/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პირველი დახმარება

უეცარმა დამწვრობამ ან ელექტროტავმამ შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს, როგორ მოვიქცეთ? - პირველადი დახმარების წესები

უეცარმა დამწვრობამ ან ელექტროტავმამ შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს, როგორ მოვიქცეთ? - პირველადი დახმარების წესები
დამწვრობისას პირველი დახმარების წესების გაცნობამდე თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა ფართობს მოიცავს ესა თუ ის დამწვრობა, რა სიღრმისაა და რომელი ორგანოები ზიანდება ამ დროს.

ალით დამწვრობა

დამწვარი ფართობი ხშირად დიდია. სიღრმით უმეტესად მეორე ხარისხის დამწვრობას შეესაბამება. შესაძლოა, დაზიანდეს მხედველობის ორგანოები და ზედა სასუნთქი გზები.

ცხელი სითხე

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დამწვრობის ფართობი მცირეა, მაგრამ პროცესი ღრმად ვრცელდება. უმეტესად შეესაბამება მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობას.

ორთქლი

დამწვრობა დიდ ფართობს მოიცავს, მაგრამ არცთუ ღრმაა. ხშირად ზიანდება სასუნთქი გზები.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მაწუხებს მენჯის სახსარი შიგნითა მხრიდან ტიტქოს ნაწლავია, რა შეიძლება იყოს ან რის ექიმს მიმვართო,წვის და ჩხვლეტის შეგრძნება</p>

გავარვარებული საგნები

დამწვრობის ფართობი საგნის ზომას იმეორებს, აქვს მკვეთრი საზღვარი და საკმაო სიღრმე, ხშირად შეესაბამება მეორე-მეოთხე ხარისხის დამწვრობას.

მჟავა

დამწვრობა ღრმა არ არის, რაც მჟავას მაკოაგულირებელ ეფექტს უკავშირდება. ორგანიზმის ცილასთან მჟავას ურთიერთქმედების დროს წარმოიქმნება ქერქი, რომელიც ხელს უშლის მჟავას უფრო ღრმა ფენებში გავრცელებას.

ტუტე

ორგანიზმში ღრმად აღწევს, რადგან დამცავი ქერქი ტუტით დამწვრობის დროს არ წარმოიქმნება. პირველი დახმარების მთავარი მიზანი დამაზიანებელი ფაქტორის მოცილებაა. თერმული დამწვრობის დროს ადამიანი უნდა მოაცილოთ დაზიანების წყაროს და თუ კანის მთლიანობა დარღვეული არ არის, დამწვარი ადგილი 15-20 წუთით შეუშვიროთ ცივ გამდინარე წყალს (აქტუალურია დამწვრობიდან 2 საათის განმავლობაში).

ქიმიური დამწვრობის დროს საჭიროა კანის ჩამობანა, რათა აქტიური ნივთიერება განეიტრალდეს. ამ ეტაპზე არ შეიძლება ცხიმოვანი მალამოსა და სხვა ცხიმშემცველი პროდუქტების გამოყენება. არ არის რეკომენდებული დამწვარი ტანსაცმლის ფრაგმენტების მოცილება - ამას შესაძლოა დიდ ფართობზე კანის აცლა ან სისხლდენა მოჰყვეს, შედეგად კი - ჭრილობის ინფიცირებაც. დაშავებული შემდგომი დახმარებისთვის აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ საავადმყოფოში.

პირველი დახმარების დროს დაშვებული შეცდომები

  • თანდართული ტრავმის სიმძიმის შეუფასებლობა

 

  • დაშავებულის ტრანსპორტირებამდე უნდა შემოწმდეს სასუნთქი გზების გამავლობა, მოტეხილობისა თუ ამოვარდნილობის არსებობა-არარსებობა. არ შეიძლება დამოუკიდებლად მალამოსა თუ სხვა პრეპარატის მიცემა - ამან შესაძლოა მდგომარეობა დაამძიმოს. ადეკვატური გაუტკივარების ან სახვევი მასალის უქონლობისას არ შეიძლება დამწვარი ადგილის თვითნებური გაწმენდა. ჭრილობა სწორად უნდა იყოს შეხვეული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეშუპება გაძლიერდება და დაშავებულის მდგომარეობა დამძიმდება. ლახტი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაედოს - ის ამძიმებს დამწვრობითი დაავადების მიმდინარეობას, რამაც შესაძლოა კიდურის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს.

ელექტროტრავმა

ელექტროტრავმის დროს ადამიანი დენის წყაროს უნდა მოაცილოთ ხის საგნის (ხე შეღებილი არ უნდა იყოს), მისივე ტანსაცმლის (თუ ის სველი არ არის) ან რეზინის მილის დახმარებით, მაგრამ მანამდე უნდა დარწმუნდეთ საკუთარ უსაფრთხოებაში. თუ შესაძლებელია, გათიშეთ კონტაქტები.

თუ დაშავებული გონზეა, შეიძლება მივცეთ ასპირინი ან 50 წვეთი კორვალოლი. გონების დაკარგვის შემთხვევაში, თუ გული მუშაობს და სუნთქვაც შენარჩუნებულია, დაშავებული გვერდზე უნდა დააწვინოთ და შეუხსნათ ტანსაცმელი. გულის გაჩერების ან სუნთქვის შეწყვეტის დროს უნდა ჩატარდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, ხელოვნური სუნთქვა, გულის დახურული მასაჟი.

ყველა, ვინც ელექტროტრავმა მიიღო, აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში - საქმე ის არის, რომ პირველი ხარისხის ელექტროტრავმის დროსაც კი არსებობს მოგვიანებითი არითმიის განვითარების რისკი. ხშირად ის ტრავმიდან პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვითარდება.

ადგილობრივი ტრავმის დროს პაციენტს უნდა მიეცეს ტკივილგამაყუჩებელი, ხოლო ჭრილობა სტერილური ნახვევით დაიფაროს.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარები (2)
...
კარგი რეკლამაა ჰელსიერისთვის
თარიღი : 31-01-2021
თენგო
ეს რჩევებია თუ ჰელსიერის რეკლამა?
თარიღი : 31-01-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა თამბაქოს მოწევას თავს ანებებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა თამბაქოს მოწევას თავს ანებებ

სიგარეტისთვის თავის დანებება რთულია, მაგრამ თუ წარმატებას მიაღწევ, მაშინ წარმოდგენა არ გაქვს, რა ცვლილებები მოხდება შენს სხეულში. ნებისმიერი დრო სიგარეტის კვამლის გარეშე, ფილტვებს საშუალებას აძლევს მიიღოს სუფთა ჰაერი, რაც მისთვის აუცილებელია დაზიანებული ქსოვილების აღსადგენად. თეორიულად, რაც უფრო ადრე მიატოვებს ადამიანი მოწევას, მით უფრო მეტი დრო აქვს სხეულს გასაჯანსაღებლად.

სიგარეტის გადაგდების რამდენიმე ნაცადი ხერხი არსებობს: პლასტირი, ნიკოტინის საღეჭი რეზინი, ელექტრო სიგარეტი და სხვა, თუმცა, ეს საშუალებებიც შეიცავს ნიკოტინის გარკვეულ დოზას და ყოველთვის ვერ უმკლავდება ნიკოტინზე დამოკიდებულების პრობლემას. საუკეთესო და ყველაზე ჯანსაღი საშუალება "ჰელსიერის" ჰითსები გახლავთ.

თუ მოწევის მოთხოვნილება ძალიან ძლიერია, შეგიძლიათ გამოიყენოთ თამბაქოს ბიოლოგიური შემცვლელი - "ჰელსიერი".

სიგარეტის ჯანსაღი ალტერნატივა. თამბაქოსგან განსხვავებით, ის არ შეიცავს ნიკოტინს, კუპრს და სხვა, ორგანიზმისთვის მავნე ტოქსიკურ ნივთიერებებს, რაც თამბაქოს წვის დროს გამოიყოფა. ჰელსიერის მოკლე ჰითსტიკი იდება სპეციალურ გამაცხელებელ გაჯეტში, რომლის საშუალებითაც ხდება მისი გაცხელება.

გაცხელების შედეგად გამოიყოფა ორთქლი. ჰელსიერი ყველაზე ეფექტური საშუალებაა მავნე ჩვევისაგან გასათავისუფლებლად.

ის არ აყენებს უსიამოვნო სუნს და არ გამოყოფს კვამლს. ჰელსიერი არის ხუთი არომატით: თამბაქოს, მოცვის, ციტრუსის, ყავის და მენთოლის.

mkurnali.ge

გაინტერესებთ, რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ სიგარეტს "ჰელსიერით" ჩაანაცვლებთ?

20 წუთი

ადამიანის სხეული საოცარი რამაა. ბოლო სიგარეტიდან სულ რაღაც 20 წუთის შემდეგ, იგი იწყებს რეგენერაციის პროცესს. გულისცემა და არტერიული წნევა სტაბილურდება, მათზე ნიკოტინის ზემოქმედების მოხსნის შემდეგ.

8 საათი

ეს არის გამოცდის დრო, როდესაც მწეველთა უმეტესობა ვერ უძლებს ცდუნებას და კვლავ უბრუნდება სიგარეტს. სისხლი იწმინდება ნიკოტინისგან და ძლიერდება ახალი დოზის მიღების სურვილი. ამ პერიოდში ძალიან გინდება მოწევა. "ლომკის" დაძლევა ადვილია, თუ გადახვალთ "ჰელსიერზე".

mkurnali.ge

ერთი დღე

შფოთის და დაძაბულობის პიკი. სტრესის შეგრძნება, რომელიც სინამდვილეში თამბაქოს მოწევის სურვილითაა განპირობებული.

2-3 დღე

თუ ამ პერიოდში არ მოგიწევიათ სიგარეტი, მაშინ განიცდით ახალ გრძნობასთან ადაპტაციის პერიოდს.

mkurnali.ge

1 კვირა

სავსებით ნორმალურია მუდმივად სიგარეტის მოწევაზე ფიქრი - ახლა, ეს მხოლოდ ფიქრებია, გაქრა ფიზიკური ლტოლვა ნიკოტინის მიმართ. ორგანიზმი შეეჩვია თამბაქოს ბიოლოგიურ შემცვლელს. ამ პერიოდში ბევრ მწეველს აქვს ხველა, მაგრამ ეს ნორმალურია - ასე ცდილობენ ფილტვები გაწმენდას.

2 კვირა

სისხლის მიმოქცევა, განსაკუთრებით ღრძილებში, ნორმალიზდება და ხდება ისეთივე, როგორც არამწეველებში.

1 თვე

ამ დროს უნდა შემცირდეს სიბრაზე, შფოთვა, უძილობა და მსუბუქი დეპრესია. თუ ამ დრომდე არ მოგიწევიათ თამბაქო, - გილოცავთ, ალბათობა რომ ისევ აიღოთ სიგარეტი ხელში, ძალიან მცირეა.

mkurnali.ge

2 თვე

გულის შეტევის რისკი იკლებს. გაუმჯობესდა ფილტვის ფუნქცია, რაც გაგიმარტივებთ კიბეებზე ასვლას და არ დაიღლებით ადვილად ფიზიკური აქტივობისას.

3 თვე

დიდ მანძილზე სიარული არ შეგაშინებთ და აღარ ახველებთ.

6 თვე

სუნთქვის უკმარისობა და დაღლილობა წარსულს ჩაბარდა. ალვეოლური ტომრები და პატარა თმები (წამწამები), რომლებიც ფარავს ფილტვებს, გამოჯანმრთელდა.

1 წელი

ყოფილ მწეველებს 50% -ით ნაკლები ალბათობით ემართებათ ინფარქტი, გულის დაავადება, ან ინსულტი.

5 წელი

დიაბეტი არის დაავადება, რომლის განვითარება გამოცდილ მწეველებს შეუძლიათ. მაგრამ ხუთი წლის განმავლობაში სიგარეტზე უარის თქმა ამცირებს დიაბეტის რისკს.

5-10 წელი

საოცარია! ინსულტის რისკი ახლა იგივეა, რაც არამწეველის შემთხვევაში. კვამლი სისხლს ასქელებს და ორგანიზმში რთულად მოძრაობს, ამიტომ მწეველებს გულის შეტევით გარდაცვალების ძალიან მაღალი შანსი აქვთ.

10 წელი და მეტი

ფილტვის კიბო არის მწეველთა სიკვდილის ძირითადი მიზეზი. მაგრამ ახლა, ყოფილ მწეველს აქვს ფილტვის კიბოს რისკის ნახევარი, გარდა ამისა, შემცირებულია სხვა ტიპის კიბოს, განსაკუთრებით პანკრეასის განვითარების რისკი.

"ჰელსიერის" შეძენა შესაძლებელია "სპარის" მაღაზიათა ქსელში, ან პირდაპირი შეკვეთის გზით, "ჰელსიერის" ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

mkurnali.ge