/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორთოპედია

ორთოპედიული დაავადებები

ორთოპედიული დაავადებები
ქვედა კიდურების სახსართა ართროზი და ბრტყელტერფიანობა ის ორთოპედიული დაავადებებია, რომლებსაც ყველაზე მეტად ახასიათებს სიარულის გაძნელება და

მოძრაობასთან დაკავშირებული დისკომფორტი. ამ პათოლოგიების შესახებ ექიმი-ასპირანტი, ტრავმატოლოგი დავით კვარაცხელია გვესაუბრება.

  • ბატონო დავით, რა იწვევს ართროზის დროს სიარულთან დაკავშირებულ დისკომფორტს?

-მოგეხსენებათ, ძვლების სასახსრე ზედაპირები ხრტილოვანი ქსოვილით არის დაფარული, რომელიც ძვალს დაზიანებისგან იცავს და ამასთან ერთად ბიოლოგიური ამორტიზატორის როლს ასრულებს - ამცირებს მოძრაობისას სასახსრე ზედაპირების ხახუნს. როცა ხრტილი ელასტიკურობას კარგავს, ზედაპირი უცვდება, უთხელდება და ხორკლიანი უხდება, ძვლები ერთმანეთს უფრო მეტად ეხახუნება, რის გამოც სასახსრე ნაპრალი ვიწროვდება და ძვლის ქსოვილი დაკარგული ხრტილის ფუნქციათა კომპენსირების მიზნით ზრდას იწყებს. წარმოიქმნება ძვლოვანი წანაზარდები, რომლებსაც ხალხში მარილებს უწოდებენ, ხოლო თვით დაავადებას მარილების დაგროვებად მოიხსენიებენ. სწორედ ეს წანაზარდები აზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, რაც ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს და სიარულს აძნელებს.

  • მაშასადამე, ართროზის მთავარი მიზეზი ხრტილის დეგენერაციული ცვლილებებია. იქნებ ის ფაქტორებიც დაგვისახელოთ, რომლებიც ამ ცვლილებებს უდებს სათავეს.

-ხრტილის დაზიანება უმთავრესად ნივთიერებათა (კალციუმის) ცვლის დარღვევით არის განპირობებული. ხშირია ნერვული თუ ენდოკრინული დაავადებებით გამოწვეული დაზიანებებიც.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ართროზის განვითარებას ხელს უწყობს სტატიკური დარღვევები: ბრტყელტერფიანობა, მუხლების დეფორმაცია, ხერხემლის გამრუდება, სახსრების თანდაყოლილი პათოლოგიები, დისპლაზია. ალბათობას ზრდის ერთმომენტიანი ტრავმები, რომლებსაც ამოვარდნილობა, მოტეხილობა და მიკროცირკულაციის მოშლა სდევს თან.

დაავადებას ერთგვარი მემკვიდრეობითი განწყობა ახასიათებს. ის უმეტესად ქალებში იჩენს თავს, განსაკუთრებით - კლიმაქსურ პერიოდში.

  • მოძრაობისას დისკომფორტი და ტკივილი ყველაზე ხშირად რომელ სახსართა ართროზს ახლავს თან?

-ასეთი რამ ყველაზე მეტად მენჯ-ბარძაყის (კოქსართროზი) და მუხლის (გონართროზი) სახსრების დაზიანებისთვის არის ნიშნეული, ვინაიდან მათ მოძრაობისას სხვებზე გაცილებით ძლიერი დატვირთვა ადგებათ. თითოეული სახსრის დაზიანებას მისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ასე, მაგალითად: კოქსართროზს საზარდულის არის, მუხლის, ბარძაყის, საჯდომი კუნთებისა და წელის ტკივილი ახასიათებს. რაც შეეხება სიარულისას აღმოცენებულ დისკომფორტს, ადამიანი კოჭლობას იწყებს, ტკივილის გამო ჯერ სახსრის წრიული მოძრაობა ეზღუდება, შემდეგ - განზიდვა, ბოლოს კი ტკივილი მოხრა-გაშლასაც შეუძლებელს ხდის. კოქსართროზით დაავადებულებს სახსარში მოძრაობის შეზღუდვისა და ტკივილის გამო იხვისებური სიარული ახასიათებთ. დაავადების რთული ფორმის დროს ზოგიერთი საერთოდ კარგავს სიარულისა და შრომის უნარს. გონართროზი უმეტესად კლიმაქსური ასაკის ქალების სხვედრია. თავდაპირველად მათ პერიოდული - სტატიკური ტკივილი უჩნდებათ, რომელიც განსაკუთრებით სკამიდან ადგომის, კიბეზე ასვლა-ჩასვლის დროს ძლიერდება. პაციენტები სახსარში თვითონვე შეიგრძნობენ ერთგვარ ხრაშუნს. დროთა განმავლობაში სახსარი დეფორმირდება, მისი მოძრაობა კიდევ უფრო იზღუდება და ტკივილებიც ისე ძლიერდება, რომ ზოგჯერ სიარულს შეუძლებელს ხდის.

  • რაკი ართროზის დროს ტკივილი უმთავრესად მოძრაობას უკავშირდება, ბევრი ცდილობს, ამ შეგრძნებას თავი უმოძრაობით დააღწიოს. შესაძლებელია თუ არა ამ გზით პროცესის უკუგანვითარება? როგორი უნდა იყოს ართროზით დაავადებულის მოძრაობის რეჟიმი?

-უმოძრაობით დაავადების პროგრესს ნამდვილად ვერ შევაჩერებთ. ავადმყოფმა, შეძლებისამებრ, უნდა იმოძრაოს, ვინაიდან უმოძრაობა სახსრის ფუნქციის კიდევ უფრო მეტად მოშლას უწყობს ხელს.

  • გონართროზის კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შესახებ დიამეტრულად განსხვავებულ მოსაზრებებს მოისმენთ. ერთნი მას საშიშ და მავნე პროცედურად მიიჩნევენ, მეორენი კი ამ შეხედულებას ერთმნიშვნელოვნად უარყოფენ. თქვენ რომელ მოსაზრებას იზიარებთ?

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ მოქმედებს სირბილი სახსრებზე?
საკვები ჯანსაღი სახსრებისთვის

-ჰორმონოთერაპია მართლაც დიდ ყურადღებას მოითხოვს. მას განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა, ჰიპერტონიული დაავადება, ეს პრეპარატები ხსენებულ დაავადებათა გამწვავებას იწვევს. ჰორმონოთერაპიამდე აუცილებელია პაციენტის საგულდაგულო გამოკითხვა. თუ მას ჰორმონოთერაპიის უკუჩვენებანი არ გააჩნია, კორტიკოსტეროიდის მუხლის სახსარში შეყვანა ნებადართულია. აუცილებელია დოზირების ზედმიწევნით დაცვა. აკრძალულია მკურნალობის ერთი კურსის განმავლობაში სახსარში 5-6, მით უფრო - 10-20 ინექციის გაკეთება.

რაც შეეხება გონართროზის შორსწასულ ფორმებს, სახსარშიგა ინექციები ასეთ დროს ვერაფერს მოგვცემს, ამიტომ რეკომენდებულიც არ არის.

  • ართროზი ხანგრძლივ და სერიოზულ მედიკამენტურ, ზოგჯერ კი ქირურგიულ მკურნალობას მოითხოვს, თუმცა მკურნალობის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობას სახსრის ფუნქციათა აღსადგენად მაინც სჭირდება სარეაბილიტაციო ღონისძიებები. მათ შესახებ რას გვეტყვით?

-როდესაც მედიკამენტური მკურნალობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციათა სრული აღდგენისთვის არ კმარა, მივმართავთ მკურნალობის შემდგომ სარეაბილიტაციო მეთოდებს: ფიზიოთერაპიას, სამკურნალო ვარჯიშებს, მანუალურ თერაპიას და ბალნეოლოგიურ პროცედურებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ართროზის მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციის სწორად წარმართვა მედიკამენტურ მკურნალობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია, ყველა ეს ღონისძიება კვალიფიციური სპეციალისტის ზედამხედველობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინდივიდუალური განსაზღვრით და სათანადო გამოკვლევათა შედეგების გათვალისწინებით ჩატარდეს.

  • ვიცით, რომ ართროზის დროს შეუცვლელია ფიზიკური ვარჯიში, ცურვა, ველოსიპედი, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ალბათ ამ მხრივაც არსებობს...

-ართროზით დაავადებულს უნდა ახსოვდეს, რომ ვარჯიშის დროს არასდიდებით არ შეიძლება ხტუნვა და ჩაბუქვნა. ყველას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შესასრულებელი ვარჯიშები სჯობს.

შეცდომაა, როცა მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზის მქონე ადამიანებს, რომლებსაც მანამდე საერთოდ არ უვარჯიშიათ, გაძლიერებულად ამუშავებინებენ სახსარს. სახსრის ამუშავება ან ”ველოსიპედის ტრიალი” ძალიან კარგია ჯანმრთელი სახსრებისთვის. რაც შეეხება უკვე ჩამოყალიბებულ ართროზს, ასეთი დატვირთვა არათუ ვერ გამოასწორებს მდგომარეობას, არამედ დააჩქარებს კიდეც სასახსრე ხრტილის დაშლას. სტატიკური ვარჯიშები ართროზის დროს ისე უნდა ჩატარდეს, რომ დაზიანებულ სახსარს მინიმალური დატვირთვა დაადგეს.

  • რას ურჩევდით მათ, ვისაც ეს-ესაა მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების ართროზმა სიარული გაურთულა?

-უპირველეს ყოვლისა, მიმართონ სპეციალისტს და ჩაიტარონ სათანადო მედიკამენტური მკურნალობა. როგორც კი რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, ეწვიეთ ორთოპედს. გონივრულად შერჩეული ფეხსაცმელი, სუპინატორი, მუხლის მფარავი და დამცავი საშუალებანი მტკივან სახსარზე დატვირთვას საგრძნობლად შეამცირებს და დაავადების გართულების რისკსაც დასწევს.

ყველა, ვინც სიარულისას ტკივილს ან დისკომფორტს უჩივის, უნდა ერიდოს არარაციონალურ ფიზიკურ დატვირთვას, სიმძიმეების აწევას, განსაკუთრებით - კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას. არ არის სასურველი ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს დგომა - ასეთ დროს მცირდება ხრტილის სისხლმომარაგება და კვება. აქტიურ დატვირთვას დროდადრო დასვენება უნდა შეუნაცვლოთ. კარგი იქნება, თუ კვირაში რამდენჯერმე 20-30 წუთით ცხელ აბაზანაში ჩაწვებით.

დიდხანს ჯდომის შემდეგ და დილით, გაღვიძებისას, ერთბაშად ნუ წამოდგებით - ჯერ ფეხები რამდენჯერმე მოხარეთ და გაშალეთ და მერეღა ადექით.

ართროზით დაავადებულისთვის სასარგებლოა ზღვის აბაზანები. ზღვის წყალში არსებული მიკროელემენტები, იოდი, კალციუმი კანიდან აღწევს ორგანიზმში და ნელ-ნელა, მიზანმიმართულად ლაგდება იმ ადგილებში, სადაც მათი დეფიციტია.

გადასახედია კვების რეჟიმიც. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიცილოთ ჭარბი წონა, რომელიც სახსარს ზედმეტად ტვირთავს და მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

  • რას ნიშნავს ბრტყელტერფიანობა და რატომ იწვევს ეს პათოლოგია სიარულის დროს ტკივილს?

-ნორმალურ ტერფს ორი: გასწვრივი და განივი - თაღი აქვს. მათი მთავარი დანიშნულება სიარულისას წონასწორობის შენარჩუნება და რყევების თავიდან აცილებაა. ამ ფუნქციას ტერფი მშვენივრად ასრულებს, როდესაც მისი ყველა ელემენტი: ძვლები, კუნთები და მყესები - თანმიმდევრულად, ნაბიჯის რიტმის დაცვით მოძრაობს. საკმარისია, ამ რთული მექანიზმის რომელიმე ნაწილი დასუსტდეს, რომ ტერფი დეფორმაციას განიცდის - ბრტყელდება თაღები და ვითარდება ბრტყელტერფიანობა. განივი და გასწვრივი თაღების გადასწორება ერთდროულად იწყება. ტერფი ნაბიჯის გადადგმისას ზამბარასავით ვეღარ იდრიკება, რაც იწვევს კიდეც ტკივილსა და სწრაფ დაღლას.

  • რა არის ბრტყელტერფიანობის მთავარი მიზეზი და როგორია პათოლოგიის პირველი სიმპტომები?

-ბრტყელტერფიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია მემკვიდრეობითი განწყობა, როდესაც ადამიანი ტერფის მყესოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტით იბადება. მჯდომარე პროფესია (მუხლისა და ტერფის გაუვარჯიშებელი მყესოვანი აპარატის გამო), ჭარბი წონა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ტერფის ხანგრძლივი დატვირთვა, დიდხანს დგომა და ორსულობაც ბრტყელტერფიანობის რისკფაქტორებია.

ბრტყელტერფიანობის პირველი სიმპტომებია ფეხსაცმლის გათელვა და გაცვეთა შიგნითა მხრიდან, ქვედა კიდურების სწრაფი დაღლა სიარულისას, დაღლილობა და ტკივილი ქვედა კიდურებში დღის ბოლოს, სიმძიმის შეგრძნება და შეშუპება კოჭ-წვივის სახსარში, მაღალ ქუსლებზე სიარულის გაძნელება.

პაციენტები აღნიშნავენ, რომ ტერფი გაეზარდათ და ერთი ზომით დიდი ფეხსაცმლის შეძენა უხდებათ. ტერფი, რასაკვირველია, არ იზრდება, მაგრამ თაღის გადასწორების გამო იმდენად ფართოვდება, რომ ძველ ფეხსაცმელში ვეღარ ეტევა.

  • როგორია დაავადების მკურნალობის ძირითადი პრინციპები?

-ბრტყელტერფიანობის მკურნალობა კომპლექსურია და მიზნად ისახავს ტკივილის მოხსნას, ტერფის კუნთებისა და მყესების გამაგრებას. ტკივილის დასამარცხებლად უნიშნავენ მედიკამენტებსა და ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. მკურნალობის საფუძველია სპეციალური სამკურნალო ვარჯიში. არსებობს მისი რამდენიმე ნაირსახეობა, რომლებიც პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით შეირჩევა.

  • რით შეიძლება გართულდეს ბრტყელტერფიანობა?

-განივი და გასწვრივი თაღების გაბრტყელებისას ხერხემალი და ქვედა კიდურთა (კოჭ-წვივის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის) სახსრები იძულებულნი ხდებიან, სიარულისას წარმოქმნილი რყევები თვითონვე დააკომპენსირონ. ეს მათ ბიოლოგიურ ფუნქციაში არ შედის, ამიტომ ისინი სწრაფად ზიანდებიან. ბრტყელტერფიანობის გამო ხშირად ყალიბდება ართროზი, მოსალოდნელია ქვედა კიდურთა ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ქვედა კიდურთა არაპროპორციული განვითარება, საკუთრივ ტერფის დაავადებები: დიდი თითის ვალგუსური დეფორმაცია - ძვალუკა, ტერფის თითების გამრუდება, კოჟრები, ასევე - მუხლის სახსრის მადეფორმირებელი ართროზი და მენისკის ანთება, მუხლის სახსრის მოდუნება, კოქსართროზი, ოსტეოქონდროზი, ხერხემლის გამრუდება, მალათაშუა დისკების თიაქარი, რადიკულიტი. ბრტყელტერფიანობა ხელს უწყობს ფეხის თითებზე ფრჩხილის ჩაბრუნებას.

  • შესაძლებელია თუ არა დაავადების თავიდან აცილება?

-ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკა რამდენიმე წესის დაცვას გულისხმობს: თავი უნდა არიდოთ ვიწრო და მეტისმეტად მოჭერილი ფეხსაცმლის ტარებას, ქვედა კიდურები ხშირად უნდა დაასვენოთ, ერიდოთ დიდხანს ფეხზე დგომას. რეგულარულად ავარჯიშეთ ტერფები, მიიღეთ ტერფის კუნთებისა და მყესების მოსამაგრებელი აბაზანები, იკეთეთ მასაჟი, რომლის ჩატარებაც ზრდასრულ ადამიანს თვითონვე შეუძლია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად
გასტრიტის დროს ეფექტური უძველესი ხალხური საშუალება - გოგრის ფაფაა

მაწუხებს გასტრიტი და მაქვს კუჭის მაღალი მჟავიანობაც.
სრულად
ნერვებს ასეც მარტივად დაიმშვიდებთ
ნერვებს ასეც მარტივად დაიმშვიდებთ
ეს ნაყენი არეგულირებს გულისცემას და აწყნარებს გაღიზიანებულ ნერვებს:
სრულად
უკანა ტანის ნახეთქებს ამ ოყნის საშუალებით გაუმკლავდებით

ხშირი ყაბზობის შედეგად, როდესაც განავალი ძალიან მკვრივდება და რთული ხდება კუჭში გასვლა, ზიანდება სწორი ნაწლავი და როგორც ექიმმა მითხრა,
სრულად
პირშუშხა ტკივილს აბებზე უკეთ დაგიამებთ
პირშუშხა ტკივილს აბებზე უკეთ დაგიამებთ
უკვე წლებია, რაც ქრონიკული ართრიტი მაწუხებს. გაზაფხულსა და შემოდგომით რამდენჯერმე ჩავიტარე სერიული მკურნალობის კურსი, როცა სახსრები ყველაზე მეტად მაწუხებდა.
სრულად
ქოლესტერინს კისერს ლიმონი მოუგრეხს
ქოლესტერინს კისერს ლიმონი მოუგრეხს
მინდა, გაგაცნოთ საინტერესო და ძალიან სასარგებლო რეცეპტი, რომლის დახმარებითაც მშვენივრად რეგულირდება სისხლში ქოლესტერინის დონე:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ორთოპედიული დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები