რამ შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამ შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია

ზოგიერთი მამაკაცი უჩივის სუსტ ერექციას, რომელიც სქესობრივი აქტის ჩატარების საშუალებას არ აძლევთ, ზოგს ძლიერი ერექცია აქვს, მაგრამ კონტაქტის მცდელობისას ის სწრაფად ქრება, ზოგიერთს კი ნორმალური ერექცია მხოლოდ გარკვეულ პირობებში უვითარდება. არის შემთხვევები, როდესაც ერექცია ნორმალურია მასტურბაციის დროს, პარტნიორთან სქესობრივი აქტიურობისას კი ვერ მიიღწევა. ზოგს ნორმალური ერექცია აქვს ქორწინების გარეშე კონტაქტისას, ცოლთან სქესობრივი აქტის დროს კი - სუსტი. გვხვდება საპირისპირო შემთხვევებიც, როდესაც მამაკაცი არავითარ სირთულეს არ განიცდის ცოლთან სქესობრივი აქტის დროს, მაგრამ პრაქტიკულად უუნაროა ქორწინებისგარე კონტაქტებისთვის. განასხვავებენ ერექციული დისფუნქციის გამოხატულების სხვადასხვა ხარისხს:

  • ერექციული დისფუნქციის არარსებობას;
  • მსუბუქ ერექციულ დისფუნქციას, როდესაც ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების შესაძლებლობა უმნიშვნელოდ არის დარღვეული. მსუბუქი ერექციული დისფუნქციის დროს მამაკაცები არ მიმართავენ ექიმს და გამოსავალს თავად ეძებენ, ყიდულობენ ერექციის სტიმულატორებს, პრობლემას აბრალებენ დაღლილობას, ხშირად პარტნიორსაც და მხოლოდ ზოგჯერ კმაყოფილდებიან სქესობრივი აქტით;
  • ზომიერი ერექციული დისფუნქცია. წარუმატებლად სრულდება ათიდან ხუთამდე სქესობრივი აქტი, ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების შესაძლობლობა ზომიერად დარღვეულია;
  • მძიმე ერექციული დისფუნქცია. წარუმატებლობა ხშირია, მამაკაცი გაურბის სქესობრივ კონტაქტებს. ჩვეულებრივ, ასეთ პაციენტებს აქვთ რამდენიმე დიაგნოსტირებული დაავადება - ჰიპერტონია, დიაბეტი და სხვა.

ერექციულ დისფუნქციას უამრავი მიზეზი იწვევს, მათ შორის:

  • შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები;
  • სისხლძარღვოვანი პრობლემები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა - ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • დიაბეტი ან მისი ლატენტური ფორმა;
  • ჰორმონული დარღვევები;
  • ტესტოსტერონის დაბალი დონე;
  • ხერხემლის ტრავმა;
  • სასქესო ასოს ტრავმა;
  • მცირე მენჯის ორგანოების ოპერაცია;
  • ზოგიერთი მედიკამენტის რეგულარული მიღება;
  • ფსიქოლოგიური ფაქტორები;
  • დეპრესია, სტრესი;
  • ნერვული სისტემის დაავადებები, რომლებიც ართულებს სიგნალების გადაცემას.

ამრიგად, ერექციული დისფუნქცია შესაძლოა გამოიწვიოს ნევროლოგიურმა, ენდოკრინოლოგიურმა, სისხლძარღვოვანმა, მედიკამენტურმა და ადგილობრივმა ფაქტორებმა. ასეთ დროს ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს ერექციული დისფუნქციის ორგანულ ფორმასთან. ზოგჯერ ერექციულ დისფუნქციას საფუძვლად უდევს დაბალი ფიზიკური აქტივობა, სიმსუქნე, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. არცთუ იშვიათად რამდენიმე მიზეზი ერთმანეთს ერწყმის. ხშირად გვხვდება ფსიქოგენური ფორმა, რომლის დროსაც ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს საფუძვლად მამაკაცის ფსიქონევროლოგიური თავისებურებები უდევს. ამ ტიპის ერექციული დისფუნქცია შესაძლოა მამაკაცის ცხოვრებაში მომხდარ ამა თუ იმ მოვლენასთან იყოს დაკავშირებული. ერექციის ორგანული ხასიათის პრობლემებს თითქმის ყოველთვის ემატება ფსიქოლოგიური კომპონენტი, რომელიც შესაძლოა დაავადების ძირითადი მიზეზის აღმოფხვრის შემდეგაც დარჩეს. ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია ზოგჯერ სტრესულ, ზოგჯერ - ქვეცნობიერ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს შიშით, დაძაბულობით, ცხოვრებით უკმაყოფილებით, სამსახურსა თუ ოჯახში არსებული უსიამოვნებებით. ზოგიერთ მამაკაცს ერექციული დისფუნქციის პირობებშიც აქვს ერექცია, მაგრამ ის ხანმოკლეა, რასაც ფსიქოლოგიური თვალთახედვით პრინციპული მნიშვნელობა აქვს. თუ ერექციულ დისფუნქციას ცხოვრებისეული სირთულეები უდევს საფუძვლად, მკურნალობის ძირითადი მიმართულება უნდა იყოს ცხოვრების ჩვეული რიტმის აღდგენა ან ცხოვრების წესის შეცვლა. პოტენციის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზია სქესობრივ აქტზე ყურადღების კონცენტრაცია ძლიერი ფსიქოლოგიური ასოციაციისა და პირობების გათვალისწინების გარეშე. დიდი ზიანი მოაქვს გადაჭარბებულ ყურადღებას საკუთარი სასქესო ორგანოების ფუნქციობის მიმართ, მაგალითად, წუხილს სასქესო ორგანოს მცირე ზომის გამო. ხშირად სქესობრივ ფუნქციას ხანგრძლივი თავშეკავება აუარესებს, განსაკუთრებით - 40 წლის შემდეგ. ნორმალური სქესობრივი ცხოვრების აღდგენის შემდეგ სქესობრივი ფუნქცია, ჩვეულებრივ, ნორმას უბრუნდება. ერექციული დისფუნქციის მიზეზი შეიძლება იყოს სქესობრივი ცხოვრების ჩამოყალიბებული სტერეოტიპის დარღვევა. ცნობილია შემთხვევები, როდესაც მამაკაცი, რომელსაც არავითარი სირთულე არ აქვს ცოლთან, უძლური აღმოჩნდება სხვა ქალთან სქესობრივი კავშირის მცდელობისას. შესაძლოა, მუდმივ პარტნიორთანაც შეემთხვეს ასეთი რამ, თუ სქესობრივი აქტი უჩვეულო გარემოში ან ვითარებაში მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიური მიჩვევის ელემენტი რომ გამოირიცხოს, რეკომენდებულია დროდადრო შეიცვალოს გარემო, სადაც მიმდინარეობს სქესობრივი აქტი. პოტენციის დაქვეითების კიდევ ერთი მიზეზია თამბაქოს წევა. გამოკვლევების თანახმად, იმ მამაკაცების 11%-ს, რომლებიც დღეში 20 ღერზე მეტ სიგარეტს ეწევიან, ფუნქციური სქესობრივი მოშლილობა აქვს. მოწევისთვის თავის დანებების შემთხვევაში პოტენცია შესაძლოა სავსებით აღდგეს. ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მამაკაცების უმრავლესობამ არც კი იცის ამგვარი კავშირის შესახებ, მაშინ როდესაც 120 ათას 30-დან 40 წლამდე ასაკის ინგლისელ მამაკაცს თამბაქოს ჭარბი მოხმარების გამო სქესობრივი პრობლემები აქვს. მწარედ ცდება, ვისაც ჰგონია, რომ ალკოჰოლი პოტენციას ზრდის. თავდაპირველად ასეთი რამ შესაძლოა მართლაც მოხდეს, თუმცა დიდხანს არ გაგრძელდება და მალე შეიცვლება სექსუალური ლტოლვის დაქვეითებით, ერექციის შესუსტებით და სერიოზული სქესობრივი დარღვევებით. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მამაკაცებს შორის ერექციული დისფუნქცია საკმაოდ გავრცელებული გართულებაა და უფრო ახალგაზრდა ასაკშიც კი შეიძლება გამოვლინდეს. პოტენციის დაქვეითების მიზეზად მიიჩნევა სიმსუქნეც. როდესაც მამაკაცი ჭარბი წონისგან თავისუფლდება, სქესობრივი ფუნქციაც უმჯობესდება. მამაკაცის სქესობრივ ფუნქციაზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სპორტი, მაგრამ აქაც ზომიერებაა საჭირო. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა იმპოტენციის პრევენციის საშუალებაა, მაგრამ თუ დატვირთვა მძიმეა და ორგანიზმი ძალების აღდგენას ვერ ასწრებს, ეს სქესობრივ ფუნქციაზე ნეგატიურად აისახება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკი. ის, რაც 25-30 წლის ასაკში ნორმად ითვლება, არ შეიძლება 50 წლის ასაკშიც ჩვეულებრივ მოვლენად ჩაითვალოს. მამაკაცების უმრავლესობა თავს არიდებს სპეციალისტთან მისვლას, განსაკუთრებით - ჩვენს ქვეყანაში, სადაც არ არის მიღებული ექიმთან მისვლა პირადი ხასიათის პრობლემებით. არადა, თანამედროვე მედიცინას ასეთი ადამიანების დასახმარებლად საშუალებათა მთელი არსენალი აქვს. ყოველგვარი ღონისძიება, რომელიც კი მიმართულია ორგანიზმის ფუნქციათა გაუმჯობესებისაკენ, შესაძლოა ერექციული ფუნქციის აღდგენის საშუალებადაც იქცეს.

როგორ დავძლიოთ ერექციული დისფუნქცია?

უწინარეს ყოვლისა, მივმართოთ ამ დარგის სპეციალისტს, მივაგნოთ მიზეზს და შეძლებისდაგვარად აღმოვფხვრათ იგი. თუ ერექციული დისფუნქცია ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის გამოწვეული, აუცილებელია ფსიქოლოგის კონსულტაცია. თუ ის მეორეულია, ძირითადი დაავადება უნდა ვაკონტროლოთ. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს ერექციული დისფუნქციის მიზეზი შესაძლოა შაქრის დონის უკონტროლობა იყოს.