/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

მავნე ჩვევები

მავნე ჩვევები
მავნეა მრავალჯერ ავტომატურად განმეორებადი ქმედება, რომელსაც თან სდევს როგორც საზოგადოებისთვის, ისე თავად ამ ქმედების შემსრულებელი პირისთვის ნეგატიური შედეგები.

.

ამგვარი ავტომატური ქმედებები მეორდება, რადგან მათი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანი სუსტი ნებისყოფის გამო ვერ ახერხებს მათზე უარის თქმას. ამგვარ ქმედებებს მედიცინაში დაავადებად ან პათოლოგიურ დამოკიდებულებად განიხილავენ, თუმცა მათ გვერდით არსებობს ისეთი მავნე ჩვევებიც, რომლებსაც დაავადებებს ვერ ვუწოდებთ. ისინი ნერვული სისტემის გაუწონასწორებლობის შედეგად ჩამოყალიბებული ქცევითი დარღვევებია, რომლებიც სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვანაირად ვლინდება.

  • რას შეიძლება ვუწოდოთ მავნე ჩვევა?

  1. ალკოჰოლიზმს;
  2. ნარკომანიას;
  3. თამბაქოს წევას;
  4. შოპინგომანია-ონიომანიას;
  5. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას;
  6. საკვების ჭარბ მიღებას;
  7. ტელედამოკიდებულებას;
  8. ინტერნეტდამოკიდებულებას;
  9. ფრჩხილების კვნეტას;
  10. კანის წვალებას;
  11. ცხვირის თითით წვალებას (რინოტილექსომანია);
  12. სახსრების ტკაცუნს;
  13. ტექნომანიას;
  14. ფანქრის ან კალმის ღრღნას;
  15. ფურთხებას;
  16. უცენზურო სიტყვებით საუბარს;
  17. "პარაზიტი" სიტყვების ხშირ გამოყენებას.

  • ალკოჰოლიზმი

ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევაა, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება ალკოჰოლური სასმელებისადმი პათოლოგიური ლტოლვა, ნეგატიური შედეგების მიუხედავად, ვერ ახერხებს სასმელზე უარის თქმას და ეს ჩვევაც, დროთა განმავლობაში, სერიოზულ დაავადებად - ალკოჰოლიზმად ყალიბდება.

  • ნარკომანია

ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენების შედეგად ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებაა. სხვადასხვა ნარკოტიკი სხვადასხვანაირ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას აყალიბებს. ერთთათვის დამახასიათებელია სუსტი ფიზიკური, მაგრამ ძლიერი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, მეორეთათვის - ძლიერი ფიზიკური დამოკიდებულება შედარებით სუსტი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ფონზე, უმეტესობა კი ერთდროულად იწვევს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ დამოკიდებულებას.

  • თამბაქოს წევა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ეს არის მცენარეული წარმოშობის ნედლეულის წვის შედეგად წარმოშობილი კვამლის შესუნთქვა, რის შედეგადაც ნედლეულში არსებული აქტიური ნივთიერებები ფილტვებისა და სასუნთქი გზების მეშვეობით ორგანიზმში ხვდება. ყველაზე ხშირად ეწევიან თამბაქოს, ჰაშიშს, მარიხუანას, ოპიუმს, კრეკს...

  • ონიომანია

იგივე შოპინგომანია, შოპოჰოლიზმი - ფსიქოემოციური მდგომარეობაა, როდესაც ახალი ნივთების შეძენა ადამიანისთვის დასვენებად, გართობად და ცხოვრების აზრად იქცევა. ყველაზე ხშირად იგი იმ ქალებს ემართებათ, რომლებსაც ყურადღების ნაკლებობა, მარტოობა და შინაგანი სიცარიელე ტანჯავთ. ხშირად ონიომანია საყვარელი მამაკაცის დაკარგვით გამოწვეული დეპრესიის დროს ვლინდება. მაღაზიებში სიარულისას შოპოჰოლიკი განიცდის ადრენალინის მოზღვავებას, უჩნდება ძალაუფლების, თავისუფლებისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შესაძლებლობის ილუზია.

  • ლუდომანია

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანი ვერ ახერხებს აზარტულ თამაშებზე უარის თქმას. ასეთივე დამოკიდებულება ახასიათებს კომპიუტერულ თამაშებსაც.

  • უზომო კვება

ასეთ რეაქციას იწვევს დეპრესია, საყვარელი ადამიანის დაკარგვა ან სხვა ემოციური სტრესი, განსაკუთრებით - სიმსუქნისადმი მიდრეკილ პირებში. უზომო კვება ფსიქოლოგიურთან ერთად ფიზიოლოგიური პრობლემაც არის, რადგან სათავეს უდებს ჭარბი კილოგრამების დაგროვებას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას და პათოლოგიური ძვრების მთელ წყებას ორგანიზმში. უკანასკნელ ხანს მრავალმა მეცნიერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ სტრესის დროს საკვების გაძლიერებულ მიღებას გენეტიკური განწყობა განაპირობებს.

  • ტელედამოკიდებულება

ასევე დაგაინტერესებთ
ლუდომანია - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - როგორ ვუმკურნალოთ?
ნერვული ბულიმია - მკურნალობა და სიმპტომები

ყოველი ადამიანი ტელეეკრანთან დღეში საშუალოდ 3 საათს ატარებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს მაჩვენებელი 15-16 საათს აღწევს. მათთვის ტელეგადაცემების ყურება დასვენების საუკეთესო საშუალებაა. საკმარისია, თუნდაც 2-3 დღე ვერ მოახერხონ ტელევიზორის ყურება, რომ ტელედამოკიდებულებს ეწყებათ დისკომფორტი, სისუსტე, აპათია, ცხოვრებით უკმაყოფილების განცდა, შრომის უნარის დაქვეითება, ოჯახური კონფლიქტები, აგრესია და გაღიზიანება ყველასა და ყველაფრის მიმართ.

  • ინტერნეტდამოკიდებულება

დღეს მსოფლიოს მოსახლეობის 10% ინტერნეტდამოკიდებულია. მრავალი მათგანი თვითონაც აცნობიერებს ამას, ბევრი კი სრულიად ვერ აკონტროლებს დროს, რომელსაც ინტერნეტში, უმთავრესად კი სოციალურ ქსელებში ატარებს. აღსანიშნავია, რომ ასეთ ადამიანებს თითქმის ყოველთვის აქვთ სუსტი ან საშუალო სიმძიმის დეპრესიაც. ინტერნეტდამოკიდებულება ყველაზე გვიან დიაგნოსტირებადი ჩვევაა.

  • ფრჩხილების კვნეტა

დღემდე არ არის დადგენილი, რა აიძულებს ადამიანს საკუთარი ფრჩხილების კვნეტას. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს დაძაბულობის გამოხატულებაა, მეორენი ამას სტრესით ხსნიან. ცნობილია, რომ ბევრი ფრჩხილებს მოსადუნებლად იკვნეტს, ბევრი ამას ფიქრის დროს აკეთებს, ბევრი კი ნერვიულობისას. არსებობს თეორია, რომელიც ამ ჩვევას საკუთარი თავისადმი აგრესიად მიიჩნევს, ერთგვარ პროტესტის ფორმად, როდესაც ადამიანი საკუთარი თავით უკმაყოფილებას ასე გამოხატავს. ბევრი სპეციალისტი ფრჩხილების კვნეტას ისეთი რიტუალური ქმედებების გვერდით მიუჩენს ადგილს, როგორიცაა თითზე საკუთარი თმის დახვევა და საყელოს მუდმივი სწორება.

  • კანის წვალება

ყველაზე ხშირად იწვალებენ სახის, თავისა და თითების კანს. ამ ჩვევის უკან შესაძლოა იმალებოდეს ნევროზი, როდესაც ადამიანს სულიერი ტკივილის დროს უჩნდება ფიზიკური ტკივილის განცდის მოთხოვნილება, რადგან ფიზიკური ტკივილი დროებით ფარავს სულიერს და ამით ერთგვარი შვება მოაქვს. იგივე ნევროზი აიძულებს ადამიანს, გამუდმებით ამოძრაოს ხელის მტევნები. ყალიბდება ერთგვარი ნერვების დამამშვიდებელი რიტუალი. არცთუ იშვათად კანის წვალება გამოწვეულია იდეალური სახის ქონის სურვილით. ამ შემთხვევაში კანზე გაჩენილი მცირე დეფექტიც კი შესაძლოა ძლიერი ემოციური აშლილობის მიზეზად იქცეს. კანის გამუდმებული წვალება შესაძლოა ფსიქოსომატიკის დარღვევის გამოვლინებაც იყოს, როდესაც ადამიანს ხელის ამგვარი მოძრაობები აკვიატებულ ქმედებად აქვს ქცეული.

  • რინოტილექსომანია

ცხვირის თითებით ხანგრძლივი ჩიჩქნა ხშირად ფსიქოლოგიური პრობლემაა, ზოგჯერ - ფსიქიატრიულიც კი. იგი უმეტესად ბავშვებში გვხვდება და ყურადღების მოშლისა და ჰიპერაქტივობის გამომხატველი ნიშანია. ეს სიმპტომი ზოგჯერ გენეტიკურ დაავადებაზეც მიანიშნებს. ეს არის სმიტ-მაგენისის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს არ გააჩნია მე-17 ქრომოსომის მოზრდილი უბანი.

