/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

შეიძლება თუ არა, გადაღლილობამ და ნევროზულობამ ჰემორაგიული ინსულტი გამოიწვიოს

შეიძლება თუ არა, გადაღლილობამ და ნევროზულობამ გამოიწვიოს ჰემორაგიული ინსულტი, მასიური სუბარაქნოიდულ-პარკუჭოვანი სისხლჩაქცევა და დიდი ზომის ინტრაცერებრული ჰემატომა მარჯვენა თხემ-საფეთქლის მიდამოში,

თავის ტვინის შეშუპება, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია?

  • ინსულტი

ინსულტი ცენტრალური ნერვული სისტემის ერთობ მძიმე და საშიში სისხლძარღვოვანი დაზიანებაა. ცნობილია, რომ თავის ტვინის უჯრედები მეტად მგრძნობიარენი არიან ჟანგბადის ნაკლებობის მიმართ და ამის გამო სწრაფად იღუპებიან. არტერიული სისხლის ნაკადით მომარაგებისთვის თავის ტვინი სისხლძარღვების ფართო ქსელით არის აღჭურვილი. ამა თუ იმ სისხლძარღვის დაცობის ან გასკდომის შემთხვევაში ვითარდება ინსულტი, რის შედეგადაც თავის ტვინის შესაბამისი უბანი კვდება.

განასხვავებენ ორი სახის ინსულტს:

  1. ჰემორაგიულს, რომელიც სისხლძარღვის გასკდომის შედეგია (ამ დროს ვითარდება სისხლჩაქცევა ტვინში, ტვინის პარკუჭში ან გარსის ქვეშ);
  2. იშემიურს, რომელსაც თრომბოზის ან ემბოლიის შედეგად არტერიის დაცობა განაპირობებს.

  • ჰემორაგიულ ინსულტი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰემორაგიულ ინსულტს ტვინში სისხლჩაქცევასაც უწოდებენ. ის ინსულტის განსაკუთრებით მძიმე ფორმაა, უმეტესად ჰიპერტონიული დაავადების გართულებას წარმოადგენს და ჰიპერტონიული კრიზის ფონზე ვითარდება. არცთუ იშვიათად ტვინის მკვებავი არტერიის კედელი სკდება იმ ადგილას, სადაც ის უფრო მეტად არის გათხელებული. ამაში დამნაშავე ანევრიზმაა. ეს უკანასკნელი სისხლძარღვის კედლის თანდაყოლილ ან შეძენილ გამოდრეკა-გაგანიერებას წარმოადგენს. სისხლძარღვის გათხელებული კედელი, როგორც წესი, ვერ უძლებს მომატებულ არტერიულ წნევას და სკდება.

  • მიზეზები

ჰემორაგიული ინსულტი მეტწილად დაძაბული და მძიმე დღის შემდეგ ვითარდება. სამწუხაროდ, გადაღლამ, გადაძაბვამ, ძლიერმა ემოციამ და სტრესმა მართლაც შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული ინსულტი, მით უფრო - იმ პირებში, რომელთაც მაღალი არტერიული წნევა და ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგიური ფონი აღენიშნებათ. ასეთი ფონის არსებობისას ჰემორაგიული ინსულტის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ფიზიკურმა ან ფსიქიკურმა გადაძაბვამ, არამედ სქესობრივმა აქტიურობამ, გადაძღომამ, კლიმატური პირობების ცვალებადობამ და სხვა.

  • სიმპტომები და მიმდინარეობა

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ სიმძიმის შეგრძნება თავში, ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც სულ უფრო მწველი ხდება, ასევე გულისრევა და ღებინება ინსულტის წინარე ნიშნებია (მედიცინაში მათ პროდრომულ ნიშნებს უწოდებენ).

ჰემორაგიული ინსულტის სიმპტომები უცაბედად აღმოცენდება და ძალზე სწრაფად პროგრესირებს. ირღვევა მოძრაობა, მგრძნობელობა, მეტყველება. პულსი შენელებული და დაჭიმულია, ტემპერატურა იმატებს. ადამიანს ისეთი შეგრძნება ეუფლება, რომ სმენა დააკლდა. მოსალოდნელია გონების უცაბედი დაკარგვა და კომის (უგონო მდგომარეობის) განვითარებაც. ამ დროს აღინიშნება სისხლის ნაკადის მოზღვავება სახეზე, ინტენსიური ოფლდენა შუბლზე. ადამიანი თავის ქალას შიგნით შეიგრძნობს ძლიერ დარტყმას, გონებას კარგავს და ეცემა. ეს უკვე საკუთრივ ჰემორაგიული ინსულტია. გამსკდარი სისხლძარღვიდან სისხლი ტვინის ქსოვილში ხვდება, რამდენიმე წუთში შეიწოვება და ტვინის ქსოვილზე ზეწოლას ახდენს, რაც შეშუპებასა და უჯრედების სიკვდილს იწვევს.

ასევე დაგაინტერესებთ
5 ნაბიჯი ინსულტის რისკის შესამცირებლად
როგორ შეიძლება შეამციროს რამდენიმე წუთიანმა ფიზიკურმა აქტივობამ გულის შეტევისა და ინსულტის რისკი

გარეგნული ნიშნები ასეთია: ავადმყოფს კისრის არეში სისხლძარღვთა გაძლიერებული პულსაცია და ხმამაღალი სუნთქვა (ხრიალი) აღენიშნება. დაზიანებული უბნის საპირისპირო მხარეს ვითარდება ზედა და ქვედა კიდურების დამბლა. სუნთქვისას ლოყა იალქანივით იბერება (ე. წ. იალქნის ნიშანი) - ავადმყოფი თითქოს ჩიბუხს ეწევაო. პირის კუთხე დაშვებული აქვს, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი - გადასწორებული, ყლაპვა - მოშლილი, პირი - ნახევრად ღია. გუგების რეაქცია სინათლეზე არ აღინიშნება.

ჰემორაგიული ინსულტის კეთილსაიმედო მიმდინარეობისას კომა სოპოროზული მდგომარეობით იცვლება და ავადმყოფს ცნობიერება უბრუნდება. მასიური სისხლჩაქცევის დროს აღინიშნება ჯანმრთელი კიდურების უნებლიე მოძრაობანი. ასეთ დროს ტვინის შეშუპებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის უბნებზე ზეწოლის გამო ვითარდება სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მწვავე უკმარისობა, მათი ფუნქციის სრულ შეწყვეტამდეც კი.

  • ჰემორაგიული ინსულტის ყველაზე საშიში გართულება

ჰემორაგიული ინსულტის ყველაზე საშიში გართულებაა პარკუჭებში სისხლის გაჟონვა, რომელსაც ჰორმეტონია ახასიათებს. ამ დროს აღინიშნება კიდურების კუნთების ძლიერი გაშლითი ჰიპერტონია სხეულის ღერძისადმი მოზიდვითი მოძრაობებით და მისი გადასვლა კუნთების ჰიპოტონიაში. კიდურების კუნთების ტონუსის ასეთი ცვლილება მუდმივად მონაცვლეობს და შეტევებით მჟღავნდება.

რაც შეეხება სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას, ის ტვინის რბილი გარსის სისხლძარღვების დაზიანებისას ვითარდება. სუბარაქნოიდული ჰემატომის მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე ჰემორაგიული დიათეზი, გრიპი, მწვავე ლეიკემია, ქალას ძვლების მოტეხილობა, ავთვისებიანი სიმსივნე და სხვა.

ჰემორაგიული ინსულტის განვითარების მთავარი და ყველაზე ხშირი მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰიპერტონიაა, ამიტომაც აუცილებელია არტერიული წნევის მუდმივად კონტროლი და სათანადო ზომების მიღება.

უკანასკნელი ათწლეულის მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკამ დაადასტურა, რომ პათოლოგიური ფონის მქონე, წინასწარგანწყობილ პირებში არტერიული წნევის კონტროლით შესაძლებელია, მიოკარდიუმის ინფარქტის ალბათობა 20%-ით შევამციროთ, ხოლო ინსულტისა - 50%-ითაც კი.

კომენტარები (1)
თამთა
როგორ ვუმკუნალოთ? როგორ შეიძლება ჰემორაგიული ინსულტის თავიდან აცილება?
თარიღი : 08-01-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შეიძლება თუ არა, გადაღლილობამ და ნევროზულობამ ჰემორაგიული ინსულტი გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები