ფიბრომიალგია - მთელი სხეულის კუნთების ტკივილი, რომელსაც ხშირად თავის ტკივილები, შფოთვა და დეპრესია ახალვს თან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიბრომიალგია - მთელი სხეულის კუნთების ტკივილი, რომელსაც ხშირად თავის ტკივილები, შფოთვა და დეპრესია ახალვს თან

ფიბრომიალგია დაავადებაა, რომელსაც მთელი სხეულის კუნთების ტკივილი ახასიათებს. ტკივილს თან ახლავს სისუსტე, ძილის, მეხსიერებისა და გუნება-განწყობის გაუარესება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ფიბრომიალგიის დროს გაძლიერებულია ტკივილის შეგრძნება, რაც თავის ტვინში ტკივილის სიგნალების აღქმის დარღვევასთან არის დაკავშირებული.

დაავადების სიმპტომები ზოგჯერ თავს იჩენს ფიზიკური ტრავმის, ოპერაციული ჩარევის, ინფექციური დაავადების ან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ.ამავე დროს არის შემთხვევები, როცა დაავადების ნიშნები თანდათან ძლიერდება რაიმე თვალსაჩინო ფაქტორის ზემოქმედების გარეშე.

ცნობილია, რომ ფიბრომიალგია უფრო ქალებს ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. მრავალ პაციენტს ფიბრომიალგიასთან ერთად აწუხებს დაძაბულობის თავის ტკივილი, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, შფოთვა ან დეპრესია.

ფიბრომიალგიის ტიპური სიმპტომებია:

  • გავრცობილი ტკივილი. ფიბრომიალგიასთან დაკავშირებული ტკივილი უმეტესად მუდმივი და ყრუა და, სულ ცოტა, სამი თვე გრძელდება. ის მოიცავს სხეულის ორივე მხარეს, ლოკალიზებულია როგორც წელს ზემოთ, ასევე წელს ქვემოთაც.
  • სისუსტე. ადამიანი, რომელსაც ფიბრომიალგია აქვს, მიუხედავად ხანგრძლივი და ნორმალური ძილისა, ხშირად დაღლილი იღვიძებს. ძილი ხშირად ირღვევა ტკივილის გამო. გარდა ამისა, ფიბრომიალგიით დაავადებულებს ხშირად აქვთ ძილის ესა თუ ის დარღვევა, მაგალითად, მოუსვენარი ფეხების სინდრომი ან ძილის აპნოე.
  • აზროვნების გაძნელება. ამ სიმპტომს ხშირად “ფიბრომიალგიის დაბინდვას” უწოდებენ. ის ვლინდება ყურადღების კონცენტრირების, რაიმე საკითხზე ფოკუსირების, სააზროვნო ამოცანების გადაჭრის უუნარობით.
  • სხვა პრობლემები. მრავალი პაციენტი ფიბრომიალგიასთან ერთად უჩივის დეპრესიას, თავის ტკივილს, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს.

რა იწვევს ფიბრომიალგიას

ექიმებმა ზუსტად ჯერ კიდევ არ იციან, რა იწვევს ფიბრომიალგიას. ვარაუდობენ, რომ მის აღმოცენებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • გენეტიკა. დადგენილია, რომ დაავადება ხშირია ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობაში ვლინდება. ეს ბადებს აზრს, რომ შესაძლოა არსებობდეს განსაზღვრული გენეტიკური მუტაციები, რომლებიც ზრდის დაავადების ალბათობას.
  • ინფექცია. ზოგიერი ინფექციური დაავადება შესაძლოა ფიბრომიალგიის გამოვლენის ან დამძიმების მიზეზად იქცეს.
  • ფიზიკური ან ემოციური ტრავმა. დადგენილია, რომ ფიბრომიალგიასთან დაკავშირებულია ტრავმის შემდგომი სტრესი.