ახალი კვლევა, რომლის შედეგებიც სტატინებით მკურნალობასა და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პროგრესირებას შორის კავშირს ავლენს

კვლევა აჩვენებს, რომ ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტის მოხმარებამ შესაძლებელია, მაღალი ალბათობით, დაავადების პროგრესირება გამოიწვიოს.
აღნიშნული კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში „AMA Internal Medicine“.
მონაწილეები 30 წლის, ან უფროსი ასაკის მქონე პირები იყვნენ, რომლებიც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით იყვნენ დაავადებულები.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
83,022 პაციენტის მონაცემი, რომლებიც სტატინებს ღებულობდნენ, შეადარეს პაციენტთა იმ ჯგუფს, რომლებიც სამკურნალოდ აღნიშნულ პრეპარატს არ იყენებდნენ.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სტატინების მიმღებ პაციენტთა 55.9%-ს დიაბეტის პროგრესირება აღენიშნებოდათ, საკვლევი პერიოდის განმავლობაში.
ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტის მომხმარებელებს უფრო ხშირად უწევდათ ინსულინით მკურნალობა, მათ სისხლში შაქრის მაღალი დონე აღენიშნებოდათ, უფრო მეტი მედიკამენტოზური მკურნალობა ესაჭიროებოდათ და დიაბეტით გამოწვეული გართულებებიც აწუხებდათ.
ეს არის მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც სტატინების მიღებისას დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტების კორექტირების საჭიროებაზე მიანიშნებს.
მკვლევარების თქმით, აღნიშნული შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ ვინც სტატინებს ღებულობს მათი მიღება შეწყვიტოს. კავშირი, რომელიც კვლევისას გამოიკვეთა არ ადასტურებს მიზეზობრიობას. საჭიროა ერთობლივი და დამატებითი კვლევები.
აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, პაციენტს სტატინები ენიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველადი პროფილაქტიკისთვის, ანუ პაციენტები, რომლებსაც ადრე არ ჰქონიათ კარდიოვასკულარული დაავადება, თუ მეორადი პროფილაქტიკისთვის(მათ, ვისაც უკვე აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადება). ამ უკანასკნელი ჯგუფისათვის სტატინებით მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მიმდინარე გაიდლაინებით, სტატინების დანიშვნა რეკომენდირებულია 40-დან 75 წლამდე დიაბეტით დაავადებულთათვის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების თავიდან ასაცილებლად.
ნაჩვენებია, რომ ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტი კარდიოვასკულარული დაავადებების რისკს ამცირებს.
თავად დიაბეტის ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ აუცილებელია სტატინების დანიშვნის რისკებსა და სარგებელს შორის ბალანსის პოვნა.
ჩატარებული კვლევა იყო ფართო მასშტაბის, თუმცა ის მხოლოდ კავშირს ავლენს და არ არის დამტკიცებული თუ რა მექანიზმით შეიძლება გამოიწვიოს სტატინებმა დიაბეტის პროგრესირება.