/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
გაგაცნობთ მედიცინის სიახლეებს.

.

  • ისპანკით გარდაცვლილთა უმრავლესობა ბაქტერიის მსხვერპლი აღმოჩნდა

1918-1919 წლებში, ცნობილი ისპანკის ეპიდემიის დროს გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზი გრიპის ვირუსი არ ყოფილა. ავსტრიელი და ამერიკელი მკვლევარების აზრით, არსებული მონაცემები მოწმობს, რომ დაავადებულთა უმრავლესობა ბაქტერიული გართულებით, კერძოდ, პნევმონიით დაიღუპა.

სხვადასხვა მონაცემებით, ესპანური გრიპის ეპიდემიამ, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იფეთქა, 20-დან 100 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებულთა მასობრივი გარდაცვალება ეპიდემიის გამომწვევი ვირუსის ძლიერი ვირულენტობით ახსნეს, მაგრამ აშშ-ის ჯანდაცვის ცენტრისა და ავსტრალიის მალარიის ინსტიტუტის მკვლევარებმა დღემდე შემონახული ავადმყოფობის ისტორიების დეტალური შესწავლის საფუძველზე ამ შეხედულების კორექტირება სცადეს. მათი თქმით, ესპანური გრიპის მსხვერპლთა უმრავლესობა გარდაიცვალა პნევმონიით - გართულებით, რომელიც მეორეული ბაქტერიული ინფექციით იყო გამოწვეული.

მეცნიერები არ დავობენ, რომ პნევმონიის განვითარებას ორგანიზმის გრიპით დასუსტებამ შეუწყო ხელი, მაგრამ ხაზგასმით აცხადებენ, რომ ისპანკის ეპიდემიის დროს ვირუსული ინფექცია ადამიანთა გარდაცვალების ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. ამაზე, უწინარეს ყოვლისა, ის ფაქტი მიუთითებს, რომ ავადმყოფები ინფიცირებიდან 7-10 დღის შემდეგ იხოცებოდნენ, ვირუსული პნევმონია კი გრიპის დროს ბაქტერიულზე გაცილებით სწრაფად ვითარდება და, ჩვეულებრივ, სიმპტომების გამოვლინებიდან 3-4 დღის შემდეგ სიკვდილით სრულდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პნევმონიის ბაქტერიული ბუნების კიდევ ერთი დასტურია სიკვდილიანობის სტატისტიკა პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნების ჯარისკაცებს შორის. ისპანკით უმთავრესად ახალწვეულები იღუპებოდნენ, რაც იმით აიხსნება, რომ მათი იმუნური სისტემა ვერ ასწრებდა ადგილობრივ ბაქტერიულ ფლორასთან ადაპტაციას და გრიპთან შერწყმულ მეორეულ ინფექციას ვერ უძლებდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ბაქტერიული პნევმონიის გამომწვევები (Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae, Staphyliciccus pyogenes ან Staphylococcus aureus) პრაქტიკულად ყველა დაღუპულის გვამში აღმოაჩინეს. გარდა ამისა, გრიპის დროს ვირუსული პნევმონია იშვიათობაა. ისპანკის ვირუსს სასიკვდილო პნევმონიის გამოწვევა რომ შესძლებოდა, გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა.

  • რობოტიზებული ეგზოჩონჩხი ადამიანს ფეხის მაგივრობას გაუწევს

ისრაელში შექმნეს აპარატი, რომელიც პარალიზებულ პაციენტებს მოძრაობის უნარს დაუბრუნებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

მოწყობილობა, რომელსაც ReWalk უწოდეს, ადამიანს დგომაში, ნაბიჯების გადადგმასა და კიბეზე ასვლაში დაეხმარება.

ReWalk შედგება სხეულის მდებარეობის მაკონტროლებელი ელექტროძრავისგან, სენსორებზე მომუშავე სახსრებიანი ლითონის საყრდენისა და ზურგჩანთისგან, რომელშიც კომპიუტერი და სათადარიგო ელემენტები აწყვია. ადამიანს, რომელიც ამ მოწყობილობას იყენებს, წონასწორობის დასაცავად ყავარჯნების მოშველიება მოუხდება, მაგრამ შეუძლია, მაჯაზე გაკეთებული დისტანციური პულტით ბრძანება გასცეს და დაუხმარებლად გადაადგილდეს.

ასევე დაგაინტერესებთ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტკივილი შეიძლება გადამდები იყოს
მეცნიერებმა დაასახელეს საკვები, რომელიც ხანდაზმულთა ორგანიზმში ანთებას ამცირებს

ReWalk პირველად ებრაელმა ჯარისკაცმა რადი კაიოფმა გამოსცადა, რომელიც 1988 წელს დაიჭრა და წელს ქვემოთ პარალიზებული იყო. კაიოფს ფეხზე დადგომის იმედი აღარც კი ჰქონდა. "ახლა მე ისევ შემიძლია დგომა, საკუთარი სიმაღლის შეგრძნება და ადამიანებთან პირისპირ და არა ქვემოდან ზემოთ საუბარი", - თქვა მან.

რობოტიზებულ ეგზოჩონჩხს, რომელიც ადამიანის ძალ-ღონეს მრავალჯერ ზრდის, თავდაპირველად სამხედრო მიზნით აწარმოებდნენ. ბოლო წლებში მოხუცებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციადარღვეული პაციენტებისთვის რამდენიმე ასეთი მოწყობილობა შეიქმნა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა განკუთვნილი ადამიანებისთვის, რომელთაც მთლიანად ჰქონდათ პარალიზებული ქვედა კიდურები.

ReWalk-ის გამომგონებელი ამიტ გოფერი თვითონვე იყო პარალიზებული 1977 წელს მიღებული ტრავმის შედეგად. სამწუხაროდ, იგი თავის გამოგონებას ვერ გამოიყენებს, რადგან ნაწილობრივ ხელებიც აქვს პარალიზებული.

  • ჩინელების მიერ შექმნილ სწრაფი წინადაცვეთის მოწყობილობას აფრიკელებზე ცდიან

ამერიკელი მეცნიერები სწრაფი წინადაცვეთისთვის განკუთვნილი ახალი მოწყობილობის გამოსაცდელად ემზადებიან. კლინიკური გამოცდა აფრიკაში ჩატარდება. მარტივი და იაფი მოწყობილობა ჩინელმა ძიან ჟუნ შანმა შექმნა და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა "SHANGRING". ახალი მოწყობილობა მეცნიერებს აკვირვებს თავისი სიმარტივით. ის წარმოადგენს სხვადასხვა დიამეტრის ორ პლასტმასის რგოლს, ერთი რგოლი კეთდება ჩუჩის ძირზე, მეორე რგოლით კი ხდება მისი გადაჭიმვა. ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ რგოლის ქვედა კიდის დონეზე ხორციელდება წინადაცვეთა, სისხლდენა უმნიშვნელოა და ნაკერების დადების საჭიროება არ არსებობს. ამის წყალობით ოპერაციის დრო 20-30 წუთიდან 5 წუთზე დაბლა ჩამოდის. ერთი კვირის შემდეგ ხდება რგოლების მოშორება, ამ დროისთვის ოპერაციის შემდგომი ჭრილობა უკვე ბოლომდე არის შეხორცებული. ასეთი მარტივი მეთოდის ღირებულება ძალიან დაბალია.

რადგანაც ვარაუდობენ, რომ წინადაცვეთა არის აივ-ინფიცირების მასობრივი პროფილაქტიკის ეფექტური მეთოდი, მისი წარმოება რეკომენდებულია აფრიკის ქვეყნებში დაავადების ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით. ნიუ-იორკის საუნივერსიტეტო საავადმყოფოსა და სამედიცინო კოლეჯის თანამშრომლები მზად არიან ამ მეთოდის ეფექტურობისა და უსაფრთხოების დასადგენად კვლევების კენიაში ჩატარებისთვის.

ვარაუდობენ, რომ პროცედურის სიმარტივე პროფილაქტიკის ამ მეთოდს უფრო მიმზიდველს გახდის. სამხრეთ საჰარის ქვეყნებში წინადაცვეთა უკვე ჩაუტარდა მამაკაცების 15-50%-ს.

"SHANGRING" ჯერჯერობით მხოლოდ კენიაშია ხელმისაწვდომი, მაგრამ მწარმოებლებს იმედი აქვთ, რომ მათ წამოწყებას მხარს დაუჭერს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველო (FDA). ჩინეთში ამ მეთოდით წინადაცვეთილია 1200 ადამიანი და მათ რაიმე სერიოზული გართულება არ ჰქონიათ.

  • ორასამდე ამერიკელი ბად-ების წყალობით თმასა და ფრჩხილებს გამოეთხოვა

ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მოხმარების შედეგად ორასამდე ადამიანს განუვითარდა გულისრევა, ფაღარათი და სახსრების ტკივილი, დაკარგა ფრჩხილები და თმა. ბად-ის მომხმარებლებმა მის მწარმოებელ კომპანიას სასამართლოში უჩივლეს.

მოწამვლა გამოიწვია ვიტამინების დანამატმა "Total Body Formula" და "Total Body Mega Formula", რომელთა გაყიდვაც შარშან აკრძალა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სამმართველომ. ეს ბად-ები ჭარბად შეიცავდა სელენსა და ქრომს, რომლებიც ადამიანს ძალიან ცოტა სჭირდება. ამ ნივთიერებების ჭარბი და ხანგრძლივი მოხმარება იწვევს ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს, ასევე - ანემიას, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანებას.

  • კამბოჯაში ფერიმჭამელებს პრეზერვატივის საცხით მკურნალობენ

პრეზერვატივებს, რომლებიც საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Population Services International-მა კამბოჯაში შიდსთან ბრძოლის პროგრამით შეიტანა, მოსახლეობამ სულ სხვა დანიშნულება უპოვა: კონდომებისთვის განკუთვნილი საცხით კამბოჯელები ფერიმჭამელებს მკურნალობენ.

საცხის სამკურნალო თვისებების შესახებ გავრცელებული ხმების გამო ადგილობრივ შავ ბაზარზე იმატა პრეზერვატივებზე მოთხოვნილებამ. გაზეთ Kampuchea Thmey-ს მოჰყავს რამდენიმე ადამიანის მონათხრობი, რომლებსაც ამ უჩვეულო მკურნალობამ უშველა. პუბლიკაციის ავტორები დაბეჯითებით ურჩევენ პრეზერვატივის მწარმოებლებს, ჩაატარონ სამეცნიერო გამოკვლევა მათი პროდუქტის უცნობი კოსმეტიკური ეფექტის შესასწავლად.

  • ერთი წლის ბავშვს კიბოს დიაგნოზი ფოტოსურათით დაუსვეს

ამერიკელმა მეგან სანტოსმა და ბრიტანელმა მედლინ რობმა ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს. ახალგაზრდა დედები, რომელთა შვილებიც ერთ დღეს იყვნენ დაბადებულები, ერთმანეთს ხშირად უგზავნიდნენ ფოტოსურათებს. ერთხელ, ერთი წლის როუენ სანტოსის ახალი ფოტოების თვალიერებისას, მედლინმა შეამჩნია, რომ ბავშვის მარცხენა თვალში ფოტონათება თეთრად იყო აღბეჭდილი და მეგობარს გოგონას ექიმთან მიყვანა ურჩია.

ბავშვს რეტინობლასტომა - თვალის ბადურას ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს. მცირე ასაკის ბავშვებში ეს დაავადება ძნელი ამოსაცნობია. საბედნიეროდ, ამჯერად სიმსივნის ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება მოხერხდა. ბავშვს დაავადებული თვალი ამოუღეს. ახლა მას ქიმიოთერაპიის კურსს უტარებენ. ექიმები ვარაუდობენ, რომ გოგონა გამოჯანმრთელდება.

  • რატომ შუპდება უპეები

ამერიკელმა მეცნიერებმა ქვედა ქუთუთოების შესივების ნამდვილ მიზეზს მიაგნეს. ეს თვალბუდეში არსებული ცხიმოვანი ქსოვილის წანაზარდი აღმოჩნდა. აქამდე მიაჩნდათ, რომ შესივებას ქვედა ქუთუთოების თიაქრის გამო თვალბუდის ცხიმოვანი ქსოვილის შემაკავებელი ხარიხების მოდუნება იწვევდა, ამიტომ ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების დაჭიმვა) სწორედ ამ ხარიხების გამაგრებას ისახავდა მიზნად. ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით 12-დან 18 წლამდე ასაკის 12 პაციენტის თვალშიგა ცხიმოვანი ქსოვილი გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ასაკთან ერთად მისი ოდენობა იმატებს და თვალის ხარიხების სიმკვრივის მიუხედავად, ჭარბი ცხიმი ქვედა ქუთუთოებში "გამოიდევნება".

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები