/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფტიზიატრია

ტუბერკულოზთან ბრძოლის მთავარი იარაღი

ტუბერკულოზთან ბრძოლის მთავარი იარაღი
დაავადება, რომლის მიზეზით მილიონობით ადამიანი იტანჯება და უამრავი ეწირება კიდევაც, ტუბერკულოზი გახლავთ, რომელიც არსებობის დიდი ხნის ისტორიას ითვლის.

თავდაპირველად იგი გამეტებით დაატყდა თავს მსოფლიოს და გაუთვითცნობიერებელი საზოგადოების დიდი ნაწილი იმსხვერპლა კიდეც. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. მაშინ სწორედ ტუბერკულოზი გახდა ბევრი ცნობილი ქართველი მოღვაწის გარდაცვალების მიზეზი: ვაჟა-ფშაველა, ეგნატე ნინოშვილი, სოლომონ დოდაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ლადო ასათიანი... საფრთხე მრავალი წლის განმავლობაში არ ნელდებოდა, არ წყდებოდა ტუბერკულოზთან ბრძოლაც. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ტუბერკულოზის პრობლემა მსოფლიოსთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენდა, მაგრამ საშიშროებამ დროებით გადაიარა.

ბოლო 15 წლის მანძილზე უძველესმა სენმა კვლავაც მთელი სიმძლავრით შეგვახსენა თავი. განსაკუთრებით მწვავედ დადგა ფილტვის ტუბერკულოზის პრობლემა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1992 წელს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მსგავს განცხადებას რეალური საფუძველი რომ აქვს, ამაზე ბოლოდროინდელი სტატისტიკაც მეტყველებს:

  • დღეს მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ტუბერკულოზითაა ინფიცრებული.
  • ყოველწლიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 30 მილიონით მატულობს და დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი ავადდება.
  • შემზარავია ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელიც: ტუბერკულოზით თითქმის ყოველ 10 წამში მსოფლიოში ერთი ადამიანი იღუპება, რაც დღეში 5000-ს, ხოლო წელიწადში 2-3 მილიონს უდრის.

ამის მიზეზი, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ბოლოდროინდელი ხშირი ეკონომიკური ჩავარდნები და მიგრაციული პროცესებია.

როგორ დავამარცხოთ ხელახლა გამძვინვარებული დაავადება?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციია ტუბერკულოზთან ბრძოლის ყველაზე ოპტიმალურ იარაღია DOTS-ი. ეს არის სტრატეგია, რომლის სათანადოდ დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ტუბერკულოზის ეპიდემიის დამარცხება და ახალი რეზისტენტული ფორმების წარმოქმნის თავიდან აცილება. სადღეისო DOთშ-ი, რომელიც საქართველოში აღიარებულია 1995 წლიდან, 180-მდე ქვეყანაშია დანერგილი და წარმოადგენს ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამების საფუძველს.

სტრატეგიის შემადგენელი ხუთი აუცილებელი ელემენტია:

  • პოლიტიკური მხარდაჭერა;
  • საიმედო დიაგნოსტიკა (ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევა);
  • სტანდარტიზებული მკურნალობა მედმუშაკთა უშუალო მეთვალყურეობით;
  • ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით რეგულარული და უწყვეტი უზრუნველყოფა (მკურნალობა პირველი რიგის მედიკამენტებით უფასოა);
  • რეგისტრაცია-ანგარიშსწორების სისტემა.

ჩვენს ქვეყანაში 2004 წლიდან მუშაობს სპეციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც საგანგებოდ მომზადებული მედდები შინ აკითხავდნენ პაციენტებს, რომლებიც მათი მეთვალყურეობით სვამდნენ წამლებს. ტუბერკულოზის მკურნალობის კურსი საკმაოდ ხანგრძლივია და ხშირი იყო შემთხვევა, როცა პაციენტები წამლების მიღებას თვითნებურად წყვეტდნენ. ეს კი, თავის მხრივ, ყველაზე უარესს _ რეზისტენტული ფორმების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა არცთუ ეფექტიანი გამოდგა. პაციენტების უმრავლესობას არ სურდა ახლობლების, მეზობლების და ხშირად ოჯახის წევრების დასანახავად მედდების სახლში სტუმრობა და მედიკამენტების მიღება, გარდა ამისა, პაციენტთა სიმრავლემ, სატრანსპორტო ხარჯებმა და სხვა მიზეზებმა აუცილებელი გახადა მომსახურების განსხვავებული ფორმის გამოძებნა. მიმდინარე წლის დასაწყისში სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაცია გამოვიდა ე.წ. DOთშ-წერტილების გახსნის ინიციატივით თბილისის მოსახლეობისთვის. იდეის არსი შემდეგში მდგომარეობს: საცხოვრებელი ადგილის მახლობლად მოიძებნოს ფართი, სადაც პაციენტთა განსაზღვრულ რაოდენობას შეეძლება მისვლა და დანიშნული პრეპარატების მიღება უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. ეს ადგილი პაციენტებისთვის მოსახერხებელი უნდა იყოს მისასვლელად ტრანსპორტის გარეშე. თითოეული წერტილი მაქსიმუმ 15 წუთში უნდა მოემსახუროს 10 პაციენტს მაინც. ამის გათვალისწინებით, აქცენტი პირველადი ჯანდაცვის ობიექტებზე გაკეთდა. დღეისათვის დედაქალაქის მასშტაბით 15 ასეთი წერტილი მუშაობს რაიონების მიხედვით. მედდები პაციენტებს ადგილზევე, წამლების მიღების შემდეგ უმასპინძლდებიან ჩაით, ყავითა და ტკბილეულით. უშუალო მეთვალყურეობით მკურნალობა თითოეულ წერტილში მოსულ პაციენტთა 95%-ს მაინც უტარდება, ხოლო მთლიანად ქალაქში ეს მაჩვენებელი თითქმის 80%-ს აღწევს.

შეკითხვა ექიმს
<p>-Ახალგაზრდა ბიჭს მარცხენა იღლიასთან ესინჯება შესიებული ჯირკვალი რომელიც მტკივნეულია და რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოს ან რა სახის გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს გთხოვთ მიპასუხოთ მადლობა</p>

უახლოეს მომავალში კიდევ იგეგმება DOTS-წერტილების გახსნა თბილისის რამდენიმე უბანში. ტუბერკულოზით ინფიცირება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ტუბერკულოზით დაავადებას. დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია გულისხმობს დროულ გამოკვლევებსა და დიაგნოსტირებას, შესაბამის მკურნალობას და მის ბოლომდე მიყვანას. საზოგადოება მხარში უნდა ამოუდგეს პაციენტებს, რათა მათი დაავადება სწორად იქნეს გამოკვლეული და ბოლომდე ნამკურნალევი. ეს გახლავთ სიცოცხლისათვის ბრძოლა! ტუბერკულოზის მკურნალობა მრავალ ადამიანს უნარჩუნებს სიცოცხლეს და იცავს მთლიანად საზოგადოებას. მსოფლიო 2050 წლისათვის სრულიად უნდა გათავისუფლდეს ტუბერკულოზისაგან. ამ მიზნის მიღწევა თითოეული ჩვენგანის აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება.

კომენტარები (3)
Gaige meti es sainteresoa
Maqvs gasayidi cota raodenobis
თარიღი : 15-05-2016
თხის რძე
თხა უნდა იყიდოთ მეწველი
თარიღი : 15-05-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რატომ სჯობია თხის რძე ძროხისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ სჯობია თხის რძე ძროხისას

რძეზე ალერგიის გამომწვევი ძირითადი ფაქტორია, ამიტომაც ძროხის რძეზე ალერგიის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია თხის რძე. კაზეინი ამინმჟავებით გაჯერებული ცილაა, რომელსაც ორგანიზმი ძალიან ნელა ითვისებს და ასევე ნელა გამოდევნის.

თხის რძის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ძველ რომსა და საბერძნეთში მას ელენთის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებდნენ. შუა საუკუნეების ექიმი ავიცენა თხის რძეს სამკურნალო სითხედ მიიჩნევდა. ერთ-ერთი მითის თანახმად, ღვთიური თხა ამალთეა თავისი რძით კვებავდა ზევსს.

თხის რძისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის ყველს, არაჟანს, ჩუმამაწონს და სხვა ნაწარმს. ფართოდ ცნობილი შვეიცარიული ყველის მრავალი სახეობა ძროხისა და თხის რძეთა ნარევისგან მზადდება.

თხის რძეში ძროხისაზე გაცილებით მეტია სასარგებლო ნივთიერებები, მინერალები, ანტიოქსიდანტები, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა და მანგანუმი, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მათ შორის - ასკორბინის მჟავას (C ვიტამინს), რეტინოლს (A ვიტამინს), თიამინს (B1 ვიტამინს), რიბოფლავინს (B2 ვიტამინს) და ციანკობალამინს (B12 ვიტამინს).

100 გრამი თხის რძის ენერგეტიკული ღირებულება 68 კილოკალორიაა.

  • სასარგებლო თვისებები

თხის რძე შეუცვლელია კუჭისა და მხედველობის ორგანოს დაავადებათა დროს, დიათეზისა და ძვლოვანი ქსოვილის დემინერალიზაციის პროცესში. სხვა ცხოველების რძესთან შედარებით მას მრავალი უპირატესობა აქვს. მაგალითად, მასში ძროხის რძეზე გაცილებით მეტია კალიუმი, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის. გარდა ამისა, ის მდიდარია კობალტით, რომლის გარეშე წარმოუდგენელია სისხლის წარმოქმნა.

თხის რძეს ზოგიერთი სპეციალისტი ქალის რძესაც კი ადარებს, რადგან მასში ბევრია ბეტა-კაზეინი.

თხის რძე აუცილებელია რაქიტით დაავადებული ბავშვებისთვის. ის შეიცავს სიალის მჟავას, რომელიც შედის ორგანიზმის ბუნებრივი ბარიერული სისტემის სტრუქტურაში.

თხის რძის ცილების უმრავლესობა ალბუმინებითაა წარმოდგენილი. ალბუმინები უკეთ ურთიერთქმედებს კუჭის წვენთან, იოლი ასათვისებელია და არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ დარღვევებს.

თხის რძის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ნაკლებცხიმიანია. ცხიმების შემცველობა მასში 4%-მდე მერყეობს. ეს 4%-იც კი სრულად აითვისება და, რაც მთავარია, არ გროვდება ორგანიზმში.

თხის რძე ლაქტოზის მცირე შემცველობით გამოირჩევა. ძროხის რძეში - დაახლოებით 13%-ით, დედის რძეში კი 41%-ით მეტი ლაქტოზაა, ვიდრე თხის რძეში, ეს კი მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს. ამასთან, თხის რძით გამოწვეული დიარეის შემთხვევები პრაქტიკულად გამორიცხულია.