/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

კუჭის წყლულოვანი დაავადება: მკურნალობის გზები და საშუალებები

კუჭის წყლულოვანი დაავადება: მკურნალობის გზები და საშუალებები
წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა (თუ არ ჩავთვლით მწვავე ნაწლავურ ინფექციებს და ისეთი შხამით მოწამვლას, რომელსაც კუჭ-ნაწლავში წყლულის წარმოქმნა შეუძლია),

რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება უმეტესად შედარებით აქტიურ, შემოქმედებით ასაკში ვითარდება და შრომისუნარიანობის დროებით ან მყარ დაქვეითებას იწვევს. იმის შესახებ, რას წარმოადგენს წყლულოვანი დაავადება და როგორ მკურნალობენ მას დღეს, გვესაუბრება სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის "ჯანმრთელობის სახლის" ექიმი, ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ხმალაძე.

- ბატონო ირაკლი, რა არის წყლულოვანი დაავადება და რამდენად გავრცელებულია ის დღეს?

- კუჭ-ნაწლავის დაავადებების, მათ შორის - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სიხშირე საქართველოში ყოველთვის იქცევდა სპეციალისტთა ყურადღებას, რადგან მათ განვითარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად დიდ როლს ასრულებდა ჩვენი ცხოვრების წესი და კვების თავისებურებებიც. ბოლო ხანს თვალნათლივ შეიმჩნევა არასასურველი ტენდენცია - აღნიშნული პათოლოგიის განვითარება ახალგაზრდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვობის ასაკშიც კი, რაც წინათ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ჩემი აზრით, ეს ისევ და ისევ ცხოვრების არასწორ რეჟიმსა და კვებას უნდა მივაწეროთ. ტერმინი "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება" რუსულენოვან ლიტერატურაში გამოიყენება. ინგლისურენოვან ლიტერატურაში მისი სინონიმი გახლავთ ცნება "პეპტიური წყლული", რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა იმ ჯგუფს გულისხმობს, რომელსაც ლორწოვან გარსში დესტრუქციული კერების წარმოქმნა ახასიათებს. წყლულის დიამეტრი ვარირებს - 5მმ-დან ზევით. პეპტიური წყლული უმეტესად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმულ ნაწილში წარმოიშობა, შედარებით იშვიათად - საყლაპავის დისტალურ ნაწილსა და წვრილ ნაწლავში. ის აქვს მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული კუჭის წყლულზე ხშირია და უფრო ახალგაზრდა ასაკშიც გვხვდება. 20-დან 50 წლამდე ასაკში მამაკაცებს ეს დაავადება ქალებზე ხშირად ემართებათ, მაგრამ მენოპაუზის შემდეგ სხვაობა მცირდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ქრონიკული მიმდინარეობა ხშირი რეციდივებით, რომლებიც, წესისამებრ, ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე ვლინდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რა განსხვავებაა ეროზიასა და წყლულს შორის?

- წყლული ლორწოვანის გაცილებით ღრმა დეფექტია და კუნთოვან შრემდე ვრცელდება. ეროზია ხშირად წყლულის წინამორბედ სტადიას და პაციენტისთვის ერთგვარ გაფრთხილებასაც წარმოადგენს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ,მაწუხებს ტკივილი კუჭის არეში მშიერზე ან ღამე, საჭმლის მიღების შემდეგ ცოტა ხნით მიწყნარდება,მაგრამ მალე ისევ მეწყება,მაქვს გულისრევის შეგრძნება,სისუსტე.მაინტერესებს დიაგნოზის დასადგენად რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო.</p>

- რა შეიძლება იყოს წყლულის განვითარების მიზეზები?

- ბოლო დრომდე პეპტიურ წყლულს მულტიფაქტორულ დაავადებად მიიჩნევდნენ, რომელიც კუჭის ლორწოვანის დამცავი უნარის დაქვეითების ფონზე მჟავასა და პეპსინის ზემოქმედების შედეგად ვითარდებოდა. ითვლებოდა, რომ ერთხელ განვითარებული პეპტიური წყლული პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა და პერიოდულად მწვავდებოდა. სადღეისოდ ეს შეხედულება რამდენადმე შეიცვალა. თანამედროვე გასტროენტეროლოგია პეპტიური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას Helycobacter pylori-სა და მედიკამენტურ (უწინარეს ყოვლისა - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის) ფაქტორს ანიჭებს. ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევის მავნე ჩვევა. თამბაქო პანკრეასზე მოქმედებს, რის შედეგადაც ბიკარბონატების სეკრეცია ანუ ზედმეტი მჟავას ნეიტრალიზაცია სრულფასოვნად ვეღარ ხორციელდება. რიგ შემთხვევაში პეპტიური წყლულის მიზეზად კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეცია გვევლინება. ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ დაავადების აღმოცენების ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ:

  • სხვადასხვა მუკოტროპული (ლორწოვანის დამაზიანებელი) ვირუსით (ჰერპესვირუსები, ციტომეგალოვირუსი) ლორწოვანის ინფიცირება;
  • ფსიქოლოგიური სტრესი;
  • კვების არასწორი რეჟიმი და რაციონი;
  • გენეტიკური მიდრეკილება (ძალიან ხშირია მშობლისგან შვილისთვის კუჭის მომატებული მჟავიანობისადმი მიდრეკილების გადაცემა).
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ ვიკვებოთ კუჭის წყლულის დროს

დადგენილია, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება შემთხვევათა 90%-ში H.pylori-თ არის განპირობებული და ანტიბიოტიკებით სათანადო მკურნალობას მოითხოვს. დანარჩენ 10%-ში H.pylori-თ ინფიცირება არ დასტურდება. ამ შემთხვევაში მიზეზია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება ან რომელიმე სხვა ზემოხსენებული ფაქტორი. განურჩევლად წარმომშობი მიზეზისა, პეპტიური წყლულის კლინიკურ გამოვლინებას, მის შეხორცებასა და გამწვავებას მჭიდრო კავშირი აქვს კუჭის სეკრეციასთან, კერძოდ, კუჭის წვენის PH-მაჩვენებელთან და პეპსინის აქტიურობასთან. ფარმაკოლოგიური საშუალებებით კუჭის სეკრეციის დათრგუნვა ამცირებს ლორწოვანის დაზიანების ხარისხს, აგრეთვე სისხლდენისა და სხვა გართულებების განვითარების ალბათობას.

- რით განსხვავდება კუჭის წყლულის კლინიკური სურათი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კლინიკური გამოვლინებისგან?

- პეპტიური წყლულის ძირითადი სიმპტომია უშუალოდ ეპიგასტრიუმის არეში განვითარებული ტკივილი. სხვა ნიშნებია გულძმარვა, ბოყინი, მუცლის შებერილობა, ზოგჯერ - ყაბზობაც. ამასთანავე, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს ახასიათებს:

  • რიტმული ტკივილი მუცლის არეში, რომელიც საჭმლის ან ანტაციდების მიღების შემდეგ ქრება. ტკივილი აღმოცენდება უზმოზე (ე.წ. მშიერი ტკივილი) და ჭამიდან 1,5-4 საათის შემდეგ.
  • ღამის ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღვიძებს და მეტწილად ღამის 1-დან 3 საათამდე აღმოცენდება.
  • ტკივილის ირადიაცია მარჯვენა ფერდქვეშ ან ზურგში.

მუცლის ხანგრძლივი ტკივილი ჩვეული რიტმის გარეშე ხშირად წყლულის პენეტრაციაზე მიუთითებს.

დაავადების კიდევ ერთი ნიშანია პერიოდულობა - გამწვავებისას ტკივილი ვითარდება რამდენიმე კვირის ან თვის ინტერვალით, რემისია, ჩვეულებრივ, უფრო ხანგრძლივია და შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი გასტანოს. როგორც უკვე აღვნიშნე, პერიოდულობა სეზონურია - წყლულის კლინიკური სიმპტომები უფრო მეტად გამოხატულია გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე, რაც პათოლოგიური პროცესის გამწვავების მაუწყებელია. კუჭის წყლულის დროს ტკივილი რამდენადმე განსხვავებულია. კერძოდ, უზმოზე ტკივილის შეგრძნება ან უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ აღინიშნება. ის მეტწილად ჭამიდან 5-15 წუთის შემდეგ იჩენს თავს და კუჭის შეგთავსის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლამდე ან ღებინებამდე გრძელდება. ამის გამო ხშირად ავადმყოფები ჭამას თავს არიდებენ და ხდებიან. კუჭის ტკივილი იშვიათად შესაძლოა ღამითაც აღმოცენდეს.

- რით აიხსნება ის ფაქტი, რომ საკვების მიღების შედეგად ტკივილი მცირდება ან ცხრება?

- საკვებისა და ანტაციდური პრეპარატების მიღების შედეგად ტკივილის შემცირება-გაქრობა განპირობებულია კუჭის წვენში შემავალი მარილმჟავას ნეიტრალიზაციით, თუმცა ამასთანავე საკვების მიღება გასტრინის სეკრეციას ასტიმულირებს, რაც საბოლოოდ კვლავ აძლიერებს კუჭის სეკრეციას. კუჭის დაცლის შემდეგ კუჭის წვენისა და თორმეტგოჯა ნაწლავის PH საგრძნობლად იკლებს, რაც ტკივილის ხელახალი აღმოცენების მიზეზად იქცევა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას მარილმჟავათი განპირობებულ ტკივილს ქემორეცეპტორების გაღიზიანება ან პერისტალტიკური ცვლილებები იწვევს. ზემოთ დასახელებული სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია, კვალიფიციურ ექიმს, კერძოდ, გასტროენტეროლოგს მიმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება პროგრესირებას განიცდის და შესაძლოა, გამოიწვიოს ძალიან მძიმე გართულებები, რომელთაგანაც ზოგი სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კია.

კომენტარები (6)
თამარი
გამარჯობა ძალიან დამეხმარებით თუ ამ კითხვებს გასცემთ პასუხს კუჭის ტკივილები დამეწყო ძოგჯერ ჭამამდე ან ჭამის მერე , მეწვის თან ყელი მაქ გაჭედილი და ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით ნახველს პატარ პატარა სისხლი ნაჭრები მოყვება ზოგი მოშავო ზოგი მოწითლო ან ღია წითელი კუჭის თავი თითქოს სავსე მაქ სულ რისი ბრალი შეიძლება იყოს?
თარიღი : 22-02-2025
ფატი ზარკუა
ორი თვეა მტკივა ნაღველი ლორწო მაქვს, კუჭის გასტრიტი, 12გოჯა ნაწლავი მტკივა, ბუკუნებს,გაზები მაქვს საშინელი, პირში არასასიამოვნო გემო მაქვს, ემიგრაციაში ვარ, წავედი ექიმთან, ეხო გადამიღეს, კველაპერი გასინჯეს, კველაპერი კარგი გაქვსო, არ დამჩირდა ანალიზები რადგან ეზოს პასუხი კარგი გამოდგა, ვეკითხები ექიმს რატომ მაკვს ტკივილები, იღლიაში ზურგზე,ნაწლავებში მეტკი, სტრესის ბრალიაო, ტკვენი აქ ხართო, ეს მიგრაციაში გენატრებატო საქართველო შვილ ეს ბიო, იმიტომ გტკივატო, გამომიწერა წამალი, ვსვამ, 9დგის შემდეგ ისევ დამიბარა, მე შევწუხდი პული არა მაქვს ვერ მოვალ ტკვა, დაზღვევა არა მაკვს მეტკი, მე უპასოშო ჩაგწერო. ტკვენ გეკითხებით კველაპერი კარგი მაკვს, მა დო იმ რთომ მ თუ მტკივა,მერე ვინანე ზონდი რატომ არ გადავკლაპე ტკვა მაგრამ რომ გავიგე პასი ვერ ვეტყოდი, როგორ მეტკვიტ ზონდი ჯობია თუ ეხო,გთხოვთ გამცეთ პასუხი
თარიღი : 16-01-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად
კარგად დაბალანსებული დიეტა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჯანსაღი და რეგულარული საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებაში.
სრულად
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს მსხვილ ნაწლავზე.
სრულად
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს  ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს
ამ პათოგენის აღმოჩენისთვის მეცნიერებს ნობელის პრემია მიენიჭა. დღეს ეს ბაქტერია კუჭის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.
სრულად
გულძმარვა და პირში  მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე
გულძმარვა და პირში მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე
მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სრულად
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები
მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტირება სპეციალური კვლევების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ დაავადების გვიან ეტაპებზე,
სრულად
მუცლის და კუჭის ტკივილი ჭამის შემდეგ - შესაძლო მიზეზები
მუცლის და კუჭის ტკივილი ჭამის შემდეგ - შესაძლო მიზეზები
საკვების მიღების შემდეგ კუჭისა და მუცლის ტკივილის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გამარჯობათ. ექიმმა დანიშნა ჰელიკო ბაქტ. სამკურნალო ოთხმაგი თერაპია,ტეტრაციკლინით (500 მგ. 4ჯერ დღეში, 14 დღე) . ვარ უცხოეთში, აქ სხვა მიდგომაა მედიცინასთან, ცდილობენ მინიმალური რაოდენობა დაგინიშნონ მედიკამენტების. საკმაოდ ტოქსიკური მედიკამენტია როგორც მოგეხსენებათ ტეტრაციკლინი. მიუხედავად იმისა რომ არასდროს ანტიბიოტიკს ალერგია არ მოუცია ჩემთვის(მიღებული მაქვს -აზიტრომიცინი,ამოქსიკლავი,დოქსიციკლ,ციპროფლოქ, კლარიტრ.) როგორ ფიქრობთ რამდენად ადვილად იტანენ ამ პრეპარატს პაციენტები და ფლუკონაზოლი და ჰეპატოპროტექტორი ხომ არ არი საჭირო ამ დროს რომ შევაშველოთ. დიდი მადლობა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კუჭის წყლულოვანი დაავადება: მკურნალობის გზები და საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუჭის წყლულოვანი დაავადება: მკურნალობის გზები და საშუალებები

რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება უმეტესად შედარებით აქტიურ, შემოქმედებით ასაკში ვითარდება და შრომისუნარიანობის დროებით ან მყარ დაქვეითებას იწვევს. იმის შესახებ, რას წარმოადგენს წყლულოვანი დაავადება და როგორ მკურნალობენ მას დღეს, გვესაუბრება სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის "ჯანმრთელობის სახლის" ექიმი, ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ხმალაძე.

- ბატონო ირაკლი, რა არის წყლულოვანი დაავადება და რამდენად გავრცელებულია ის დღეს?

- კუჭ-ნაწლავის დაავადებების, მათ შორის - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სიხშირე საქართველოში ყოველთვის იქცევდა სპეციალისტთა ყურადღებას, რადგან მათ განვითარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად დიდ როლს ასრულებდა ჩვენი ცხოვრების წესი და კვების თავისებურებებიც. ბოლო ხანს თვალნათლივ შეიმჩნევა არასასურველი ტენდენცია - აღნიშნული პათოლოგიის განვითარება ახალგაზრდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვობის ასაკშიც კი, რაც წინათ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ჩემი აზრით, ეს ისევ და ისევ ცხოვრების არასწორ რეჟიმსა და კვებას უნდა მივაწეროთ. ტერმინი "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება" რუსულენოვან ლიტერატურაში გამოიყენება. ინგლისურენოვან ლიტერატურაში მისი სინონიმი გახლავთ ცნება "პეპტიური წყლული", რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა იმ ჯგუფს გულისხმობს, რომელსაც ლორწოვან გარსში დესტრუქციული კერების წარმოქმნა ახასიათებს. წყლულის დიამეტრი ვარირებს - 5მმ-დან ზევით. პეპტიური წყლული უმეტესად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმულ ნაწილში წარმოიშობა, შედარებით იშვიათად - საყლაპავის დისტალურ ნაწილსა და წვრილ ნაწლავში. ის აქვს მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული კუჭის წყლულზე ხშირია და უფრო ახალგაზრდა ასაკშიც გვხვდება. 20-დან 50 წლამდე ასაკში მამაკაცებს ეს დაავადება ქალებზე ხშირად ემართებათ, მაგრამ მენოპაუზის შემდეგ სხვაობა მცირდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ქრონიკული მიმდინარეობა ხშირი რეციდივებით, რომლებიც, წესისამებრ, ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე ვლინდება.

- რა განსხვავებაა ეროზიასა და წყლულს შორის?

- წყლული ლორწოვანის გაცილებით ღრმა დეფექტია და კუნთოვან შრემდე ვრცელდება. ეროზია ხშირად წყლულის წინამორბედ სტადიას და პაციენტისთვის ერთგვარ გაფრთხილებასაც წარმოადგენს.

- რა შეიძლება იყოს წყლულის განვითარების მიზეზები?

- ბოლო დრომდე პეპტიურ წყლულს მულტიფაქტორულ დაავადებად მიიჩნევდნენ, რომელიც კუჭის ლორწოვანის დამცავი უნარის დაქვეითების ფონზე მჟავასა და პეპსინის ზემოქმედების შედეგად ვითარდებოდა. ითვლებოდა, რომ ერთხელ განვითარებული პეპტიური წყლული პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა და პერიოდულად მწვავდებოდა. სადღეისოდ ეს შეხედულება რამდენადმე შეიცვალა. თანამედროვე გასტროენტეროლოგია პეპტიური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას Helycobacter pylori-სა და მედიკამენტურ (უწინარეს ყოვლისა - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის) ფაქტორს ანიჭებს. ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევის მავნე ჩვევა. თამბაქო პანკრეასზე მოქმედებს, რის შედეგადაც ბიკარბონატების სეკრეცია ანუ ზედმეტი მჟავას ნეიტრალიზაცია სრულფასოვნად ვეღარ ხორციელდება. რიგ შემთხვევაში პეპტიური წყლულის მიზეზად კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეცია გვევლინება. ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ დაავადების აღმოცენების ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ:

  • სხვადასხვა მუკოტროპული (ლორწოვანის დამაზიანებელი) ვირუსით (ჰერპესვირუსები, ციტომეგალოვირუსი) ლორწოვანის ინფიცირება;
  • ფსიქოლოგიური სტრესი;
  • კვების არასწორი რეჟიმი და რაციონი;
  • გენეტიკური მიდრეკილება (ძალიან ხშირია მშობლისგან შვილისთვის კუჭის მომატებული მჟავიანობისადმი მიდრეკილების გადაცემა).

დადგენილია, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება შემთხვევათა 90%-ში H.pylori-თ არის განპირობებული და ანტიბიოტიკებით სათანადო მკურნალობას მოითხოვს. დანარჩენ 10%-ში H.pylori-თ ინფიცირება არ დასტურდება. ამ შემთხვევაში მიზეზია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება ან რომელიმე სხვა ზემოხსენებული ფაქტორი. განურჩევლად წარმომშობი მიზეზისა, პეპტიური წყლულის კლინიკურ გამოვლინებას, მის შეხორცებასა და გამწვავებას მჭიდრო კავშირი აქვს კუჭის სეკრეციასთან, კერძოდ, კუჭის წვენის PH-მაჩვენებელთან და პეპსინის აქტიურობასთან. ფარმაკოლოგიური საშუალებებით კუჭის სეკრეციის დათრგუნვა ამცირებს ლორწოვანის დაზიანების ხარისხს, აგრეთვე სისხლდენისა და სხვა გართულებების განვითარების ალბათობას.

- რით განსხვავდება კუჭის წყლულის კლინიკური სურათი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კლინიკური გამოვლინებისგან?

- პეპტიური წყლულის ძირითადი სიმპტომია უშუალოდ ეპიგასტრიუმის არეში განვითარებული ტკივილი. სხვა ნიშნებია გულძმარვა, ბოყინი, მუცლის შებერილობა, ზოგჯერ - ყაბზობაც. ამასთანავე, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს ახასიათებს:

  • რიტმული ტკივილი მუცლის არეში, რომელიც საჭმლის ან ანტაციდების მიღების შემდეგ ქრება. ტკივილი აღმოცენდება უზმოზე (ე.წ. მშიერი ტკივილი) და ჭამიდან 1,5-4 საათის შემდეგ.
  • ღამის ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღვიძებს და მეტწილად ღამის 1-დან 3 საათამდე აღმოცენდება.
  • ტკივილის ირადიაცია მარჯვენა ფერდქვეშ ან ზურგში.

მუცლის ხანგრძლივი ტკივილი ჩვეული რიტმის გარეშე ხშირად წყლულის პენეტრაციაზე მიუთითებს.

დაავადების კიდევ ერთი ნიშანია პერიოდულობა - გამწვავებისას ტკივილი ვითარდება რამდენიმე კვირის ან თვის ინტერვალით, რემისია, ჩვეულებრივ, უფრო ხანგრძლივია და შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი გასტანოს. როგორც უკვე აღვნიშნე, პერიოდულობა სეზონურია - წყლულის კლინიკური სიმპტომები უფრო მეტად გამოხატულია გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე, რაც პათოლოგიური პროცესის გამწვავების მაუწყებელია. კუჭის წყლულის დროს ტკივილი რამდენადმე განსხვავებულია. კერძოდ, უზმოზე ტკივილის შეგრძნება ან უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ აღინიშნება. ის მეტწილად ჭამიდან 5-15 წუთის შემდეგ იჩენს თავს და კუჭის შეგთავსის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლამდე ან ღებინებამდე გრძელდება. ამის გამო ხშირად ავადმყოფები ჭამას თავს არიდებენ და ხდებიან. კუჭის ტკივილი იშვიათად შესაძლოა ღამითაც აღმოცენდეს.

- რით აიხსნება ის ფაქტი, რომ საკვების მიღების შედეგად ტკივილი მცირდება ან ცხრება?

- საკვებისა და ანტაციდური პრეპარატების მიღების შედეგად ტკივილის შემცირება-გაქრობა განპირობებულია კუჭის წვენში შემავალი მარილმჟავას ნეიტრალიზაციით, თუმცა ამასთანავე საკვების მიღება გასტრინის სეკრეციას ასტიმულირებს, რაც საბოლოოდ კვლავ აძლიერებს კუჭის სეკრეციას. კუჭის დაცლის შემდეგ კუჭის წვენისა და თორმეტგოჯა ნაწლავის PH საგრძნობლად იკლებს, რაც ტკივილის ხელახალი აღმოცენების მიზეზად იქცევა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას მარილმჟავათი განპირობებულ ტკივილს ქემორეცეპტორების გაღიზიანება ან პერისტალტიკური ცვლილებები იწვევს. ზემოთ დასახელებული სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია, კვალიფიციურ ექიმს, კერძოდ, გასტროენტეროლოგს მიმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება პროგრესირებას განიცდის და შესაძლოა, გამოიწვიოს ძალიან მძიმე გართულებები, რომელთაგანაც ზოგი სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კია.


- რაკი გართულებები ახსენეთ, იქნებ მათ შესახებაც გვითხრათ ორიოდე სიტყვა...

- ტკივილის სტერეოტიპის შეცვლა ხშირად გართულებათა განვითარებაზე მიუთითებს. ძლიერი, ხანჯლის ჩარტყმის მსგავსი უეცარი ტკივილი, რომელიც მთელ მუცელს მოიცავს, ხშირად წყლულის პერფორაციაზე ანუ მის გახეთქვაზე მიუთითებს. ამ დროს კუჭის შიგთავსი მუცლის ღრუში ჩაიღვრება, რაც თავის მხრივ პერიტონიტის მიზეზად იქცევა. წყლულის პერფორაციის დროს ტკივილს შესაძლოა დაერთოს მუცლის შებერილობა, ენის სიმშრალე, სხეულის ტემპერატურის მატება, ტაქიკარდია. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულმა შესაძლოა პილორუსის მიდამოს შევიწროება (პილოროსტენოზი) გამოიწვიოს, რაც კლინიკურად გულისრევით ან წინა დღეებში მიღებული საკვების ამოღებით ვლინდება. ტკივილისა და დისკომფორტის მოსახსნელად ავადმყოფები ხშირად ხელოვნურად იწვევენ ღებინებას. აღნიშნული დაავადების დროს შინაგანი სისხლდენა უმეტესად ახალგაზრდა პაციენტებს უვითარდებათ. ხანდაზმულ ასაკში სისხლდენა ავთვისებიანი წარმონაქმნის არსებობაზე მიუთითებს. სისხლდენის სიმპტომებია ძლიერი საერთო სისუსტე, გულის წასვლა, ცივი ოფლი, გულისრევა, ღებინება და ანემია. ასეთ დროს ავადმყოფი დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. მეზობელ ორგანოებში პენეტრაცია (ღვიძლში, პანკრეასში, სანაღვლე გზებში ჩაზრდა) თანდათანობით ვითარდება. ტკივილის სტერეოტიპი ამ დროსაც იცვლება - იგი კარგავს რიტმულობას, უფრო მუდმივი ხასიათისა ხდება, მოგვიანებით კი შესაძლოა განვითარდეს ლოკალური მტკივნეულობა, პანკრეატიტი ან ქოლანგიტი. პენეტრაცია ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს, ზოგჯერ - ქირურგიულ ჩარევასაც კი. ყველა ზემოაღწერილი გართულება უკანასკნელ ხანამდე უმეტესად ქირურგიული ჩარევით სრულდებოდა. თანამედროვე გასტროენტეროლოგიაში მკაფიოდ გამოიკვეთა ამ გართულებათა თავიდან ასაცილებლად გამიზნული აქტიური მედიკამენტური მკურნალობის ტენდენცია, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა. ამ უკანასკნელს მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში გართულებების დროს მიმართავენ.

- როგორ სვამენ წყლულოვანი დაავადების დიაგნოზს?

- პეპტიური წყლულის სადიაგნოზოდ ინფორმაციულია რენტგენოლოგიური კვლევა ორმაგი კონტრასტირებით. რენტგენოგრამაზე წყლული კრატერის მსგავსი ჩაღრმავების სახით მოჩანს. რაღა თქმა უნდა, პეპტიური წყლულის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიური გამოკვლევაა მიჩნეული. რენტგენოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან შედარებით ენდოსკოპიური გამოკვლევის მნიშვნელოვანი უპირატესობა ისიც არის, რომ შესაძლებელია არა მხოლოდ წყლულის გამოვლენა, არამედ ბიოფსიის ჩატარება, PH-ის განსაზღვრა, ასევე - ადგილობრივი მკურნალობა და ჩატარებული მკურნალობის ეფექტის შეფასება. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მეთოდის ინფორმაციულობა აბსოლუტური არ გახლავთ - მხოლოდ 90%-ს აღწევს, ვინაიდან რიგ შემთხვევაში წყლულის გამოვლინება ენდოსკოპიურადაც კი ვერ ხერხდება. კუჭის წყლულის აღმოჩენას ხელს უშლის ლორწოვანი გარსის ჰიპერტროფირებული ნაოჭები, კუჭში საჭმლის ან სისხლის დიდი ოდენობით არსებობა, ლორწოს დაგროვება, ასევე - წყლულის მაღალი ლოკალიზაცია. პეპტიური წყლულის დიაგნოზის დასმისას კუჭის სეკრეციული ფუნქციის განსაზღვრა ყოველთვის არ არის აუცილებელი. დაავადების გამოვლენის შემდგომი, მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია ეტიოლოგიური ფაქტორის განსაზღვრა. წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება H.pylori-ს გამოვლენას, ვინაიდან ინფიცირებულ ავადმყოფთა სათანადო მკურნალობა უმეტესად წყლულისგან განკურნებით სრულდება. სადღეისოდ H.pylori-ს აღმოსაჩენად რამდენიმე ტესტი გამოიყენება. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანის სიზუსტე არ არის 100%-იანი, თუმცაღა ინფორმაციულობა 90%-ს აღემატება. საყურადღებოა ისიც, რომ ტესტების ჩატარება რეკომენდებულია არანამკურნალევი ავადმყოფებისთვის.

- ალბათ ლოგიკური იქნება, პეპტიური წყლულის მკურნალობის შესახებაც ვისაუბროთ...

- სადღეისოდ პეპტიური წყლულის მკურნალობამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. წინათ პოპულარული ტრადიციული მკურნალობა მხოლოდ კუჭის სეკრეციის დამთრგუნავი და ანტაციდური პრეპარატებით შემოიფარგლებოდა, რაც არსით მხოლოდ სიმპტომურ თერაპიას წარმოადგენდა და მისი წარმატების შემთხვევაშიც კი წყლულის შეხორცება დროებითი გახლდათ. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად წყლულის შეხორცება სპონტანურად ხდება და არა მკურნალობის შედეგად. მიუხედავად ამისა, მკურნალობის ამ მეთოდს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაებში, როდესაც წყლულის გამომწვევი მიზეზი უცნობია ან მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის შედეგს წარმოადგენს, აგრეთვე - რეფლუქს-ეზოფაგიტის განვითარებისას. პეპტიური წყლულის მკურნალობის თანამედროვე პრინციპი უწინარეს ყოვლისა წყლულის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიკაციასა და მოცილებას გულისხმობს. H.pylori-პოზიტიური პეპტიური წყლულის მკურნალობა რამდენიმე პრეპარატის, კერძოდ, ანტიბიოტიკებისა და ტრადიციული პრეპარატების (ანტაციდების, H2-რეცეპტორების ანტაგონისტების, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, შემომგარსველი საშუალებების) ერთდროულ, კომპლექსურ მიღებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ანტიბაქტერიულ თერაპიას, ამჟამად უპირატესად მკურნალობის სამკომპონენტიანი სქემა გამოიყენება. ასეთი სქემით მკურნალობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს რეკომენდებული პრეპარატების გვერდითი მოვლენების მაღალი სიხშირე. ათიდან 7 შემთხვევაში სამკომპონენტიანი სქემით მკურნალობის ფონზე ორი კვირის განმავლობაში ხდება H.pylori-ს სრული ერადიკაცია. სამკომპონენტიანი სქემით მკურნალობის აუტანლობის შემთხვევაში მკურნალობა ორკომპონენტიანი მკურნალობის რომელიმე სქემით გრძელდება. რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა რეკომენდებული დოზების ზუსტი დაცვა. პეპტიური წყლულის მკურნალობის ტრადიციული სქემის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც წყლული H.pylori-სთან არ არის ასოცირებული, თუმცა გართულებები თავიდან რომ ავიცილოთ, აღნიშნული პრეპარატების გამოყენება აუცილებლად ექიმი სპეციალისტის დანიშნულების შესაბამისად უნდა მოხდეს. გამოიყენება ანტაციდური საშუალებები (ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის ნარევი, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის ბიკარბონატი-სოდა და ა.შ.), H2-რეცეპტორების ანტაგონისტები (ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი, ნიზატიდინი), შემომგარსავი საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლის რიგის პრეპარატები) და სხვა.

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულოვანი პროცესი კიდევ რომელი დაავადების დროს შეიძლება განვითარდეს?

- 1955 წელს ზოლინგერმა და ელისონმა აღწერეს სიმპტომოკომპლექსი, რომელიც აერთიანებს პეპტიურ წყლულს, კუჭის გაძლიერებულ სეკრეციას და პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედების სიმსივნეს. დაავადების ადრეულ ეტაპზე კლინიკური სიმპტომები კლასიკური პეპტიკური წყლულის კლინიკური სურათის მსგავსია. ყურადსაღებია, რომ ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს კლინიკური სიმპტომები პროგრესირებს, ცუდად ექვემდებარება ტრადიციულ მკურნალობას, ხშირია წყლულის რეციდივი (განსაკუთრებით - ოპერაციის შემდგომ). წყლულოვანი დეფექტი უმეტესად ერთია, მაგრამ არცთუ იშვიათია მრავლობითი წყლული. უკანასკნელ შემთხვევაში წყლულები შესაძლოა მთელ თორმეტგოჯა ნაწლავში გავრცელდეს და მლივ ნაწლავშიც გაჩნდეს. ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა მუცლის ტკივილი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ერთვის გულძმარვა, დისფაგია. საკმაოდ ხშირად ვლინდება პარათირეოიდული ჯირკვლების სიმსივნე, რაც კლინიკურად ჰიპერკალციემიით, ნეფროლითიაზითა და სისხლში პროლაქტინის შემცველობის მომატებით ვლინდება. ზოგჯერ ამ დაავადებას თან სდევს დიარეა, რომელსაც თორმეტგოჯა ნაწლავში მარილმჟავას დიდი რაოდენობით გადასვლა იწვევს, ეს კი, თავის მხრივ PH-ის დაქვეითებას, თორმეტგოჯა ნაწლავისა და მლივი ნაწლავის ლორწოვანის დაზიანების მიზეზად იქცევა.


- როგორ უნდა დაისვას ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დიაგნოზი?

- ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დიაგნოსტიკა ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს: სისხლში გასტრინის მაღალ კონცენტრაციას, კუჭის გაძლიერებულ სეკრეციას, პეპტიური წყლულის ან/და დიარეის არსებობას, გასტრინომას. ზოლინგერ-ელისონის სინდრომს ეჭვობენ იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება: წყლულის(ების) უჩვეულო, ატიპური ლოკალიზაცია (მაგალითად, თორმეტგოჯა ნაწლავის დისტალურ ნაწილში ან მლივ ნაწლავში), ტრადიციული მკურნალობისადმი რეზისტენტულობა, თანმხლები დიარეა, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, მლივი ნაწლავის ლორწოვანის ნაოჭების ჰიპერტროფია, თანმხლები ნეფროლითიაზი, ენდოკრინული ჯირკვლების სიმსივნეები, წყლულის მემკვიდრეობითი ხასიათი, გამუდმებით რეციდივირება.

- როგორ მკურნალობენ?

- როგორც აღვნიშნე, ზოლინგერ-ელისონის სინდრომს ახასიათებს რეზისტენტულობა წყლულის ტრადიციული მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობის მიმართ, ხშირად ვითარდება რეციდივი. ოპტიმალური მკურნალობა გასტრინომის ამოკვეთას გულისხმობს. არაიდენტიფიცირებული გასტრინომის შემთხვევაში ტარდება მკურნალობა H2-რეცეპტორთა ანტაგონისტებით ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით, ამასთანავე, ეს პრეპარატები უფრო დიდი დოზებით ინიშნება, ვიდრე პეპტიური წყლულის დროს. დოზების შერჩევა ინდივიდუალურად ხდება. გასტრინომის მეტასტაზირებისას ქირურგიულ მკურნალობასთან ერთად რეკომენდებულია ქიმიოთერაპია ციტოსტატიკური პრეპარატებით.

- რა არის კრონის დაავადება?

- კრონის დაავადება გასტროინტესტინური ტრაქტის ქრონიკული არასპეციფიკური ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც შესაძლოა დაზიანდეს ტრაქტის ნებისმიერი ნაწილი, პირის ღრუდან დაწყებული, სწორი ნაწლავის ჩათვლით. კრონის დაავადება გვხვდება ორივე სქესის ადამიანებს შორის, უმეტესად - ახალგაზრდებს შორის, 15-დან 35 წლამდე. დაავადების გამომწვევი უცნობია, მაგრამ მისი მიმდინარეობის თავისებურებანი არ გამორიცხავს ინფექციური აგენტის არსებობას. ითვალისწინებენ იმუნურ დარღვევებსაც. ვარაუდობენ მემკვიდრეობითი ფაქტორის არსებობას - დაავადება ხშირად აქვთ ახლო ნათესავებს. იგი საკმაოდ გავრცელებულია ებრაელებს შორის.

- როგორია კრონის დაავადების კლინიკური გამოვლინება?

- კლინიკური სურათი მჭიდროდ არის დაკავშირებული დაზიანების ანატომიურ ლოკალიზაციასთან. კრონის დაავადებას გამწვავება-რემისიების მონაცვლეობა ახასიათებს. გამწვავებას თან სდევს ცხელება, ზოგჯერ - შემცივნება, საერთო სისუსტე, ანორექსია, მეტეორიზმი, წონის მკვეთრი კლება, სიფითრე, ორგანიზმის დაუძლურება. ნაწლავთა ფუნქცია ზოგჯერ ნორმალურია, ზოგჯერ კი ფაღარათს შეკრულობა ენაცვლება. ბავშვებსა და მოზარდებს აღენიშნებათ ზრდაში ჩამორჩენა და სქესობრივი განვითარების შენელება. კრონის დაავადებისთვის დამახასიათებელია მუცლის შეტევითი ან მუდმივი ტკივილი, იშვიათად - ჭიპის მიდამოში. ტკივილი ხშირად ჭამის შემდეგ ძლიერდება, რაც პროცესის ობსტრუქციული ხასიათით არის განპირობებული. ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს მწვავე მუცლის კლინიკური სურათი.

- როგორ მკურნალობენ კრონის დაავადებას?

- კრონის დაავადების მკურნალობა საკმაოდ ძნელია და საჭიროებს დიფერენციულ მიდგომას დაავადების სიმძიმისა და ანთებითი პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით. მსუბუქი გამწვავების შემთხვევაში იყენებენ ფაღარათის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ძლიერი გამწვავებების შემთხვევაში - გლუკოკორტიკოსტეროიდებს. ავადმყოფთა დაახლოებით ნახევარს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ზოგჯერ - ერთზე მეტიც კი. წვრილი ნაწლავის დაზიანების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევის ალბათობა უფრო მაღალია. აუცილებელია ვიტამინებითა და ცილით მდიდარი მაღალკალორიული დიეტა. კრონის დაავადების პროგნოზი ბევრად არის დამოკიდებული ანთებითი პროცესის ლოკალიზაციასა და გართულებებზე. ფატალური გართულებებია ნაწლავის პერფორაცია დიფუზური პერიტონიტით, სეფსისი, ელექტროლიტური დისბალანსი, ორგანიზმის დაუძლურება.

- რა არის არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი?

- არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანისა და ლორწქვეშა გარსების ანთებითი დაავადებაა. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად 15-დან 35 წლამდე ასაკში იჩენს თავს და უპირატესად ქალებს ემართებათ. ეტიოლოგია უცნობია. არ არის გამორიცხული ჯერ კიდევ არაიდენტიფიცერებული ვირუსული ან ბაქტერიული გამომწვევის არსებობა. ანთებითი ცვლილებები უმთავრესად მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსშია ლოკალიზებული. ყველაზე ხშირად ზიანდება რექტალური არე (წყლულოვანი პროქტიტი). საზოგადოდ, სწორი ნაწლავის დაზიანების გარეშე წყლულოვანი კოლიტი ძალიან იშვიათია. ხშირია აგრეთვე სიგმოიდური ნაწლავის დაზიანება (პროქტოსიგმოიდიტი). შესაძლოა, ტოტალურად დაზიანდეს მსხვილი ნაწლავი (პანკოლიტი). წვრილი ნაწლავების დაზიანება წყლულოვან კოლიტს არ ახასიათებს. დაავადების კლინიკური მიმდინარეობა ვარიაბელურია. დამახასიათებელია ხანგრძლივი რემისიები მინიმალური კლინიკური სიმპტომატიკით და გამწვავებები. გამწვავების დროს კლინიკურ გამოვლინებათა ინტენსივობა პროცესის მსხვილ ნაწლავში გავრცელებასა და ანთებითი პროცესის სიმძიმეს უკავშირდება. როდესაც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ავადმყოფი კუჭში გადის დღეში 1-4-ჯერ, განავალი ნახევრად გაფორმებულია, ლორწოიანი, პერიოდულად აღინიშნება სისხლდენა ნაწლავებიდან. ზოგჯერ ავადმყოფი უჩივის შეკრულობას, ტენეზმებს. ზოგადი გამოვლინებები დამახასიათებელი არ არის. დაავადების ამ ფორმის დროს პროცესი, ჩვეულებრივ, შემოფარგლულია სწორი ნაწლავით ან სიგმოიდური კოლინჯით. წყლულოვანი პროქტიტის შემთხვევაში დაავადება მეტწილად არ პროგრესირებს. წყლულოვანი კოლიტის მძიმე ფორმისთვის დამახასიათებელია კუჭში ხშირი (დღე-ღამეში 10-40-ჯერ) გასვლა თხიერი განავლით, რომელიც შეიცავს ლორწოსა და სისხლს, ზოგჯერ - ჩირქს. ზოგჯერ ავადმყოფი გადის მხოლოდ სისხლსა და ლორწოზე, აქვს განავლის შეუკავებლობა. დამახასიათებელია ტენეზმები და ტკივილი რექტუმის მიდამოში. მარცხენა ფერდქვეშა არეში გამოხატულია ძლიერი შეტევითი ტკივილი, რომელიც მთელ მუცელში ვრცელდება. წყლულოვანი კოლიტის მძიმე ფორმისთვის, რომელიც ზოგჯერ ელვისებურად მიმდინარეობს, დამახასიათებელია ინტოქსიკაციის გამოვლინებები: ცხელება, ანორექსია, საერთო სისუსტე, წონის კლება, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, ჰიპოვოლემია, ზოგჯერ პროსტრაციაც კი. ხშირი გართულებაა მსხვილი ნაწლავიდან ძლიერი სისხლდენა, რომელიც ანემიას იწვევს. შესაძლოა განვითარდეს ტოქსიკური მეგაკოლონი - მსხვილი ნაწლავის მწვავე გაგანიერება: მსხვილი ნაწლავი კარგავს ტონუსს და რამდენიმე დღეში, ზოგჯერ რამდენიმე საათშიც კი ფართოვდება. ტოქსიკური მეგაკოლონის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს იმოდიუმის ტიპის პრეპარატებისა და ქოლინოლიტიკების არაადეკვატური მიღება. გართულებას თან სდევს ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები, მაღალი (400C-მდე) ტემპერატურა, მაღალი ლეიკოციტოზი, მუცლის ტკივილი, გაუვალობის ნიშნები. საჭიროა მკურნალობის დროული დაწყება, რადგან მოსალოდნელია ისეთი მძიმე გართულებების განვითარება, როგორიც არის პერფორაცია, პერიტონიტი და სეფსისი. წყლულოვანი კოლიტის დიაგნოსტიკაში წამყვანია ანამნეზი, რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური გამოკვლევები. განავალში სისხლის არსებობა დაავადების კარდინალური სიმპტომია. გარდა ამისა, განავალი შეიცავს ლორწოსა და ჩირქს, მაგრამ არა პათოგენურ მიკროორგანიზმებს.

- როგორ მკურნალობენ?

- რემისიის შემხვევაში არ არის საჭირო მკაცრი დიეტის დაცვა. სასურველია ცილებით მდიდარი საკვების მიღება. უნდა გამოირიცხოს უხეში საკვები. სასურველია, ავადმყოფი ერიდოს უმ ხილსა და ბოსტნეულს. მსუბუქ შემთხვევებში, თუ კლინიკური ნიშნები უმნიშვნელოა და ტოქსიკურ მეგაკოლონს არ ვეჭვობთ, სიფრთხილით ინიშნება ანტიქოლინერგიული საშუალებები და შემკვრელები. მწვავე პერიოდში, განსაკუთრებით - დაავადების ელვისებური ფორმის დროს, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია, სისხლის დანაკარგის შევსება სითხით, პლაზმით, დარღვეული ელექტროლიტური ბალანსის ნორმალიზება, პარენტერული მკურნალობა. მყარ რეციდივებს იძლევა გლუკოკორტიკოიდები. ისინი იხმარება სისტემურად ან ადგილობრივად, ოყნის სახით. მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში, წყლულოვანი კოლიტის პათოგენეზის აუტოიმუნური თეორიიდან გამომდინარე, ინიშნება იმუნოდეპრესანტები. მწვავე შემთხვევაში ნეკროზული გართულებების პროფილაქტიკისათვის მოწოდებულია ანტიმიკრობული თერაპია. მძიმედ მიმდინარე წყლულოვანი კოლიტის დროს ავადმყოფს შესაძლოა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. პაციენტისთვის მნიშვნელოვანია სათანადო დიეტის შერჩევა. რეკომენდებულია უჯრედისით მდიდარი საკვები. უნდა ვერიდოთ ზედმეტი მედიკამენტების მიღებას, განსაკუთრებით - ანალგეზიური საშუალებებისას. ძლიერი ტკივილის დროს იყენებენ სპაზმოლიზურ და ქოლინოლიზურ პრეპარატებს. ზოგჯერ ეფექტურია ტრანკვილიზატორები და ფსიქოთერაპია. დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არასწორი დამოკიდებულებაა საზოგადოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა მიმართ, თითქოს ისინი სხვა პათოლოგიებთან შედარებით ნაკლებსაშიშნი იყვნენ და შედარებით ნაკლებ ყურადღებას საჭიროებდნენ. პრობლემისადმი სწორედ ამგვარი დამოკიდებულება და თვითმკურნალობაა ხსენებულ დაავადებათა პროგრესირებისა და მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებების განვითარების მიზეზი.