ანევრიზმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანევრიზმა

ეს უკანასკნელი კარგავს ელასტიკურობას და ხელშემწყობი ფაქტორის დართვის შემთხვევაში შესაძლოა გასკდეს კიდეც, რასაც სისხლის მიმოქცევის მოშლა მოჰყვება.

ანევრიზმა ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება ჩამოყალიბდეს. ადგილმდებარეობისა და ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ მის რამდენიმე კლინიკურ ფორმას. ყველაზე გავრცელებულია აორტის ანევრიზმა. მისი 25% გულმკერდის აორტის ანევრიზმების წილად მოდის, ხოლო 75% - აორტის მუცლის ნაწილის ანევრიზმების წილად.

ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია მსხვილი სისხლძარღვებისა და აორტის ანევრიზმები. გარდა იმისა, რომ არსებობს ანევრიზმის გახეთქვის საფრთხე, სახიფათოა თავად სისხლძარღვის დეფორმაციაც, რადგან გადიდებული უბანი შესაძლოა მიაწვეს ირგვლივ მდებარე ნერვებს და შესაბამისი უბნების დისფუნქცია გამოიწვიოს.

ვირუსები და ინფექციები

  • უკანასკნელ ხანს წარმოჩნდა ანევრიზმის ჩამოყალიბებაში ვირუსების როლიც. განსაკუთრებით საყურადღებოა სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციები, რომელთა დროსაც სისხლძარღვთა კედელში ანთებითი პროცესი ვითარდება. იგი აზიანებს სისხლძარღვს, აძლიერებს ელასტინის დაშლას და ანევრიზმის წარმოშობას განაპირობებს.
  • მნიშვნელოვანია ქლამიდიური ინფექციის როლიც, რომელიც ასევე იწვევს აორტის კედელში ანთებით პროცესებს.
  • დადასტურებულია ანევრიზმის ჩამოყალიბებაში სიფილისისა და ტუბერკულოზური ინფექციის წვლილიც.

რისკის ფაქტორები

ანევრიზმის ძირითადი რისკფაქტორებია:

  • ასაკი - 50 წელზე მეტი;
  • სქესი - მამრობითი;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის იშემიური დაავადება;
  • სისხლძარღვოვანი აუზების დაზიანება;
  • ფილტვების არასპეციფიკური ქრონიკული დაავადებები;
  • თამბაქოს წევა - პაციენტების თითქმის 100%-ს მწეველობის 25 წელზე ხანგრძლივი სტაჟი აქვს.

ფაქტორების პროცენტული განაწილება ასეთია:

  • ანევრიზმით დაავადებულთა 63%-ს აქვს არტერიული ჰიპერტენზია 160-ზე მაღალი მაჩვენებლით;
  • 71%-ს - გულის იშემიური დაავადება;
  • მხოლოდ 25%-ს უდასტურდება გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • 41%-ს ფილტვების არასპეციფიკური დაავადება აწუხებს.

მშრალი რიცხვები

  • ანევრიზმას საკმაოდ დიდი ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სტრუქტურაში. ამ პათოლოგიის მქონეთა 90%-ს სისხლძარღვთა კედლის ამა თუ იმ ხარისხით გამოხატული ათეროსკლეროზული დაზიანება აღენიშნება.
  • მუცლის აორტის ჩამოყალიბებას საკმაოდ ხშირად წინ უძღვის ათეროსკლეროზული ცვლილებები მუცლის აორტის ირგვლივ მდებარე სისხლძარღვებში. წლობით ნებაზე მიშვებული დაავადება პროგრესირებს და საბოლოოდ მუცლის აორტასაც სერიოზულად აზიანებს.
  • 18-22%-ში მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების მიზეზი აორტის მექანიკური დაზიანებაა ტრავმის, მუცლის ღრუს ინვაზიური ინსტრუმენტული გამოკვლევის, სისხლძარღვთა რეკონსტრუქციული ოპერაციის შედეგად.
  • სტატისტიკის თანახმად, ანევრიზმის გახეთქვა 10 ათასიდან 5-10 ადამიანთან აღირიცხება, უემეტსად - 30-50 წლის მამაკაცებთან.
  • თამბაქოს წევასა და ანევრიზმის გახეთქვას შორის საინტერესო კავშირია. მწეველებთან ეს გართულება 4-ჯერ იშვიათია, ვიდრე არამწეველებთან - თამბაქოს წევისას ჩასუნთქული აირები იწვევს ანტიტრიფსინის ინაქტივაციას. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც აორტის კედელში დეგრადაციული პროცესების დამუხრუჭებას იწვევს.
  • აორტის ანევრიზმის გახეთქვის პოტენციური რისკფაქტორია არტერიული ჰიპერტენზია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიასტოლური წნევის მაჩვენებელი აღემატება 100-ს,
  • გახეთქვის ათიდან ცხრა შემთხვევა ლეტალური შედეგით მთავრდება. უკანასკნელ ხანს ანევრიზმის გახეთქვის შემთხვევები 7-ჯერ გახშირდა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.