/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
საქართველოში "ძუძუს ჯანმრთელობის" დღე აღინიშნა. 15 ოქტომბერს თბილისში "ევროპა დონას" - ევროპის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის - ორგანიზებით ძუძუს ჯანმრთელობის დღე აღინიშნა.

ეს დღე ყოველწლიურად მსოფლიოს 44 ქვეყანაში აღინიშნება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით კინოთეატრ "ამირანში" საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიების მიზანი გახლდათ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაემახვილებინა ყურადღება ძუძუს კიბოს პრობლემაზე.

ღონისძიების ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ უნდა გაუმჯობესდეს ცოდნა ძუძუს კიბოს შესახებ, მოხდეს კიბოს ადრეული აღმოჩენა მამოგრაფიული სკრინინგის საშუალებით, მისი ოპტიმალური მკურნალობა და მოვლა. გარდა ამისა, ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა, საზოგადოებისთვის შეეხსენებინა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ჯანსაღი კვებითა და მამოგრაფიული სკრინინგით ამ პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია.

დიეტის დროს არასრულფასოვანი ღამის ძილი ცხიმის წვას უშლის ხელს

თურმე ძილის დეფიციტი ნებისმიერი დიეტის ეფექტურობას ამცირებს. როცა დიეტაზე მყოფ ადამიანს ღამით კარგად სძინავს, იმდენივეს იკლებს, რამდენსაც ძილის დეფიციტის შემთხვევაში, მაგრამ როცა ძილი სრულფასოვანია, მაშინ ცხიმოვანი ქსოვილი წონის დანაკარგის ნახევარს შეადგენს, ძილის უკმარისობის შემთხვევაში კი მხოლოდ მეოთხედს.

შემთხვევითი არ არის, რომ გამოუძინებელ ადამიანს შიმშილის შეგრძნება აქვს. უძილობის დროს ადამიანის ორგანიზმში ჭარბად გამომუშავდება ჰორმონი გრელინი, რომელიც ენერგიის დანახარჯს ამცირებს. შედეგად დიეტის ეფექტი 55%-ით იკლებს.

ჩიკაგოს უნივერსიტეტში ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკვლევა ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 35-იდან 40 წლამდე ასაკის ათმა ადამიანმა, რომელთა მასის ინდექსი 25-32-ს შეადგენდა. გამოკვლევის მონაწილეებს დიეტის დაცვა დაავალეს (რაციონის ენერგეტიკული ღირებულება 10%-ით შეუმცირეს), ფიზიკური დატვირთვა კი აუკრძალეს. ამასთანავე, ღამის ძილისთვის მათ თავდაპირველად 8,5 საათი გამოუყვეს, შემდეგ კი 5,5 საათი. სიფხიზლის დროს ისინი საოჯახო ან საოფისე სამუშაოს ასრულებდნენ. ექსპერიმენტის პირველ ფაზაში გამოკვლევის მონაწილეებს საშუალოდ 7 საათი და 25 წუთი ეძინათ, მეორე ფაზაში - 5 საათი და 14 წუთი, ხოლო ყოველდღიურად საშუალოდ 1450 კკალ-ს იღებდნენ. ექსპერიმენტის თითოეულ ფაზაში მათ საშუალოდ 3-3 კილოგრამი დაიკლეს, მაგრამ პირველი ეტაპის დასასრულს ცხიმის დანაკარგი 1,4 კგ-ს შეადგენდა, ხოლო კუნთოვანი მასისა - 1,5 კგ-ს, მაშინ როცა მეორე ეტაპზე მათ დაკარგეს 0,5 კგ ცხიმი და 2,4 კგ კუნთოვანი მასა. ამ პერიოდში ჰორმონ გრელინის საშუალო დონე სისხლში მკვეთრად გაიზარდა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ამ გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მათთვის, ვინც გასახდომად დიეტას იცავს, ძილი მეტად მნიშვნელოვანია.

კაკალი სტრესისადმი გამძლეობას ზრდის

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ კაკალი და მისი ზეთი ორგანიზმს სტრესისადმი გამძლეობას მატებს. კაკალი მდიდარია უჯერი ცხიმებით. ერთ-ერთი მათგანია მჟავა ომეგა 3, რომელიც ამცირებს სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ანუ ცუდი ქოლესტერინის, C რეაქტიული ცილის და ანთების სხვა მარკერების დონეს.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს 22 ჯანმრთელი ადამიანი, რომელთაც ქოლესტერინის დონე მაღალი ჰქონდათ. მათი რაციონი დაყვეს 6-6-კვირიან სამ პერიოდად. პირველ კვირას მოხალისეები ჩვეულებრივ იკვებებოდნენ, მომდევნო კვირებში კი რაციონი ჯერ კაკლითა და მისი ზეთით, მერე კი სელის ზეთით გაუმდიდრეს. მენიუში კაკლის შეტანისას შეამჩნიეს, რომ სტრესულ სიტუაციებში არტერიული წნევა მაღლა აღარ იწევდა.

კვერცხის მიმართ ალერგიის დაძლევა სწორი კვებით არის შესაძლებელი

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ალერგიის გამომწვევი პროდუქტების აკრძალვას ბავშვის ორგანიზმისთვის სარგებლობაზე მეტი ზიანი მოაქვს. კვერცხის მიმართ ალერგია უფრო ხშირად იმ ბავშვებში შეინიშნება, რომელთაც კვერცხს მხოლოდ ერთი წლის ასაკის შემდეგ აძლევენ. მელბურნის უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში ალერეგიის განვითარების ალბათობა 3-5-ჯერ იმატებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ ბავშვის რაციონში მცირე ასაკიდანვე ჩავრთავთ ალერგენულ პროდუქტებს, შეიძლება, ბავშვი ალერგიული დაავადებისგან დავიცვათ. აქამდე ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ ბავშვისთვის კვერცხისა და არაქისის მიცემა 1,5-2 წლამდე არ შეიძლებოდა, ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ პროდუქტების ადრეული გამოყენება ალერგიის განვითარების რისკს ამცირებს.

ბავშვებს, რომლებმაც კვერცხი ერთი წლის შემდეგ - 14-18 თვის ასაკში გასინჯეს, ალერგიის განვითარების 3-ჯერ მეტი ალბათობა აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც კვერცხი 6 თვის ასაკში მისცეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რომელი პროდუქტებიდან უნდა მიიღონ  რძის ნაწარმში შემავალი ნუტრიენტები ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებმა
რომელი პროდუქტებიდან უნდა მიიღონ რძის ნაწარმში შემავალი ნუტრიენტები ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებმა
რძის ნაწარმს მაღალი ნუტრიციული ღირებულება გააჩნია.
სრულად
რატომ სჯობია თხის რძე ძროხისას
რატომ სჯობია თხის რძე ძროხისას
თხის რძე, ისევე როგორც ძროხისა, კაზეინის შემცველია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ შეიცავს ალფა-1S-კაზეინს, რომელიც
სრულად
ცელიაკია
ცელიაკია
ცელიაკია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებაა, რომელიც აღმოცენდება მცენარეულ პროდუქტებში არსებული ცილა გლუტეინის მიღებისას.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მედიცინის სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ეს დღე ყოველწლიურად მსოფლიოს 44 ქვეყანაში აღინიშნება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით კინოთეატრ "ამირანში" საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიების მიზანი გახლდათ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაემახვილებინა ყურადღება ძუძუს კიბოს პრობლემაზე.

ღონისძიების ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ უნდა გაუმჯობესდეს ცოდნა ძუძუს კიბოს შესახებ, მოხდეს კიბოს ადრეული აღმოჩენა მამოგრაფიული სკრინინგის საშუალებით, მისი ოპტიმალური მკურნალობა და მოვლა. გარდა ამისა, ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა, საზოგადოებისთვის შეეხსენებინა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ჯანსაღი კვებითა და მამოგრაფიული სკრინინგით ამ პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია.

დიეტის დროს არასრულფასოვანი ღამის ძილი ცხიმის წვას უშლის ხელს

თურმე ძილის დეფიციტი ნებისმიერი დიეტის ეფექტურობას ამცირებს. როცა დიეტაზე მყოფ ადამიანს ღამით კარგად სძინავს, იმდენივეს იკლებს, რამდენსაც ძილის დეფიციტის შემთხვევაში, მაგრამ როცა ძილი სრულფასოვანია, მაშინ ცხიმოვანი ქსოვილი წონის დანაკარგის ნახევარს შეადგენს, ძილის უკმარისობის შემთხვევაში კი მხოლოდ მეოთხედს.

შემთხვევითი არ არის, რომ გამოუძინებელ ადამიანს შიმშილის შეგრძნება აქვს. უძილობის დროს ადამიანის ორგანიზმში ჭარბად გამომუშავდება ჰორმონი გრელინი, რომელიც ენერგიის დანახარჯს ამცირებს. შედეგად დიეტის ეფექტი 55%-ით იკლებს.

ჩიკაგოს უნივერსიტეტში ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკვლევა ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 35-იდან 40 წლამდე ასაკის ათმა ადამიანმა, რომელთა მასის ინდექსი 25-32-ს შეადგენდა. გამოკვლევის მონაწილეებს დიეტის დაცვა დაავალეს (რაციონის ენერგეტიკული ღირებულება 10%-ით შეუმცირეს), ფიზიკური დატვირთვა კი აუკრძალეს. ამასთანავე, ღამის ძილისთვის მათ თავდაპირველად 8,5 საათი გამოუყვეს, შემდეგ კი 5,5 საათი. სიფხიზლის დროს ისინი საოჯახო ან საოფისე სამუშაოს ასრულებდნენ. ექსპერიმენტის პირველ ფაზაში გამოკვლევის მონაწილეებს საშუალოდ 7 საათი და 25 წუთი ეძინათ, მეორე ფაზაში - 5 საათი და 14 წუთი, ხოლო ყოველდღიურად საშუალოდ 1450 კკალ-ს იღებდნენ. ექსპერიმენტის თითოეულ ფაზაში მათ საშუალოდ 3-3 კილოგრამი დაიკლეს, მაგრამ პირველი ეტაპის დასასრულს ცხიმის დანაკარგი 1,4 კგ-ს შეადგენდა, ხოლო კუნთოვანი მასისა - 1,5 კგ-ს, მაშინ როცა მეორე ეტაპზე მათ დაკარგეს 0,5 კგ ცხიმი და 2,4 კგ კუნთოვანი მასა. ამ პერიოდში ჰორმონ გრელინის საშუალო დონე სისხლში მკვეთრად გაიზარდა.

ამ გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მათთვის, ვინც გასახდომად დიეტას იცავს, ძილი მეტად მნიშვნელოვანია.

კაკალი სტრესისადმი გამძლეობას ზრდის

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ კაკალი და მისი ზეთი ორგანიზმს სტრესისადმი გამძლეობას მატებს. კაკალი მდიდარია უჯერი ცხიმებით. ერთ-ერთი მათგანია მჟავა ომეგა 3, რომელიც ამცირებს სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ანუ ცუდი ქოლესტერინის, C რეაქტიული ცილის და ანთების სხვა მარკერების დონეს.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს 22 ჯანმრთელი ადამიანი, რომელთაც ქოლესტერინის დონე მაღალი ჰქონდათ. მათი რაციონი დაყვეს 6-6-კვირიან სამ პერიოდად. პირველ კვირას მოხალისეები ჩვეულებრივ იკვებებოდნენ, მომდევნო კვირებში კი რაციონი ჯერ კაკლითა და მისი ზეთით, მერე კი სელის ზეთით გაუმდიდრეს. მენიუში კაკლის შეტანისას შეამჩნიეს, რომ სტრესულ სიტუაციებში არტერიული წნევა მაღლა აღარ იწევდა.

კვერცხის მიმართ ალერგიის დაძლევა სწორი კვებით არის შესაძლებელი

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ალერგიის გამომწვევი პროდუქტების აკრძალვას ბავშვის ორგანიზმისთვის სარგებლობაზე მეტი ზიანი მოაქვს. კვერცხის მიმართ ალერგია უფრო ხშირად იმ ბავშვებში შეინიშნება, რომელთაც კვერცხს მხოლოდ ერთი წლის ასაკის შემდეგ აძლევენ. მელბურნის უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში ალერეგიის განვითარების ალბათობა 3-5-ჯერ იმატებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ ბავშვის რაციონში მცირე ასაკიდანვე ჩავრთავთ ალერგენულ პროდუქტებს, შეიძლება, ბავშვი ალერგიული დაავადებისგან დავიცვათ. აქამდე ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ ბავშვისთვის კვერცხისა და არაქისის მიცემა 1,5-2 წლამდე არ შეიძლებოდა, ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ პროდუქტების ადრეული გამოყენება ალერგიის განვითარების რისკს ამცირებს.

ბავშვებს, რომლებმაც კვერცხი ერთი წლის შემდეგ - 14-18 თვის ასაკში გასინჯეს, ალერგიის განვითარების 3-ჯერ მეტი ალბათობა აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც კვერცხი 6 თვის ასაკში მისცეს.


სინათლის იმპულსები პარალიზებულ ადამიანებს ფეხზე დააყენებს

სინათლის იმპულსები ცერებრული დამბლის ან კიდურების დამბლის მქონე ადამიანებს ნორმალური კუნთოვანი აქტივობის აღდგენაში დაეხმარება, - ასეთი დასკვნა გამოიტანეს სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მღრღნელებზე ჩატარებული წარმატებული ექსპერიმენტების შემდეგ: მათ მოცემული ტექნოლოგიის დახმარებით მღრღნელების ფეხის კუნთების გაკონტროლება შეძლეს.

აღნიშნული კვლევები მეცნიერების ახალი მიმართულების - ოპტოგენეტიკის ნაწილს წარმოადგენს. სინათლით გააქტიურებული წყალმცენარეების ფოტოსინთეზის შედეგად მიღებული ცილები მეცნიერებმა ნერვული უჯრედების ჩასართავად და გამოსართავად გამოიყენეს.

გამოკვლევის დროს პირველად იქნა გამოყენებული ტექნიკა პერიფერიულ ნერვულ სისტემასთან მიმართებით, რომელიც ნებელობით მოძრაობებს აკონტროლებს. მკვლევრებმა მღრნელების ორგანიზმში ჩანერგეს გენი, რომელიც წყალცენარეების პროტეინის ChR2-ის კოდირებას ახდენს. ამის შედეგად პროტეინი ნერვული უჯრედების ზედაპირს მიემაგრება.

მეცნიერები სინათლის დიოდებიანი მანჟეტის გამოყენებით ოპტიკურად ასტიმულირებდნენ საჯდომ ნერვს, რომელიც ქვედა კიდურებისაკენ მიემართება და იმავდროულად აქილევსის მყესის შეკუმშვას ზომავდნენ.

უკვე დამტკიცებულია, რომ ელექტრული იმპულსებით კუნთების სტიმულაცია პარალიზებულ ადამიანს სიარულის საშუალებას აძლევს, თუმცა ელექტრული სიგნალები ჯერ დიდ, სწრაფად კუმშვად ნერვულ ბოჭკოებს ააქტიურებს, ხოლო შემდეგ - პატარა, ნელა კუმშვად ბოჭკოებს. ბუნებაში კი ყველაფერი პირიქით არის. ამის გამო ადამიანი არაბუნებრივად, რობოტის მსგავსად დადის, რაც ძალიან დამღლელია.

სინათლის იმპულსი, ელექტროიმპულსისგან განსხვავებით, ბუნებრივი თანამიმდევრობით აღადგენს ნერვების აქტივაციას.

გულისრევა და ღებინება ორსულობის კეთილსაიმედო მიმდინარეობის ნიშანია

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორსულობის ადრეულ ვადაზე გულისრევა და ღებინება მუცლის მოშლის დაბალი რისკის ნიშანია.

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში მეცნიერები ადრეული ეტაპიდანვე აკვირდებოდნენ 2407 ქალის ორსულობის მიმდინარეობას. ქალების 89%-ს დილაობით გულისრევა აწუხებდა, ხოლო 53%-ს ღებინებაც აღენიშნებოდა. ქალების 11%-ს ორსულობის მე-20 კვირას მუცელი მოეშალა.

მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ იმ ქალებს შორის, რომლებიც გულისრევას არ უჩიოდნენ, აბორტი 3,2-ჯერ უფრო ხშირი იყო, ვიდრე იმ ქალებს შორის, რომელთა ორსულობა ტოქსიკოზით მიმდინარეობდა.

ასაკის მატებასთან ერთად ეს ურთიერთდამოკიდებულება კიდევ უფრო აშკარა იყო: 35 წელს გადაცილებულ ქალებში გულისრევის არარსებობა თვითნებური აბორტის 12-ჯერ მაღალ რისკზე მიუთითებდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტხანს აქვს ორსულს გულისრევა და პირღებინება, მით უფრო მაღალია ორსულობის ბოლომდე მიყვანის შანსი. ამ ურთიერთკავშირსაც იგივე დამოკიდებულება აქვს ასაკთან. მაგალითად, 35 წელს გადაცილებულ ქალებს, რომლებიც ორსულობის პირველ ნახევარში ტოქსიკოზს უჩიოდნენ, აბორტის განვითარების ალბათობა 80%-ით ნაკლები ჰქონდათ.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ამ გამოკვლევით მხოლოდ გულისრევასა და ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას შორის კავშირის არსებობა დაფიქსირდა; მისი მიზეზი ჯერჯერობით შეუსწავლელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გულისრევა წარმოადგენს ორგანიზმის რეაქციას ზოგიერთი ჰორმონის მკვეთრ მატებაზე, რომლებიც აუცილებელია ორსულობის წარმატებული მიმდინარეობისათვის.

ორდღიანი დიეტა ძუძუს კიბოს განვითარების რისკს ამცირებს

მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ მკაცრ ორდღიან დიეტას შეუძლია ქალი სარძევე ჯირკვლის კიბოსგან დაიცვას.

მანჩესტერში, ვითენშოუს კლინიკაში, გამოიკვლიეს 30-დან 45 წლამდე ასაკის 50 ქალი, რომლებსაც ჰქონდათ კიბოს განვითარების მაღალი რისკი ან რომელთა ნათესავებიც კიბოთი იყვნენ დაავადებულნი, და კვირაში ორი დღე დიეტის დაცვა შესთავაზეს. დიეტის დღეებში დღიური კალორაჟი სამჯერ - 2000-იდან 650 კალორიამდე უნდა შეემცირებინათ. გამოსაკვლევი პირები იღებდნენ 4 ულუფა ბოსტნეულს, ერთ ულუფა ხილს, ორ პინტა (დაახლ. 500 მლ) უცხიმო რძეს, მწვანე ჩაის ან გამაგრილებელ დიეტურ სასმელს. კვირის დანარჩენ დღეებში ქალებს შეეძლოთ კვება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაეგრძელებინათ.

ექვსთვიანი დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალების სისხლში საგრძნობლად შემცირდა იმ ჰორმონებისა და ცილის შემცველობა, რომლებსაც კიბოს გამოწვევა შეუძლიათ.