/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კოსმეტოლოგია

კანის ტიპები და მათი მოვლა

კანის ტიპები და მათი მოვლა
კანი რთული და მნიშვნელოვანი ორგანოა. ის მონაწილეობს სუნთქვასა და ნივთიერებათა ცვლაში, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, გამოყოფს სეკრეტს, იცავს

შინაგან ორგანოებს მიკროორგანიზმებისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან. ჯანმრთელი კანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ორგანიზმის სიჯანსაღისა.

ცხოვრების სწორი რეჟიმი, რაციონალური კვება, სხეულისა და სამოსის სისუფთავე, რეგულარული ვარჯიში - ყოველივე ეს ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ სურს, ლამაზი, სუფთა, გლუვი, მკვრივი და ელასტიკური კანი ჰქონდეს.

კანის ტიპები

არსებობს კანის 4 ძირითადი ტიპი: მშრალი, ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი. თითოეულ ტიპს თავ-თავისი მახასიათებლები აქვს და თავისებურ მოვლას მოითხოვს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ იცის, როგორი კანი აქვს, მაგრამ შესაძლოა შეცდნენ - გამწმენდი, მატონიზებელი, დამატენიანებელი კრემები და მაკიაჟი კანზე ისეთ ზემოქმედებას ახდენს, რომ არ არის გამორიცხული, ცრუ წარმოდგენა შეგვექმნას. კანის ძირითადი სტრუქტურა, ცხადია, ყველას ერთნაირი აქვს. განსხვავება იმაშია, რამდენად ინტენსიურად გამოყოფენ პოხიერი ჯირკვლები ცხიმს და სახის რომელ ნაწილში არიან ისინი უფრო მეტად აქტიურები.

კანის ტიპი ასაკთან ერთად იცვლება, თუმცა სწორი ჰიგიენითა და მოვლით მას შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ სიჯანსაღე.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ნიშნავს კანი ტურგორი და ჰიპერემია</p>

იმისთვის, რომ განვსაზღვროთ კანის ტიპი, სახე გულდასმით უნდა გავიწმინდოთ, მაგრამ არა ტონიკით ან დამატენიანებელი კრემით. კანმა რამდენიმე საათი უნდა დაისვენოს კოსმეტიკისგან. შემდეგ ის ყურადღებით უნდა დავათვალიეროთ ბუნებრივ, დღის შუქზე ჩვეულებრივი ან გამადიდებელი სარკის საშუალებით.

კანის ტიპი ასე განისაზღვრება:

  • ნორმალური კანი თანაბარი შეფერილობისაა, გლუვი, მკვრივი და სუფთა, ზომიერი და მცირეფორებიანი. ცხიმისა და ტენის შემცველობა მასში დაბალანსებულია და კანი იშვიათად ღიზიანდება. ასეთი ტიპის კანს სწორი მოვლისას ნაოჭები ძალიან გვიან უჩნდება, მასზე არ შეინიშნება გაფართოებული სისხლძარღვები, ფერიმჭამელები. ნორმალური კანი კარგად იტანს წყლითა და საპნით დაბანას, დეკორატიულ კოსმეტიკას და ძალიან იშვიათია. ნორმალური კანის pH 5,5-ს უდრის.
  • მშრალი კანი საკმაოდ ხშირად გვხვდება და განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს, რადგან უარყოფითი ზემოქმედებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარეა და სწრაფად ბერდება. მშრალ კანს აქვს მცირე ზომის ფორები და მკრთალი ელფერი, ახასიათებს ცხიმის დაქვეითებული შემცველობა. არასაკმარისი ან არასწორი მოვლის დროს შრება, იქერცლება და ელასტიკურობას კარგავს. ასეთ კანზე ნაოჭები, განსაკუთრებით - თვალების ირგვლივ, სხვა ტიპის კანთან შედარებით ადრე წარმოიქმნება. კანის სიმშრალე უმეტესად 50 წელს გადაცილებულ, ცხელი ან ცივი მშრალი კლიმატის ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს აღენიშნებათ. კანი შეიძლება გამოუშრეთ იმ ქალებსაც, რომლებიც არ იცავენ მას გარემოს მავნე ფაქტორებისგან, სვამენ საკმაოზე ნაკლებ წყალს და ა.შ. ასეთ დროს კანი უხეშდება და აქერცვლას იწყებს. მშრალი კანის pH 3-დან 5,5-მდეა. ზოგჯერ მშრალი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ამ შემთხვევაში მას მგრძნობიარე კანს უწოდებენ (არ იგულისხმება ალერგიულობა).
  • ცხიმიანი კანი შესახედავად სქელი, უხეში და პრიალაა. მისთვის დამახასიათებელია თვალში საცემად მსხვილი ფორები. ზოგჯერ ასეთი კანი ფორთოხლის ქერქსაც კი მოგვაგონებს. ჭარბი ცხიმი მკვდარ უჯრედებსა და მტვერთან ერთად ცხიმის ჯირკვლებში წარმოქმნის საცობებს - შავ წერტილებს. ცხიმიან კანს ადვილად უჩნდება ფერიმჭამელები, სამაგიეროდ, მშრალ კანზე გვიან ნაოჭდება. ცხიმის სიჭარბე მას გამოშრობისგან იცავს. ცხიმიანი კანი უმეტესად ახალგაზრდებს აქვთ, 35-40 წლამდე. მისი pH 6-ის ტოლია.
  • კომბინირებული (შერეული) ტიპის კანი უფრო ხშირად გვხვდება, უმეტესად - ახალგაზრდა და შუახნის ქალებში. კანი შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე, ჩვეულებრივ, ცხიმიანია, საფეთქლებზე, ლოყებსა და კისერზე, განსაკუთრებით კი თვალების ირგვლივ - მშრალი. შერეული ტიპის კანი სახის სხვადასხვა ნაწილის სხვადასხვანაირ მოვლას მოითხოვს. თუ სწორად მოვუვლით, ასეთი ტიპის კანს ნაოჭები დიდხანს არ გაუჩნდება. კომბინირებული კანის pH სახის სხვადასხვა უბანზე განსხვავებულია და 3-დან (მშრალ უბნებში) 6-მდე (ცხიმიან უბნებზე) მერყეობს.

არსებობს კანის ტიპის განსაზღვრის ასეთი მეთოდიც: დაბანიდან 2-3 საათის შემდეგ სახის სხვადასხვა უბანზე მივიდოთ ქაღალდის ხელსახოცი. თუ ხელსახოცზე ცხიმიანი ლაქა გაჩნდა, კანი ამ უბანში ცხიმიანია. კანი ყველაზე უკეთ ასახავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამიტომ მისი რეგულარული მოვლა რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ.

კომენტარები (2)
ნინი
გამარჯობა მაქვს მშარალი კანი ვარ 16 წლის მაინტერესებს რასმირჩევთ მივმართო კოსმეტოლოგს თუ ღერმატოლოგთან მივიღე ?
თარიღი : 04-03-2015
mariami
მოგესალმებით, ვარ 16 წლის გოგო, ვიცი რომ ამ ასაკში სახის კრემების გამოყენება რეკომენდირებული არ არის, მაქვს შერეული ტიპის კანი არც ძალიან ცხიმიანი, არც ძალიან მშრალი და მაინტერესებს მირჩევთ თუ არა რაიმე ბუნებრივი საშუალების გამოყენებას ან არის თუ არა საჭირო რამის გამოყენება და კიდევ რას მირჩევთ ხელების მოვლისათვის, წინასწარ გმადლობთ.
თარიღი : 14-05-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კანის ტიპები და მათი მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები