რა კავშირი აქვს რესპირატორულ დაავადებებსა და კუნთების ტკივილს ერთმანეთთან? - მიოზიტის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა კავშირი აქვს რესპირატორულ დაავადებებსა და კუნთების ტკივილს ერთმანეთთან? - მიოზიტის შესახებ

მიოზიტი სხვადასხვა დაავადების გართულებაა. მას მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. ქრონიკული მიოზიტი უმეტესად არასწორად ნამკურნალები მწვავე ანთების შედეგად ვითარდება და პაციენტს პერიოდულად ახსენებს თავს - ტკივილი ხშირად იწყება ღამით, ძლიერდება უპირტესად სტატიკურ მდგომარეობაში, გადაცივებისა და მეტეოროლოგიური პირობების შეცვლის დროს.

რა იწვევს მიოზიტს და რომელი ფაქტორები უწყობს ხელს მის განვითარებას?

- დაავადების მიზეზი უმეტესად ინფექციური პათოლოგიაა: ქრონიკული ტონზილიტი, გრიპი, მწვავე ვირუსულ-რესპირატორული ინფექცია. გარდა ამისა, ის შეიძლება გამოიწვიოს პარაზიტულმა ინფექციამ, ქრონიკულმა ჩირქოვანმა და აუტოიმუნურმა პროცესებმა, ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებამ. ცალკე გამოყოფენ იმ შემთხვევებს, როცა მიოზიტი პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

პიანისტები, მევიოლინეები, მძღოლები, ოპერატორები და ზოგიერთი სხვა პროფესიის ადამიანი ყოველდღიურად საათობით მუშაობენ არახელსაყრელ პოზაში. ამ შემთხვევაში მიოზიტი ძლიერი კუნთოვანი გადაძაბვის შედეგია. დაავადების განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიც არის გადაცივება, კუნთოვანი კრუნჩხვები და სხვადასხვა ტიპის ტრავმა. მიოზიტის განვითარებას აპროვოცირებს ზოგიერთი ისეთი პათოლოგიაც, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარეობს: რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა, რევმატიზმი. ჩირქოვანი მიოზიტი კუნთშიგა ინექციის დროს ჰიგიენური წესების დაუცველობის შედეგია.

- მიოზიტის რომელი ფორმებია გავრცელებული ყველაზე მეტად და რა სიმპტომები ახასიათებთ მათ?

- მიოზიტი ყველაზე ხშირად აზიანებს კისრის, წელის, გულმკერდისა და მუხლის კუნთებს. დაავადების ლოკალური მიმდინარეობისას მტკივნეული შეგრძნებები და ძირითადი სიმპტომებიც სწორედ განსაზღვრული ჯგუფის კუნთებს მოიცავს. დაავადების მთავარი ნიშანი კუნთის ყრუ ტკივილია, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას და დაზიანებული კუნთების შეხებისას. გამოცდილ ექიმს შეუძლია, მტკივნეულ კერებში ხელით აღმოაჩინოს პათოლოგიური კვანძები. ზოგჯერ შეინიშნება კანის შეშუპება და გაწითლება. ყველაზე გავრცელებული ფორმა კისრის მიოზიტია, ეს ადვილად აიხსნება, რამდენადაც გადაძაბვასა და გადაცივებას ყველაზე ხშირად სწორედ სხეულის ეს ნაწილი განიცდის.

ვითარდება ყრუ ტკივილი კისრის არეში, რომელიც გადაეცემა კეფას, ვრცელდება ქვევით ბეჭის ძვლებთან და შესაძლოა მთელი მხრის სარტყელიც კი მოიცვას. ასეთ დროს აუცილებელია დაავადების დიფერენცირება კისრის ოსტეოქონდროზისგან, რაშიც რენტგენოლოგიური გამოკვლევა გვეხმარება. მიოზიტის დროს არ ვლინდება დეგენერაციული ცვლილებები, ამასთანავე, შეინიშნება მალების მოძრაობის შეზღუდვა. ამჟამად სპეციალისტები გამოყოფენ მიოზიტის ისეთ სახესხვაობებს, როგორიც არის პოლიმიოზიტი და დერმატომიოზიტი.

- როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, რომელსაც მიოზიტის დიაგნოზი დაუსვეს?

- დაავადების დიაგნოსტიკა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს ეფუძნება. დამახასიათებელი ნიშანია სისხლში კუნთოვანი ფერმენტების, უპირველეს ყოვლისა - კრეატინფოსფოკინაზის, აქტიურობის მომატება. პაციენტთა ნახევარს სპეციფიკური ანტისხეულებიც აღენიშნება. საკმაოდ მგრძნობიარე მეთოდია ელექტრომიოგრაფია, რომელიც კუნთოვან ბოჭკოებში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებს ავლენს. გარკვეულ როლს ასრულებს ბიოფსიაც. მიოზიტის მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაავადების მიზეზის დადგენა, ვინაიდან პარაზიტული წარმოშობის მიოზიტის დროს ინიშნება ანტიჰელმინთური საშუალებები, ინფექციური (ბაქტერიული) წარმოშობის მიოზიტის დროს - ანტიბიოტიკები. თუ პათოლოგია აუტოიმუნური წარმოშობისაა, საჭიროა გლიკოკორტიკოიდებისა და იმუნოსუპრესორების ხანგრძლივი მიღება. მკურნალობაში ყოველთვის რთავენ ტკივილგამაყუჩებლებსა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ლოკალური დაზიანებისას კარგ შედეგს იძლევა მალამოები, რომლებიც აუმჯობესებს კუნთის კვებას და ხელს უწყობს დაძაბულობის, მტკივნეული შეგრძნებების შემცირებას. მწვავე მიოზიტის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმი და ფიზიკური აქტიურობის მაქსიმალური შეზღუდვა. მტკივანი ადგილები თბილად უნდა გვქონდეს შეფუთნული.

ჩირქოვანი მიოზიტის მკურნალობა ქირურგს უნდა ვანდოთ, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დაჩირქებული, ინფექციური კერის გაკვეთა დაგროვილი ჩირქის მოსაცილებლად. ამ შემთხვევაშიც ინიშნება ანტიბიოტიკები, მაგრამ უკუნაჩვენებია მასაჟი, რომელიც მიოზიტის სხვა ფორმების დროს შედეგიანია. დაავადების მიმდინარეობისა და ხასიათის კვალობაზე, ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს ფიზიოთერაპია და სამკურნალო დიეტა, რომელიც ადვილად მოსანელებელი ცილებით მდიდარი პროდუქტებით იქნება გაჯერებული.

დაავადებისგან თავის დაცვის გზაა, თავი არიდოთ კუნთების ძლიერ გადაძაბვას და ორპირ ქარში ყოფნას, სიცივეში მძიმე ფიზიკურ შრომას, დროულად უმკურნალოთ გაციებასა და ინფექციურ დაავადებებს. მიოზიტის რეციდივისგან თავდაცვის ყველაზე საიმედო გზას წარმოადგენს რეგულარული ფიზკულტურა და წყლის პროცედურები.