/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ხარისხიანი ლაბორატორიული სერვისები ფასდაკლებით ლაბორატორიის კვირეულის ფარგლებში

თანამედროვე სამედიცინო მომსახურებაში ერთ-ერთი წამყვანი როლი ლაბორატორიულ სერვისებს უკავია.

ხარისხიან ლაბორატორიულ მომსახურებაზე დამოკიდებულია სწორი დიაგნოსტიკა და შემდგომ მკურნალობის სწორი კურსის დანიშვნა. აქვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწრაფ მომსახურებასაც, რადგან სხვადასხვა ანალიზის შედეგზეა დამოკიდებული მკურნალობის დროულად დაწყება.

ლაბორატორიის ხარისხს რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრავს, რომელთა შესახებაც დეტალურად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი თამარ თედიაშვილი გვესაუბრება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით 24-30 აპრილს „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიმართება ლაბორატორიის კვირეული, რომლის ფარგლებშიც პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა ლაბორატორიულ თუ სამედიცინო მომსახურებაზე სპეციალური პირობებით ისარგებლონ.

რა კრიტერიუმები განსაზღვრავს ლაბორატორიის ხარისხს?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამედიცინო ლაბორატორიული კვლევები წარმოადგენს ურთიერთშეთანხმებული და თანმიმდევრული პროცესების კომპლექსს, რომელიც იწყება პაციენტის სწორად მომზადებით გამოკვლევის ჩასატარებლად და სრულდება პაციენტისთვის ვალიდური კვლევის შედეგის მიწოდებით. ლაბორატორიის ხარისხს განსაზღვრავს სწორედ ამ პროცესების ზუსტი შესრულება და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების ზედმიწევნითი დაცვა.

რა ეტაპებს მოიცავს ლაბორატორიული კვლევა და როგორია თითოეული მათგანის სტანდარტი?

შეკითხვა ექიმს
<p>-Რამოდენიმე დღეა ხან მუცელი მტკივა ხან წელი ხან თავი ხან უბრალოდ გულისრევის შეგრძნებამაქ საჭმლის დროს ვიბერები! Ზოგჯერ უბრალოდ სუსტადვარ ზოგჯერ შემახურებს 5 წუთი მერე შემაციებს 5 წუთს მერე ისევ კარგადვარ ზოგჯერ თავი კიარ მტკივა უბრალოდ რაღაც რიგზე არარის თავში ესეთი განცთამაქ დამძიმებული მძიმე გულირომისდის ადამიანს რაღაც ეგეთი შეგრძნება თავის არეში! Რისი ბრალი იქნება ვინ ვნახო ან რატესტი გავიკეთო დიაგნოსტიკისთვის</p>

ლაბორატორიული პროცესი მოიცავს სამ ძირითად ეტაპს: პრეანალიტიკა, ანალიტიკა, პოსტანალიტიკა.

პრეანალიტიკა მოიცავს პაციენტის მომზადებას კვლევისთვის, საკვლევი ნიმუშების შეგროვებას, ნიმუშების ტრანსპორტირებას და სპეციალური ინსტრუქციების მიხედვით მათს დამუშავებას.

ანალიტიკა უშუალოდ ლაბორატორიული კვლევის პროცესია, რომელიც ლაბორატორიულ ანალიზატორებზე სრულდება.

პოსტანალიტიკა არის კვლევის შედეგების შეფასება და შემდგომი რეპორტინგი.

როგორ არის შესაძლებელი ლაბორატორიული პროცესის თითოეულ ეტაპზე ხარისხის შენარჩუნება?

პრეანალიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და მასზე მოდის ლაბორატორიული ხარვეზების 60-70%. ეს არის უშუალოდ მასალის გამოკვლევამდე პერიოდი, რომელიც მოიცავს პაციენტის სწორად მომზადებას გამოკვლევისთვის, პაციენტის იდენტიფიკაციას, საკვლევის მასალის აღებას, შესაბამისი წესების მიხედვით ნიმუშების ტრანსპორტირებას და საკვლევი მასალის დამუშავებას. „ნიუ ჰოსპიტალსში“ დიდ ყურადღებას ვაქცევთ პაციენტის გამოკვლევისთვის მომზადებას. ამისთვის მას ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას კვლევის წინ საჭირო მომზადების წესების შესახებ. ვალიდური, ანუ ზედმიწევნით ზუსტი, შედეგის მისაღებად ზოგიერთ გამოკვლევას ესაჭიროება უზმოზე ყოფნა, ზოგს საანალიზო მასალის აღებამდე გარკვეული მედიკამენტის მიღებისგან თავის შეკავება, ზოგიერთ კვლევას ფიზიკური და ემოციური დატვირთვისგან თავის არიდება და ა. შ.

პრეანალიტიკურ ფაზაში უმნიშვნელოვანესია ლაბორატორიულ პროცესში ერთჯერადი, ხარისხიანი სახარჯი მასალების გამოყენება. „ნიუ ჰოსპიტალსში“ უახლესი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად ვენიდან სისხლის ასაღებად ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ერთჯერად ვაკუუმ სისტემებს და საანალიზო სინჯარებს.

ადამიანური ფაქტორით განპირობებულ იდენტიფიკაციის შეცდომებს მინიმუმამდე ამცირებს შიდა ლაბორატორიული პროგრამული სისტემა, რომელიც პაციენტის თითოეულ საანალიზო მასალას უნიკალურ შტრიხკოდს ანიჭებს.

ანალიტიკურ ეტაპზე ხარისხის დაცვა და შენარჩუნება ხდება ლაბორატორიული კვლევების ხარისხის სისწორის შეფასების კრიტერიუმების ზუსტი დაცვით.

პოსტანალიტიკურ ეტაპზე შიდა ლაბორატორიული პროგრამული უზრუნველყოფით მიმდინარეობს კვლევის შედეგების შეფასება და მათი რეპორტინგის დროის მინიმუმამდე შემცირება.

როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, რომ ლაბორატორია ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს? რა საკითხებს უნდა მიაქციოს ყურადღება ლაბორატორიის შერჩევის დროს?

ლაბორატორიული კვლევის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი პაციენტისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა კვლევის მომზადებასთან დაკავშირებით. ასევე, უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი ერთჯერადი ვაკუმირებული სახარჯი მასალის გამოყენება საანალიზო მასალის შესაგროვებლად.

თანამედროვე სამედიცინო ლაბორატორიის მოთხოვნები დღეს არის მაღალი ხარისხის, სრულად ავტომატიზებული აპარატურა, რომელიც ინტეგრირებულია პროგრამულ სისტემასთან. ეს უზრუნველყოფს გამოკვლევების პროცესის დაჩქარებას და კვლევის შედეგების მაღალ სიზუსტეს.

ლაბორატორიული ხარისხის უმნიშვნელოვანესი პროცესია ლაბორატორიული ხარისხის შიდა და გარე კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების დაცვა. ხარისხის ინდიკატორებია ერთი კლინიკის სივრცეში ყველა ლაბორატორიული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა და კვლევის შედეგის მიწოდების დრო.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ როგორ ხდება ლაბორატორიული ხარისხის კონტროლი?

ლაბორატორიულ პროცესს ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის სისტემა აკონტროლებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიაში მოქმედებს ხარისხის შიდა და გარე კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემის სტანდარტები.

ხარისხის გარე კონტროლს რეგულარულად ახორციელებს სამედიცინო ლაბორატორიების ხარიხის კონტროლის დაცვის საზოგადოება. გარე ხარისხის პროგრამით ტარდება ლაბორატორიული კვლევების გეგმური კონტროლი წელიწადში 12-ჯერ, რის შემდეგაც ხარიხის კონტროლის დაცვის საზოგადოების მიერ ხდება ჩვენი ლაბორატორიის შედეგების ინტერპრეტაცია, შეფასება და სერტიფიცირება.

ხარისხის შიდა კონტროლი ხორციელდება სტანდარტული საკონტროლო მასალით და ანალიზატორების ინსტრუქციაში მითითებული სიხშირისა და ჯერადობის მკაცრი დაცვით. გარდა ამისა, დამატებით მოქმედებს შიდა ლაბორატორიული სტანდარტიც, რომელსაც ყველა ლაბორატორია თვითონ შეიმუშავებს.

კვლევის შედეგების სწრაფი მიწოდების პირობებში ხარისხის შენარჩუნება შესაძლებელია?

ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი კვლევის შედეგის მიწოდების დროა. დროის ეს პერიოდი კვლევის სამივე ეტაპს მოიცავს. კვლევების შედეგების რეპორტინგის დრო „ნიუ ჰოსპიტალსში“ მინიმუმამდეა შემცირებული. კვლევის შედეგების სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს შიდა ლაბორატორიული პროგრამები, რომლებიც ინტეგრირებულია ლაბორატორიულ ანალიზატორებთან.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია რით არის გამორჩეული ბაზარზე? მომხმარებელს 24 საათიან და ბინაზე გამოძახების სერვისს თუ სთავაზობთ?

„ნიუ ჰოსპიტალსი“ თითქმის ყველა ლაბორატორიული მიმართულებას სთავაზობს მომხმარებელს, რაც მათ კომფორტულ გარემოს უქმნის. ეს მიმართულებებია: ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური, ჰემატოლოგიური, აუტოიმუნური გამოკვლევები, იმუნობლოტინგით ალერგოლოგიური, მიკრობიოლოგიური, PCR მოლეკულური, ციტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევები.

ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების ზედმიწევნითი ზუსტი დაცვა ქმნის მომსახურების მაღალ სტანდარტს. ამ სტანდარტის დასაცავად რეგულარულად მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის გადამზადება და სიახლეების დანერგვა, ბიოუსაფრთხოების მაღალი სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის გუნდი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. ასევე ფუნქციონირებს ბინაზე გამოძახების სერვისი.

რას გულისხმობს ლაბორატორიის კვირეული, რომელსაც მომხმარებლებს 24-30 აპრილს სთავაზობთ?

1975 წლიდან მოყოლებული ყოველი წლის აპრილის ბოლო კვირას, მსოფლიო მასშტაბით სამედიცინო ლაბორატორიის პროფესიონალების კვირეული იმართება. ეს არის ყოველწლიური დღესასწაული სამედიცინო ლაბორატორიის პროფესიონალებისა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.

წელს ლაბორატორიის კვირეული 24-30 აპრილს აღინიშნება. ჩვენ კვირეულის ფარგლებში პაციენტებს ვთავაზობთ კვლევის პაკეტებს, რომლებზეც სპეციალური პირობები იმოქმედებს.

  • D ვიტამინის და მიკროელემენტების განსაზღვრა სისხლში 20% ფასდაკლებით
  • რევმატოლოგიური პათოლოგიის კვლევა - ლაბორატორიული ანალიზები და რევმატოლოგის კონსულტაცია 20% ფასდაკლებით
  • ჭარბი წონის კვლევა ბავშვებსა და მოზარდებში - ლაბორატორიული ანალიზები 20% ფასდაკლებით და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია საჩუქრად
  • სრული კარდიოლოგიური კვლევა - ლაბორატორიული ანალიზები 20% ფასდაკლებით და კარდიოლოგის კონსულტაცია საჩუქრად

პაკეტებით სარგებლობისთვის ან ექიმთან ჩასაწერად სასურველია პაციენტები დაუკავშირდნენ „ნიუ ჰოსპიტლსის“ ქოლცენტრს.

R

კომენტარები (1)
teo
და საწყისი ფასი???
თარიღი : 04-05-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მეცნიერები ხელოვნური სისხლის მასობრივ წარმოებას უახლოვდებიან

ლონდონის დედოფალ მარიას სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლაბორატორიაში ხელოვნური სისხლის შექმნის ეფექტური გზა იპოვეს.
სრულად
თამარ მელქაძე – წლის საუკეთესო ონკოლოგად დასახელდა

რუჯი და დეჰიდრატაცია – ზაფხულის საფრთხეები კანისა და ორგანიზმისთვის

უსაფრთხო რუჯი არ არსებობს – ამ თემაზე არაერთი საინფორმაციო კამპანიაა დაწყებული სოციალურ სივრცეში.
სრულად
მეცნიერებმა კუს დღეგრძელობის საიდუმლო გამოავლინეს

კუებს თითქმის არასდროს უვითარდებათ კიბო - ამ დასკვნამდე მივიდნენ ნოტინჰემის უნივერსიტეტის მკვლევარები.
სრულად
ხელოვნურმა ინტელექტმა, სიმსივნის სიმპტომების გამოვლენამდე, მისი მყისიერად დიაგნოზირება ისწავლა

კორეის მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარებმა წარმოადგინეს ოპტიკური ბიოსენსორი, რომელსაც შეუძლია
სრულად
ადამიანის დაბერების მთავარი მექანიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

ამერიკელმა მეცნიერებმა დიუკის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ ჟანგვითი სტრესი, პროცესი, რომელიც დიდი ხანია პრიმატებში დაბერების მთავარ ფაქტორად ითვლება, ლემურების სხეულში ასაკთან ერთად არ იზრდება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ხარისხიანი ლაბორატორიული სერვისები ფასდაკლებით ლაბორატორიის კვირეულის ფარგლებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები