/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორთოპედია

რატომ იწვევს ბრტყელტერფიანობა წელის ტკივილს

რატომ იწვევს ბრტყელტერფიანობა წელის ტკივილს
ბრტყელტერფიანობა მრავალი უსიამოვნების სათავეა. ხერხემლის პათოლოგიები, წელისა და ზურგის ტკივილი, ლიმფოვენური უკმარისობა და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი პრობლემა უკავშირდება ბრტყელ ტერფს. ტერფის ანატომიურ-ფუნქციური ცვლილებების დროს ხშირად იჩენს თავს წელის ტკივილი. ადამიანს აზრადაც არ მოსდის, რომ გახანგრძლივებული ტკივილისა და დაღლილობის მიზეზი ტერფის დეფორმაციაა. ბრტყელტერფიანობის დროს კომპენსატორულად ღრმავდება წელის ლორდოზი, რაც, თავის მხრივ, ზომაზე მეტად ტვირთავს ხერხემლის სვეტს და ტკივილს იწვევს. ტერფის ფუნქციებსა და პრობლემებზე გვესაუბრება ტერფის ფუნქციური დიაგნოსტიკისა და კორექციის ცენტრ “ტერდის” ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კოტარია.

- ქალბატონო თამარ, რას გვეტყვით ბრტყელტერფიანობაზე როგორც წელის ტკივილისა და, საზოგადოდ, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიების ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზზე?

- ბრტყელტერფიანობა დედამიწის მოსახლეობის 60-70%-ს აღენიშნება. XX საუკუნის დასაწყისში ასეთი ადამიანების რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო, რადგან სოფლის მოსახლეობას ფეხშიშველა სიარული იცავდა ამ პრობლემისგან. ბრტყელტერფიანობა შედეგია ტერფის ანატომიურ და ფუნქციურ მდგომარეობათა შორის შეუსაბამობისა. სხვაგვარად, ეს არის სუპინაციის უუნარობა საყრდენიდან მოწყვეტისას. ბრტყელტერფიანობის დროს ტერფის თაღები შეცვლილია, ხოლო მათი ფუნქცია - დარღვეული. დედამიწის მოსახლეობის 55%-ს ნაწილობრივი ბრტყელტერფიანობა აქვს, ხოლო 29%-ს - სრული.

ეტიოლოგიის მიხედვით, განასხვავებენ რაქიტულ, პარალიტიკურ, სტატიკურ, ტრავმულ, თანდაყოლილ და კომბინირებულ ბრტყელტერფიანობას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

განვითარების მიხედვით გამოყოფენ:

  • პროდრომულ;
  • გარდამავალ;
  • ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბების;
  • ბრტყელი ვალგუსური ტერფის;
  • კონტრაქტურის სტადიებს.

ბრტყელტერფიანობა ისეთი პათოლოგიაა, რომელიც არასოდეს გვხვდება იზოლირებულად, რადგან ტერფის დეფორმაცია განსაზღვრულ ორგანოთა ფუნქციის მოშლას იწვევს. მასთან უმეტესად შერწყმულია სკოლიოზი, კოქსართროზი, ოსტეოქონდროზი, დისკის თიაქარი, ხერხემლისა და ზურგის კუნთების ტკივილი, ლიმფოვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი, ტერფის ფასციიტები, ქუსლის დეზი, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია, აქილევსის მყესი და სხვა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.ჩემს 9 წლის ბიჭს აღმოაჩნდა ხერხემლის შუა ორი მალა პეპლისებური.როდესაც რენდგენის გადამღებმა მითხრა და მაჩვენა მაშინვე დავგუგლე და ამომიგდო საშინელი სინდრომები ძალიან გავნერვიულდი და შემდეგ ბევრი კითხვის შემდეგ მივხვდი რომ ეს სინდრომები 9 წლამდე გამოვლინდებოდნენ და რომ არცერთი სინდრომი ჩემს შვილს არ ჭირს.მაინტერესებს ამ ორმა დეფექტურმა პეპლისებურმამალამ სხვა რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ჩემს შვილს? ამ სინდრომების გარდა სხვა ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაკვლიე.მადლობა პასუხისათვის.</p>

პრონაციის (შიგნით მოძრაობის) ფიზიოლოგიური დანიშნულებაა დატვირთვის განეიტრალება და საყრდენთან ადაპტაცია. ჰიპერპრონაციის დროს ტერფი ეკვრის საყრდენს, ამიტომ სიარულისას და სირბილისას ტერფი და მთელი ქვედა კიდური განიცდის ზედმეტ, არასასურველ რყევას, რომელიც მთელ სხეულში ვრცელდება. ეს სწრაფ დაღლას და სიარულის ან სირბილის სიჩქარის დაქვეითებას განაპირობებს. ტერფის ასეთი მდგომარეობა იწვევს კოჭ-წვივის სახსრის საშუალებით მთელი კიდურის ჭარბ შიგნითა როტაციას, ეს კი დასაბამს აძლევს ტრავმებს, და არამხოლოდ ტერფისას.

- აუხსენით მკითხველს რატომ აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა ტერფის ანატომიურ-ფუნქციურ სრულფასოვნებას ტანადობისთვის, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის?

- ადამიანის სიარული რთული, მრავალკომპონენტიანი პროცესია. ესენია ძვლოვანი, სახსროვანი, კუნთოვანი და ნერვული ელემენტები.

ტერფი სხეულის გარემოსთან შეხების პირველი რგოლია, ამიტომ მისი ანატომიური და ფუნქციური მდგომარეობა მეტად მნიშვნელოვანია მთელი ძვალსახსროვანი სისტემის სიჯანსაღისთვის. ბიომექანიკის თვალსაზრისით ტერფი წარმოადგენს სხეულის მოძრაობის საწყის და საბოლოო რგოლს. მასზეა დამოკიდებული კუნთოვანი სისტემის ეფექტური მოქმედება ფიზიკური დატვირთვისას. მეორე მხრივ, ტერფი რეცეპტორული ველია, რომელიც განაგებს მოძრაობას და დგომას.

ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ტერფს ადგება 18-20გ ნ-ს ტოლი დატვირთვა (გ - 9,8 მ/წმ2, თავისუფალი ვარდნის აჩქარება, რომელიც განსაზღვრავს სიმძიმის ძალას), ხოლო სირბილისას - 30გ-ს ტოლი. ეს დატვირთვა 4-5-ჯერ განიცდის ამორტიზებას ტერფის თაღოვანი აგებულების გამო. დატვირთვის 90%-ს ტერფი ანეიტრალებს, დანარჩენს კი ხერხემალი ორი კიფოზითა და ორი ლორდოზით. ამით ძვალსახსროვანი სისტემა იცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას შერყევისგან. თავის ქალამდე 1გ-ს ტოლი დატვირთვა აღწევს.

რაც უფრო ძლიერია ტერფის ამორტიზაციის მექანიზმი, მით უფრო ნაკლებად იღლება ხერხემალი. ყოველი ნაბიჯი არის სხეულის მასის პოტენციური ენერგიის კინეტიკურად გარდაქმნა.

ტერფს რთული ანატომიური აგებულება აქვს. ის 28 ძვლისა და 20 სახსრისგან შედგება. აქვს 24 პოზიცია. ერთი ანატომიური ელემენტის დაზიანება არასოდეს რჩება ფუნქციურად იზოლირებული, ამიტომ ტერფს განიხილავენ არა როგორც ანატომიურ, არამედ როგორც ფუნქციურ ელემენტს.

ნორმაში ტერფის ყრდნობის წერტილებია ქუსლი, პირველი თითი და მეხუთე თითი (დგომისას). აქედან გამომდინარე ყალიბდება ტერფის სიგრძივი და განივი თაღები, რომელთა საშუალებითაც სრულდება ნაბიჯი.

სიარულის დროს ერთმანეთს ენაცვლება ორი ფაზა: ტერფზე ყრდნობა და ტერფის საყრდენიდან მოწყვეტა.

ყრდნობა მოიცავს სამ ფაზას:

1. ყრდნობა ქუსლზე;

2. მთლიანი ტერფის ყრდნობა;

3. ყრდნობა წინატერფზე.

მეორე ფაზაში ყრდნობის ფართობი მაქსიმალურია, თაღის სიმაღლე - მინიმალური. ამ დროს თაღის დაშვება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს დატვირთვის ამორტიზაციას, მეორე მხრივ, ქმნის სტაბილიზაციას საყრდენიდან მოსაშორებლად.

ტერფის ფუნქციურ აქტივობას განსაზღვრავს ორი ურთიერთსაპირისპირო მოძრაობა - პრონაცია და სუპინაცია. პრონაცია არის მთელი ქვედა კიდურის შიგნით მოძრაობა, ხოლო სუპინაცია - გარეთ.

ტერფი სხეულის ფუნდამენტია და მასში არსებული დარღვევები მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს. ხშირად, თუ პრობლემა ტერფს სცილდება, მის გამომწვევ მიზეზად ამ უკანასკნელს არ მიიჩნევენ. მოსახლეობის 80%-ს აქვს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები, რომლებიც ტერფის დეფორმაციასთან არის დაკავშირებული.

- ტერფის პრობლემების მოსაგვარებლად ფეხსაცმლის სწორად შერჩევა არ არის საკმარისი - აუცილებელია ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) გამოყენებაც. რა დანიშნულება აქვს მას?

- რას აკეთებს ღაბაში:

1. უკავია განივი და სიგრძივი თაღები;

2. სიმყარეს მატებს დგომას და სიარულს;

3. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;

4. ამცირებს ხერხემლის, მენჯის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების დატვირთვას;

5. იცავს ხერხემალს პათოლოგიური ცვლილებებისგან;

6. გადაღლისაგან იცავს ტერფს და მთელ ქვედა კიდურს.

ინდივიდუალური ღაბაში უზრუნველყოფს სიარულის კორექციას. შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციობით არის გამოწვეული, კორეგირდება. ამ გზით შესაძლებელია ისეთი დარღვევების კორეგირება, როგორებიცაა ბრტყელტერფიანობა, მაღალი თაღი, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია, ქუსლის დეზი, აქილევსის მყესის სხვადასხვა პათოლოგია, ფასციიტი, სესამოიდიტი. საყურადღებოა ისიც, რომ ზოგიერთი ნოზოლოგიის დროს ტერფის პრობლემების მოგვარება უზრუნველყოფს ძირითადი დაავადების წარმატებით მკურნალობას. ასეთებია დიაბეტური ტერფი, ლიმფოვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი, ართრიტი, შლატერის დაავადება, სკოლიოზი, ოსტეოქონდროზი, სპორტული და პროფესიული დატვირთვა.

კომენტარები (1)
მეგი
ჩემი შვილი სიარულის დროს წინატერფს ადგამს მხოლოდ ,სულ ასე დადიოდა თავიდანვე ახლა 13 წლისაა.თითქოს ტეფის ფორმა შეეცვალა ბოლო დროს .რისი ბრალი შეიძლება იყოს?
თარიღი : 09-09-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რითია საშიში ბრტყელტერფიანობა
რითია საშიში ბრტყელტერფიანობა
ბრტყელტერფიანობამ, ისევე როგორც ტერფის სხვა პრობლემებმა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე.
სრულად
რისი სიმპტომია ქუსლის ტკივილი?
რისი სიმპტომია ქუსლის ტკივილი?
ხშირად ქუსლის ტკივილი აშკარა ხდება ისეთი აქტივობების დროს, როგორიცაა დგომა, სიარული ან სირბილი.
სრულად
მალათაშუა დისკების თიაქარი - მართვა და სწორი მკურნალობა
მალათაშუა დისკების თიაქარი - მართვა და სწორი მკურნალობა
ხერხემლის მალათაშუა დისკის თიაქარი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის რთული და ამავდროულად, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.
სრულად
დეფორმული ტერფი
დეფორმული ტერფი
ტერფის დეფორმაცია მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის, ის სერიოზულ გავლენას ახდენს ძვალ-სახსროვან სისტემაზე, ხელს უწყობს ხერხემლის პათოლოგიების ჩამოყალიბებას.
სრულად
რა არის მორტონის ნეირომა და სხეულის რომელ ნაწილს აზიანებს ის?
რა არის მორტონის ნეირომა და სხეულის რომელ ნაწილს აზიანებს ის?
მორტონის ნეირომა არის
სრულად
რატომ შეიძლება გამწვავდეს სახსრების ტკივილი ცივ ამინდში
რატომ შეიძლება გამწვავდეს სახსრების ტკივილი ცივ ამინდში
კვლევებმა ზუსტად ჯერ კიდევ ვერ დაადგინა თუ რა კავშირია ამინდსა და სახსრების ტკივილს შორის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ორთოპედია

-გამარჯობათ. ძალინ რთულ სიტუაციაში ვარ.მაქვს 10 წელია ქრონიკული რაქიტი,არ ვიცი რისგან არის გამომწვეული.ვარ 34 წლის მამაკაცი,საკმარისია 15 დღე, 1 საათი არ დავდგე მზეზე მეწყება დეფორმაცია.დეფორმირებული მაქვს თავის ქალა,შუბლი და ის მხარე რომელზეც თავი მიდევს ბალოშზე ,იამები მაქვს,ფეხები,ხერხემალი,ნეკნებიც.ხელის თითები. ვიკვებები გაძლიერებულად ვიდრე ოჯახის წევრები,თუმცა მათ არაფერი არ სჭირთ,მხოლოდ მე დამეწყო ეს რაქიტი.ვღებულობ ხშირად, ხაჭოს ყველი 300 გრამი ყოველ დღე,კაკაო რძით.იოგურტი,მარამ ორგანიზმი მალევე ხარჯავს ამ კალცს და დ ვიტამინს.ადრე არ მქონდა,ჩვეუკებრივად ვცხოვრობდი.არასდორს მიმოღია რძის ნაწარმი, რადგან ვერვჭამდი,გული მერეოდა რძის ნაწარმზე,თუმცა არანაირი დეფორმაცია არ მქონია არასდროს.გარკვეული წლების შემდეგ, რა ცვლილებები განვინითარდა ორგანიზმში არ ვიცი.ფაქტია გახარჯვა ხდება დიდი რაოდენობით ამ ვიტამინების.

კატეგორია : ორთოპედია

-სალამი, ზუსტად არ ვიცი ვის ვკითხო ამიტომაც ვსვამ ამ კითხვას აქ. დაახლოებით 2-3 კვირაა, ე.წ დაბლა წელში, ანუ ხერხელმლის ქვედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს (გავის ზევით არეალში) მაქვს დისკომფორტი. არა ტკივილი, რომელიც შემაწუხელებია, არამედ დაჭიმულობა, რომელიც აბსოლუტურად ქრება როცა დავდივარ ან ვმოძრაობ, ანუ მოძრაობის დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. როდესაც ვზივარ დიდი ხნით ამ დროსაა ყველაზე შემაწუხებელი ეს დისკომფორტი. არ უარესდება რაიმე კონკრეტული მოძრაობის დროს რომ ამას ვუკავშირებდე. ცხოვრების ხარისხზე არ აისახება რეალურად მაგრამ რადგან აქამდე არ მქონია მივაქციე ყურადღება. ხერხემალთან ერთად ვიცი რომ შეიძლება გინეკოლოგიურ საკითხებთანაც იყოს კავშირში ამ არეალში დისკომფორტი მაგრამ რეალურად სხვა გამოვლინება არ მაქვს. შეგიძლიათ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო მსგავსი დისკომფორტის მოსახსნელად და ასევე პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში რა პროფილის ექიმს უნდა მივართო?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ იწვევს ბრტყელტერფიანობა წელის ტკივილს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები