/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რევმატოლოგია

ჰორმონების სახსარშიდა ინექციები

ჰორმონების სახსარშიდა ინექციები
თანამედროვე რევმატოლოგიაში ანთებითი პროცესებით დაზიანებულ სახსრებში, მათ სინოვიურ ჩანთებსა და მყესებში სამკურნალოდ უფრო და უფრო ხშირად შეჰყავთ სტეროიდული პრეპარატები.

სახსარშიდა ინექციებს საკმაოდ ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს და გაუსაძლისი ტკივილებისგან გატანჯული პაციენტიც პირველივე ინექციის შემდეგ შვებას გრძნობს. სახსარშიდა ინექციები კორტიკოსტეროიდებით ხორციელდება, რის გამოც მანიპულაციის შესახებ ექიმთა მოსაზრებანი ყოველთვის ერთნაირი არ არის. როგორ უნდა ჩატარდეს და რა უნდა გაითვალისწინოს სპეციალისტმა ჰორმონული პრეპარატებით სახსარშიდა ინექციის დროს, ამაზე რევმატოლოგი ნინო ჩრდილელი გვესაუბრება:

- სახსრის შიგნით კორტიკოსტეროიდების შეყვანა ისეთი რევმატული დაავადებების კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, როგორიც არის რევმატოიდული ართრიტები და ართროზები. ძლიერი ჰორმონული პრეპარატები დაზიანებულ სახსარში რამდენიმე ხნის განმავლობაში აკუმულირდება. სტეროიდული სუსპენზიის მიკროკრისტალები სახსარში სამ კვირამდე რჩება. აქტიური პრეპარატი თანდათანობით შეიწოვება და ეტაპობრივად ხვდება ანთების ზონაში. ეს პრეპარატები საკუთრივ დაავადებას არ მკურნალობენ, არც სახსრის ხრტილის მდგომარეობას აუმჯობესებენ, არც ძვლოვან ქსოვილს აღადგენენ და არც სისხლის მიმოქცევას ააქტიურებენ. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებენ ორგანიზმის ზოგად რეაქციას სახსარში განვითარებულ ანთებით პროცესზე. ამიტომ ჰორმონული პრეპარატების სახსარშიდა ინექციები მკურნალობის თავისთავადი მეთოდი არ არის. მისი გამოყენება გამართლებულია მხოლოდ და მხოლოდ ართროზისა და ართრიტის კომპლექსური თერაპიის კომპონენტად.

- რა არის მისაღები მხედველობაში რევმატული დაავადებების კორტიკოსტეროიდებით სახსარშიდა მკურნალობისას?

- ჩვეულებრივ, პირველი ინექცია უფრო შვებისმომგვრელია, ვიდრე მომდევნოები. გონართროზის (მუხლის სახსრის ართროზი) დროს ინექციებს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, როცა შეშუპებულ და შესივებულ სახსარში ანთების ჩაქრობა გვსურს. ამ დროს ინექციებს მართლაც სწრაფი ეფექტი მოჰყვება. სახსარში შეყვანილი პრეპარატი მთელი ძალით რამდენიმე ხნის შემდეგ ამოქმედდება, ამიტომ ინექციის საბოლოო შედეგის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ პროცედურიდან 10-14 დღის შემდეგ. აქედან გამომდინარე, უნდა გვახსოვდეს, რომ ორ კვირაში ერთზე მეტი ინექციის გაკეთება არ შეიძლება.

თუ პირველმა ინექციამ შედეგი არ გამოიღო, დიდია ალბათობა, მეორე და მესამეც უშედეგო იყოს. პირველი უშედეგო ინექციის შემდეგ აუცილებელია პრეპარატის შეცვლა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა,სახსრების ტკივილს რა ეშველება?მაჯები მტკივა,ხელები,მუხლი,გამივლის მცირე დატვირთვის მერე ისევ მტკივდება,ვსვამდი ასეთ ვიტამინს სახელად imuni tune რავიცი რამე შედეგი არ მქონია,მჭირდა გარდნერელა ვიმკურნალე და შედეგი მაქვს,მაგრამ ამ სახსრებს რა ვუშველო?მსუბუქი სპორტით რომ დავკავდე თუ შეიძლება?მაგალითად სირბილი და სხვა კარდიო ვარჯიშები?გახურების შემთხვევაში აღარ მტკივა მაგრამ მერე ისევ მტკივდება.</p>