  • სახსრების ტკაცუნი

ბოლო დროს საკმაოდ იმატა საკუთარ სახსრებზე მუსიკალური "ნაწარმოებების" შემსრულებელთა რიცხვმა. მათი უმეტესობა ინსტრუმენტად ხელის თითების სახსრებს ირჩევს. ეს გატაცება ბავშვობაში იწყება და ხშირად მთელი ცხოვრება მიჰყვება ადამიანს. დიდი სურვილის მიუხედავად, ბევრი მისგან თავის დაღწევას ვეღარ ახერხებს. ამ ჩვევის ყველაზე ნეგატიური შედეგი ის გახლავთ, რომ დროთა განმავლობაში ხშირი ტკაცუნი სახსრებს აზიანებს, უკარგავს ნორმალურად მოძრაობის უნარს. ამასთან, იმატებს მათი ართროზით დაზიანების რისკი. სახსრების ტკაცუნს მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის წყალობით თუ გადაეჩვევით; მისი წამალი არ არსებობს.

  • ტექნომანია

ეს ტელეფონის, კომპიუტერის, ტელევიზორისა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მუდმივი განახლებისა და ცვლის დაუოკებელი სურვილია. ტექნომანები ცხოვრების არსს დახვეწილი ტექნიკური მოწყობილობების უახლესი მოდელების შეძენაში ხედავენ, იმ საბაბით, რომ ახალ მოდელს უკეთესი დიზაინი და ფუნქციები აქვს. ამგვარი დამოკიდებულება დღესდღეობით უკვე მიიჩნევა დაავადებად, რომელიც ხშირად დეპრესიასა და ნერვულ აშლილობას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭირო თანხის უქონლობის გამო ან სხვა მიზეზით ადამიანი ვეღარ ახერხებს სასურველი ნივთის შეძენას.

  • ყველაზე უვნებელი მავნე ჩვევები

ასეთია ფანქრის ან კალმის ღრღნა, უცენზურო სიტყვებით საუბარი და "პარაზიტი" სიტყვების ხშირი გამოყენება.

კომენტარები (2)
ელზა კოპალიანი
ტექნომანია მაწუხებს. ვერ ვიტან გამორთულ ინტერნეტს, კომპიუტერს,ტელეფონი ხომ სუსტი წერტილია საერთოდ და რა გავაკეთო საყდრისში ვიცხოვრო თუ გამოქვაბულში? ტექნო ბუმი რას ქვია? შავი პარასკევი? მადლობა წინასწარ პასუხისთვის.
თარიღი : 28-10-2024
Lana
Mec maqvs erti sashineli chveva dz meshinia,verafrit vanebeb tavs,sagamoobit ertidaigive ragacas cxrajel vamowmeb,rogor moverio am chvevas?
თარიღი : 22-01-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ქრონიკული ვენური დაავადება - რეკომენდაციები ცხელი სეზონისთვის
ქრონიკული ვენური დაავადება - რეკომენდაციები ცხელი სეზონისთვის
გაზაფხულ - ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ქრონიკული ვენური დაავადების გამოვლინებები, როგორიცაა ქვედა კიდურებში სიმძიმე, დისკომფორტი, შეშუპების შეგრძნება, წვა, სიმხურვალე იზრდება.
სრულად
რატომ გვტკივა თავი  იასამანის, ჟასმინის და შროშანის სურნელისგან
რატომ გვტკივა თავი იასამანის, ჟასმინის და შროშანის სურნელისგან
როგორ მოქმედებს ძლიერი სუნი ჩვენს ტვინზე.
სრულად
შემუშავებულია ართრიტის ექსპრეს დიაგნოსტიკის მეთოდი. დიაგნოსტიკის პასუხი შესაძლებელია 10 წუთში იყოს
შემუშავებულია ართრიტის ექსპრეს დიაგნოსტიკის მეთოდი. დიაგნოსტიკის პასუხი შესაძლებელია 10 წუთში იყოს
Small: შეიქმნა ართრიტის 10 წუთში ექსპრეს დიაგნოსტიკის ტექნოლოგია.
სრულად
როგორ გვეხმარება სახლის დალაგება ინსულტის თავიდან აცილებაში
როგორ გვეხმარება სახლის დალაგება ინსულტის თავიდან აცილებაში
სახლის დალაგება ხელს შეუწყობს ინსულტის თავიდან აცილებას.
სრულად
XXI საუკუნის მედიცინის უდიდესი მიღწევა: პერსონალიზებული მედიცინა
XXI საუკუნის მედიცინის უდიდესი მიღწევა: პერსონალიზებული მედიცინა
XXI საუკუნის მედიცინა საოცარი ტემპით ვითარდება და უამრავ მნიშვნელოვან მიღწევას გვთავაზობს.
სრულად
შეიქმნა მენინგიტისა და პოლიომიელიტის პათოგენების საწინააღმდეგო სამკურნალო „კოქტეილი“
შეიქმნა მენინგიტისა და პოლიომიელიტის პათოგენების საწინააღმდეგო სამკურნალო „კოქტეილი“
CMLS: ანტივირუსული პრეპარატების კომბინაცია ბლოკავს ენტეროვირუსების რეპლიკაციას.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მავნე ჩვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები