დასახელდა დაავადებები, რომლებითაც ადამიანი შეიძლება ზღარბისგან დაინფიცირდეს

ზღარბისაგან ადამიანი შეიძლება დაავადდეს სულ მცირე ხუთი დაავადებით. მათ შორისაა:
- ცოფი,
- ლეპტოსპიროზი,
- პარაზიტები,
- სალმონელოზი,
- ტეტანუსი.
ნაკაწრები და ნაკბენები შეიძლება იყოს განსაკუთრებით სარისკო.
ცოფი განსაკუთრებით საშიში ინფექციაა. აბსოლუტურად ყველა ძუძუმწოვარს შეუძლია ცოფის გავრცელება, ზღარბი კი ამ ინფექციის საკმაოდ გავრცელებული მატარებელია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
იმისათვის, რომ ადამიანი ცოფით დაინფიცირდეს, საჭიროა უშუალო კონტაქტი ავადმყოფი ცხოველის ნერწყვთან. ცოფით დასნებოვნება ხდება როდესაც კანის მთლიანობა დარღვეულია და მასზე მოხვდება დაავადებული ცხოველის ნერწყვი (მასში არის ცოფის გამომწვევი ვირუსი).
ზღარბისგან შეიძლება ადამიანი დასნებოვნდეს ლეპტოსპიროზით ან ვეილის დაავადებით.
ლეპტოსპიროზის დროს აღინიშნება გამოხატული ინფექციური ინტოქსიკაცია, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ხდება კუნთოვანი ქსოვილის რღვევა და ვითარდება თირკმლის უკმარისობა.
ინფექცია ადამიანზე გადადის ავადმყოფი ცხოველების შარდთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით ან გარემოში დაბინძურებული საგნებით. შესაძლებელია კბენის საშუალებითაც. ინფექციის კარიბჭე ორგანიზმში შეიძლება იყოს კანი, თვალების ლორწოვანი გარსი, ცხვირი, პირი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.
სალმონელოზი კიდევ ერთი დაავადებაა, რომელიც შეიძლება ძუძუმწოვრებისგან გადაეცეს ადამიანს. მას ახასიათებს მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება, ცხელება და მძიმე ინტოქსიკაცია.
სალმონელოზი კლასიკური "ბინძური ხელების დაავადებაა" და შეიძლება ადამიანი დასნებოვნდეს ინფიცირებულ ცხოველთან მჭიდრო კონტაქტით. ზღარბის ნაკბენისას, ასევე არსებობს ტეტანუსის განვითარების რისკი. პათოგენების ფართო სპექტრი შეიძლება შევიდეს ჭრილობაში ბასრი კბილების საშუალებით. და მათ შორის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ტეტანუსის გამომწვევი აგენტი, ტეტანუსის ბაცილა (Clostridium tetani), რომელიც გამოიმუშავებს ბაქტერიულ ტოქსინს, რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
ასევე შეიძლება ზღარბის ნაკბენისას, განვითარდეს პარაზიტული დაავადებები. ზღარბებს ჰელმინთების სამი ათეული სახეობა აქვთ, რომლებითაც შეუძლიათ ადამიანების დაინფიცირება.
შესაძლო ინფექციის თავიდან ასაცილებლად, უნდა შეამციროთ მასთან კონტაქტი მინიმუმამდე და განსაკუთრებით არ შეეხოთ ხელით.
მაიმუნის ყვავილი შეიძლებაგახდესმთავარიგლობალურისაფრთხე
სურეის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსმა, შეიძლება სერიოზულ საფრთხე შეუქმნას გლობალურ ჯანმრთელობას. ვირუსი, რომელიც ადრე ძირითადად ცხოველებიდან ადამიანზე გადადიოდა, ახლა გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Medicine.
ინფექციას თან ახლავს მაღალი ცხელება, შეშუპებული და მტკივნეული ლიმფური კვანძები და გამონაყარი და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები.
მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნის ყვავილი ადრე ძირითადად ცენტრალურ აფრიკაში იყო გავრცელებული, 2022 წლიდან ვირუსი გავრცელდა მთელ მსოფლიოში და გამოიწვია ახალი აფეთქებები.
ინფექცია ამჟამად ძირითადად მოზრდილებშია, მაგრამ მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ის შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ბავშვებში, რომლებსაც გართულებების განვითარების დიდი რისკი აქვთ.
ვირუსოლოგ კარლოს მალუკერ დე მოტესის თქმით, ვირუსის გავრცელების ბუნება შეიცვალა: „უახლესი ეპიდემიები აჩვენებს, რომ ვირუსი ახლა ძირითადად მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით გადადის. ეს იწვევს ინფექციის უფრო გრძელ ჯაჭვებს და გახანგრძლივებულ ეპიდემიებს“.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელება, რომელიც ცნობილია როგორც IIb, დაემთხვა შემთხვევების ზრდას. თუმცა, ახლა სხვა შტამებიც აქტიურდებიან, მათ შორის შტამი I, რომელიც უფრო აგრესიულად ითვლება. ვირუსები განიცდიან გენეტიკურ მუტაციებს, რაც მათ ეხმარება უკეთ მოერგოს ადამიანის სხეულს.
"მაიმუნის ყვავილის ვირუსზე კონტროლი გლობალური პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ცოტა სადიაგნოსტიკო საშუალება და კიდევ უფრო ნაკლები ეფექტური წამალი. სასწრაფოდ გვჭირდება ახალი ტესტირების მეთოდები და წამლების ადგილობრივი წარმოება, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი ეპიდემიების წინაშე აღმოვჩნდებით", - დასძინა მალუკერ დე მოტესმა.
მაიმუნის ყვავილის სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, რადგან მას აქვს ბუნებრივი რეზერვუარები ცხოველებში. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუ გადაუდებელი ზომები არ იქნება მიღებული, როგორიცაა ტესტირებასა და ახალი წამლების შემუშავებაში ინვესტიცია, ვირუსი კვლავ გავრცელდება, რაც საფრთხეს შეუქმნის გლობალურ ჯანმრთელობას.