რა იწვევს თმის ცვენას და როდის არის საჭირო თმის გადანერგვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს თმის ცვენას და როდის არის საჭირო თმის გადანერგვა

გვესაუბრება თმის ცვენასთან და თმის გადანერგვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

- რისი ბრალია თმის პათოლოგიური ცვენა – რა მიზეზებს შეიძლება უკავშირდებოდეს?

- თმის პათოლოგიური ცვენის ოთხი ძირითადი მიზეზი შეიძლება გამოვყოთ: ჰორმონები, გენები, ასაკი და სტრესი.

ჰორმონები, რომლებიც ჩართულია ანდროგენეტიკური თმის ცვენის მექანიზმში, მამაკაცის სასქესო ჰორმონებია, რომელთაც ანდროგენები ეწოდება. კითხვაზე - როგორ იწვევენ ანდროგენები თმის ცვენას, ზუსტი პასუხი არ არსებობს. მათ სხვადასხვა ბიოლოგიურ მექანიზმზე ძლიერი გავლენის უნარი აქვთ. როგორც ყველა სხვა ჰორმონს, მათაც შეუძლიათ უჯრედის ან უჯრედის მემბრანის სპეციალურ რეცეპტორებთან დაკავშირება. ზოგიერთი ტიპის ანდროგენი მოქმედებს თმის ფოლიკულზე, სხვადასხვა ტიპისა და ლოკალიზაციის ფოლიკულები კი განსხვავებულად პასუხობენ ერთსა და იმავე ანდროგენს. მაგ.; ანდროგენების პასუხად იღლიის ფოსოში არსებული თმა იზრდება, თავის თმიანი საფარველიდან კი ცვივა.

თმის ცვენა ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქალს ან კაცს გარკვეული გენეტიკური კოდი აქვს ქრომოსომებში. ეს გენეტიკური კოდი პასუხისმგებელია გამელოტებაზე და შეიძლება მოიცავდეს როგორც ერთ გენს, ასევე გენების ერთობლიობას. შესაძლებელია მემკვიდრეობით გადაცემა დედისგანაც და მამისგანაც.

მაგრამ მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს ანდროგენეტიკური თმის ცვენის წინასწარგანწყობა, ასაკის მატებასთან ერთად ზოგიერთ თმის ღერს მოულოდნელად უმცირდება სიგრძეც და მოცულობაც. ამ პროცესს თმის ღერის მინიატურიზაცია ეწოდება. ამის შედეგად, მინიატურიზებული თმის ღერები თანდათანობით ქრება და თმის ფოლიკულების რაოდენობა მცირდება.

ბევრ შემთხვევაში თმის ცვენის ძირითადი მიზეზი სტრესია. სტრესი ყოველთვის იყო ცხოვრების თანმდევი, თუმცა, მედიცინის მიღწევების წყალობით, ახლა უკეთ გვესმის, რამდენად დამთრგუნველია ის ადამიანის ორგანიზმისთვის. თანამედროვე ცხოვრება ნამდვილად არ გვეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში, ამიტომ, თუ იცით, რომ სტრესია თქვენი თმის ცვენის მიზეზი, გადახედეთ ცხოვრების სტილს, რათა გაერკვეთ, როგორ არეგულიროთ მისი ინტენსივობა.

ცხოვრების სტილი უმნიშვნელოვანესია ადამიანის კეთილდღეობაში, ამ მხრივ არც თმაა გამონაკლისი, ისიც ასევე ძლიერ რეაგირებს სტრესზე.

- რომელი რისკფაქტორები უწყობს ხელს თმის ცვენის გაძლიერებას?

- თმის ცვენის რისკფაქტორებიც ცხოვრების წესს უკავშირდება. ეს არის არასწორი კვება, ხშირი დიეტა, მზის რადიაცია, სიგარეტის მოწევა, თმის არასწორი მოვლა და ა.შ.

mkurnali.ge

- თმის ბუდობრივ ცვენაზე რას გვეტყვით?

- ბუდობრივი ალოპეცია საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. ის იწყება უეცრად, მკვეთრად შემოსაზღვრული მომრგვალებული გამელოტებული კერების გაჩენით შეუცვლელ კანზე.

შემოსაზღვრული ფორმების პროგრესირება შეიძლება გავრცელდეს მთლიან თავზე და ზოგჯერ მთელ სხეულზეც.

ბუდობრივი ალოპეციის ეტიოპათოგენეზი ზუსტად არ არის ცნობილი და არც მისი მკურნალობის ერთიანი ალგორითმი არსებობს. ამ დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ემოციურ სტრესს, მწვავე და ქრონიკულ ინფექციებს, ფიზიკურ ტრავმას, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიებს, გენეტიკურ ფაქტორს. კლინიცისტების უმრავლესობა ემხრობა ჰიპოთეზას ბუდობრივი ალოპეციის აუტოიმუნური ბუნების შესახებ. იგი ხშირად თანხვდება სხვა სისტემურ და აუტოიმუნურ დაავადებებს (აუტოიმუნური თირეოიდიტი, ვიტილიგო და სხვა).

- როგორ მკურნალობენ თმის ცვენას?

- თმის ცვენის მკურნალობის ორი ძირითადი მიმართულება არსებობს, თერაპიული, ანუ მედიკამენტური და ქირურგიული. ქირურგიული მეთოდია საკუთარი თმის გადანერგვა - თმის აუტოტრანსპლანტაცია.

- რა პროცედურაა თმის ტრანსპლანტაცია - როგორ ტარდება, საიდან იღებენ თმას გადასანერგად?

- თმის გადანერგვა - ესაა თმის ფოლიკულების გადანაწილება თმაგაცვენილ უბნებში იმ ადგილებიდან, სადაც ისინი ჭარბად არიან წარმოდგენილი. სადონოროდ ძირითადად გამოიყენება კეფისა და საფეთქლების მიდამოებში არსებული თმა, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, გადასანერგად შეიძლება გამოვიყენოთ თმა წვერიდან და სხეულის სხვა ნაწილებიდან (მკერდი, ზურგი და ა.შ.).

კლინიკა „დეამედში“ გამოიყენება თმის გადანერგვის უახლესი, ატრავმული ტექნოლოგია - ფოლიკულური მიკროაუტოტრანსპლანტაცია, რომლის დროსაც ინერგება მხოლოდ მიკროგრაფტები (გრაფტი არის ფოლიკულური გაერთიანება, რომელიც შეიცავს 1-დან 3-4 თმის ღერამდე) და მიიღწევა საუკეთესო შედეგი. გამორიცხულია ნაწიბურების განვითარება, როგორც სადონორო, ასევე სარეციპიენტო არეში, მიიღწევა თმის მაქსიმალური სიხშირე და აბსულუტურად ბუნებრივი შესახედაობა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის ტრანსპლანტაციის ესთეტიკურ ეფექტს.

თმის გადანერგვა ამბულატორიული პროცედურაა, მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე და გრძელდება 3-6 საათი. მანიპულაცია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, სრულიად უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე, პაციენტისთვის თავისუფალ ვითარებაში (პაციენტი ზის მოხერხებულად სავარძელში, შეუძლია სასურველი ტელეგადაცემის ან ფილმის ყურება, საუბარი ტელეფონით, მუსიკის მოსმენა და ა.შ.).

- აქვს თუ არა უკუჩვენებები თმის ტრანსპლანტაციას?

- თმის გადანერგვას, ისევე როგორც ყველა სხვა ოპერაციას, გააჩნია მკვეთრად განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები. თმის გადანერგვის ჩვენებებია:

• ანდროგენეტიკური ალოპეცია; • ნაწიბუროვანი ალოპეცია;

• ტრაქციული ალოპეცია;

• თმის ზრდის წინა ხაზის (ე.წ. „მაღალი შუბლის“) კორექცია;

• წარბის, წვერისა და ულვაშის აღდგენა.

თმის გადანერგვის უკუჩვენებებია:

• თავის კანის დაავადებები გამწვავების პერიოდში; • დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი;

• სისხლის შედედების სისტემის დარღვევები;

• ფსიქოემოციური აშლილობები (ტრიქოტილომანია);

• საანესთეზიო საშუალებების აუტანლობა;

• ანამნეზში კელოიდური ნაწიბურების არსებობა.

mkurnali.ge

- რა შემთხვევაში მიიღება ესთეტიკურად არასასურველი შედეგი ტრანსპლანტაციის შემდეგ და შეიძლება თუ არა ამის გამოსწორება?

- სამწუხაროდ, არის მცდელობები, რომ თმის გადანერგვა მარტივ კოსმეტოლოგიურ მანიპულაციად წარმოაჩინონ, რომლის შესრულება, თითქოს, ასისტენტებსაც შეუძლიათ. სინამდვილეში, თმის ტრანსპლანტაცია არის ქირურგიული ოპერაცია, თუნდაც მცირეინვაზიური, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ფიზიოლოგიასა და ანატომიაში ჩარევასთან. ამიტომ, მას უნდა ასრულებდეს მხოლოდ პროფესიონალი ქირურგი, რომელიც მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას.

თუ სწორად დაისვა დიაგნოზი, სწორად დაიგეგმა ოპერაცია და რა თქმა უნდა, მაღალკვალიფიციურად შესრულდა, თმის გადანერგვა ყოველთვის იძლევა კარგ შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ სადღეისოდ თმის გადანერგვის ტექნოლოგიები საგრძნობლად დახვეწილი და სრულყოფილია, სამწუხაროდ, მაინც გვაკითხავენ პაციენტები, რომლებმაც ვერ მიიღეს სასურველი შედეგი. ეს შეიძლება იყოს როგორც ექიმის გამოუცდელობისა და დაბალი კვალიფიკაციის, ასევე მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენების ბრალი.

ექიმის კვალიფიკაციის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის კეთილსინდისიერებასაც. პაციენტი ხშირად არაინფორმირებული და დაბნეულია, ამიტომ ექიმი ვალდებულია სრულად მიაწოდოს მას ინფორმაცია პროცედურის ყველა შესაძლო გამოსავალსა და მოსალოდნელ შედეგზე მის კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან პაციენტი კმაყოფილია მხოლოდ მაშინ, როცა რეალური შედეგი ემთხვევა მის მოლოდინს.

კლინიკა „დეამედის“ საქმიანობის საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა ექიმის შეცდომით ან ძველი ტექნოლოგიებით დაზარალებული პაციენტების მომსახურებას, რაც გულისხმობს როგორც თმის გადანერგვის შემდგომი ნაწიბურების გამოსწორება-დათმიანებას, ისე სასურველი ვარცხნილობის მიღწევას.

- რას ურჩევთ ალოპეციის გამო შეწუხებულ ადამიანებს, არსებობს თუ არა გამოსავალი?

- პაციენტებს ვურჩევ, არ დაკარგონ იმედი, რადგან დღეს ყველა საშუალებაა იმისთვის, რომ აღვადგინოთ გაცვენილი თმა. ამისთვის კი აუცილებელია, მათ სწორად შეარჩიონ კლინიკა და ექიმი.

R