/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნარკოლოგია

ორსულთა ნარკომანიის შედეგები

ორსულთა ნარკომანიის შედეგები
შვილის გაჩენა ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა... შეიტყობთ თუ არა, რომ მალე დედა გახდებით, გონებაში უმალვე იწყებთ განვლილი ცხოვრების კინოფირივით გადახვევას:

ცუდად იკვებებოდით, ბევრს ეწეოდით, ზოგჯერ სვამდით კიდეც... კიდევ? საქმე ის არის, რომ თუ დედობა გსურთ, ამ ყველაფერზე უარის თქმა მოგიწევთ და რაც უფრო ადრე მიხვდებით ამას, მით უკეთესი როგორც თქვენთვის, ისე თქვენი მომავალი შვილისთვის. ნარკოტიკებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...

გვესაუბრება კლინიკა "მედიჰელფის" მეან-გინეკოლოგი ნატალია ნანობაშვილი.

-რა ემართება ნაყოფს, როცა დედა ნარკოტიკებს იღებს?

- როდესაც დედა წამალდამოკიდებულია, იმატებს პერინატალური პათოლოგიების - თვითნებური აბორტების, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების, ჰიპოქსიის, ნაადრევი მშობიარობის, მკვდრადშობადობის, ნაყოფის განვითარების მანკების, აგრეთვე - ახალშობილებში აბსტინენციური სინდრომის განვითარების რისკი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულები, რომლებიც ნარკოტიკებს იყენებენ, არცთუ იშვიათად არიან მწეველები ან/და იღებენ ალკოჰოლს. გარდა ამისა, ქალების უმეტესობა, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, ორსულობის შემდეგ ნარკოტიკებს უბრუნდება, ამიტომ აუცილებელია მათზე დაკვირვება და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია, რათა ამ მავნე მორევმა ისევ არ ჩაითრიოს. მოდი, მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული ნარკოტიკის გავლენა ნაყოფის განვითარებაზე.

ჰაშიში

მოქმედება დამოკიდებულია დოზაზე. ტეტრაჰიდროკანაბინოლები ძნელად გადიან პლაცენტურ ბარიერს, ამიტომ მათი დონე ნაყოფის სისხლში დედის სისხლთან შედარებით რამდენჯერმე დაბალია, მაგრამ მარიხუანას მოხმარებისას ხშირია ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზი (გაძლიერებული ნერწყვდენა, პირღებინება), რაც აუარესებს ნაყოფის კვებას. ხშირია ნაყოფის ზრდა-განვითარების შეფერხებაც. ახალშობილის წონა დაბადებისას ნორმაზე საშუალოდ 100-130 გრამით ნაკლებია. ასევე მცირდება თავის გარშემოწერილობა და ნაყოფის სიგრძე.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა. რვა დღის უკან მოვიხმარე მარიხუანა. ჰიბრიდი და. თან დავიძინე მეორე დღეს გავიღვიძე და. დამიტოვა თავბრუს ხვევა და. გაურკვევლობა. დროებითი შემდეგ გამიარა შემდეგ კიდევ ესე ქნა. ცივჰაერზე როცა გავდივარ უარესად მეხვევა თავბრუ და მგონია რომ გაურკვევლობაში ვარ შემდეგ სახში როცა ვარ მივლის. ეს შეგრძნებები აღარ მაქ. რამოდენიმე ხნის მერე ისევ იმეორებს. ნუ რვა დღეა ასევარ და. რასმირჩევთ? მე ვფიქრობ რომ ორგანიზმში დარჩა და. ნელნელა გამოვა</p>

პრობლემები იჩენს თავს მშობიარობის დროსაც - მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა. ამასთანავე, შესაძლოა ბავშვი მცირე წონისა დაიბადოს. გარდა ამისა, ასეთ ბავშვებში ხშირია მომატებული აღგზნებადობა.

იმატებს თუ არა რისკი მარიხუანასა და ალკოჰოლის ერთდროული მოხმარებისას, ჯერჯერობით დაუდგენელია. უცნობია ასევე, იწვევს თუ არა მარიხუანა ნაყოფის ინტრანატალურ ჰიპოქსიას (ჟანგბადოვან შიმშილს) და განვითარების მანკს.

კოკაინი

კოკაინი ორსულისთვის ყველაზე საშიში ნარკოტიკია. ქალებს, რომლებიც კოკაინს მოიხმარენ, სხვა ნარკოტიკების მომხმარებლებზე ხშირად უჩნდებათ მკვდარი ბავშვები. კოკაინმა შესაძლოა შეაფერხოს ნაყოფის განვითარება მუცლადყოფნის დროს, გამოიწვიოს პლაცენტის ნაადრევი აცლა, ნაადრევი მშობიარობა, მკვდარი ნაყოფის დაბადება.

როცა კოკაინს მეძუძური დედა მოიხმარს, ნარკოტიკი მაშინვე ხვდება რძეში. შედეგად ბავშვი მუდამ აღგზნებულია, ცუდად სძინავს, შესაძლოა ეპილეფსიური გულყრებიც განუვითარდეს.

კოკაინის მოქმედება განპირობებულია ადრენერგული იმპულსაციის მატებით, რის შედეგადაც იწყება სისხლძარღვების პულსაცია და იმატებს არტერული წნევა, რაც იწვევს ქსოვილთა პერფუზიის დაქვეითებას და, ამის კვალობაზე, ჟანგბადის მიწოდების შემცირებას. ორსულის, ისევე როგორც ნაყოფისა და ახალშობილის ორგანიზმში დაქვეითებულია შრატის ფსევდოქოლინესთერაზის აქტივობა, რაც ზრდის კოკაინური ინტოქსიკაციის რისკს, პლაზმის ფსევდოქოლინესთერაზის მემკვიდრეობითმა უკმარისობამ კი შესაძლოა გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი კოკაინის მიღებისას.

კოკაინის მოხმარების დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მატება, გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია), არიტმია, სტენოკარდიული შეტევები და მიოკარდიუმის ინფარქტი, ეპილეფსიური კრუნჩხვა, ინსულტი, ფულტვის შეშუპება, ნაწლავებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის მატება (ჰიპერთერმია) და ა.შ.

კოკაინი ნაყოფზე ისევე მოქმედებს, როგორც დედაზე. ის პლაცენტაში გაივლის, ხვდება ნაყოფის სისხლში და იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, გულისცემის გახშირებას, არტერიული წნევის მატებას. იზრდება ორგანოთა (ძირითადად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმელებისა და საშარდე გზების) თანდაყოლილი მანკების ალბათობა. ირღვევა საშვილოსნოს სისხლის მიმოქცევა. შესაძლოა, განვითარდეს პლაცენტური უკმარისობაც.

ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კოკაინის გამოყენება ზრდის პლაცენტის ნაადრევი აცლის რისკს. არსებობს მონაცემები, რომ იმ ბავშვების 15%-ს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს კოკაინს მოიხმარდნენ, უეცარი სიკვდილი განუვითარდა.

ამფეტამინები

წინათ ამფეტამინებს ორსულებს სიმსუქნის სამკურნალოდ უნიშნავდნენ. ეს ნივთიერებები იწვევს ფსიქომოტორულ აღზნებას, უძილობას, უმადობას, ხანგრძლივი გამოყენებისას - ორგანიზმის გამოფიტვას. მძიმე შემთხვევებში ვითარდება არითმია, იშვიათად - ვასკულიტი თავის ტვინის, ფილტვებისა და თირკმელების სისხლძარღვთა დაზიანებით. სისხლში ამფეტამინების მაღალი კონცენტრაციისას მოსალოდნელია ჰალუცინაცია.

ამფეტამინები გაივლის პლაცენტურ ბარიერს და უშუალოდ მოქმედებს ნაყოფზე, აფერხებს მის განვითარებას. ახალშობილის წონა მცირდება დაახლოებით 225 გრამით, ხოლო მისი თავის გარშემოწერილობა - 0,8 სანტიმეტრით. პლაცენტის ნაადრევი აცლის, თანდაყოლილი მანკებისა და საშვილოსნოსშიგა განვითარების შეფერხების საფრთხე მცირეა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამფეტამინები იწვევს აღგზნებას, უძილობას და მადის დაქვეითებას, საკვები ნივთიერებების ნაკლებობისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო კი ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება ფერხდება.

როდესაც დედა ამფეტამინებს რეგულარულად მოიხმარს, ახალშობილს აბსტინენციური სინდრომი უვითარდება. ბავშვი, რომელიც იმყოფება ამფეტამინების ზემოქმედების ქვეშ, ჰგავს ნახევრად მძინარეს, დუნედ წოვს ძუძუს და წონას ცუდად იმატებს.

კომენტარები (1)
ალბერტი
ლსდ-ს და ოპიატების შემთხვევაში თქვენი მტკიცება რომ ხშირად გამოიყენება ალკოჰოლთან, მარიხუანასთან, კოკაინთან ან ამფეტამინებთან კომბინაციაში სიმართლეს მოკლებულია. გარდა ამისა კომენტარი რომ ლსდ "ძალიან საშიშია გარშემო მყოფთათვის" დიდაქტიკური/პატერნალისტური ხასიათის სუბიექტური მოსაზრებაა და სამეცნიერო წრეებში არ არის უნივერსალურად მიღებული შეხედულება, საინტერესოა რას ემყარება თქვენი ეს შეხედულება? ლსდ-ზე საუბრისას ბევრი დადებითი მოვლენის გახსენება შეიძლება მაგალითად იმის რომ მან მიცა ბიძგი ისეთ მნიშვნელოვან ქმნილებებს მედიცინაში როგორიცაა მაგალითად რისპერიდონი და სხვა მეორე თაობის ანტიფსიქოზური პრეპარატები, გარდა ამისა ლსდ-ს მოქმედების შესწავლამ დიდი წვლილი შეიტანა ფსიქიატრიის წინსვლაში და კვლავ განაგრძობენ ამას მისი მონათესავე ჰალუცინოგენები (ფსილოციბინი). ასევე არ არსებობს სამედიცინო სახელმძღვანელო სადაც აღწერილია ლსდ-ს ზედოზირების შედეგად დამდგარი ლეტალური გამოსავალი და ვერ ვიხსენებ მის მიერ გამოწვეულ რაიმე პათოლოგიასაც. გარდა ამისა სამედიცინო ლიტერატურის მიხედვით იგი არ იწვევს მიჩვევას. ასევე ამ სტატიაში მოყვანილი შეხედულება რომ ლსდ ქრომოსომულ ანომალიებს იწვევს არადამაჯერებელია ჩემთვის როგორც ექიმისთვის და თუ შეგიძლიათ პირველწყარო მოიტანოთ ამ მტკიცების.
თარიღი : 25-06-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

9 დაავადება, რომელიც ხშირად უვითარდებათ მათ, ვინც სწრაფად თვრება
9 დაავადება, რომელიც ხშირად უვითარდებათ მათ, ვინც სწრაფად თვრება
თუ ადამიანს ძალიან ცოტა დრო და ალკოჰოლი სჭირდება თრობისთვის, დიდი ალბათობით, მას იცავს გენები, რომლებიც, სამწუხაროდ, პასუხისმგებელნი არიან გარკვეული დაავადებების განვითარებაზე.
სრულად
როგორ დავეხმაროთ ნაბახუსევის სინდრომის დროს
როგორ დავეხმაროთ ნაბახუსევის სინდრომის დროს
მძიმე ნაბახუსევის სინდრომის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ პროფესიონალს.
სრულად
ალკოჰოლიზმის პირველი ფარული სიმპტომები
ალკოჰოლიზმის პირველი ფარული სიმპტომები
ალკოჰოლიზმის საწყისი ნიშნები შეიძლება იყოს:
სრულად
როგორია ალკოჰოლის კრიტიკული დოზა ადამიანისთვის
როგორია ალკოჰოლის კრიტიკული დოზა ადამიანისთვის
მაგარი სასმელები ყველაზე საშიშია.
სრულად
ალკოლის დალევისას აუცილებელია წახემსება - სიმართლე თუ მითი?
ალკოლის დალევისას აუცილებელია წახემსება - სიმართლე თუ მითი?
ერთის მხრივ, ეს მართალია - თუ ალკოჰოლს უზმოზე დალევთ, ინტოქსიკაცია შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს,
სრულად
ალკოჰოლი და ღვიძლი - ყველა გზა ნაწლავებისკენ მიდის
ალკოჰოლი და ღვიძლი - ყველა გზა ნაწლავებისკენ მიდის
ნებისმიერი ალკოჰოლი სახიფათოა არა მხოლოდ ღვიძლის, არამედ ნაწლავებისთვისაც და შესაბამისად, მთელი ორგანიზმისთვის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ორსულთა ნარკომანიის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულთა ნარკომანიის შედეგები

ცუდად იკვებებოდით, ბევრს ეწეოდით, ზოგჯერ სვამდით კიდეც... კიდევ? საქმე ის არის, რომ თუ დედობა გსურთ, ამ ყველაფერზე უარის თქმა მოგიწევთ და რაც უფრო ადრე მიხვდებით ამას, მით უკეთესი როგორც თქვენთვის, ისე თქვენი მომავალი შვილისთვის. ნარკოტიკებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...

გვესაუბრება კლინიკა "მედიჰელფის" მეან-გინეკოლოგი ნატალია ნანობაშვილი.

-რა ემართება ნაყოფს, როცა დედა ნარკოტიკებს იღებს?

- როდესაც დედა წამალდამოკიდებულია, იმატებს პერინატალური პათოლოგიების - თვითნებური აბორტების, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების, ჰიპოქსიის, ნაადრევი მშობიარობის, მკვდრადშობადობის, ნაყოფის განვითარების მანკების, აგრეთვე - ახალშობილებში აბსტინენციური სინდრომის განვითარების რისკი.

ორსულები, რომლებიც ნარკოტიკებს იყენებენ, არცთუ იშვიათად არიან მწეველები ან/და იღებენ ალკოჰოლს. გარდა ამისა, ქალების უმეტესობა, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, ორსულობის შემდეგ ნარკოტიკებს უბრუნდება, ამიტომ აუცილებელია მათზე დაკვირვება და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია, რათა ამ მავნე მორევმა ისევ არ ჩაითრიოს. მოდი, მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული ნარკოტიკის გავლენა ნაყოფის განვითარებაზე.

ჰაშიში

მოქმედება დამოკიდებულია დოზაზე. ტეტრაჰიდროკანაბინოლები ძნელად გადიან პლაცენტურ ბარიერს, ამიტომ მათი დონე ნაყოფის სისხლში დედის სისხლთან შედარებით რამდენჯერმე დაბალია, მაგრამ მარიხუანას მოხმარებისას ხშირია ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზი (გაძლიერებული ნერწყვდენა, პირღებინება), რაც აუარესებს ნაყოფის კვებას. ხშირია ნაყოფის ზრდა-განვითარების შეფერხებაც. ახალშობილის წონა დაბადებისას ნორმაზე საშუალოდ 100-130 გრამით ნაკლებია. ასევე მცირდება თავის გარშემოწერილობა და ნაყოფის სიგრძე.

პრობლემები იჩენს თავს მშობიარობის დროსაც - მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა. ამასთანავე, შესაძლოა ბავშვი მცირე წონისა დაიბადოს. გარდა ამისა, ასეთ ბავშვებში ხშირია მომატებული აღგზნებადობა.

იმატებს თუ არა რისკი მარიხუანასა და ალკოჰოლის ერთდროული მოხმარებისას, ჯერჯერობით დაუდგენელია. უცნობია ასევე, იწვევს თუ არა მარიხუანა ნაყოფის ინტრანატალურ ჰიპოქსიას (ჟანგბადოვან შიმშილს) და განვითარების მანკს.

კოკაინი

კოკაინი ორსულისთვის ყველაზე საშიში ნარკოტიკია. ქალებს, რომლებიც კოკაინს მოიხმარენ, სხვა ნარკოტიკების მომხმარებლებზე ხშირად უჩნდებათ მკვდარი ბავშვები. კოკაინმა შესაძლოა შეაფერხოს ნაყოფის განვითარება მუცლადყოფნის დროს, გამოიწვიოს პლაცენტის ნაადრევი აცლა, ნაადრევი მშობიარობა, მკვდარი ნაყოფის დაბადება.

როცა კოკაინს მეძუძური დედა მოიხმარს, ნარკოტიკი მაშინვე ხვდება რძეში. შედეგად ბავშვი მუდამ აღგზნებულია, ცუდად სძინავს, შესაძლოა ეპილეფსიური გულყრებიც განუვითარდეს.

კოკაინის მოქმედება განპირობებულია ადრენერგული იმპულსაციის მატებით, რის შედეგადაც იწყება სისხლძარღვების პულსაცია და იმატებს არტერული წნევა, რაც იწვევს ქსოვილთა პერფუზიის დაქვეითებას და, ამის კვალობაზე, ჟანგბადის მიწოდების შემცირებას. ორსულის, ისევე როგორც ნაყოფისა და ახალშობილის ორგანიზმში დაქვეითებულია შრატის ფსევდოქოლინესთერაზის აქტივობა, რაც ზრდის კოკაინური ინტოქსიკაციის რისკს, პლაზმის ფსევდოქოლინესთერაზის მემკვიდრეობითმა უკმარისობამ კი შესაძლოა გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი კოკაინის მიღებისას.

კოკაინის მოხმარების დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მატება, გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია), არიტმია, სტენოკარდიული შეტევები და მიოკარდიუმის ინფარქტი, ეპილეფსიური კრუნჩხვა, ინსულტი, ფულტვის შეშუპება, ნაწლავებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის მატება (ჰიპერთერმია) და ა.შ.

კოკაინი ნაყოფზე ისევე მოქმედებს, როგორც დედაზე. ის პლაცენტაში გაივლის, ხვდება ნაყოფის სისხლში და იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, გულისცემის გახშირებას, არტერიული წნევის მატებას. იზრდება ორგანოთა (ძირითადად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმელებისა და საშარდე გზების) თანდაყოლილი მანკების ალბათობა. ირღვევა საშვილოსნოს სისხლის მიმოქცევა. შესაძლოა, განვითარდეს პლაცენტური უკმარისობაც.

ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კოკაინის გამოყენება ზრდის პლაცენტის ნაადრევი აცლის რისკს. არსებობს მონაცემები, რომ იმ ბავშვების 15%-ს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს კოკაინს მოიხმარდნენ, უეცარი სიკვდილი განუვითარდა.

ამფეტამინები

წინათ ამფეტამინებს ორსულებს სიმსუქნის სამკურნალოდ უნიშნავდნენ. ეს ნივთიერებები იწვევს ფსიქომოტორულ აღზნებას, უძილობას, უმადობას, ხანგრძლივი გამოყენებისას - ორგანიზმის გამოფიტვას. მძიმე შემთხვევებში ვითარდება არითმია, იშვიათად - ვასკულიტი თავის ტვინის, ფილტვებისა და თირკმელების სისხლძარღვთა დაზიანებით. სისხლში ამფეტამინების მაღალი კონცენტრაციისას მოსალოდნელია ჰალუცინაცია.

ამფეტამინები გაივლის პლაცენტურ ბარიერს და უშუალოდ მოქმედებს ნაყოფზე, აფერხებს მის განვითარებას. ახალშობილის წონა მცირდება დაახლოებით 225 გრამით, ხოლო მისი თავის გარშემოწერილობა - 0,8 სანტიმეტრით. პლაცენტის ნაადრევი აცლის, თანდაყოლილი მანკებისა და საშვილოსნოსშიგა განვითარების შეფერხების საფრთხე მცირეა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამფეტამინები იწვევს აღგზნებას, უძილობას და მადის დაქვეითებას, საკვები ნივთიერებების ნაკლებობისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო კი ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება ფერხდება.

როდესაც დედა ამფეტამინებს რეგულარულად მოიხმარს, ახალშობილს აბსტინენციური სინდრომი უვითარდება. ბავშვი, რომელიც იმყოფება ამფეტამინების ზემოქმედების ქვეშ, ჰგავს ნახევრად მძინარეს, დუნედ წოვს ძუძუს და წონას ცუდად იმატებს.


ოპიოიდები

ოპიოიდები იწვევს ეიფორიას, ახდენს სედაციურ მოქმედებას. მათი რეგულარული მოხმარებისას როგორც დედას, ასევე ნაყოფს მყარი დამოკიდებულება უვითარდებათ. ოპიოიდების მოხმარებას, წესისამებრ, წინ უძღვის ალკოჰოლის, მარიხუანას, კოკაინის ან ამფეტამინების მიღება. ოპიოიდურ ნარკომანიამდე ასევე შეიძლება მიგვიყვანოს სანარკოზე ანალგეტიკების დანიშვნამ ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც ძლიერი ტკივილი სდევს თან.

ორსულები, რომლებიც ჰეროინს იყენებენ, მეტადონის შემანარჩუნებელ თერაპიაზე გადაჰყავთ. არსებობს ჰეროინული დამოკიდებულების მკურნალობის რამდენიმე სქემა. იმისთვის, რომ აბსტინენციური სინდრომი არ გამოიწვიონ, მეტადონის დოზას მთელი ორსულობის განმავლობაში ინარჩუნებენ ან თანდათან ამცირებენ.

საკვანძოდ მიიჩნევა ორსულებში მეტადონის გამოყენების უსაფრთხოების საკითხი, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ მკურნალობის ფონზე მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა და საშვილოსნოსშიგა ჰიპოქსიის განვითარება.

მეტადონის მოხსნის შემდეგ აბსტინენციური სინდომი ძალიან იშვიათად ვითარდება, უმთავრესად - დოზის უკონტროლო დაქვეითებისას. ჰეროინის მეტადონით გეგმური ჩანაცვლებისას ორსულები ხშირად ისევ იწყებენ ჰეროინის მოხმარებას, ზოგჯერ კი მას სხვა ნარკოტიკებით ცვლიან.

ორსულობის II ტრიმესტრში სხვა ოპიოიდების გამოყენებისას ხდება ნარკოტიკის გეგმური შეცვლა ან მოხსნა. ჰეროინის მოხმარების დროს ასიდან 12-45 (სხვადასხვა მონაცემით) შემთხვევაში შეინიშნება ნაყოფის ჰიპოქსია. ასეთი ახალშობილები ნელა ვითარდებიან. ოპიოიდების გამოყენება ასიდან 10-15 შემთხვევაში ნაადრევ მშობიარობას იწვევს, ახალშობილთა უეცარი სიკვდილის რისკი კი 2-4%-ით იმატებს.

ოპიოიდური ნარკომანია ნაყოფის თანდაყოლილ მანკებს არ იწვევს, მაგრამ ასიდან 95% შემთხვევაში ახალშობილებს უვითარდებათ აბსტინენციური სინდრომი, საიდანაც 12-25% მძიმე ფორმისაა. როდესაც ორსულს მეტადონით მკურნალობენ, ახალშობილს აბსტინენციური სინდრომი მოგვიანებით გამოაჩნდება და მსუბუქად, მაგრამ ხანგრძლივად მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ ბავშვები, რომელთა დედები ორსულობისას იღებდნენ მეტადონს, განვითარებით ჩამორჩებიან, მაგრამ ნაყოფის განვითარებაზე მეტადონი გაცილებით სუსტ გავლენას ახდენს, ვიდრე ჰეროინი. როდესაც ორსული მეტადონს იღებს, ნაადრევი მშობიარობის რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჰეროინის მოხმარებისას, ხოლო ნაყოფის წონა და თავის გარშემოწერილობა - მეტი. ორსულთა ჰეროინიზმის მკურნალობისას მეტადონს ისეთი დოზით უნიშნავენ, რომ აბსტინენციური სინდრომი არ განვითარდეს. მეტადონის მოხსნა მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობით შეიძლება.

ლსდ

ლსდ სინთეზური ჰალუცინოგენია, არ აქვს გემო, ფერი და სუნი. მისი დამალვა და გადატანა ადვილია, რაც მის გამოყენებას აადვილებს, მაგრამ ძალიან საშიშია გარშემო მყოფთათვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. ლსდ-ს ხშირად იღებენ მარიხუანასთან, ამფეტამინებსა და ალკოჰოლთან ერთად.

ლსდ არ ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს, არ იწვევს პლაცენტის აცლას, პრეეკლამფსიას, თვითნებურ აბორტს. ზოგიერთი გამოკვლევის მიხედვით, ლსდ-ს ზემოქმედების შედეგად ნაყოფს უყალიბდება ქრომოსომული ანომალიები და გულის თანდაყოლილი მანკი, თუმცა ერთმნიშვნელოვანი დასკვნისთვის მონაცემები საკმარისი არ არის.

ნაყოფზე ლსდ-ს შორეული ზემოქმედება უცნობია. იმის გამო, რომ ლსდ წარმოადგენს ერგოტოქსინის ანალოგს, იგი კატეგორიულად უკუნაჩვენებია ორსულობისა და გინეკოლოგიური დაავადებების დროს.

ფენციკლიდინი

ამ პრეპარატსაც ჰალუცინოგენური მოქმედება აქვს. ორსულში იგი იწვევს აღქმისა და კოორდინაციის დარღვევას, აქვეითებს ტკივილისადმი მგრძნობელობას.

ნაყოფზე ფენციკლიდინის მოქმედება შეუსწავლელია. მიიჩნევა, რომ განვითარების მანკებს არ იწვევს, თუმცა ამას ყველა გამოკვლევა არ ადასტურებს. ახალშობილებში შეინიშნება ისეთივე დარღვევები, როგორიც მოზრდილებში.

ორგანული გამხსნელები

არომატული ნახშირწყლები, რომლებიც ორგანულ გამხსნელებს ეკუთვნის, ფართოდ გამოიყენება წარმოებაში. ისინი შედის ისეთი ნივთიერებების შემადგენლობაში, როგორიც არის საღებავები, ცვილი, წებო, ლაქი, მინანქარი. ორგანული გამხსნელები კანიდან, ფილტვებიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სწრაფად შეიწოვება სისხლში და ადვილად გადის პლაცენტურ ბარიერს. განსაკუთრებით გავრცელებულია ტოლუოლი. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ის უერთდება ჰიპურის მჟავას, გარდაიქმნება ჰიპურატად და თირკმელების მეშვეობით გამოიყოფა.

ნარკოტიკული თრობის მისაღწევად ტოლუოლს სხვა გამხსნელებზე ხშირად იყენებენ, ჩვეულებრივ, საღებავის ან წებოს სახით. მას ათავსებენ ქსოვილზე და მიაქვთ ცხვირთან ან აფრქვევენ ცარიელ ქილაში და შეისუნთქავენ. ამ დროს სახეზე შეიძლება დარჩეს საღებავის კვალი.

ტოლუოლის გამოყენებას, ჩვეულებრივ, თან სდევს პოლინარკომანია. ტოლუოლის შესუნთქვისას მოსალოდნელია არიტმიის განვითარება და უეცარი სიკვდილი. ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ინტელექტის დაქვეითებას, თავის ტვინის ქერქის ატროფიას, ნათხემის დეგენერაციას. მწვავე ინტოქსიკაციის დროს ვითარდება თირკმელების მილაკოვანი აციდოზი. ტოლუოლით გამოწვეული თირკმელების მილაკოვანი აციდოზი შექცევადია. მჟავატუტოვანი წონასწორობის მაჩვენებელი 2-3 დღეში უბრუნდება ნორმას. თირკმელების ფუნქციის აღდგენამდე შესაძლოა რამდენიმე კვირა გავიდეს.

არსებობს მონაცემები, რომ ნაყოფზე ტოლუოლის ზემოქმედება იწვევს განვითარების მანკებს. დამახასიათებელია: ნაყოფის ზრდა-განვითარების შეფერხება, მიკროცეფალია, ჰიდროცეფალია, კიდურების განვითარების მანკები. ახალშობილებს უვითარდებათ ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი, თუმცა საშვილსნოსშიგა ჰიპოქსია მოსალოდნელი არ არის.