სტატინებით თერაპია შესაძლოა კოლექტომიის თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს - ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტი წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტატინებით თერაპია შესაძლოა კოლექტომიის თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს - ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტი წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ

დაავადების დროს მსხვილი ნაწლავი ზიანდება. ის აუტოიმუნურ პათოლოგიათა რიცხვს მიეკუთვნება. ამ ტიპის დაავადებების დროს ირღვევა იმუნური სისტემის ფუნქცია, რის შედეგადაც ის თავისივე ორგანიზმის ამა თუ იმ ნაწილთან იწყებს ბრძოლას.

წყლულოვანი კოლიტის დროს ვითარდება ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება და მის ზედაპირზე მცირე ზომის ჭრილობები - წყლულები წარმოიქმნება. ამ წყლულებიდან დის სისხლი, ჩირქი და ლორწო. ანთება იწვევს კუჭში ხშირად გასვლის მოთხოვნილებას, რაც სისხლიანი ფაღარათითა და მუცლის ტკივილით მთავრდება.

მედიკამენტური მკურნალობის მიზანია ანთების ლიკვიდაცია, ვინაიდან დაავადების კლინიკური ნიშნების აღმოცენებას სწორედ ის განაპირობებს.

როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა არაეფექტურია, მიმართავენ კოლექტომიასაც. ეს არის ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ნაწლავის ნაწილის, ან სრულად მოცილება ხდება.

ოპერაციას მიმართავენ მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი აღარ არის. კოლექტომიას შეიძლება სისხლდენა, სისხლის შედედება, ინფექცია და სხვა გართულებები მოჰყვეს.

სწორედ ამიტომ, მკვლევარები დაინტერესებულები არიან, რომ ეფექტურ სამკურნალო გზას მიაგნონ.

მეცნიერებმა უკვე გამოიკვლიეს იმ მედიკამენტების მოქმედება წყლულოვან კოლიტზე, რომლებიც გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: პარკინსონის დაავადება, სარძევე ჯირკვლის კიბო და მსხვილი ნაწლავის კიბო.

სტენფორდის უნივერსისტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ატორვასტატინი (ბრენდის სახელით Lipitor) მნიშვნელოვნად ამცირებს კოლექტომიის, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას. პრეპარატი წარმოადგენს სტატინების ჯგუფის ჰიპოლიპიდემიურ საშუალებას.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სტატინებით თერაპიასთან დაკავშირებული წინა კვლევის შედეგებიც დამაიმედებელია.

ამ კვლევის თანახმად, ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტები გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდაც ეფექტურია, მასთან ასოცირდება სტეროიდების მოხმარების შემცირება და ნაწლავის კიბოს დაბალი მაჩვენებელიც.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ღებულობდნენ სტატინებს, 50%-ით ნაკლები ჰქონდათ კოლექტომიის საჭიროება(მიუხედავად მათი ასაკისა).

მათ ნაკლები რაოდენობის სტეროიდები დასჭირდათ და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებაც მინიმუმადე იყო დაყვანილი. ასევე დადგინდა, რომ ატორვასტატინის ეფექტურობა გამოყენებიდან 6 თვის შემდეგ უფრო იზრდება, ვიდრე 6 თვემდე.