/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რატომ ტირის ბავშვი? რა უნდა იცოდეთ ახალბედა მშობლებმა ჩვილთა კოლიკაზე

მშობლისთვის შვილზე ზრუნვა მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი ერთობ სასიამოვნო მოლოდინებითა და ემოციებით არის დატვირთული. პირველი გულისცემა, პირველი ექოსკოპია – ყველაფერი იმის მაუწყებელია, რომ ცხოვრება მალე რადიკალურად შეიცვლება. ყოველი ფეხის დარტყმა – ეს არა მარტო ბავშვის პირველი მოძრაობებია, არამედ დიალოგის დასაწყისი, უხმოდ გაცვლილი სიყვარული. შემდეგ დაბადება, პირველი ტირილით სამყაროსთან მისალმება და ამ მომენტიდან იწყება ახალი თავი – სავსე სიყვარულით, შფოთვით, გაუთავებელი კითხვებითა და პასუხების ძიებით.

მშობლებს ახალშობილებთან ერთად არაერთ პრობლემასთან გამკლავება უწევთ. ჩვილი ტირილით გამოხატავს ყველა სახის დისკომფორტს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ექმნება, როგორიცაა შიმშილი, დაღლილობა, გამოსაცვლელი საფენი და ა.შ. ზოგჯერ ის დაკავშირებულია სხვადასხვა დაავადებასთანაც. როცა ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, ჯანმრთელობის პრობლემაც გამორიცხულია, ბავშვი კი მაინც ტირის – დღეში 3 საათზე მეტს, კვირაში 3 დღეზე მეტს და 3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ მდგომარეობის მიზეზი ჩვილთა კოლიკა და ნაწლავში დაგროვილი აირებია.

ჩვილთა კოლიკა – ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი გამოცდილებაა როგორც ახალშობილისთვის, ისე მისი მშობლებისთვისაც. ეს მდგომარეობა, რომელიც ნაწლავებში დაგროვილი აირებით იწვევს მტკივნეულ სპაზმებს, ყველაზე ხშირად სიცოცხლის პირველივე კვირებში ვლინდება.

რა შეიძლება იყოს ახალშობილთა კოლიკის ძირითადი მიზეზები და როგორ ვმართოთ ჩვილთა კოლიკა?

ჩვილთა კოლიკის ეპიზოდები, როგორც წესი, დღის მეორე ნახევარში ვლინდება და აწუხებს როგორც ძუძუთი, ისე ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებს. ასეთ დროს ბავშვი მოულოდნელად იწყებს ტირილს, შეკრული მუშტები, თაღოვანი ზურგი, გაზების გამოყოფა, შებერილი და დაჭიმული მუცელი, სიწითლე და მტკივნეული მიმიკები სახეზე, მუცელთან მიტანილი მუხლები – ეს ის სიმპტომებია, რომელთა არსებობაც ჩვილთა კოლიკაზე მიგვანიშნებს. ახალშობილთა კოლიკის გამომწვევი მიზეზებია: კვების არასწორი ტექნიკა, არასაკმარისი ან ჭარბი კვება და ამოქარვების არაეფექტური ხელშეწყობა, ძროხის რძის ცილის აუტანლობა, ლაქტოზის აუტანლობა, უმწიფარი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, დისბიოზი (ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის დარღვევა).

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

იმისათვის, რომ ახალშობილმა უცხო სამყაროსთან ადაპტაცია მინიმალური დისკომფორტით შეძლოს, აუცილებელია ჩვილთა კოლიკის დროული და კომპლექსური მართვა. არსებობს რამდენიმე პრაქტიკული მეთოდი, რაც მშობლებს კოლიკის მართვაში ეხმარება: თბილი აბაზანა, მუცლის წრიული მასაჟი, მსუბუქი რწევითი მოძრაობები, საწოვარა, სითბო მუცელზე. ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება: მშობლების მხარდაჭერა და განათლება, კვების რეჟიმის და ტექნიკის გადასინჯვა და დარეგულირება, ჩვილის დამშვიდება, გარემო გამღიზიანებლების შემცირება.

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევის მიუხედავად, კოლიკის სიმპტომები ძლიერდება და დღითიდღე იმატებს, შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტოზური ჩარევა. ჩვილთა კოლიკის დროს, პედიატრების მხრიდან, ხშირად ინიშნება პრობიოტიკები და სინბიოტიკები, რომლებიც ახალშობილის უმწიფარ ნაწლავურ მიკრობიოტას აბალანსებს და ასევე აირების დაგროვების საწინააღმდეგო საშუალებები.

ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატებიდან მშობლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი და ეფექტური საშუალებაა დიალაკი წვეთების სახით, რომელიც სწრაფად ხსნის ჩვილთა კოლიკას და მეტეორიზმს ბავშვებში. დიალაკის სავაჭრო ლიცენზიისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელია GM PHARMA, ერთადერთი საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია საქართველოდან.

dialakis-wvetebi-1745564822.jpg

დიალაკი თეთრი ან მოთეთრო ფერის ემულსიაა, რომელიც მოთავსებულია 30 მლ მოცულობის ქარვისფერი მინის ფლაკონში, პლასტმასის თავსახურით და საწვეთურით. ემულსიის 1 მლ, აქტიური სუბსტანციის სახით, 40 მგ სიმეტიკონს შეიცავს. სიმეტიკონი შლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილ აირებს და ამით მნიშვნელოვნად ამცირებს მუცლის შებერილობას და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს. სიმეტიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შესაბამისად არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, წამალთაშორის ურთიერთქმედებას, გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი პროფილით და შესაძლებელია მისი გამოყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. დიალაკს ბანანის სასიამოვნო გემო აქვს, რაც დამატებითი უპირატესობაა და პატარებისთვის მისი მიღება სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნოცაა.

მუცლის შებერილობა არ არის მხოლოდ ახალშობილთა პრობლემა და ხშირია სხვადასხვა ასაკის ბავშვებში, რაც ძირითადად უკავშირდება კვების რეჟიმსა და საჭმლის მონელების პრობლემებს. დიალაკის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი მიღების წესი და დოზირება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.

დიალაკის ფლაკონი გამოყენებამდე კარგად უნდა შევანჯღრიოთ და წვეთების ზუსტად დოზირებისთვის უნდა დავიჭიროთ ვერტიკალურად, თავით ქვემოთ.

  • ახალშობილები და ჩვილები: 25 წვეთი (1 მლ) ყოველი კვების დროს
  • 1-6 წლის ბავშვები: 25 წვეთი (1მლ) 3-5 ჯერ დღე-ღამეში
  • 6-14 წლის ბავშვები: 25-50 წვეთი (1-2 მლ) 3-5 ჯერ დღე-ღამეში
  • 14 წლის ზემოთ: 50 წვეთი (2 მლ) 3-5 ჯერ დღე-ღამეში

დიალაკის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად ან კვების შემდეგ; საჭიროებისას – ძილის წინ.

დიალაკი ინახება ოთახის ტემპერატურაზე და ვარგისია გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

R

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა შედეგებს მოიტანს გეგმიურ აცრებზე უარის თქმა

გეგმიურ აცრებზე უარის თქმა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება სერიოზულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას.
სრულად
როგორ აუმჯობესებენ შინაური ცხოველები პატრონების ცხოვრების ხარისხს

შინაურ ცხოველებს შეუძლიათ გააუმჯობესონ თავიანთი მფლობელების ცხოვრების
სრულად
CDC: აშშ-ში წითელას შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

გასულ კვირაში ინფიცირების 66 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სრულად
რომელი ვიტამინების და მინერალების შეწოვას უშლის ხელს კოფეინი?

კოფეინი არის მსუბუქი სტიმულატორი. კოფეინს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზე, თუ მას ზომიერად არ მივიღებთ.
სრულად
მეორე მსოფლიო ომის რამდენი მონაწილე მიიღებს სახელმწიფოსგან 2000-ლარიან დახმარებას?

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 მაისის N731 განკარგულების თანახმად,
სრულად
რომელ ასაკში უარესდება ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი

65 წლის შემდეგ, როგორც ნავარჯიშევ, ასევე ადინამიურ ადამიანებში იწყება სხეულის დაბერების პროცესები.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ ტირის ბავშვი? რა უნდა იცოდეთ ახალბედა მშობლებმა ჩვილთა კოლიკაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები