მიოზიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიოზიტი

.

  • მიზეზები

მიოზიტი ბევრისთვის პროფესიული დაავადებაა. ის ხშირად ემართებათ ისეთი პროფესიის ადამიანებს, რომელთა საქმიანობა ამა თუ იმ ჯგუფის კუნთების გადაძაბვას ან მოუხერხებელ პოზაში დიდხანს მუშაობას მოითხოვს (მევიოლინეებს, პიანისტებს, მბეჭდავებს, მძღოლებს). მიოზიტი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვისას კუნთების მკვეთრი გადაძაბვის გამო, ტრავმის შემდეგ ან ძლიერი გადაცივებისას. ქრონიკული მიოზიტი მწვავე მიოზიტის შედეგი ან რომელიმე ინფექციის გართულებაა. არასასურველი ფაქტორების ზემოქმედება (გადაცივება, ზომას გადაჭარბებული ფიზიკური დაძაბულობა და ა.შ.) დაავადების ხშირი რეციდივის მიზეზია.

  • რას უჩივის ავადმყოფი?

მიოზიტის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება ზურგის, კისრის, მხრის, გულმკერდის ყაფაზის, ზურგის, შედარებით იშვიათად - დუნდულა და წვივის კუნთები.

დაავადება ვლინდება ხელის, ფეხის, სხეულის კუნთების ლოკალური ტკივილით, რომელიც მოძრაობისას ძლიერდება. არცთუ იშვიათად კუნთებში იგრძნობა გამკვრივება და დაჭიმულობა, კანი შეწითლდება. ღია ტრავმის დროს ინფექციის გამო შესაძლოა ჩირქოვანი მიოზიტი განვითარდეს. ამ დროს იმატებს სხეულის ტემპერატურა, ავადმყოფი უჩივის შემცივნებას, თავის ტკივილს.

საღეჭი კუნთების მიოზიტი

საღეჭი კუნთების მიოზიტის დროს საღეჭი კუნთები ძლიერ დაჭიმულია. ტკივილი ზოგჯერ ისეთი ძლიერია, რომ ადამიანს არამცთუ ღეჭვა, ლაპარაკიც კი არ შეუძლია. გამკვრივებული კუნთების ტკივილი ძლიერდება არა მარტო მოძრაობისას, არამედ მოსვენების დროს, ღამით, ამინდის შეცვლისას. მსუბუქ შემთხვევებში ტკივილი რამდენიმე დღეში გაივლის.

კისრის მიოზიტი

ყველაზე გავრცელებული ფორმა კისრის მიოზიტია. ის თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აქვს. ამ დროს თავს იჩენს ყრუ ტკივილი, რომელიც კისრის კუნთებიდან კეფაში, მხრის სარტყელზე და ბეჭებს შორის გადაეცემა. ზოგჯერ ყრუ ტკივილს შეიგრძნობთ ყურებში, საფეთქლებში, შუბლის მიდამოში. გამორიცხული არ არის, კისრის მალების მოძრაობაც შეიზღუდოს, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება. კისრის მიოზიტის მიზეზია კუნთების ხანგრძლივი დაძაბულობა, მაგალითად, არასწორ პოზაში მუშაობისას, დაღლილობისას, ნერვული გადაძაბვისას.

მწვავე ჩირქოვანი მიოზიტი

მწვავე ჩირქოვანი მიოზიტი ხშირად ჩირქოვანი პროცესის (ოსტეომიელიტის, სეპტიკოპიემიის) გართულებაა. მას სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი, ანაერობული მიკროორგანიზმები იწვევენ. ამ დროს კუნთებში ჩნდება შემოფარგლული ან გავრცელებული ნეკროზები, აბსცესები, ფლეგმონები. დამახასიათებელია ლოკალური ტკივილი, რომელიც მოძრაობისას და პალპაციისას ძლიერდება. დაზიანებული კუნთები შეშუპებულია, მათი ძალა - შემცირებული. ხშირია შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მატება.

მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების ფონზე განვითარებული მიოზიტი

მიოზიტი შესაძლოა განვითარდეს მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების (ტიფის, ბრუცელოზის, სიფილისის), ვირუსული ინფექციების (გრიპის, ენტეროვირუსული ინფექციის) ფონზეც. ამ დროს ტკივილი და კუნთების სისუსტე უფრო ნაკლებად არის გამოხატული, ვიდრე მწვავე ჩირქოვანი მიოზიტის დროს. ზოგ შემთხვევაში ანთების ერთადერთი გამოვლინებაა კუნთების ტკივილი - მიალგია.

პარაზიტული დაავადებების ფონზე განვითარებული მიოზიტი

პარაზიტული დაავადებების (ტრიქინელოზის, ცისტიცერკოზის, ექინოკოკოზის) დროს მიოზიტი კუნთების პარაზიტული დაზიანებით არის გამოწვეული. კლინიკურ სურათში დომინირებს ტკივილის სინდრომი, კუნთების შეშუპება და დაჭიმულობა. ხშირია სისუსტე, შემცივნება, ცხელება, კიდურების, გულმკერდის ყაფაზის, ენის, საღეჭი კუნთების ტკივილი. სისხლში მომატებულია ეოზინოფილები. დაავადება შესაძლოა ტალღისებურად მიმდინარეობდეს, რაც პარაზიტების ცხოველმყოფელობის ციკლურობას უკავშირდება.

ოსიფიცირებული მიოზიტი

გამოყოფენ ოსიფიცირებულ მიოზიტს, რომლის დროსაც კუნთებში კალციუმის ნაერთები ლაგდება. კუნთები მეტისმეტად მკვრივია, მათი პალპაციისას შეიგრძნობა მკვრივი უბნები - კალცინატები. ავადმყოფები უჩივიან კუნთების ტკივილს, კუნთოვან სისუსტეს, მოძრაობის დარღვევას. შედარებით გვიანდელ სტადიაში ამას დაერთვის კუნთების სკლეროზი, კუნთოვანი კონტრაქტურები.

პოლიმიოზიტი და დერმატომიოზიტი

თუ ანთებითმა პროცესმა კუნთთა რამდენიმე ჯგუფი მოიცვა, პოლიმიოზიტზე ლაპარაკობენ. ზოგჯერ კუნთებთან ერთად ზიანდება კანიც. სახეზე, სხეულის ზედა ნაწილში და ხელებზე ჩნდება წითელი ან იასამნისფერი გამონაყარი.

ზოგჯერ თვალების ირგვლივ შეშუპება ვითარდება. ეს დერმატომიოზიტია. ორივე დაავადება რევმატოიდული პათოლოგიების ჯგუფს ეკუთვნის, გვხვდება საკმაოდ იშვიათად, უმეტესად - ახალგაზრდა ქალებში. მიოზიტების სხვა ფორმებისგან განსხვავებით, პოლიმიოზიტის დროს კუნთების ტკივილი არ შეიგრძნობა. სამაგიეროდ, შესამჩნევია კუნთების მზარდი სისუსტე. ავადმყოფს უჭირს სკამიდან წამოდგომა, კიბეზე ასვლა, დაბანა, ჩაცმა, დავარცხნა. კისრის კუნთების სისუსტის გამო თავი მკერდზე უვარდება, ხორხის, ხახის, საყლაპავის კუნთების დაზიანებისას უჭირს ყლაპვა. აღინიშნება შეტევითი ხველა. თუ პროცესში სასუნთქი კუნთებიც ჩაერთო, აღმოცენდება ქოშინი. დროთა განმავლობაში კუნთები ატროფიას განიცდის.

სკლეროდერმიის, წითელი მგლურას, რევმატიზმის დროს მიოზიტი მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად.

  • როგორ სვამენ დიაგნოზს?

კუნთების დაზიანების დიაგნოსტიკაში სპეციალისტებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ეხმარება. სისხლში აღინიშნება კუნთოვანი ფერმენტების, უპირველეს ყოვლისა - კრეატინფოსფოკინაზას, მომატებული აქტივობა.

კვლევის მგრძნობიარე მეთოდია ელექტროკიმოგრაფია. მისი მეშვეობით ვლინდება პათოლოგიური აქტივობის ნიშნები კუნთოვან ბოჭკოებში და ფასდება მკურნალობის ეფექტურობა.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიოფსიას.

  • რა ვიღონოთ?

დაავადების დასაწყისში აუცილებელია მოსვენება, ზურგის, ფეხის, მუცლის წინა კედლის კუნთების დაზიანებისას - წოლითი რეჟიმის დაცვა. მიოზიტიანი ავადმყოფები, როგორც წესი, შინ მკურნალობენ, მაგრამ ექიმთან (თერაპევტთან, ნევროპათოლოგთან, მძიმე შემთხვევებში - ქირურგთან) ვიზიტი სასურველია.

ჩვეულებრივ, ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები - დიკლოფენაკი, იბუპროფენი და სხვა).

აუტოიმუნური პროცესების დროს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობენ, პარაზიტული დაავადებებისას - ანტიჰელმინთური პრეპარატებით, ჩირქოვანი მიოზიტის დროს - ანტიბიოტიკებით. უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლოა აუცილებელი გახდეს ქირურგიული ჩარევა - ჩირქგროვის გახსნა, ჭრილობის დრენირება და მისი გამორეცხვა ანტისეპტიკური ხსნარებით. მიოზიტის დროს ნაჩვენებია მშრალი სითბო (მტკივანი კუნთების შალის სახვევით დათბუნება).

ეფექტურია ფიზიოთერაპიული პროცედურები, დაზიანებული კუნთების მასაჟი. შინაურ პირობებში დასაშვებია კუნთების დაზელა ევკალიპტის, როზმარინის, ლავანდის, მაიორანის, ფიჭვის განზავებული ეთერზეთებით. ასეთი მასაჟი ახურებს და ადუნებს დაზიანებულ კუნთოვან ბოჭკოებს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. ჩირქოვანი მიოზიტის დროს მასაჟი უკუნაჩვენებია, ვინაიდან კუნთების დაზელამ შესაძლოა ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს. მასაჟის ჩატარებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. სხვა საშუალებებთან ერთად გამოიყენება იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტები.

თუ მკურნალობა დროულად დაიწყო, შესაძლოა, ავადმყოფი, მით უფრო - ახალგაზრდა, სავსებით გამოჯანმრთელდეს. მკურნალობის ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია, უმეტესად ის 2-3 წელს გასტანს. პრეპარატების შეყვანა დაუშვებელია ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დაავადების აქტიურ პერიოდში რეკომენდებულია მოსვენება. პროცესის ჩაცხრობის შემდეგ კი კუნთების სავარჯიშოდ და მათი ატროფიის თავიდან ასაცილებლად, ასევე - სახსრებში მოძრაობის შეზღუდვის პროფილაქტიკისთვის, სამკურნალო ფიზკულტურის დარბაზს მიაშურეთ. სამკურნალო ვარჯიშების კომპლექსი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა. შემდგომში აუცილებელია რეგულარული, მაგრამ ზომიერი ვარჯიში.

  • ფიტოთერაპია

  1. ეფექტურია მუხის ქერქისა და ნაძვის ან ქრისტესისხლას აბაზანები.
  2. წინასწარ გასაპნულ კომბოსტოს ორ ფურცელს წაუსვით საჭმელი სოდა და მიიდეთ დაზიანებულ ადგილას. ზევიდან გადააფარეთ ცხვირსახოცი.
  3. ტკივილისას მეტად ეფექტურია მინდვრის შვიტას კომპრესები და მალამო (აიღეთ 4 გ დამარილებული ღორის ქონი ან დამარილებული ნაღების კარაქი, კარგად შეურიეთ 1 გ გამომშრალი შვიტა და მტკივან კუნთებში შეიზილეთ).
  4. აიღეთ თითო სადილის კოვზი ვაშლის ძმარი და თაფლი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და კარგად აურიეთ. მიიღეთ 2-3 ჭიქა დღეში. სასურველია, იმავდროულად სხეული ვაშლის ძმრით დაიზილოთ. ერთი თვის შემდეგ 10 დღით შეისვენეთ.
  5. კოწახურის ტოტის ქერქს დაასხით 1 ჭიქა 70%-იანი სპირტი და 7-10 დღით დააყენეთ სიბნელეში. მიიღეთ 30 წვეთი დღეში 3-ჯერ. ყოველი ერთთვიანი კურსის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ.