, ცხვირის ნიჟარების ვაზოტომიას. თუ ცხვირის გაჭედვის მიზეზი ძგიდის გამრუდებაა, ამ უკანასკნელის ქირურგიულ გასწორება-კორექციას მიმართავენ.

რინიტი

რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ამ დროს ცხვირის სისხლძარღვები გადავსების გამო იბერება, ლორწოვანი გარსი შუპდება და ადამიანს ცხვირი ეჭედება, ამას ხელს უწყობს დიდი რაოდენობით ლორწოს გამომუშავებაც. რინიტს ჩვეულებრივ ყოფაში სურდოთი მოიხსენიებენ.

რინიტის სახეებია:

  • ინფექციური რინიტი – ის, ჩვეულებრივ, მწვავე ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის შედეგად აღმოცენდება;
  • ვაზომოტორული რინიტი - ვითარდება ლორწოვანი გარსის მომატებული მგრძნობელობისას, როგორც საპასუხო რეაქცია სიცივეზე, მძაფრ სუნებსა და სხვა რეფლექტორულ გამღიზიანებლებზე;
  • ალერგიული რინიტი – ვითარდება როგორც რეაქცია ალერგენებზე, ასევე ბაქტერიებისადმი და ვირუსებისადმი სენსიბილიზაციის შედეგად (ე.წ. ინფექციურ-ალერგიული რინიტი);
  • ქრონიკული რინიტი – შესაძლოა განვითარდეს გამუდმებული მწვავე ან ალერგიული რინიტების შედეგად, ან კიდევ ცხვირის ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად.

რინიტის სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

  • ცხვირის გაჭედვა;
  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
  • ლორწოს დაგროვება;
  • გამონადენი ცხვირიდან;
  • ცემინება;
  • ხველა და ყელის ტკივილი ხახის უკანა კედელზე გამონაყოფის (ექსუდატის) ჩამოღვენთის გამო;
  • ცხვირის, თვალებისა და ყელის ქავილი - დამატებითი სიმპტომების სახით ალერგიული რინიტის დროს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს რინიტი:

  • მწვავე რესპირატორულმა ვირუსულმა და სხვა სახის ინფექციებმა;
  • ალერგენებმა;
  • მტვერმა, მძაფრმა სუნებმა, კვამლმა, მათ შორის თამბაქოს კვამლმაც და ცხვირის ლორწოვანი გარსის სხვა გამღიზიანებლებმა;
  • ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის მკვეთრმა ცვლილებამ;
  • ზოგიერთმა პრეპარატმა (ასპირინი, იბუპროფენი, ბეტა-ბლოკატორები, სედაციური მედიკამენტები, ანტიდეპრესანტები და სხვა);
  • სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების უკონტროლოდ გამოყენებამ (მათზე დამოკიდებულება დასაბამს აძლევს მედიკამენტურ რინიტს);
  • ზოგიერთმა საკვებმა (ცხარე, მწარე კერძებმა, ალკოჰოლურმა სასმელებმა, რინიტი შესაძლოა განვითარდეს გლუტენის, ლაქტოზისა და სხვა ნივთიერებათა აუტანლობის შედეგად);
  • ჰორმონული ფონის ცვლილებამ ორსულობისა და მენსტრუაციის დროს, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებამ;
  • ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულმა ძვრებმა, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დროს;
  • მჟავა-რეფლუქსმა.

რინიტის გართულებებიდან აღსანიშნავია:

  • სინუსიტები;
  • ცხვირის პოლიპები - კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც აღმოცენდება ცხვირის სავალ გზებში და წიაღებში ქრონიკული ანთებითი პროცესების შედეგად. მცირე ზომის პოლიპები არ იწვევს პრობლემებს, დიდი ზომის წარმონაქმნები კი აფერხებს სუნთქვის პროცესს;
  • შუა ყურის ინფექციები;
  • ძილის დარღვევები, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

სინუსიტები

ცხვირის გაჭედვის ერთ-ერთი ხშირი და გავრცელებული მიზეზი სინუსიტი ანუ ცხვირის მახლობელი ერთი ან რამდენიმე წიაღის ანთებაა. ყველაზე ხშირად ანთებას განიცდის ზედა ყბის ანუ ჰაიმორის წიაღები, რასაც ჰაიმორიტი ეწოდება.

ჰაიმორიტი უხშირესად რინიტის გართულებაა, შეიძლება განვითარდეს გრიპის, სტომატოლოგიური პრობლემების (ზედა ყბის კბილების ფესვთა ინფექციის) გამო. ამ დროს ვირუსები და ბაქტერიები ჰაიმორის ღრუში აღწევენ და ანთებას იწვევენ.

ჰაიმორიტის განვითარების რისკფაქტორებს შორისაა ჰაიმორის წიაღიდან ლორწოს ნაკადის დენის შეფერხება, მაგალითად, ცხვირის პოლიპების, ცხვირის ძგიდის გამრუდების შედეგად, ასევე ალერგიის, მოწევის მავნე ჩვევის, კისტოზური ფიბროზისა და ხშირი ინფექციების გამო.

ჰაიმორიტის სიმპტომებია:

  • ცხვირის გაჭედვა;
  • გახანგრძლივებული ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება ცხვირის, საფეთქლებისა და თვალბუდეების არეებში, განსაკუთრებით სხეულის წინ გადახრისას;
  • ზედა ყბისა და კბილების ტკივილი;
  • თავის ტკივილი, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა;
  • ხველა, განსაკუთრებით ღამით;
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ყნოსვის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება (37-38 გრადუსამდე).

შედარებით იშვიათია ფრონტიტი ანუ შუბლის წიაღის ანთება. ის ვითარდება ცხვირის ტრავმის, გრიპის დროს. ხასიათდება შუბლის არის ძლიერი ტკივილითა და შეშუპებით, სინათლის შიშით. თავის ტკივილი ამ დროს მოჭერითი ხასიათისაა და ლოკალიზდება ძირითადად დაზიანებული წიაღის საპროექციო არეში. ექსუდატის (გამონაყოფის) გაძნელებული დენისა და წიაღის შიგნიდან გაძლიერებული ზეწოლის გამო, ტკივილი თვალბუდის ზედა კედელზე ზეწოლისას ძლიერდება. ჩირქოვანი ხასიათისა და უსიამოვნო სუნის გამონადენი ცხვირიდან განსაკუთრებით ჭარბად დილაობით ვლინდება. არცთუ იშვიათად გამონაყოფი ძილის დროს ცხვირხახაში ჩაედინება და პაციენტს დილაობით დიდი რაოდენობით ნახველის ამოხველება უწევს. რინოსკოპიით (ცხვირის ღრუს დათვალიერებით) შუბლის წიაღიდან გამონაყოფის აღმოჩენა ყველაზე მოსახერხებელია დილაობით, პაციენტის ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, რადგან მთელი ღამის განმავლობაში წიაღში დაგროვებული გამონაყოფი ადვილად ჩამოედინება ცხვირის შუა გასავალში.

ფრონტიტის დიაგნოზს სუბიექტური და ობიექტური ნიშნების საფუძველზე ადგენენ. შუბლის წიაღის რენტგენოლოგიური გამოკვლევით მსჯელობენ მის ფორმასა და მასში ექსუდატის არსებობაზე, აგრეთვე ამომფენი ლორწოვანი გარსის მდგომარეობაზე (ჰიპერპლაზიურია ის თუ შეშუპებული). დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება სამწვერა ნერვის პირველი ტოტის ნევრალგიასთან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ ავიცილოთ თავიდან კომპლექსები
როგორ ავიცილოთ თავიდან კომპლექსები
მინდა, ჩემი შვილები თავდაჯერებული, წარმატებული და ბედნიერი ადამიანები დადგნენ, მაგრამ მეშინია, ამაში
სრულად
ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.

როგორი უნდა იყოს მამაკაცი
როგორი უნდა იყოს მამაკაცი
თანამედროვე სამყაროში "წარმატება" და "უნაკლო გარეგნობა" განუყრელი ცნებებია.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ცხვირის გაჭედვა და მასთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები