/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

ლუმბაგო, გავა-წელის მწვავე რადიკულიტი - პრევენცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება

ლუმბაგო,  გავა-წელის მწვავე რადიკულიტი - პრევენცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება
გვესაუბრება ნევროლოგი მარიამ ქაფიანიძე.

- როგორ მოვიქცეთ, თუ უეცრად წელკავი დაგვემართა? რას ითვალისწინებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

- მთავარი წამალი სიმშვიდე და წოლითი რეჟიმია. ნუ ეცდებით ტკივილის მოთმენას და თვითნებურად წელში გასწორებას. აუცილებელია რამდენიმე დღის განმავლობაში წოლა.

მოძებნეთ პოზა, რომელშიც ტკივილი გიკლებთ და ზურგის მუსკულატურაც მოგიდუნდებათ. მიზანშეწონილია, იწვეთ ზურგზე, ოდნავ აწეული და მოღუნული ფეხებით, ამისთვის მუხლქვეშ ბალიში უნდა ამოიდოთ. ასეთი პოზა ხერხემალს მსხვილი კუნთების მოდუნების საშუალებას აძლევს.

თუ პაციენტისთვის მუცელზე წოლა უფრო მეტად კომფორტულია, შეუძლია, ასეც დაწვეს. ზოგჯერ მოხერხებულია გვერდზე წოლა.

პაციენტი უნდა იწვეს მაგარ და მყარ საწოლზე, ფართო ხის ნაჭერზე ან იატაკზე და წელი თბილად ჰქონდეს შეხვეული. ამ პერიოდში ყველაზე ჩვეულებრივი ლეიბიც კი ორთოპედიულად იქცევა, თუ მას მაგარ, ბრტყელ ფიცარზე გავფენთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი მე 3 თვეა ვიღებ ესრამს დღეში 1 ტაბლეტს.. მაინტერესებს შემიძლია თუ არა 1 ჭიქა.ღვინოს ან ლუდის დალევა? მადლობა წინასწარ </p>

რეკომენდებულია მტკივან ადგილზე ყინულის დადებაც, ოღონდ მხოლოდ შეტევის პირველ წუთებში.

მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტი), თუმცა ურიგო არ იქნება, თუ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად კონსულტაციისთვის ექიმს მიმართავთ.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ დავამზადოთ სამკურნალო მალამო, რომელიც წელის ტკივილს ეფექტურად ებრძვის
5 რჩევა - როგორ ავიცილოთ თავიდან წელის ტკივილი დისტანციურად მუშაობის დროს

თვითნებურად ნუ დაიზელთ მტკივან ადგილს მალამოთი, განსაკუთრებით - ისეთით, რომელიც კანს წვავს. შესაძლოა, ამან ტკივილი კიდევ უფრო გააძლიეროს.

დასაშვებია მტკივანი ადგილის არყით ან სპირტით დაზელა, იოდის ბადის გაკეთება.

ხშირად შინ აღმოჩენილი პირველი დახმარების შემდეგ, როცა ანალგეტიკების ზემოქმედებით ტკივილი ქრება, პაციენტები კლინიკაში მისვლას ან არ ჩქარობენ, ან საერთოდ აღარ აპირებენ, რის გამოც პროცესი რთულდება და მკურნალობაც ხანგრძლივდება.

ბევრი, წელში გაიშლება თუ არა და ტკივილიც გაუვლის, ფიქრობს, რომ უკვე განიკურნა. ეს შეცდომაა. ყველაფერი წელკავის პირველი შეტევის შემდეგ იწყება - ხერხემალი განსაკუთრებულ მოვლას ითხოვს, ამისთვის კი დამატებითი პროცედურების ჩატარებაა საჭირო. აუცილებელია ნევროლოგის ან ნეიროქირურგის კონსულტაცია სამედიცინო დაწესებულებაში, რათა პაციენტს აღმოუჩინონ კვალიფიციური დახმარება და რაც მთავარია, ჩაუტარონ შესაბამისი გამოკვლევები წელკავის მიზეზის გამოსარკვევად.

- როგორ ვიცხოვროთ, რომ წელკავმა არასდროს შეგვაწუხო

- შინ და სამსახურში კომპიუტერთან მუშაობისას ეცადეთ, დასხდეთ სპეციალურ საოფისე სკამზე, რომელიც ხერხემალს მეტ-ნაკლებად აძლევს განტვირთვის საშუალებას.

ტელევიზორის ყურებისას სჯობს უპირატესობა ნახევრად მწოლიარე ტიპის სავარძელს მიანიჭოთ.

მნიშვნელოვანია ავტომობილში მძღოლის სავარძლის სწორად შერჩევაც, რადგან საჭესთან მოუხერხებლად ჯდომა ოსტეოქონდროზის გართულების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.

ხანგრძლივი ჯდომითი სამუშაოს შესრულებისას პერიოდულად შეისვენეთ და გაიარ-გამოიარეთ.

ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალებს ვურჩევ, იშვიათად ჩაიცვან ქუსლიანი ფეხსაცმელები.

ნებისმიერი ტვირთი უნდა ასწიოთ ნელა, თანდათან. ტვირთის აწევისას ჯერ მუხლებში უნდა მოიხაროთ და შემდეგ ნელა გასწორდეთ.

ნუ დატვირთავთ ხერხემალს ჭარბი წონით.

ხერხემლის მთავარი მტერი უმოძრაობაა, ამიტომ წელკავის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა ფიზკულტურაა. სასურველია მეტი მოძრაობა, ცურვა.

სირბილის დროს ხშირია ხერხემლის დისკების მიკროტრავმატიზაცია, ამიტომ სირბილისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.

კომენტარები (1)
გეო
სადაა მემრე კვალიფიციური კონსულტაცია და დიაგნოზი.
თარიღი : 09-01-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ორსულობა და თავის ტკივილი
ორსულობა და თავის ტკივილი
ორსულები ხშირად უჩივიან თავის ტკივილს. რამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულობისას ეს უსიამოვნება და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
სრულად
News
News
ნიორი რეზისტენტულ ბაქტერიებს ანადგურებს
სრულად
ღვიძლის მწვავე უკმარისობა
ღვიძლის მწვავე უკმარისობა
ღვიძლის მწვავე უკმარისობა ღვიძლის პარენქიმის მწვავე დაზიანებით გამოწვეული უმძიმესი პათოლოგიაა.
სრულად
წონის პრობლემები ქალებში
წონის პრობლემები ქალებში
სიმსუქნე უარყოფითად აისახება მენსტრუალურ და რეპროდუქციულ ფუნქციაზეც. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მივმართეთ გინეკოლოგ მეგი მინდიაშვილს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ლუმბაგო, გავა-წელის მწვავე რადიკულიტი - პრევენცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები