News - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

News

News

გენის არარსებობა ქსოვილთა რეგენერაციის უნარს დაგვიბრუნებს
მეცნიერებმა ძუძუმწოვრებს რეგენერაციის უნარის მარეგულირებელი გენი აღმოუჩინეს. მათი თქმით, მისი არარსებობის შემთხვევაში ცხოველებს ქსოვილთა რეგენერაციის უნარი დაუბრუნდებათ (დღემდე მიიჩნეოდა, რომ რეგენერაციის უნარი დიდი ხნის წინ, ევოლუციის პროცესში დაიკარგა და რომ ეს არაჩვეულებრივი თვისება მხოლოდ  ბრტყელმა ჭიებმა და სალამანდრას რამდენიმე სახეობამ შეინარჩუნეს). ვისტარის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა თაგვებზე ექსპერიმენტი ჩაატარა და დარწმუნდა, რომ P21-გენამოცლილ მღრღნელებს დაკარგული და დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის უნარი საგრძნობლად აუმაღლდათ.

ჩვეულებრივი ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, რომელთაც ჭრილობის შეხორცებისას ნაწიბური უყალიბდებათ, ექსპერიმენტულ თაგვებს შეხორცების პროცესში ბლასტემის

ანუ სწრაფი უჯრედული ზრდისა და დიფერენცირების უნარის მქონე სტრუქტურის განვითარება დაეწყოთ. შედეგად დაკარგული და დაზიანებული ქსოვილები ჯანმრთელით შეიცვალა, თანაც ისე, რომ ნაჭრილობევზე ნაწიბური არ დარჩენილა. საინტერესოა, რომ აღმოჩენა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, შემთხვევით მოხდა: პროფესორი ელენ ჰებერ-კაცი და მისი კოლეგები P21 გენის არმქონე თაგვებს სულ
სხვა მიზნით - აუტოიმუნური დაავადებების შესასწავლად - აკვირდებოდნენ. საცდელ ცხოველებს ყურში სპეციალური ნახვრეტი - ხშირად გამოყენებადი სამუდამო მარკერი - ჰქონდათ. გამოკვლევის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ თაგვებს ნახვრეტის კვალიც კი აღარ ეტყობოდათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ P21 გენის დაკარგვის შემთხვევაში უჯრედები ემბრიონული ღეროვანი უჯრედების მსგავსად იწყებენ მოქმედებას. ექსპერიმენტის ხელმძღვანელის, მოლეკულური და უჯრედული ონკოგენეზის სპეციალისტის, პროფესორ ელენ ჰებერ-კაცის თქმით, აღმოჩენა ჯერ შესწავლის პროცესშია, მაგრამ ახლო მომავალში შესაძლოა P21 გენის დროებითი გათიშვა ადამიანის ორგანიზმის რეგენერაციის დასაჩქარებლადაც გამოიყენონ. 

 

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის საშიშია როგორც სიმსუქნე, ისე წონის დეფიციტი
დადგენილ იქნა, რომ სხეულის მასის როგორც მაღალი, ისე დაბალი ინდექსის ფონზე იმატებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა გულსისხლძარღვთამხრივი გართულებებით გამოწვეული სიკვდილიანობა. მიკოლა კალანგომ (ვ. პ. კომისარენკოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ინსტიტუტი, კიევი) თანაავტორებთან ერთად შეისწავლა უკრაინის მოსახლეობაში შაქრიანი დიაბეტის რეგისტრის მონაცემები: 30534 მამაკაცი და 58909 ქალი მასის ინდექსის გათვალისწინებით დაყვეს 5 კატეგორიად 23,0-ზე ნაკლები; 23,0-24,9; 25,0-29,9; 30,0-34,9; და 35-ზე მეტი. თითქმის სამწლიანი დაკვირვების განმავლობაში დაფიქსირდა სიკვდილის 7804 შემთხვევა, რომელთაგანაც 3320 გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არსებული გართულებებით იყო გამოწვეული. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჭარბი და ნორმაზე ნაკლები მასის ინდექსის მქონე ჯგუფებში აღინუსხა.



კალციუმი ხელს უწყობს გახდომას
ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ კალციუმით მდიდარი დიეტა წონის კლებაში გვეხმარება. კერძოდ, კალციუმის მაღალი შემცველობა ამცირებს კალციტრიოლის გამომუშავებას, რაც ცხიმის უჯრედებს აიძულებს, ცხიმოვანი ქსოვილის წვის მექანიზმი ჩართონ. კალციუმის ნაკლებობა კი, პირიქით, ცხიმის დაგროვების პროცესს ასტიმულირებს. გარდა ამისა, კალციუმი ხელს უშლის კუნთოვანი მასის შემცირებას გახდომის დროს. კალციუმის აუცილებელი დღიური ოდენობა (საკვებიდან მიღებული კალციუმის გათვალისწინებით) 1500-დან 2500 მგ-მდე მერყეობს.




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
დღეს ექიმთა საერთაშორისო დღეა! დიდი ხანია, ჩვენს საზოგადოებაში არ ყოფილა მედიკოსებისადმი მადლიერების
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად
მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობის გამო, მოგეხსენებათ, რომ დაიხურა არაერთი დაწესებულება, საგანმანათლებლო ობიექტები,
SARS-CoV-2 ვირუსის სახით კაცობრიობას ახალი და დაუნდობელი „დამპყრობელი“ მოევლინა.
ქვეყანაში ყოველდღიურად მკაცრდება შეზღუდვები და შესაბამისად, ადამიანები ცდილობენ საკვები თუ სხვადასხვა
მსოფლიოს მასშტაბით ყოველ ერთ წუთში ვაქცინაცია 5 სიცოცხლეს
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად