News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

კვლევის ხელმძღვანელის ემა ფრანსის თქმით, მართალია, მათ იცოდნენ, რომ ასაკოვან მშობლებს ხშირად უჩნდებოდათ ავადმყოფი შვილი, მაგრამ ახალმა კვლევამ დაამტკიცა აუტიზმის კავშირი შვილიშვილებთან, ანუ ეფექტი მჟღავნდება არა შვილებში, არამედ ერთი თაობის შემდეგ. ამ გამოკვლევამ დაადასტურა აუტიზმის განვითარების მექანიზმის სირთულეც და გარემო ფაქტორების მნიშვნელობაც. შარშან გამოქვეყნდა ისლანდიაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ასაკოვანი მშობლები შვილებს გენეტიკურ მუტაციებს ორჯერ ხშირად გადასცემენ. ამ მუტაციებს არა მარტო აუტიზმის, არამედ შიზოფრენიის გამოწვევის უნარიც შესწევთ.

ახალი ვაქცინის წყალობით ღვიძლის კიბო უკან იხევს

ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაში გამოყენებულ ვირუსს ღვიძლის კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აღმოაჩნდა. მისმა გენეტიკურად შეცვლილმა ვერსიამ კიბოს მძიმე ფორმით დაავადებულებს სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუსამმაგა. გვერდითი ეფექტებიდან კი მხოლოდ საშუალო სიმძიმის გრიპის მსგავსმა სიმპტომებმა იჩინა თავი. ვირუსი ჟX-594 ჰეპატოცელულარული კარცინომით დაავადებულ 30 პაციენტზე გამოიცადა. ის სიმსივნეში ერთი თვის განმავლობაში შეჰყავდათ. გამოკვლევის მონაწილეთა ნახევარმა ვირუსის მცირე დოზა მიიღო, დანარჩენებმა - დიდი. პროცედურის შემდეგ ამ ორი ჯგუფის წარმომადგენლებმა იცოცხლეს, შესაბამისად, 6,7 და 14,1 თვე. ეს მაშინ, როდესაც არსებულმა ყველაზე ეფექტურმა საშუალებამ, სორაფენიბმა, პაციენტებს მხოლოდ 3 თვით გაუხანგრძლივა სიცოცხლე. აღსანიშნავა, რომ მეორე ჯგუფის ორმა წარმომადგენელმა 2 წელი იცოცხლა. ვირუსის საფუძველზე წამლის წარმოებით (სავაჭრო დასახელება იქნება Pexa-Vec) კომპანია ჟენნერეხ-ია დაკავებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს პრეპარატი მხოლოდ ძირითად სიმსივნეს კი არა, ღვიძლის გარეთ წარმოშობილ მეორეულ წარმონაქმნებსაც დააპატარავებს. თუ ვაქცინამ ფართომასშტაბიანი კვლევით სათანადო ეფექტი აჩვენა, უახლოეს 5 წელიწადში იგი ბაზარზე გამოჩნდება.  ვირუსი შეიცავს ენზიმ ტიმიდინკინეზას მაკოდირებელ გენს, რომელიც ვირუსს დაყოფისუნარიანი უჯრედების გამოვლენასა და დაზიანებაში ეხმარება. თუ ეს გენი მოაცილეს, ვირუსი აღარ დააზიანებს ჯანსაღ უჯრედებს და მხოლოდ გადაგვარებულებზე იქნება ფოკუსირებული. კიბო იმიტომ კვდება, რომ ვირუსი უტევს მისი უჯრედების გამააქტიურებელ ორ გენს, რომელთაგან ერთი ზრდის ეპიდერმულ ფაქტორთანაა დაკავშირებული (ასტიმულირებს კიბოს ზრდას), ხოლო მეორე - სისხლძარღვების ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორთან (კიბო, ასე ვთქვათ, თავის მკვებავ სისხლძარღვებს იღებს). ამასთან, შეცვლილ ვირუსს აქვს დამატებითი გენი, რომელიც იმუნიტეტის გააქტიურებას განაპირობებს.