თუ არც ამან უშველა, უნდა შეიცვალოს საინექციო ადგილი. თუ ესეც ამაო აღმოჩნდა, მაშინ ინექციებს აზრი არ აქვს. მით უფრო, რომ ერთ სახსარში 3-4-ზე მეტი ინექციის გაკეთება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში საგრძნობლად გაიზრდება გვერდითი ეფექტების რისკი. უაზრობაა ინექციების გაკეთება იმ პაციენტებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ ძვლების გამოხატული დეფორმაცია, კიდურების გამრუდება, ანუ ტკივილები განპირობებულია არა შეშუპებითა და ანთებით, არამედ სახსრის ანატომიური ცვლილებით, ოსტეოფიტების, ძვლოვანი წანაზარდების წარმოქმნით.

- სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, რომ ართროზის დროს ინექციებს საჭიროზე გაცილებით ხშირად აკეთებენ, თანაც მაშინ, როცა ისინი რეალურად არაფრის მომცემია, კორტიკოსტეროიდებით გაუმართლებელ მკურნალობას კი საკმაოდ ბევრი უარყოფითი შედეგი აქვს. მათზე რას გვეტყვით?

- ჰორმონული პრეპარატების სახსარშიდა ინექციებით ართროზის მკურნალობა ყოველთვის გამართლებული არ არის. მაგალითად, შესაძლოა, პაციენტს მუხლის სახსრის ართროზის მეორე სტადია ჰქონდეს სახსარში სითხის დაგროვებისა და შეშუპების გარეშე. ამ დროს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უაზრობაა, რადგან თუ არ არის ანთება, არც კორტიკოსტეროიდული ჰორმონების სამოქმედო წერტილი არსებობს. ინექციები ასევე არ არის რეკომენდებული მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართრიტის დროს. იმ გვერდითი ეფექტებიდან, რომლებსაც კორტიკოსტეროიდების გაუმართლებელი გამოყენება იწვევს, აღსანიშნავია ჰორმონების ხშირი შეყვანის შედეგად სახსრის ხრტილის, მყესებისა და მათ ირგვლივ მდებარე კუნთების სტრუქტურის დაზიანება, სახსრის მორყევა. გარდა ამისა, ყოველი ინექციისას, მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ტრავმირდება სახსარი, არსებობს მის შიგნით ინფექციის მოხვედრის ალბათობა. დიდი სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც რევმატიულ პათოლოგიებთან ერთად აქვთ შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გაცხიმოვნება, თირკმლის უკმარისობა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ტუბერკულოზი, ინფექციური და ფსიქიკური დაავადებები - ერთჯერადმა ინექციამ შესაძლოა მთელ ორგანიზმზე იმოქმედოს და დაავადებათა გამწვავება გამოიწვიოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სისტემური წითელი მგლურა – დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები

სისტემური წითელი მგლურას დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, რევმატოლოგი რიმა ახვლედიანი.
სრულად
პოდაგრის სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია — რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე?

პოდაგრა ართრიტის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც უმეტესად მამაკაცებსა და პოსტმენოპაუზურ ქალბატონებში გვხდება.
სრულად
რევმატოიდული ართრიტი და გულის ჯანმრთელობა

რევმატოიდული ართრიტი არის ართრიტის აუტოიმუნური ფორმა, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ სახსრებზე.
სრულად
შარდმჟავას ცვლის დარღვევა - პოდაგრის გამომწვევი შესაძლო მიზეზი

პოდაგრა ქრონიკული დაავადებაა, იგი წარმოადგენს ართრიტის ერთ-ერთ ფორმას.
სრულად
რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ზურგის ცალმხრივი ტკივილი და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს

სიცოცხლის განმავლობაში ზურგის ტკივილს ზრდასრულთა 80% განიცდის.
სრულად
რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოპოროზის შესახებ? – ინტერვიუ რევმატოლოგთან

ოსტეოპოროზი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გავრცელებული დაავადებაა,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჰორმონების სახსარშიდა ინექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები