/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
ინსულტის საწინააღმდეგო აბებმა პირველ გამოცდას გაუძლო - ამერიკელმა და იაპონელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ინსულტის მკურნალობის ახალი მეთოდი -

შექმნეს ნერვული უჯრედების მიერ ანტიოქსიდანტების გამომუშავების მასტიმულირებელი მედიკამენტი. ანტიოქსიდანტები ორგანიზმს ნერვულ ქსოვილში დეგენერაციული ცვლილებების გამომწვევი მავნე ნივთიერებისგან იცავენ. პრეპარატის გამოცდამ თაგვებზე წარმატებით ჩაიარა. ახალი პრეპარატის მოქმედება ეფუძნება პროსტაგლანდინების ჯგუფის ნივთიერების უნარს, მოახდინოს ნერვული უჯრედების მიერ გლუტამატის (გლუტამინის მჟავას მარილის) პათოლოგიური მოქმედების დამთრგუნველი ნივთიერების გამომუშავების სტიმულირება.

გლუტამინის მჟავა ცილის შემადგენლობაში შემავალი 20 ამინომჟავადან ერთ-ერთია. მის მარილს ადამიანის ორგანიზმის ყველა ქსოვილი შეიცავს. თავის ტვინის ქსოვილებში გლუტამატის კონცენტრაციის მცირე მატება იწვევს ნერვული უჯრედების აგზნებას და აჩქარებს მათ შორის იმპულსების გაცვლას. გლუტამატის გადაჭარბებული კონცენტრაცია განაპირობებს ნერვული უჯრედების ჰიპერაგზნებას, რასაც მოსდევს დიდი ოდენობით თავისუფალი რადიკალების გამომუშავება და ნერვულ უჯრედებზე მათი ტოქსიკური ზემოქმედება. გლუტამატის სიჭარბით გამოწვეული ინტოქსიკაცია მრავალ დაავადებას უდევს საფუძვლად. მეცნიერების აზრით, ეს ახალი პრეპარატი, თავის ტვინის ქსოვილებში დეგენერეციული პროცესების წინააღმდეგ მებრძოლი სხვა თანამედროვე წამლებისგან განსხვავებით, არ იწვევს მძიმე გვერდით ეფექტებს.

რა აპროვოცირებს ტვინის კიბოს

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საიტ Military.com-ის ცნობით, "უდაბნოს ქარიშხლის" ვეტერანებს შორის ტვინის კიბოს გახშირების მიზეზი ფოსფორორგანული მომწამვლელი ნივთიერება - ნერვულ-პარალიტიკური აირი ზარინია. აშშ-ის თავდაცვის უწყების დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევის მონაცემები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 1991 წელს ერაყის ერთ-ერთ ქალაქში ერაყული რაკეტების გასანადგურებლად განხორციელებულ აფეთქებებს შესაძლოა 350 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის დაავადება მოჰყოლოდა. პენტაგონის წარმომადგენელმა მაიკლ კილპატრიკმა განაცხადა, რომ სამხედროებმა არ იცოდნენ, რომ გასანადგურებელი იარაღი ფოსფორორგანულ ნივთიერებას შეიცავდა, თანაც თავდაპირველად მოწამვლის არავითარი ნიშანი არ ჰქონდათ, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც შეისწავლეს ტვინის კიბოს გავრცელების სიხშირე საშიშ და არასაშიშ ზონაში მყოფ მოსამსახურეებს შორის, აღმოჩნდა, რომ პირველ ჯგუფში ეს პათოლოგია 2-ჯერ უფრო ხშირი იყო. გამოკვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ზარინისა და ტვინის კიბოს უეჭველ კავშირზე საუბარი ნაადრევია. ამის დასასაბუთებლად საჭიროა ხანგრძლივი და კომპლექსური გამოკვლევა 10-20 წლის განმავლობაში მაინც.

ზრდის თუ არა ბიოდანამატები ინსულტის რისკს?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

აშშ-ში დაადგინეს, რომ ჩინური მცენარე ბილობა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად, პრაქტიკულად ვერ აფერხებს მეხსიერების დაქვეითებას, თანაც ზრდის ინსულტის რისკს. გამოკვლევაში, რომელიც ამერიკის დამხმარე და ალტერნატიული მედიცინის ნაციონალური ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო 85 წელს გადაცილებულმა 118-მა მოხალისემ. არც ერთ მათგანს არ აწუხებდა ქრონიკული დაავადება, არ უჩიოდა მეხსიერებას და არც მოხუცებულობის ჭკუასუსტობის ნიშნები ჰქონდა. მონაწილეთა ნახევარი 3,5 წლის განმავლობაში ბილობას ექსტრაქტს იღებდა, დანარჩენები კი პლაცებოს. კვლევის დასასრულს მეხსიერების დარღვევები და მოხუცებულთა ჭკუასუსტობის ნიშნები აღმოაჩნდა 7 ადამიანს ბად-ების ჯგუფიდან და 14 ადამიანს პლაცებოს ჯგუფიდან. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კვლევის სხვა მონაცემებიც: ბადების ჯგუფში დაფიქსირდა იშემიური ინსულტის 7 შემთხვევა, პლაცებოს ჯგუფში კი არც ერთი. ეს საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა: იშემიური ინსულტი ტვინის სისხლძარღვებში თრომბის გაჩენას უკავშირდება, არადა ადრინდელი გამოკვლევების თანახმად, ბილობა აქვეითებს სისხლის შედედების უნარს, თანაც იმდენად, რომ ოპერაციის შემდგომი სისხლდენის საშიშროებასაც კი ქმნის. გამოკვლევის ავტორთა თქმით, მათ მიერ მიღებული შედეგები უფრო ფართომასშტაბიანმა გამოკვლევამ უნდა დაადასტუროს. გარდა ამისა, ზოგიერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს მიაჩნია, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ბილობას სამკურნალო თვისებებზე, არამედ მის საშიშ გვერდით მოვლენებზე.

წონის კლება დემენციის ადრეული სიმპტომია

მეცნიერთა აზრით, ქალებში წონაში კლება შესაძლოა დემენციის ადრეული გამოვლინება იყოს. მათი დაკვირვებით, ეს სიმპტომი ჭკუასუსტობამდე ათი წლით ადრე ვლინდება და წლების განმავლობაში პროგრესირებს. დემენცია ფსიქიკური ფუნქციის, პირველ რიგში კი მეხსიერების დარღვევაა და თავის ტვინის ორგანული დაზიანების გამო ვითარდება. მისი მიზეზი ყველაზე ხშირად ალცჰაიმერის დაავადება და ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზია. მეცნიერთა ჯგუფმა დემენციით დაავადებული 560 ადამიანის ავადმყოფობის ისტორია შეისწავლა. საკონტროლო ჯგუფში შეიყვანეს 560 იმავე ასაკის ჯანმრთელი ადამიანი. აღმოჩნდა, რომ დემენციის კლინიკური გამოვლენიდან 30 წლით ადრე როგორც საკვლევი, ასევე საკონტროლო ჯგუფის წარმომადგენელთა საშუალო წონა 63,5 კგ-ს შეადგენდა, მაგრამ დაავადებულთა წონა დაავადების ნიშნების გამოვლენამდე ათი წლით ადრე 61,7 კგ-მდე ჩამოვიდა, ხოლო უშუალოდ დემენციის სიმპტომების გამოვლენისას - 58 კგ-მდე. წონის კლების უშუალო მიზეზი უცნობია, მაგრამ მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ტვინის დაზიანების ადრეული სიმპტომია. ის შესაძლოა უკავშირდებოდეს საკვებისადმი ინტერესის დაკარგვას, უმადობას და ა. შ. შესაძლოა, განსაზღვრულ როლს ასრულებდეს პოსტმენოპაუზისთვის დამახასიათებელი ჰორმონული ცვლილებებიც, რადგან წონის კლება მხოლოდ ქალებში შეიმჩნევა. მეცნიერთა აზრით, მათ მიერ მიღებული მონაცემები დემენციის სადიაგნოზო კრიტერიუმად კი არ უნდა იქცეს, არამედ გამოყენებულ უნდა იქნეს ტვინის დაზიანების მექანიზმის დასაზუსტებლად.

პარკინსონის დაავადებას გენური ინჟინერიით განკურნავენ

ბრიტანელ ექიმებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ შემუშავებული ახალი მეთოდი ავადმყოფებს სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებს. პარკინსონის დაავადების მქონე 5 პაციენტზე ჩატარებულმა ცდამ ცხადყო, რომ თავის ტვინში გლიური ნეიროტროპული ფაქტორის მუდმივი შეყვანის შედეგად ავადმყოფს შესაძლოა სიცილისა და სუნის შეგრძნება დაუბრუნდეს. ავადმყოფებს თავის ტვინის ყველაზე მეტად დაზიანებულ უბანში სპეციალური დგუშით შეუყვანეს გლიური ნეიროტროპული ფაქტორი. წამლის დოზირება იყო ზედმიწევნით ზუსტი (მეცნიერებმა შეძლეს, მიეღოთ სასურველი კონცენტრაცია). შედეგი დადებითი აღმოჩნდა, მაგრამ ექიმებმა ჯერ არ იციან, რამდენ ხანს გასტანს ის. როგორც გამოკვლევის ხელმძღვანელმა, ბრიტანელმა ნეიროქირურგმა სტივენ გილმა აღნიშნა, მეცნიერები არ მოელოდნენ, რომ დადებით შედეგს ასე მალე მიიღებდნენ - პაციენტებმა დაახლოებით ორ თვეში იგრძნეს თავი უკეთ. ამ გამოკვლევაში მონაწილე ერთ-ერთმა პაციენტმა, როჯერ ნელსონმა, განაცხადა, რომ მისთვის დადებითი შედეგი ნიშნავს უკეთ სიარულს, საუბარს, ღიმილსა და სიცილს. მეცნიერთა თქმით, ჯერ კიდევ დასადგენია, რამენ ხანს გასტანს მკურნალობის ეფექტი, მაგრამ პირველი შედეგი იმედისმომცემია.

აღმოჩენილია ალცჰაიმერის დაავადების ახალი წამალი

კალიფორნიელმა ნევროპათოლოგებმა ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობის გენოთერაპიული მეთოდის კლინიკური გამოცდის პირველი შედეგები გამოაქვეყნეს. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს პაციენტებმა, რომელთაც დაავადების საწყისი სტადია ჰქონდათ. ექსპერიმენტის დროს თითოეულ მათგანს ამოუღეს ფიბრობლასტები (შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები) და მათზე გენური ოპერაცია ჩაატარეს. შედეგად ფიბრობლასტებმა დაიწყეს ისეთ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა სინთეზი, რომლებიც აფერხებენ ნეირონების კვდომას და ასტიმულირებენ მათ გამრავლებას. გენური გარდაქმნის დასრულების შემდეგ ფიბრობლასტები ავადმყოფს თავის ტვინში შეუყვანეს. ტრანსპლანტაციიდან 22 თვის განმავლობაში პაციენტებს დაავადების პროგრესირება 40-50%-ით შეუნელდათ, რაც საგრძნობლად აღემატება ყველა იმ მედიკამენტის ეფექტს, რასაც კი ამჟამად ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

1 ივნისს, მთელი მსოფლიო ზეიმობს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
სრულად
103 წლის ბრიტანელმა ქალმა დაბადების დღე ზღვის სანაპიროზე აღნიშნა და დღეგრძელობის საიდუმლო გამხილა

ბრიტანელი დოროთი კეტლი დაიბადა 1922 წელს, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა კვების ინდუსტრიაში და ბედნიერი იყო ქორწინებაში.
სრულად
შექმნილია სასმელი, რომელიც დემენციისგან დაცვაში დაგვეხმარება

სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს პრობიოტიკური კოქტეილი, რომელიც ხელს უშლის დემენციის განვითარებას.
სრულად
ექიმი თავისა და კისრის კიბოსგან დაცვის სამ გზას ასახელებს

SciTechDaily: სამი ფაქტორი ამცირებს თავისა და კისრის კიბოს განვითარების რისკს.
სრულად
შეიძლებოდა თუ არა შოვში განვითარებული ტრაგედიის თავიდან აცილება შვეიცარიის ალპებში გუშინ განვითარებული მოვლენების მსგავსად?

გუშინ შვეიცარიის ალპურ სოფელში მეწყერი ჩამოწვა და სოფელი ბლატენი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ამან კიდევ ერთხელ გაგვახსენა შოვის ტრაგედია და გააჩინა მრავალი კითხვა.
სრულად
ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სენსაციები მედიცინაში

გასული ათწლეული (2015-2025) მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და რევოლუციურ პერიოდად შევა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები